ვარლამ ჩერქეზიშვილი თხზულებანი

25 Mar

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ტომი პირველი

თბილისი
2011

გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის პუბლიცისტური წერილები ხშირად იბეჭდებოდა როგორც ქართულ ისე ევროპულ პრესაში; მრავალ ენაზე ითარგმნებოდა მისი ნაშრომები და წიგნები. წინამდებარე თხზულებების პირველ ტომში ვაქვეყნებთ გაზეთებში, “ივერიასა” და “ცნობის ფურცელში” ვ. ჩერქეზიშვილის მიერ 1893-1904 წლებში დაბეჭდილ წერილებს.

შემდგენელი და რედაქტორი _ დიმიტრი შველიძე.
პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
სარედაქციო ზაზა ცინაძე
ჯგუფი: თამარ სიდამონიძე მაგისტრანტები
მანუჩარ გუნცაძე

ვარლამ ჩერქეზიშვილის ღვაწლი

1921 წლის თებერვლის დღეებში, როცა საქართველოს დედაქალაქს ბოლშევიკური რუსეთის XI არმია უტევდა, თბილისელებმა კოჯრის გზაზე შენიშნეს მოხუცი კაცი, რომელსაც შაშხანა გაედო მხარზე და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ეს კაცი გახლდათ 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად მიეშურებოდა, რომლის სახელმწიფოებრიობის აღდგენასაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე მოახმარა.
მსოფლიოს, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას უფრო იცნობდნენ – “ჩერქეზოვის” ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები; არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები; ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ორი ნაშრომი: “ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან” და “ინტერნაციონალის წინამორბედები”. ეს წიგნები თავდაპირველად ფრანგულად 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ სწრაფად ითარგმნა ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, აგრეთვე: ჩინურ და იაპონურ ენებზე. რუსულად “ვ. ჩერქეზოვის” ნაშრომები შეცვლილი სათაურით: “ინტერნაციონალის წინამორბედები. მარქსიზმის დოქტრინები” ოთხჯერ გამოიცა.
ბუნებრივია, განთქმული ქართველი პოლიტიკური მოღვაწის სახელი კარგად იცოდნენ 1900-იანი წლების საქართველოშიც. ჩვენთვის საინტერესოა ჩერქეზიშვილის, დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი, ზოგადად – ქართული პოლიტიკური პრობლემებისადმი – მას ღრმად სწამდა, რომ ქართველი ხალხისათვის უპირველესი საზრუნავი, არა რომელიმე სოციალური იდეა, არამედ – ეროვნული თავისუფლება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო.
1870-იანი წლებიდან ქართულ რეალობაში დამკვიდრებას იწყებს რევოლუციონერის ორი ზოგადი ტიპი. ერთნი იყვნენ რევოლუციონერები, რომელნიც პირველხარისხოვნად მიიჩნევდნენ სოციალური თავისუფლება-თანასწორობისათვის ბრძოლას და მისი ინტერესების ფონზე ეროვნული თავისუფლების პრობლემას ან უმნიშვნელოდ ან მეორე რანგის საკითხად განიხილავდნენ. მეტიც შეიძლება ითქვას – ამ ტიპის სოციალური რევოლუციონერები რიგ შემთხვევაში – ეროვნულ მოძრაობას უპირისპირდებოდნენ კიდეც. ასე ჩამოყალიბდა საქართველოში ეროვნული ნიჰილისტ-რევოლუციონერების ფენომენი. ნიჰილისტი რევოლუციონერების პირველი ტალღის წარმომადგენლები საქართველოში – ხალხოსნები იყვნენ. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში თუ რუსეთში სხვა მიზეზით მოხვედრილი ქართველი ხალხოსანი-რევოლუციონერები ისე გაიტაცა სოციალური თავისუფლების იდეალმა, რომ ყოველგვარი ეროვნული პრობლემები მათ უმნიშვნელო წვრილმანებად ეჩვენებოდათ. ხალხოსან-ნიჰილისტი ივანე ჯაბადარისთვის, რუსულ-ინტერნაციონალისტურმა იდეალებმა სრულიად შთანთქა ეროვნული პრობლემატიკა. ასე ფიქრობდნენ მისი ხალხოსანი ამხანაგებიც. შემდგომში ხალხოსნების გზა გააგრძელეს ქართველმა სოციალ-დემოკრატმა მენშეკვიკ-ბოლშევიკებმა, რომლებიც მტრულად დაუპირისპირდნენ ქართულ ეროვნულ მოძრაობას ანუ მათი აზრით – ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს. ამგვარმა ბრიყვულმა იდეალიზმმა ქართველი მენშევიკები ეროვნული ნიჰილიზმის ჭაობში მიიყვანა, ხოლო ქართველი ბოლშევიკები საკუთარი სახელმწიფოს მოღალატეებად აქცია.
საბედნიეროდ იყვნენ სრულიად საწინააღმდეგო და რადიკალურად განსხვავებული – პატრიოტ-რევოლუციონერებიც. ისინი არანაკლები რწმენით იღწვოდნენ სოციალური თავისუფლების იდეალისათვის, მაგრამ ამასთან ერთად იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნის ეროვნული თავისუფლებისთვისაც. Mმეტიც, პატრიოტ-რევოლუციონერებისთვის ეროვნული იდეა მუდამ პრიორიტეტული გახლდათ. მათ სწამდათ რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარეშე წარმოუდგენელი და არარეალური იქნებოდა სოციალური სამართლიანობაც. სწორედ ამგვარი რწმენისანი იყვნენ ჯერ პატრიოტ-ხალხოსნები, ხოლო შემდგომში ეროვნული მიმართულების რევოლუციონერები: გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, არჩილ ჯორჯაძე, მიხაკო წერეთელი, ვლადიმერ დარჩიაშვილი, ვლასა მგელაძე, აკაკი ჩხენკელი, მრავალნი.
ვარლამ ჩერქეზიშვილი ქართველ პატრიოტ-რევოლუციონერთა ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო.
ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი 1846 წლის 15 სექტემბერს, კახეთში, სოფ. თოხლიაურში დაიბადა. თავდაპირველად სწავლა დაიწყო მოსკოვის მეორე კადეტთა კორპუსში, რომელიც 1864 წლის ბოლოს მიატოვა “გულ-მკერდის ტკივილის” გამო. 1866 წლის დასაწყისში შევიდა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში. სწავლის პერიოდში ჩერქეზიშვილი დაუახლოვდა მოსკოვის ახალგაზრდობის რადიკალურ წრეებს, რომლებსაც მონარქიის მოსპობა და რუსეთის სოციალური გარდაქმნა სურდათ. იგი აქტიურად მონაწილეობდა იშუტინ-კარაკოზოვის საიდუმლო რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც 1866 წლის აპრილში დააპატიმრეს, გაასამართლეს და 8 თვის პატიმრობა მიუსაჯეს.
სასჯელის მოხდის შემდეგ ახალგაზრდა “თავადი ჩერქეზოვი” უფრო ენთუზიაზმით ებმება რადიკალური ახალგაზრდების ანტისახელწიფოებრივ საქმიანობაში. ის ხდება ცნობილი სერგეი ნეჩაევის რევოლუციური ორგანიზაციის “ნაროდნაია რასპრავას” აქტიური წევრი. შედეგმა არც ახლა დააყოვნა. 1869 წლის დეკემბერში ნეჩაევის ორგანიზაციას იმპერატორის სპეცსამსახურებმა მიაგნეს. 1871 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი ნეჩაეველთა გახმაურებულ პროცესზე გაასამართლეს და 5 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. იგი ჯერ ტიუმენში გააგზავნეს ეტაპით, ხოლო შემდეგ ტომსკში გადაასახლეს. ხუთწლიანი გადასახლების ვადა ჩერქეზიშვილს 1876 წელს უმთავრდებოდა და ამის შემდეგ შეეძლო ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას შედგომოდა. მაგრამ როგორც ჩანს რუსეთის თვითმპყრობელობასთან შერიგება არ შედიოდა ახალგაზრდა ქართველი თავადის გეგმებში. იმის მაგივრად, რომ მცირე ხანს ბოლომდე მოეხადა სასჯელი – 1876 წლის 20 იანვარს ჩერქეზიშვილი ციმბირის გადასახლებიდან გაიქცა.
იმავე წლის გაზაფხულზე ვარლამ ჩერქეზიშვილი ლონდონში ჩავიდა. აქედან დაიწყო მისი ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრება, რომელიც პრაქტიკულად მისი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. რუსეთის ჟანდარმერიამ, რომელიც გამწარებით დაეძებდა ყოფილ “ნეჩაეველს”, შემოგვინახა ჩერქეზიშვილის გარეგნული აღწერილობა: “დაახლოებით 30 წლისაა, საშუალო ტანისა, თვალები წაბლის ფერი, თმები თავზე შავი და შეთხელებული, ატარებს პატარა წვერს და ულვაშებს, ცხვირი ზომიერი. სახეზე ნაყვავილარი ამჩნევია, ჩაცმულია ღარიბულად, ნაცრისფერი ტანისამოსი აცვია, ქუდი (შლაპა) შავი ხურავს, მრგვალი, დიდფარფლებიანი”.
1876 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი თანამშრომლობს პეტრე ლავროვის რედაქტორობით, ლონდონში გამომავალ რუსულ ჟურნალ “ვპერიოდში”. აქ მას წლის ბოლომდე მიჰყავს რუბრიკა: “ორ კვირაში” და მიმოიხილავს რუსეთის საშინაო მოვლენებს.
1877 წელს ჩერქეზიშვილი შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის (ე.წ. იურის ფედერაციის) შემადგენლობაში და გახდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე. 1878 წელს ქართველი რევოლუციონერი თანამსრომლობდა ჟენევაში გამომავალ რუსულენოვან ბაკუნისტურ ჟურნალში – “ობშჩინა”, მიჰყავდა რუბრიკა: “ქრონიკა”, რომელიც მიმოიხილავდა რუსეთის იმპერიის საშინაო მოვლენებს.
1879 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველი ანარქისტული გაზეთის “ლე რევოლტეს” გამოცემაში, პეტრე კროპოტკინთან ერთად. როგორც ანარქიზმის ისტორიკოსები აღნიშნავენ, ამ დროს დაიწყო მსოფლიო ანარქიზმის მთავარი იდეოლოგის კროპოტკინისა და ჩერქეზიშვილის დიდი მეგობრობა, გაზეთში, რომელმაც “ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ანარქიზმის თვითგამორკვევაში” (ბ. ნიკოლაევსკი, მ. ნეტლაუ). 1879 წლის მეორე ნახევარში ვ. ჩერქეზიშვილი პარიზის სოციალისტურ-რევოლუციურ სექციაში მოღვაწეობს. მისი სტატიები ამ სექციის ორგანოში: “Lა რევოლუტიონ სოციალე”-შიცაა საგულვებელი. ამის შემდეგ ქართველ ანარქისტს საფრანგეთიდან აძევებენ, რის შემდეგაც იგი ბრუნდება ჟენევაში, ცვლის კროპოტკინს და ხელმძღვანელობს “ლე რევოლტეს” გამოცემას. სწორედ ამ პერიოდის შესახებ წერდა ვარლამ ჩერქეზიშვილი: “ინტერნაციონალის სამუშაო ორგანიზაციებში, მე წარმოშობით ქართველი კაცი, ვხვდები, როგორც ზნეობრივ, ისე მატერიალურ მხარდაჭერას, სადაც არ უნდა ვიყო: პარიზში, ჟენევაში, ლონდონში, თუ პატარა ქალაქებში, როგორებიცაა შო დე ფონი თუ სენტ იმიე”.
1882 წელს ლიონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყო ყველაზე ცნობილი ევროპელი ანარქისტების დევნა საფრანგეთში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში. დაპატიმრებულნი აღმოჩნდნენ პეტრე კროპოტკინი, ლუიზა მიშელი, სხვანი. ისინი გაასამართლეს ცნობილი ლიონის პროცესზე, რომელზეც თურმე ხშირად “ფიგურირებდა ჩერქეზიშვილის სახელიც” (ვ. ვ. კომინი). თვით ჩერქეზიშვილმა შვეიცარიიდან მიმალვა მოასწრო. ამ პერიოდიდან თითქმის 6 წლის მანძილზე ჩერქეზიშვილი უკვალოდ გადაიკარგა და სხვა სახელით იმალებოდა “აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში”.
1888 წლიდან ვარლამ ჩერქეზიშვილი, ხანგრძლივი ხეტიალისა და გაუჩინარების შემდეგ, იღებს მიწვევას თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის პეტრე კროპოტკინისაგან და სახლდება ლონდონში. ამიერიდან ისინი კვლავ უბრუნდებიან საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის წარმართვის პროცესს, რომელშიც ჩერქეზიშვილი უფრო პრაქტიკოსი-ორგანიზატორის როლს ასრულებს.
ამასთან იგი მრავალ წერილს აქვეყნებს კროპოტკინის მიერ დაარსებულ ანარქისტულ გაზეთში “ფრეედომ”, რომელიც ლონდონში გამოდის, თვითონაც აქტიურად მონაწილეობს მის დაარსება-გამოცემაში. სწორედ “ფრეედომში” ქვეყნდება ქართველი ანარქისტის წერილები, რომელშიც იგი ამხელს მარქსისა და ენგელსის პლაგიატურ ტექსტებს, მათ შორის “კომუნისტური პარტიის მანიფესტს”.
ვ. ჩერქეზიშვილის უაღრესად ენერგიული და ავტორიტეტული მოღვაწეობა საერთაშორისო ანარქიზმის სარბიელზე გრძელდება შემდგომშიც და იმდენად მრავალფეროვანია, რომ დიდ კვლევას მოითხოვს, განსაკუთრებით დასავლურ-ევროპულ პრესაში და სიძველეთსაცავებში. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო სხვა თემაა – ის, რომ ჩერქეზიშვილის ანარქისტულ საქმიანობას მხოლოდ ერთი სფერო, ერთი საზრუნავი და ერთი პრობლემა ზღუდავდა, წყვეტდა და ენაცვლებოდა – ეს გახლდათ საკუთარი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა – ეროვნული თავისუფლება.

* * *
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ემიგრაციაში ჩასვლის პირველივე წლიდან დაიწყო საქართველოს შესახებ წერა ჯერ რუსულ, ხოლო შემდგომში ევროპულ პრესაში. 1876 წლის შემოდგომაზე ჟურნალ “ვპერიოდში” ქართველი პუბლიცისტი აქვეყნებს ინფორმაციებს სვანეთში გლეხთა გამოსვლებისა და იქ მიმდინარე რეპრესიების შესახებ. 1878 წელს მისი ინფორმაციები საქართველოს შესახებ ქვეყნდება მეორე რუსულენოვან ჟურნალ “ობშჩინაში”. იგი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას საქართველოში, სადაც მიუხედავად მიწის ნაყოფიერებისა, გლეხობა მაინც სიღარიბეში ცხოვრობს; სადაც მძვინვარებს რუსიფიკატორული პოლიტიკა. “თურქები, ეს ბარბაროსები, – წერს ერთ-ერთ წერილში ჩერქეზიშვილი, – რთავენ სკოლების არსებობის ნებას ბულგარეთში და ამ სკოლებში სწავლება ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე მიმდინარეობს… მაშინ როცა ჩემს მშვენიერ სამშობლოში… ოფიციალური ენა – რუსულია, სრულიად უცხო არა მარტო გლეხებისათვის, არამედ თავადაზნაურობის უმრავლესობისთვისაც; სკოლაში სწავლებაც სავალდებულოა რუსულ ენაზე”.
1882 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილმა ჟენევაში, რუსულ ენაზე გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით: “გადიაჩელი დრაგომანოვი რუს სოციალისტებთან ბრძოლაში”. ეს წიგნი იმით იყო საინტერესო, რომ ქართველმა ავტორმა, პირველად რუსეთის იმპერიის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, სპეციალურად გაამახვილა ყურადღება ეროვნულ საკითხზე. მან დაიცვა იმპერიის დაპყრობილი ხალხების, მათ შორის ქართველი ხალხის უფლება – აღედგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული ავტონონიის სახით.
ლონდონში დასახლების შემდეგ ვ. ჩერქეზიშვილი იწყებს ინგლისურ პრესა-პერიოდიკაში საქართველოს შესახებ წერილების გამოქვეყნებას. მაგ. 1895 წელს, ერთ-ერთ პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალში: “მეცხრამეტე საუკუნე” (“Nინეტეენტჰ ცენტურყ”) დაიბეჭდა მისი ვრცელი წერილი: “საქართველოს ხელშეკრულებები რუსეთთან” (Gეორგიან თრეატიეს წიტჰ ღუსსია).
1898 წელს ლონდონში არსებულ-მოქმედი რუსული თავისუფალი პრესის ფონდის მიერ გამოცემული ე. წ. “მფრინავი ფურცლების” 42-ე ნომერში, იმპერიის აგენტურის ინფორმაციის მიხედვით, გამოქვეყნდა ჩერქეზიშვილის სტატია: “წერილი საქართველოს შესახებ”. უფრო ადრე, 1880-იანი წლების ბოლოს, სავარაუდოდ 1887-88 წლებში ქართველ პატრიოტ-ანარქისტს, საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების პრობლემის შესახებ წერილი გამოუქვეყნებია ინგლისურ ჟურნალში “ტაიმსში”. რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მისი პოლიტიკური თავისუფლების აუცილებლობის შესახებ გამოქვეყნებული ჩერქეზიშვილის წერილები მრავლადაა მიმობნეული ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა-ენოვან პრესაში. ამ პროდუქტიულ მემკვიდრეობას მოძიება უნდა და მას კარგად იცნობდა მაშინდელი ქართველი საზოგადოება. ამიტომაც წერდა არჩილ ჯორჯაძე: XIX საუკუნის მანძილზე ევროპულმა საზოგადოებამ არაფერი არ იცოდა საქართველოს შესახებ, “ისევ საზღვარგარეთ, ინგლისურ პრესაში თუ იწერებოდა განმარტოებულ და გარიყულ ემიგრანტ ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ”.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველი პატრიოტ-ანარქისტის წერილებმა და რამდენიმე წიგნმა, ევროპულ საზოგადოებას გააცნო საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და საფუძველი მოუმზადა ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხის დასმას დასავლეთის პოლიტიკური წრეების წინაშე. სულ ბოლოს, 1919 წელს, მაშინ როცა საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობდა სამშვიდობო კონფერენცია, პარიზში გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ბროშურა ინგლისურ ენაზე: “საქართველო. მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები”. საქვეყნოდ ცნობილი ანარქიზმის ერთ-ერთი ბელადთაგანი, ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარმყოფელი – დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა, როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამცველ-დამსაბუთებელი და ქართველი ერისათვის მსოფლიოს “დამოუკიდებელ ერებს შორის თავისი ისტორიული ადგილის დაბრუნება მოითხოვა” (გოჩა ფერაძე – ვარლამ ჩერქეზიშვილი დიდი ბრიტანეთის წიგნსაცავებსა და არქივებში. თბ. 2001, გვ. 78).

* * *
იმ მრავალი პატრიოტულ-პოლიტიკური აქციებიდან, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილის ხელით, მონაწილეობით თუ ინიციატივით განხორციელდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია – საქართველოს პეტიციის წარდგენა ჰააგის კონფერენციაზე. ჯერ კიდევ საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან წერილებში, ვ. ჩერქეზიშვილმა წამოაყენა იდეა, რომ საქართველოს ჰქონდა ისტორიული უფლება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. იგი ასაბუთებდა, რომ 1783 წელს საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასთან. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით საქართველოს უნარჩუნდებოდა სახელმწიფოებრიობა. 1801 წელს რუსეთმა უკანონოდ გააუქმა ქართული სახელმწიფო და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ ქართველ ხალხს ჰქონდა ისტორიული უფლება – საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით – აღედგინა საკუთარი სახელმწიფო და მას უნდა ებრძოლა ამ მიმართულებითაც.
ჩერქეზიშვილმა იცოდა რომ ევროპელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს. მან გადაწყვიტა საქართველოში მოემზადებინა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერდნენ ქვეყნის მოწინავე ყველა ფენის წარმომადგენლები და ეს დოკუმენტი გადაეცა ჰააგის სამშვიდობო კონფერენციისათვის, რომელიც 1907 წელს აგვისტოსათვის იყო დაგეგმილი. აქციის მიზანი იყო საერთაშორისო პოლიტიკური წრეების წინაშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხის აქტუალიზაცია. 1906-1907 წლებში სამშობლოში ჩამოსული ვარლამ ჩერქეზიშვილი, ამ მიმართულებით ენერგიულ საქმიანობას შეუდგა.
ჰააგის კონფერენციაზე საქართველოს პეტიციის მომზადებისა და გაგზავნის შესახებ ჩვენ დაწვრილებით გვაქვს საუბარი ჩვენს მონოგრაფიაში ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ. (დიმიტრი შველიძე – აი ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი!”. თბილისი. 2000). გარდა ამისა, წინამდებარე კრებულში ჩვენ ვაქვეყნებთ თვით ვ. ჩერქეზიშვილის მოგონებას აღნიშნული პეტიციის შესახებ, რომელიც მან 1918 წელს ქართულ ჟურნალ “პრომეთეში” გამოაქვეყნა. ამის გამო ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. უბრალოდ გავიმეორებთ უკვე თქმულს, რომ ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენცია იყო პირველი საერთო-ევროპული და საერთაშორისო ფორუმი, რომელზედაც მართალია არ განხილულა, მაგრამ გახმაურდა – საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პრობლემა. ქართველი ხალხის პეტიციამ მსოფლიო თანამეგობრობას გაახსენა და ცხადი გახადა ბევრისათვის, რომ 1801 წელს რუსეთის იმპერიამ საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით, დაიპყრო საქართველო და უკანონოდ გააუქმა ქართული სახელმწიფო. როგორც თავად ჩერქეზიშვილი აღნიშნავდა: – “პირველად იყო რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა”.
ჰააგის კონფერენციაზე საქართველოს პეტიციის ორგანიზება და წარდგენა გახლდათ ვარლამ ჩერქეზიშვილის დიდი დამსახურება სამშობლოს წინაშე. ეს ის შემთხვევაა, როცა სამშობლო და ქართველი ხალხია ვალში, თავისი ერთ-ერთი საუკეთესო წამომადგენლის ხსოვნის წინაშე.

* * *
1893 წლის 23 ივნისს, ილია ჭავჭავაძის “ივერიის” ფურცლებზე დაიბეჭდა ლონდონიდან გამოგზავნილი წერილი სათაურით: “ხვნა-თესვისა და მეურნეობის საკითხი ინგლისში”. წერილს ხელს აწერდა ვინმე “ჭ. Vასიანი”. ბევრმა არ იცოდა, რომ აღნიშნული ფსევდონიმით “ივერიაში” წერილების გამოქვეყნება დაიწყო ლონდონში მცხოვრებმა ემიგრანტმა, მსოფლიოში სახელგანთქმულმა ანარქისტმა, რაც მთავარია – რუსეთის იმპერიის უპირველესმა მტერმა და მოძულემ ვარლამ ჩერქეზიშვილმა. ამ დღიდან, 1893-1902 წლებში, “ივერიაში” ქართველი ანარქისტის 80-ზე მეტი წერილი, სტატია, ფელეტონი, სერიალები გაგრძელებებით და ა.შ. გამოქვეყნდა.
ბუნებრივია კითხვა დაისმება – ჩერქეზიშვილი რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ დევნილი, იმპერიისათვის ერთ-ერთ საშიშ მტრად იყო გამოცხადებული და რატომ დააყენა საკუთარი თავი და გაზეთი ილია ჭავჭავაძემ საფრთხის ქვეშ; რამ განაპირობა ილია ჭავჭავაძისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის – ამ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნების ურთიერთნდობა და რისკის შემცველი მეგობრობა. კარგადაა ცნობილი, ილია არ სწყალობდა რევოლუციას და რევოლუციონერებს. 1896 წელს როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ რვა თვით დახურა “ივერია” – ამის მიზეზი იყო გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული რადიკალური ხასიათის ანტისამთავრობო წერილები. მისი ავტორები იყვნენ ახალგაზრდა პუბლიცისტები, რომლებსაც ილიამ “ივერიის” რედაქციის კარი ფართოდ გაუღო: გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ილია ნაკაშიძე, ვასილ წერეთელი და სხვანი. ილია განარისხა “ახალგაზრდა ივერიელების” მოუზომავმა რადიკალიზმმა. გავიხსენოთ გიორგი ლასხიშვილის ერთი მოგონება. რომელიც სწორედ “ივერიის” აკრძალვას ეხება:
“მაისის პირველი რიცხვები იყო, როცა გიორგი ზდანოვიჩი ქუთაისიდან ჩამოვიდა… უკვე დაიწყო ბანკის კრებები. მე და გიორგი წავედით თეატრში “ბანკოვიადის” სეირის საყურებლად, ავედით სცენაზე, დავიჭირეთ კორესპონდენტების ადგილები. იმავე წუთს სცენაზე გამოჩნდა ილიაც, რომელიც პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა.
– აი თქვენმა რევოლუციონერობამ უკვე გამოიღო პირველი ნაყოფი: ეს არის ქაღალდი მოვიდა “ივერიის” დახურვის შესახებ” (გ. ლასხიშვილი, მემუარები, თბ. 1934 გვ. 106).
მიუხედავად რევოლუციონერებთან ასეთი ფრთხილი დამოკიდებულებისა, ილია ყველაზე უკიდურეს რევოლუციონერად მიჩნეულ ანარქისტს 80-ზე მეტ წერილს უქვეყნებს თავის “ივერიაში” და არ ერიდება აშკარა საფრთხეს – ხელისუფლება თუ დაინტერესდება და “ჭ. Vასიანი”-ს პიროვნებას დაადგენს, “ივერიას” მაშინვე დახურავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ილიამ მაინც, როგორც იტყვიან – გარისკა. მან მხარი დაუჭირა ვარლამ ჩერქეზიშვილის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლაში, გეორგიევსკის ტრაქტატზე დაყრდნობით – ისტორიული უფლების ფაქტორის გამოყენებას, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერის მოპოვების გზით. მან იგრძნო რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების საკითხის პოპულარიზაციაში ვარლამ ჩერქეზიშვილის ავტორიტეტს დიდი სამსახურის გაწევა შეეძლო.
კიდევ იყო ერთი გარემოება, რამაც ილიას, ჩერქეზიშვილის “ივერიაში’ თანამშრომლობა გადააწყვეტინა. ილია ჭავჭავაძე და დიდი ქართველი თერგდალეულები, საქართველოს ევროპეიზაციის პროპაგანდისტები იყვნენ. მათი ოცნება და მიზანი _ სოციალურ-ეკონომიკურად, კულტურულ-ინტელექტუალურად და პოლიტიკურად, ევროპულ სისტემაზე გარდაქმნილი საქართველო გახლდათ. ვ. ჩერქეზიშვილს “ივერიის” მკითხველებისთვის უნდა გაეცნო ყველაფერი ინგლისის შესახებ. და მართლაც, თუ მკითხველი ჩერქეზიშვილის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული წერილების სათაურებს გადაავლებს თვალს, აქ ყველაფერს ნახავს მაშინდელი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ქვეყნის, ინგლისის შესახებ – მის წერილებში საუბარია დიდი ბრიტანეთის ისტორიის, პოლიტიკური ცხოვრების, პარტიების, პარლამენტის, მოღვაწეების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ფინანსების, ბიზნესის, კოლონიების, მწერლობის, მხატვრობის, ხელოვნების, ქალაქების, მოქალაქეების, გეოგრაფიის, კლიმატის და სხვათა შესახებ. ამ წერილებით ვარლამ ჩერქეზიშვილი გვევლინება, როგორც პირველხარისხოვანი ევროპეისტი-პუბლიცისტი და დასავლეთის პოპულარიზატორი, რომელსაც სურს თავისი სამშობლო იხილოს ისეთივე მდიდარი, დაწინაურებული, მშრომელი, დისციპლინირებული, შემოქმედი, მოაზროვნე, მშენებელი, კულტურული, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მომავალზე ორიენტირებული, როგორც ინგლისი და ინგლისელები არიან.
თავისუფალი და ევროპული საქართველო – აი რამ დააკავშირა და დაამეგობრა ილია ჭავჭავაძე და ვარლამ ჩერქეზიშვილი. მათს გეოგრაფიულად შორეულ და სულიერად ახლო ურთიერთობაზე მიგვითითებს ფრაგმენტი ილიას მეუღლის, ოლღა გურამიშვილის 1896 წლის 12 თებერვლის წერილიდან მარჯორი უორდროპისადმი: “ვაზიანის (ვ. ჩერქეზიშვილის _ დ.შ.) კარგა ყოფნობამ გვასიამოვნა. მეტადრე კარგი იქნება მალე შეუდგეს “ივერიას” უგზავნოს ხოლმე თავისი წერილები. უკეთესი თანამშრომელთაგანი “ივერიას” ვინ ეყოლება”. (გურამ შარაძე – ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. უორდროპები და საქართველო. თბ. 1984. გვ. 255).
იმის შესახებ უკვე ვწერდით, რომ სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილმა გააცნო ილიას, “ივერიის” მკითხველებს და საქართველოს, მარჯორი უორდროპი და მისი ძმა ოლივერი (დიმიტრი შველიძე – აი ვინ იყო ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი! .გვ. 187-190).
მაშ, ვარლამ ჩერქეზიშვილის პირველი წერილების სერია, სათაურით: “ხვნა-თესვისა და მეურნეობის საქმე ინგლისში”, 1893 წელს გამოქვეყნდა, ოთხი ვრცელი წერილის სახით. შემდეგ მას მოჰყვა: “მონოპოლისტები და ბირჟის ბატონები”, “მეცნიერებისა და ტექნიკის შესახებ”… აღარ გავაგრძელებთ, რადგან ამას წინამდებარე კრებულის მკითხველი ჩვენზე უკეთ გააკეთებს. საერთოდ, 1893 წელს “ივერიაში” ჩერქეზიშვილის 10 წერილი გამოქვეყნდა; 1894 წელს – 13, 1898 წელს – 27; 1900 წ. – 13, 1901 წ. – 21.
1902 წელს ჩერქეზიშვილი “ივერიაში” მხოლოდ ერთ წერილს აქვეყნებს და თანამშრომლობას განაგრძობს გაზეთ “ცნობის ფურცელში”. ამ დროს ვარლამ ჩერქეზიშვილის თანამოაზრეები “ცნობის ფურცლის” გარშემო იყრიან თავს და მასაც იქ ეპატიჟებიან – ესენი მომავალი სოციალისტ-ფედერლისტები არიან. 1902 წელს ჩერქეზიშვილის 9 წერილია აქ გამოქვეყნებული; 1903 წელს – 19, 1904 წ. – 3.
წინამდებარე თხზულებათა კრებულის პირველ ტომში ვარლამ ჩერქეზიშვილის მხოლოდ “ივერიასა” და “ცნობის ფურცელში” დაბეჭდილ წერილებს ვაქვეყნებთ. ზოგიერთი მისი წერილი სხვა ქართულ გაზეთებშიცაა გაბნეული, მაგ. “დროებაში”, “სახალხო გაზეთში”, “ნობათში” და სხვ. ჩვენ აღარაფერს ვამბობთ ქართველი პატრიოტ-ანარქისტის მრავალრიცხოვან წერილებზე, რომელნიც დასავლეთ ევროპულ, რუსულ, ან სხვა ქვეყნების პრესაშია გაფანტული და თავის მკვლევარ-შემკრებელ-გამომცემელს ელოდება.
ვარლამ ჩერქეზიშვილი თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთის იმპერიის ხელისუფლებისაგან დევნილი იყო და ამიტომაც ქართულ პრესაში მეტწილად ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს. მისი ფსევდონიმები იყო: “ივერიაში” 1893-1894 წლებში “ჭ. Vასიანი”; 1898-1901 წლებში – “ვ. მარველი” და “ცნობის ფურცელში” 1902-1904 წლებში “ტემზისპირელი” და “ლონდონელი”.
წინამდებარე კრებულის შედგენისას შევხვდით გარკვეულ სიძნელეებს. გაზეთების რიგი ნომრები დაზიანებული იყო, არ ირჩეოდა სიტყვები, წინადადებები, ზოგჯერ მთელი პასაჟები და სვეტები. ამის გამო იძულებულნი გავხდით არ გამოგვექვეყნებინა ზოგიერთი ნაკლოვანი და ნაკლებადმნიშვნელოვანი სტატია. ასევე არ შევიტანეთ სახელთა საძიებელში, ერთხელ მოხსენიებული, ნაკლებად ცნობილი პიროვნებების გვარები, რომელნიც მრავლად გვხვდებიან ჩერქეზიშვილის ტექსტებში.
დასასრულს, ჩვენ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, წინამდებარე კრებულის გამოცემაში, აკად. გურამ თევზაძის განსაკუთრებული დამსახურება. მისი ინიციატივა და მხარდაჭერა რომ არა, ჩერქეზიშვილის თხზულებათა გამოცემა ვინ იცის როდის, ან საერთოდ განხორციელდებოდა თუ არა.
დღევანდელი ქართველი მკითხველი, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილის პუბლიცისტურ მემკვიდრეობას გაეცნობა, აღმოაჩენს, რომ მას ბევრი რამ აკავშირებს 1890-1900-იანი წლების თავის წინაპარ მკითხველთან. ის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს კონსტრუირება, რაც მაშინდელ ქართველობას ეოცნებებოდა და რაზედაც მას ინგლისში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტი მოუთხრობდა, – დღესაც თანამედროვე ქართველი საზოგადოების უპირველესი საზრუნავია. ამ მხრივ და ამგვარი ასპექტით, ვარლამ ჩერქეზიშვილის “ინგლისურ” მემკვიდრეობას აქვს პოტენციალი, რომ XXI საუკუნის საქართველოსაც კეთილი სამსახური გაუწიოს.

დიმიტრი შველიძე.

საქართველოს პეტიცია
საერთაშორისო კონფერენციისადმი ჰააგაში 1907 წ.
(თარგმანი ი. ყიფშაძისა)

(ჟურნალი “პრომეთე”, 1918 წლის #3)

რამ გამოიწვია და ვის მიერ იქნა წარმოდგენილი პეტიცია?
რუსის დამსჯელი რაზმების სიმხეცემა და ძალმომრეობამ გურიასა, იმერეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებშიც 1905-06 წ.წ. ზამთარს ყველა პატიოსანი ადამიანის გულში განურჩევლად პარტიისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია. საყოველთაო სურვილი იყო გამოქვეყნებულიყო და განათლებულ კაცობრიობას დაენახა სამარცხვინო და საზიზღარი ფაქტები ქალაქებისა და სოფლების გადაწვისა (ოზურგეთი, ნაგომარი, აკეთი, ზესტაფონი და სხვ.), მცხოვრებლების აწიოკება-ამოწყვეტისა და დედაკაცების გაუპატიურებისა, მეც ემიგრაციიდან ახლად დაბრუნებულმა რასაკვირველია ჩემს მოვალეობად ჩავთვალე ამ საზოგადოებრივ მისწრაფების განხორციელებისათვის ხელი შემეწყო.
მართალია ჩემს ჩამოსვლამდისაც “თიმეს”-ის საკუთარი კორესპონდენტი ვილლარი1 შეეხო რუსის ადმინისტრაციის სიმხეცეს, მაგრამ იმან ინახულა გურია ტოლმაჩოვისა, ალიხანოვისა და სხვათა სისხლის მოღვაწეობის უწინარეს. სხვა კორესპონდენტებმა ამერიკელმა დორლანდმა და ბრაუნმა აღწერეს ზესტაფონისა და ქუთაისის გადაწვა, მაგრამ არც ამათ ჰქონდათ იმ დროს სწორი ცნობები თუ რა სიმხეცის ქვეშ იმყოფებოდა სოფლები. ეს გულის-შემზარავი დაწვრილებითი ცნობები შემდეგ იქნა შეკრებილი და “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნებული ა. გ. ჯაბადარის მიერ2.
ამ ცნობების მიხედვით მე და ჩემმა მეუღლემ სტატიები გავაგზავნეთ შეერთებულ შტატების პრესისათვის “ჩჰიცაგო Dაილყ ნეწს” (300 000 ცალი იბეჭდება) საშუალებით და ინგლისურისათვის კი “Dაილყ ჩჰრონიცლე”-ს საშუალებით. მაგრამ ჩვენის შეხედულებით მარტო სტატიები და კორესპონდენციები არა კმაროდა. რუსის მთავრობის სიმხეცეთა წინააღმდეგ საჭირო იყო კარგად მოწყობილი პროტესტი დასავლეთ ევროპაში. ამისათვის ჩვენ წინადადება მივეცით ჩვენს ტფილისელ მეგობრებს გაეგზავნათ ქართველ ქალთა ადრესი-პროტესტი ინგლისელ ქალებისათვის და ეთხოვათ მათთვის დაცვა-დახმარება. ჩვენი წინადადება შეწყნარებულ იქნა. ქართველ ქალთა ხელმოწერილი ადრესი3 ინგლისელ ქალებისადმი გადაეცა ლონდონს ჩვენს მეგობრებს M-რს N. Dრყჰუსრტ დრაიჰორსტს, ჩოქდონ-Uნვინ (გამოჩენილი კობდონის ქალს). იმათ ეს ადრესი სიმხეცის ფაქტები სხვა პარტიის და პოლიტიკურ ასოციაციის ორგანოებში გამოაქვეყნეს და ამასთანავე მოწოდებით მიმართეს ინგლისელ ქალებს, მოსთხოვონ მთავრობას რომ სამინისტრომ ინგლისელ ქალთა პროტესტი გამოუცხადოს რუსის მთავრობას რუსის ადმინისტრაციის ბარბაროსობის გამო საქართველოში.
ლონდონში შესდგა კომიტეტი ქალბატონ კავენდიშ და ბატონ მორისის4 (Mაურის) თავმჯდომარეობით, ლიბერალმა ბანკირმა სკოტტმა კასირობა იკისრა. მაგრამ ამ მოძრაობის მთავარი ღერძი ჩვენი მეგობარი დაუღალავი ნ. დრაიჰორსტი იყო. თუ როგორი ენერგიით შეუდგა საქმეს კომიტეტი, იქიდან ჩანს, რომ მან ორ კვირაში 4 000-ზე მეტს ინგლისელ ქალს პროტესტებზე ხელი მოაწერინა და პოლიტიკაში და ლიტერატურაში ცნობილ ქალთა დელეგაციამ ეს პროტესტი პრემიერს კამბელ-ბანერმანს და სერ ედვარდ გრეის წარუდგინა. ამბობენ, პროტესტმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მინისტრებზე, რომ გადაწყვიტეს განუსაზღვრელ დროით გადაედოთ ინგლისის ფლოტის მეგობრულ მანიფესტაცია კრონშტადში. ნიკოლოზ II მთავრობას არაფრად მოეწონა ასეთი გადაწყვეტილება ნამეტურ უკმაყოფილო იყო მით რომ ლექციებზე, სტატიებში და საზოგადოებაში საქართველოზე და მის უფლებაზე ლაპარაკი დაიწყეს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, ჩვენს უფლებაზე – გვქონოდა ავტონომიური ეროვნული თვითმმართველობა, ავტოკეფალური ეკლესია, საკუთარი ფული და ეროვნული ჯარიც გვყოლოდა, ყველა ამის შესახებ არა ერთგზის ყოფილა დაწერილი წინეთაც მაგრამ ფართო საზოგადოებამ ძლიერ ცოტა იცოდა საქართველოსა და მის უფლებათა შესახებ. მხოლოდ უკანასკნელ 25-30 წლებში გაჩნდნენ პოპულარული სტატიები და წიგნები საქართველოს შესახებ და ქართულიდან ინგლისურზე თარგმანები.
აქ ამ გამოცემებზე დაწვრილებით ლაპარაკი უადგილოა. ჯერჯერობით მხოლოდ მათი მოკლე აღნუსხვით დავკმაყოფილდეთ. ყველაზე უფრო თვალსაჩინო გამოცემად უნდა ჩაითვალოს დღემდისაც ოლივერ ვარდროპის “Kინდგდომ ოფ Gეორგია” (საქართველოს სამეფო).
ი. ჭავჭავაძის “ივერიაში” ვანო მაჩაბელმა ამ წიგნს რამოდენიმე ფელეტონი უძღვნა. ვარდროპის წიგნთან ერთსა და იმავე დროს “თიმეს”-ში დაიბეჭდა ჩემი პირველი სტატია ჩვენს ხელშეკრულობაზე და რუსის მთავრობის მიერ გათელილ ჩვენს უფლებებზედ. მე-90-ე წლების პირველ ნახევარში გამოვიდა საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა”, ი ჭავჭავაძის ”განდეგილი”-სა და “ქართულ ხალხური ზღაპრების” ძვირფასი გამოცემა ინგლისურად. ყველა ეს თარგმნა დაუვიწყარმა ქ-ბ მარჯორი ვარდროპმა, ამ შეუდარებელმა სიმშვენიერემ შრომასა და პირად დამოკიდებულებაში, მუდამ აღსავსემ ადამიანობითა და ბუნებრივი უბრალოებითა. – ამავე დროს (1895) საუკეთესო ინგლისურ ჟურნალში Nინეტეენტჰ ჩენტურყ (მეცხრამეტე საუკუნე) დაიბეჭდა ჩემი დიდი სტატია, ბ. ვარდროპის თარგმანი საქართველოს ხელშეკრულობა რუსეთთან, თან დართული ჰქონდა მოკლე მიმოხილვა, თუ რა როლი მიუძღოდა საქართველოს ქრისტიანობის დაცვასა და გავრცელებაში ძველად და რუსეთის სარევოლუციო მოძრაობაში დღეს. დაახლოებით ამავე დროს გამოსცა ოქსფორდის უნივერსიტეტმა “ცხოვრებაი წმ. ნინოსი, ქართველთა განმანათლებელისაი” ქ-ბ მ. ვარდროპის თარგმანი, 1912 წ. პალესტინის არხიდიაკონმა დაულინგმა (Dაწლინგ) გამოსცა საქართველოს ისტორიის შემოკლებული ისტორია, რომელსაც დართული ჰქონდა ჩვენი სამღვდელოების მიმართვა ყველა საქრისტიანო ეკლესიების მეთაურებისადმი ავტოკეფალიიის საკითხის გამო.
ყველა ამ წიგნებს, თარგმანებს და სტატიებს თავისი მკითხველი ჰყავდა და ინგლისის განათლებულ საზოგადოებაში ბევრი თანაგრძნობით ეპყრობოდა ჩვენს ხალხს. ამიტომ როდესაც პრესაში გაისმა ხმა რუსის სიმხეცეზე და ძალმომრეობაზე, როდესაც გაიგეს ქართველ ქალთა მოწოდება ნამდვილი სახელებით ხელმოწერილი, მაშინ ჩვენი ქვეყნისადმი თანაგრძნობის გამოცხადებამ ჭეშმარიტად გულწრფელი ხასიათი მიიღო. რუსის დესპოტიზმის მსხვერპლთა დაცვის კომიტეტს მისდიოდა არა მარტო ხელისმოწერა განათლებული ქალების მხრივ, არამედ ფულიც დაზარალებულთა სასარგებლოდ. მაშინ გადაწყვიტეს გაეგზავნათ საქართველოში დელეგატი შეგროვებულ ფულიანად. ეს მისია დააკისრეს ქ. ბ-ნს დრაიჰორსტს და 1906 წ. ნოემბერში ჩვენ მეუღლითურთ სიხარულით შევეგებეთ ძველს მეგობარს ტფილისში. ამავე დროს ჩამოვიდა პვტერბურგ-მოსკოვისა და დარიალის გზით მეორე ჩვენი ძველი მეგობარი ბ. ნევინსონი, ინგლისში და შეერთებულ შტატებში კარგად ცნობილი მწერალი და რადიკალი ჟურნალისტი.
ქ-ბატონმა დრაიჰორსტმა რევოლუციონურ საქართველოს ჩამოუტანა ინგლისის ქალების მხრივ მოკითხვა და თანაგრძნობა და ამასთანავე პირველი ათასი მანეთი, რუსის მიერ დარბეულ მსხვერპლთა სასარგებლოდ გურიასა და იმერეთში. ბ-ნ ნევინსონი მოვიდა პეტერბურგიდან, სადაც მან პირველი სათათბიროს წევრებს მიუტანა თანაგრძნობის ადრესი პარლამენტის წევრებისა, მეცნიერებისა და ლიტერატორებისა. თუ დრაიჰორსტი თანაგრძნობისა და დახმარების სასიხარულო ამბავის განსახიერება იყო, ნევინსონი იყო თავმდები იმისა რომ რუსის მთავრობის ბარბაროსობაზე საქართველოში ის მწერალი დაილაპარაკებდა, რომლის სიმართლესა და კეთილშობილებას დიდი ხანია რაც კრიტიკამ შესაფერი ჯილდო მიუძღვნა ნამეტურ ერთი მისი ფრიად საშიში ექსპედიციის შემდეგ პორტუგალიის კოლონიაში (წმ. თომას კუნძულზე) რომ გამოემჟღავნებინა ნეგრთა მონობა, ხელახლა აღდგენილი კონტრაქტების სახით უკანასკნელ კოროლის დროს.
იმ დროს ტფილისსა და მთელს საქართველოში საალყო წესები იყო გამოცხადებული. დიდი სიფრთხილე იყო საჭირო კრებებისა და ერთმანეთთან შეხვედრის დროს. ჯაბადარისა და მისი მეგობრების ფედერალისტების დახმარებით ჩვენ შევძელით რამოდენიმე კრების გამართვა, რომლებზედაც ჩვენი სტუმრები გაეცნენ ჩვენებურებს ტფილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალსენაკში და თელავში. რასაკვირველია ჩვენი კრებები მცირერიცხოვანი იყო ხოლმე – არასოდეს 15-20 კაცზე მეტი. მაგრამ ამ შეხვედრა-მიღების საზოგადო ხასიათმა ჩვენ სტუმრებზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა. ნამეტურ გაუკვირდათ ჩვენების გადაწყვეტილება ამის მეტად ფულით დახმარება აღარ სთხოვონ ინგლისის კომიტეტს.
“ჩვენ გთხოვეთ და კვლავ გთხოვთ პოლიტიკურსა და ზნეობრივს დახმარებას” ეუბნებოდნენ შეკრებილნი, “დიდის მადლობით ვღებულობთ თქვენ მიერ მოტანილს ფულს, მაგრამ მომავალში ფულის შეკრებით თქვენ აღარ შეგაწუხებთ, რაც უნდა ღარიბი ვიყვნეთ, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას. თქვენ კი დაგვეხმარეთ ჩვენი გათელილი უფლების დაცვაში”.
მე ეხლაც ვხედავ დრაიჰორსტისა და ნევინსონის პირი-სახეზე სიამოვნებით განცვიფრებას – “მოგვილოცავს, მითხრა უკანასკნელმა, თქვენი თანამემამულენი ვერ დაუკნინებია და ვერც ზნეობრივად დაუსახიჩრებია პოლიტიკურ მონობას” – ასე ფიქრობთ? – შევეკითხე მე.
– წარმოიდგინეთ მხოლოდ, სთქვა დრაიჰორსტმა, აქ თქვენები უარს ამბობენ მომავალში მათ სასარგებლოდ ფული რომ ვაგროვოთ და იქვე, ლონდონში, ჩემთან მოვიდნენ მეორე ეროვნების წარმომადგენლები და მოითხოვდნენ რომ შეგროვილ ფულის ნახევარი მათ გადასცემოდათ, რადგანაც, ამბობდნენ ისინი – გურიასა და იმერეთში მარტო ქართველები ხომ არ ცხოვრობენო… დიახ, თქვენი თანამემამულენი მოქალაქენი არიან, მხნე ხალხის ღირსების, გრძნობით დაჯილდოებულნი… მე არ მიკვირს რომ რუსის დესპოტიზმი ნამეტურ თქვენი ხალხის წინააღმდეგ ამხედრდა…”
მე წინადაც შენიშნული მქონდა რომ ჩვენი სამშობლოს სილამაზე, ჩვენი ხალხის შეგუება სხვა ხალხებთან და სხვადასხვა ენათა და სარწმუნოებათა მოთმენა კარგს შთაბეჭდილებას ახდენდნენ ქ-ბ დრაიჰორსტსა და ბ. ნევინსონზედ, მაგრამ ამ კრების შემდეგ ისინი ისეთივე მეგობრებად გახდნენ ჩვენი ხალხისა, როგორც ოლივერ ვარდროპი და მისი დაუვიწყარი და, ჩვენი ზნე-ჩვეულება, ჩვენი ისტორია გაუნუწყვეტელ ბრძოლისა დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი არქიტექტურა მისი მტკიცე ხაზებითა და პროპორციონალობით, ჩვენი ეროვნული ტანისამოსი, ჩვენი გლეხების თავაზიანობა ქალისადმი – ყველა ეს იმათ შეამჩნიეს და ყველაფერმა ამან მათი თანაგრძნობა ჩვენი ხალხისადმი განამტკიცა, ნამეტურ მას შემდეგ რაც მათ ჩვენი პროვინციები ინახულეს.
ქუთაისის სილამაზემ, იქაურ ინტელიგენციის გულითადმა შეხვედრამ ზდანოვიჩის მეთაურობით, სამღვდელოების სითამამემ დაზარალებულ გლეხთა დაცვის საქმეში და ავტოკეფალიის საკითხში, ჩვენ ვინახულეთ ეპისკოპოზი, აწ მიტროპოლიტი ლეონიდი და განსვენებული დეკანოზი დ. ღამბაშიძე ზესტაფონში), ისტორიულმა ძეგლებმა გელათში, ნამეტურ XII-XIII საუკუნოების ფრესკებმა რომლებმაც ისინი აღტაცებაში მოიყვანეს, – ყველა ამან კიდევ უფრო განამტკიცა მათი მეგობრული განწყობილება ჩვენი ქვეყნისადმი.
ქუთაისში მე გამოვეთხოვე ქ-ბ დრაიჰორსტს, რომელსაც გურიაში უნდა გაევლო და ბათუმიდან ინგლისში დაბრუნებულიყო. ბათუმამდის ის გააცილა აწ განსვენებულმა პ. ყიფიანმა. გამოთხოვებისას მე ვებაასე დრაიჰორსტს იმის შესახებ, რომ საჭიროა ევროპაში აღიძრას საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე და ჩვენ უფლებებზე რომლებიც რუსის მთავრობამ ვერაგულად გასთელა,
– მე მზადა ვარ ვემსახურო თქვენს სტუმართმოყვარესა და მამაცს თანამემამულეებს, მიპასუხა ქ-ბ დრაიჰორსტმა, – მაგრამ როგორ ფიქრობთ თქვენ ამ საქმის დაწყებას?
– თუ ჩვენი ინგლისელი მეგობრები და თქვენი კომიტეტი მხარს დაგვიჭერენ, მე წინადადებას მივსცემ ჩემს მეგობრებს ეროვნული პეტიცია წარუდგინონ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მომავალი წლის ზაფხულს უნდა შეიკრიბოს ჰააგაში.
– ძლიერ კარგი, სთქვა მან. ჩვენო კომიტეტი იკისრებს მაგ საქმეს. საზღვარგარეთ საჭირო ხარჯებზე ნუ შესწუხდებით, ჩვენ გვექნება ფული ასეთი დიდმნიშვნელოვანი საქმისათვის, მიწერ-მოწერისათვის კი ყველა ჩვენი მეგობრების მისამართით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ამ სიტყვებით მე და ქ-ბ დრაიჰორსტი ერთმანეთს გამოვეთხოვეთ. მე ტფილისს დავბრუნდი და ბ. ნევინსონს შევუთანხმდი მოგვევლო კიდევ კახეთი და გურია და გადამწვარ დანგრეულ ადგილების სურათები გადაგვეღო. მართლაც 1906 წ. ნოემბრის ბოლოს ჩვენ შემოვიარეთ კახეთი და შემდეგ გურია. ამ მოგზაურობამ საბოლოოდ მოხიბლა თავდაჭერილი და ჩუმი ნევინსონი.
რამოდენიმე წლის შემდეგ ლონდონში მას არა ერთგზის მოუგონებია ეს მოგზაურობა და უთქვამს: “ერთხელ კიდევ უნდა შემოვიარო თქვენი საუცხოო სამშობლო და თქვენს შეუდარებელ გლეხებს ვესტუმროთო”. ამ მოგზაურობამ არა ნაკლებ მოგვხიბლა მე და ჩემი მეუღლეც.
ჩვენ სიღნაღს მივედით ღამით, სარეკომენდაციო წერილი გვქონდა ექიმ ჯანდიერთან, რომელიც მხოლოდ ათ საათზედ მოვნახეთ. როგორც დაღლილები ჩვენ მხოლოდ დაწოლაზე ვფიქრობდით, როგორი იყო ჩვენი განცვიფრება, როდესაც ჩვენ ვახშამზე მიგვიწვიეს და ჩვენთან ერთად მაგიდას უსხდნენ, განათლებული და კარგად ნაკითხი ადგილობრივი ინტელიგენტები. ბაასი გაგრძელდა დიდ ხანს ნაშუაღამევს, სპენსერის, მილის, მარქსის და ენგელსის, კროპოტკინისა და რეკლიუს სახელებმა, რომლებიც ხშირად ისმოდა ბაასის დროს გააკვირვეს ნევინსონი. “ყველაფერი ეს ხდება აზიის საზღვარზე, ყრუსა და მივარდნილ პატარა ქალაქში!” წაილაპარაკა მან. მეორე დღეს ალაზნის ჭალის შეუდარებელმა და დიდებულმა სანახაობამ და სპეტაკ თოვლით დაფარულმა მწვერვალებმა, რომლებიც გამსჭვირვალე ჰაერის ლურჯ ბურუსში თანდათან იკარგებოდა, პირდაპირ მოგვხიბლა. “არავითარი ამის მსგავსი არ მინახავს არც ჰიმალაიზე, არც შვეიცარიაში და არც ბალკანეთზე! და რა მომხიბვლელი სითბოა!” კიდევ აღმოხდა ნევინსონს. და მართლაც სილამაზითა სიდიადითა და სივრცით ვერც ერთი ჭალა ვერ შეედრება ალაზნისას.
ჩვენ ჩავედით სოფელ საქობოს, სადაც ნაცნობების დახმარებით ჩვენ ვინახულეთ უღარიბესი, საშუალო შეძლებისა და მდიდარი გლეხების ოჯახები. მე მინდოდა რომ ინგლისელ მეგობარს ჩვენი გლეხობის ცხოვრება მის ჩვეულებრივ საყოველდღეო მდგომარეობაში ენახა. ყველგან თავაზიანად გვხვდებოდნენ და საკუთარის პურ-ღვინით გვიმასპინძლდებოდნენ. მდიდარი გლეხის ღვინო ისეთი სქელი, სუბუქი და სასიამოვნო გემოსი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთხმად გადავწყვიტეთ ოლიმპზე ღმერთნი ნექტარის სახელით სწორედ საქობოს გლეხის ამ ღვინოს გულისხმობდნენ – მეთქი. “განა გლეხები აყენებენ ასეთ შესანიშნავ ღვინოს! ეს მაღალი კულტურაა!” შენიშნა ნევინსონმა.
დაბოლოს, როდესაც თავი დავაღწიეთ თავაზიან და გულუხვ მასპინძლებს, ჩვენ ახალი სოფლის სკოლასთან გავლა მოგვიხდა. დაკეტილი იყო. “რისთვისაა დაკეტილი?” ვიკითხეთ ჩვენ, – “ჩვენის ხარჯით ავაშენეთ, ბატონო, და ვითხოვეთ ქართველი მასწავლებელი გამოეგზავნათ, იმათ კი რუსი გამოგვიგზავნეს. ჩვენ ამიტომ დავადგინეთ, არ გავაღოთ ის”. აქ საქობოში გამარუსებელი ძალადობის წყალობით სკოლაა დახურული და მთის მწვერვალზეც მოსჩანს ბოდბის მონასტერი, უძველესი წმინდათა წმიდა მორწმუნეთათვის, წმ. ნინოს განსასვენებელი, აგრეთვე გამარუსებელთაგან ძალადობით წარტაცებული და რუს მონაზონთა, მოხელეთა და პოლიციის რუსული გარყვნილების ქვაბად ქცეული. საქართველოს შეგინებულ წმიდათა წმიდას გვერდი აუარეთ.
მეორე დღეს თელავს წავედით. გზაში ჩვენ შევეყარეთ ორს გლეხურ ქორწილს, ერთს შუადღისას, მეორეს საღამოს. მექორწინეებს სამი კაცი უძღოდა წინ, ერთი ღვინიანი დოქით, მეორე შემწვარი ხორცით და მესამე პურით. ყოველ გამვლელს აჩერებდნენ. შესთავაზებდნენ, დაჯინებით სთხოვდნენ ახლად დაქორწინებულთა სადღეგრძელო დაელიათ. თან მღეროდნენ და ცეკვავდნენ. “და თქვენ გნებავთ ჩემი მკითხველები დაარწმუნოთ, რომ ეს თავაზიანობა, სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი მხიარულება ხდება სამხედრო წესზე გამოცხადებულ ქვეყანაში? ცხადია არავინ არ დაიჯერებს”, ამბობდა ნევინსონი. მაგრამ მალე გზაზე გამოჩნდა სრულად შეიარაღებული ცხენოსანი დრაგუნის სალდათი. ის ნაბიჯით მიდიოდა და გამვლელ-გამომვლელს გაფაციცებით აჩერებდა. აი, ესეც სამხედრო წესის წარმომადგენელი, ვთქვი მე.
ნევინსონმა უცბად გადახატა დრაგუნი. 1907 წ. Hარპერ’ს Mაგაზინ-ში საქართველოს შესახებ მოთავსებულ მის სტატიების ილუსტრაციათა შორის სამხედრო წესის ეს ემბლემაცაა მოთავსებული.
ჩვენ მალე თელავს მივედით და ღამე გავათიეთ ვ-ს ოჯახში, სადაც ძველ ქართულ წესებს ახალ დროის მოდერნიზმი შერთოდა. – “მე მოდერნიზმს ბევრად მირჩევნია თავაზიანობა და სიკოხტავე თქვენი საკუთარი ჩვეულებისა, ამბობდა ნევინსონი. ერთი შეხედეთ მოხუც დედას, ნამდვილი დედოფალია, სიკეთითა და მოფერებით აღსავსე თვენი მეუღლისადმი”. – მეორე დღეს მან ფოტოგრაფით გადაიღო მოხუცი დედა შვილიშვილებითურთ ეროვნულ ტანსაცმელებში. “ნამდვილი დედოფალია”, იმეორებდა ის. ეს დედოფალი შვილიშვილებითურთ აგრეთვე მოთავსებულია ზემო დასახელებულ სტატიების ილუსტრაციათა შორის.
დილით ჩვენ ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ ჩვენ გვთხოვეს სადილად დარჩენა ექიმ ახვლედიანისას, სადაც როგორც სიღნაღში, თავი მოიყარეს ადგილობრივმა მოწინავე პირებმა და ნევინსონზე ისეთივე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.
ნაკითხობა, დემოკრატიზმი, ცოდნა და გატაცება სოციალური საკითხებითა და ქალთა მოძრაობით განსაკუთრებით აკვირვებდნენ ჩემს მეგობარს. ესევე საკითხები აწუხებდათ მაშინ ინგლისის, საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნების საუკეთესო შვილთ.
მაგრამ გურიაში ნახულმა და გაგონილმა ყველა ზემოდ ნათქვამს გადააჭარბა. ნამეტურ ჩვენს ხსოვნაში აღიბეჭდა ის ღამე, რომელიც გავატარეთ რუსების მიერ გადამწვარ ნაგომარის გლეხებისას. დღისით ჩვენ დავათვალიერეთ და გადავხატეთ სოფლის გადამწვარი და დანგრეული შენობანი, ვინახულეთ კარვებში საზამთროდ თავშეფარებული ოჯახები, რუსის ბარბაროსობის მსხვერპლნი. თავდაჭერილობა, მშვიდი გულმაგრობა ძალადობის მსხვერპლებისა მართლაც რომ გასაოცარი იყო. არ გაგვიგონია არც ტირილი, არც კვნესა, არც ჩივილი. თითქოს ჩვენ ვიდექით იმ ჯარის წინ, რომელსაც ეს-ესაა სასტიკი ომი გადაიხადა და მხნედ ემზადება ახალი შეტაკებისათვის. ისე ღირსეულად ეჭირა თავი ყველას კაცსა თუ ქალს, ბავშვებიც კი სერიოზულად გვიგდებდნენ ყურს.
შემდეგ ვინახულეთ სუფსის მეორე ნაპირზე სოფელი აკეთი, სადაც რუსის დამსჯელ რაზმებს აგრეთვე ენავარდნათ, ხოლო არა ისე როგორც ნაგომარში და საღამოთი ისევ უკანასკნელ სოფელში დავბრუნდით. ერთს ნახევრად დანგრეულ სახლში მოგვიმზადეს ვახშამი და ბინა. ვახშმად ჩვენთან იყო სამი გლეხი. მე ვსთხოვე მათ ეამბნათ ინგლისელი სტუმრისათვის უკანასკნელი ორი წლის ამბები. რადგანაც, ავუხსენი მე, მას სურს გურიის ამბავი ინგლისელებსა და ამერიკელებს გააცნოს-მეთქი. ჩვენი საუბარი ნელის ნაბიჯით მიდიოდა: მე თითოეულ ამბავს ცალკე ვუთარგმნიდი ნევინსონს. 1904-05 წლების ამბები, გლეხთა რესპუბლიკა, კრებები, გასამართლება მთელი ყრილობის წინაშე… ყველა ეს ძლიერ აინტერესებდა ჩემს მეგობარს. მე ვატყობდი თუ როგორი ყურადღებით ათვალიერებდა ის მოსაუბრე გლეხებს ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი, ხომ არ დაიწუნა რამ ჩვენი გლეხებისა-მეთქი. მაგრამ როდესაც ჩვენმა მასპინძლებმა ხელი ჩამოგვართვეს და ღამე ნებისა გვისურვეს, ნევინსონმა წამოიძახა: “პირადად რომ არ მენახა, არაფრისათვის არ დავიჯერებდი, რომ ეს ზრდილნი მოსაუბრენი უბრალო გლეხები არიან. ისინი სჭამდნენ, სვამდნენ, მოგვითხრობდნენ ტრაგედიას რომელიც ეს ესაა თავს გადახდათ და ყველა ამას ჩადიოდნენ როგორც უმაღლესად და უფაქიზესად აღზრდილი ხალხი. ეს გასაოცარია იმის შემდეგაც კი, რაც ტფილისსა, ქუთაისსა და კახეთში ვნახე. რისთვის თქვენ, ჩერქეზიშვილო, ასე ცოტას გველაპარაკებოდით ხოლმე ლონდონში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და თქვენი ესოდენ სიმპატიური ხალხის ჩვეულებათა შესახებ?
ადვილი გასაგებია თუ რატომ არა, ვუპასუხე მე. მე რომ ჩემს სამშობლოზე ისეთი აღტაცებით დამეწყო ლაპარაკი, როგორც ეხლა თქვენ ლაპარაკობთ, ჩემს მიუდგომელობაში ეჭვი შეგეპარებოდათ.
– შეიძლება მართლაც… ღიმილით მიპასუხა. რა უბედურება არის, რომ ბედმა თქვენ რუსის დესპოტიზმს დაგაკავშირათ.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ახლო მომავალში მოვიხსნით ამ უღელს. საუკეთესო ადამიანები, როგორც თქვენ თითონ ნახეთ მზად არიან დაიცვან ჩვენი უფლებები ჩვენ აზრადა გვაქვს გამოვსცეთ საგანგებო ჟურნალი5 საქართველოს უფლებათა დასაცავად და შემდეგ პეტიციასაც წარუდგენთ მომავალ საერთაშორისო კონფერენციას ჰააგაში. ჩემს მეგობრებს იმედი აქვთ რომ საკმაოდ ხელის მომწერლებს იშოვიან. ქ-ბ დრაიჰორსტმა მოიწონა ჩვენი გეგმა და ინგლისის კომიტეტის დახმარებას შეგვპირდა. იმედი მაქვს არც თქვენ გვეტყვით უარს დახმარებაში.
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რაც კი შემიძლია არ დავიშურებ თქვენი მომხიბლავი სამშობლოსათვის…” და მართლაც შეასრულა თავისი სიტყვა: ეს მან ბ. ნევინსონმა წაიღო ლონდონიდან ჰააგაში დაბეჭდილი ტექსტი ჩვენი პეტიციისა და ისე მოახერხა, რომ ყველა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს თითეული მათგანის სახელის ზედწარწერით ჩააბარა პაკეტები.
ჩვენი თანამგრძობი და ხელის შემწყობი ბევრი იყო, მაგრამ პეტიციის დასაბეჭდად მუშაობა და ამ საქმის შესახებ მიწერ-მოწერა სწარმოებდა ქ-ბ დრაიჰორსტის სახლში თვითონ დიასახლისის მუდმივი მონაწილეობით, აგრეთვე ბ-ნ მორისისა (კომიტეტის თავმჯდომარე) და ბ-ნ ნევინსონისა.

II
პეტიციის ტექსტი და მისი წარდგენის მნიშვნელობა

პეტიციის წარდგენა და ხელის მოწერის შეკრება საბოლოოდ გადასწყდა მხოლოდ 1907 წ. მარტის გასულს. მე ვშიშობდი, ვაი თუ საკმარისი ხელის-მოწერა არ შეიკრიბოს-მეთქი, რადგან დრო ძლიერ ცოტა-ღა იყო: მაისის რიცხვებში პეტიცია უკვე საზღვარგარედ უნდა წაგვეღო. მაგრამ სულ მოკლე დროში პეტიციის ქართული ტექსტი დაიფარა ხელის მოწერით. ხელ აწერდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან მუშები, გლეხები, თავად-აზნაურები, სასულიერონი და მოხელენი, როდესაც გავეცანი ხელისმომწერთა სახელებს, მათ პროფესიასა და საზოგადოებრივ მდგომარეობას, მე უნებლიედ გავოცდი მათი მოქალაქეობრივი სიმამაცით: თითქმის ორათასამდის კაცი და ქალი არ შეუშინდა შესაძლო საფრთხეს გასამართლებისა და ციმბირში გაგზავნის, რუსის მთავრობას და თუ გინდ ყალბ ლიბერალებსაც ეს სია რომ ხელთ ჩავარდნოდათ, ხელისმომწერლებს სასტიკ დევნას დაუწყებდნენ. ეს სითამამე ინგლისელებმაც დააფასეს.
პეტიციაში მოყვანილი იყო 1783 წლის ხელშეკრულობისა და პავლე I-ის 1801 წ. 18 იანვრის მანიფესტის ძირითადი პარაგრაფების ტექსტი, ირაკლი II-ის ხელშეკრულობა გულისხმობდა საქართველოზე რუსეთის პროტექტორატს მხოლოდ, გიორგი XII-ის სათხოვარი მუხლები კი მართალია საქართველოს უერთებდნენ რუსეთს, მაგრამ სრული ავტონომიის საფუძველზედ. საქართველოს უნდა ჰქონოდა თავისი ფული, სასამართლო, თავისი სისტემა სამხედრო ბეგარისა ეროვნული შეიარაღების სახით და ავტოკეფალური ეკლესია… ყველა ამის თავმდებად იყო მანიფესტი “ჩვენის იმპერატორებითი სიტყვით”. პეტიცია ამტკიცებდა თუ როგორ თანდათანობით რუსის მთავრობამ დაარღვია ხელშეკრულობის ყველა მუხლები: გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, ჩამოართვა მას ქონება, გამოდევნა ქართული ენა ეკლესიიდან, ძალით შემოიღო რუსის ფული, მიითვისა ერის მიწები, ტყეები და მინერალური სიმდიდრენი, მოსპო სასამართლო ქართულ ენაზე. გამოდევნა დედა-ენა სახალხო სკოლებიდანაც და ბოლოს შემოიღო სავალდებულო სამხედრო ბეგარა და ჩვენი ახალგაზრდობა ჩრდილოეთში გარეკა, სადაც დიდი ნაწილი ამ ახალგაზრდობისა სასტიკი ჰავის გამო იღუპებოდა. პეტიცია თავდებოდა მოკლე მიმოხილვით თუ რაოდენი სისასტიკე და ძალმომრეობა ეხმარა რუსის მთავრობას ჩვენს ეკონომიურად განადგურებულსა და უფლება აყრილ ხალხზედ.
მე პეტიციის ტექსტი მიმქონდა ფრანგულ ენაზედ, ხელმოუწერელი. თუ მე დამიჭერდნენ, ხელის მომწერებს მაინც არაფერი დაუშავდებოდათ. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად წავიდა: არც მე შემმთხვევია რამე და არც ხელმოწერილი ფურცელი დაკარგულა. დღესაც ლონდონში ინახება.
სანამ პეტიციას ინგლისურ-ქართულ კომიტეტს გადავსცემდი, მე ვსთხოვე ჩემს ძველ მეგობარს და ერთს უდიდეს ავტორიტეტს საერთაშორისო სასამართლოში, საერთაშორისო ტრიბუნალის წევრსა და ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორს ერნსტ ნისს (Nყს) ტექსტისათვის საბოლოო რედაქცია გაეკეთებინა, რაც მან სიამოვნებითა და დიდის ყურადღებით შეასრულა. ამ რიგად დამზადებული ტექსტი ლონდონის კომიტეტმა დაბეჭდა ფრანგულად და ინგლისურად, შეუკვეთა იტალიური თარგმანიც, მაგრამ აღარ დაბეჭდილა, რადგანაც იტალიის პრესა ფრანგული ტექსტით დაკმაყოფილდა.
ინგლისის კომიტეტის საგანგებო წერილთან ერთად, რომელიც ხელმოწერილი იყო თავმჯდომარის მორისის მიერ, პეტიცია გაეგზავნა ცალ-ცალკე ყველა სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ბატონმა ნევინსონმა პეტიცია ჰააგას წაიღო და ჰოლანდიის ფოსტაში მისცა კონფერენციის გახსნის წინა დღეს. ადმინისტრაციამ კონვერტები ჩამოარიგა წარმომადგენლობის ადგილების მიხედვით და როდესაც შემოვიდნენ თითოეულმა თავისი კონვერტი გახსნა. ამნაირად კონფერენციის პირველი აქტი ეს იყო ნიკოლოზ II-ის მთავრობისადმი სილა მთელი განათლებული ქვეყნიერობის წინაშე.
განზრახული იყო რუსეთის მეფის ვითომდა ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის შესხმა-დიდება და მისი ცრუ კონსტიტუციონალური მთავრობის, რომელსაც სტოლიპინი ხელმძღვანელობდა, შექება. კონფერენციის თავმჯდომარე ნელიუდოვი (რუსეთის ელჩი პარიზში) მეფის საქებ-სადიდებლად დამზადებული სიტყვის მაგიერ დარცხვენილი მიესალმა დელეგატებს და კონფერენცია გახსნილად გამოაცხადა. ჩვენი პეტიცია კონფერენციის ოქმებში იქნა შეტანილი, მაგრამ იმაზე მსჯელობა და რაიმე რეზოლუციის გამოტანა კონფერენციამ ვერ მოახერხა, რადგანაც სხდომათა წესრიგი და ის საკითხები, რომლებიც იქ უნდა გაერჩიათ, რამდენიმე თვის წინად იყო შემუშავებული სახელმწიფოთა შორის ერთმანეთში შეთანხმებით. მაგრამ შთაბეჭდილება დიდი მოახდინა ჩვენმა პეტიციამ, ნამეტურ როდესაც პროფესორი მარტენსი რუსეთის დელეგატი, მეცნიერი, იძულებული იყო ეღიარებინა, რომ საქართველოს რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთების ხელშეკრულობა აქვს.
მთელი საუკუნოს განმავლობაში თითქმის პირველად იყო რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა. ფრანგულად პეტიციის სრული ტექსტი დაიბეჭდა L’Iნდეპენდანცე Bელგე-ში, სხვა გაზეთებმა შენიშვნები და დეპეშები მოათავსეს. თვით კონფერენციის გახსნის დღეს სრული ტექსტი პეტიციისა დაიბეჭდა ჩჰიცაგო Dაილყ Nეწს-ში ჩიკაგოში ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ გაზეთის წარმომადგენელმა ლონდონში, ჩემმა მეგობარმა ედვარდ ბელმა კაბელით გადასცა სიტყვასიტყვით მთელი პეტიციის ტექსტი და ამისათვის გადაიხადა 400 დოლარი (800 მანეთი). ამ გაზეთიდან ცნობა გადაიღო შეერთებული შტატების თითქმის მთელმა პრესამ. ასე მოიქცა ინგლისის პრესაც ისპანიის პრესაც კი გამოეხმაურა პეტიციას. დიახ, განათლებულმა კაცობრიობამ ჩვენ შესახებ ლაპარაკი დაიწყო. სდუმდა მხოლოდ რუსეთი.
პეტიციის წარდგენის შემდეგ “დამონებულ ერთა” საერთაშორისო კონგრესებზე ევროპაში პირველად გაჩნდნენ საქართველოს წარმომადგენლები. ორ კონგრესს (1910 და 1913) დაესწრნენ საქართველოს წარმომადგენლები და ამ კონგრესთა ანგარიშებში ჩვენი წარმომადგენლების მოხსენებანი და სიტყვებიცაა დაბეჭდილი. რუსის მთავრობას რასაკვირველია ყველაფერი ეს არ იამებოდა: ახლა ფინეთთან ერთად საქართველოც ამჟღავნებდა რუსეთის ვერაგობასა და მის მიერ ხელშეკრულობის დარღვევას. აქ, სასახლეში, არაერთხელ უთქვამთ ქართველებისათვის: “თქვენ ჩვენზე საჩივლელად მუდამ ევროპაში დარბიხართო”. მთავრობა ჯავრობდა, მაგრამ პეტიციის გამო რომ ქართველებისათვის დევნა დაეწყო მაინც ვერ ბედავდა ევროპის ხათრის გამო.
მაშინ სტოლიპინმა განიზრახა საქართველოსა და ქართველებისათვის სახელი გაეტეხა ევროპაში. იმან შვეიცარიას მოსთხოვა ორი ძმა კერესელიძის გაცემა როგორც სისხლის სამართლის წინაშე დამნაშავეებისა. იმათ ბრალდებოდათ სამხედრო ხაზინის გატაცება დუშეთში. შვეიცარიის მთავრობამ კერესელიძეები გადასცა ფედერალურ სასამართლოს. იმათმა ვექილმა ლაშენალმა მიმართა საერთაშორისო სამართლის საუკეთესო მცოდნესა და ავტორიტეტს პროფ. ერნსტ ნისს იმის გამოსარკვევად თუ როგორია კერესელიძეების საქმე, სისხლის სამართლისა თუ პოლიტიკური ხასიათისა. პროფესორმა უპასუხა – პასუხი დაბეჭდილი იყო _ “საქართველო, რომლის ხელშეკრულობა რუსეთმა დაარღვია, ცხადსა და კანონიერ ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა რუსეთთან, ამის მოპირდაპირის სამხედრო ფონდების სეკვესტრი არის პოლიტიკური აქტიო. ვექილმა სასამართლოს წარუდგინა ეს აზრი პროფესორისა და შვეიცარიის რესპუბლიკის ფედერალურმა სასამართლომ კერესელიძეები გაამართლა.
მეცნიერებამ იცნო საქართველოს უფლება ხელშეკრულობის ძალით დამოუკიდებელ არსებობაზედ, დემოკრატიულმა რესპუბლიკის ფედერალურმა სასამართლომაც დაამტკიცა ეს უფლება, როდესაც ჩვენი თანამემამულენი გაამართლა და ჩვენში კი ჩვენდა სამარცხვინოდ აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებიც უარყოფდნენ ამ უფლებას, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებას… როგორს გონებრივ და ზნეობრივ დაკნინებამდის მიიყვანა ბევრი ჩვენგანი ასი წლის მონობამ რუსეთის უღლის ქვეშ.
სხვა შედეგებიც მოჰყვა ჩვენს პეტიციას, მაგალითად, განთავისუფლება ჩვენი კათალიკოზისა, მაშინ ეპისკოპოს კირიონისა, ჩვენს გაზეთებში თუმცა იყო ამის შესახებ ცნობები, მაგრამ არა სავსებით სწორი ცნობები. საქმე გაცილებით უფრო რთული იყო. ჩემი თხოვნით დავით ღამბაშიძემ სთარგმნა ქართული გაზეთებიდან ინგლისურად აღმაშფოთებელი ცნობები თუ როგორ ეპყრობოდნენ ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსს მხოლოდ იმისთვის, რომ მან და ეპისკოპოსმა აწ მიტროპოლიტმა ლეონიდემ გაბედეს და რუსის მთავრობას მოაგონეს საქართველოს ეკლესიის უფლებანი. ღამბაშიძის თარგმანი მე გადავეცი ნევინსონს, მან კიდევ გიბრალტარის ანგლიკან ეპისკოპოზს და სთხოვა მას ეცნობებინა ეს ამბავი ინგლისის სამღვდელოებისათვის. საბედნიეროდ გიბრალტარის ეპიზკოპოსი ქ.-ბ ვარდროპს იცნობდა და მან უამბო ეპისკოპოზს საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ პალესტინაში, საქართველოს ხელშეკრულობაზე და ჰააგის კონფერენციისადმი წარდგენილ პეტიციაზედ. ეპისკოპოზი ფრიად განცვიფრებულიყო ნაამბობით. იმან მისწერა ნევინსონს, რომ ეცდება საქმეს უშველოს რამე. ეს წერილი ლონდონში ინახება. ამავე დროს ჩვენ მივმართეთ ინგლისურ-ქართულ კომიტეტის თავმჯდომარეს მორისს და ვაცნობეთ გიბრალტარის ეპისკოპოზის წერილი. თურმე მორისის ერთი ნათესავთაგანი ძლიერ დაახლოებული ყოფილიყო ანგლიკან ეკლესიის პრიმასთან კენტსრბურგის არქიეპისკოპოზთან. როგორ და რას ესაუბრნენ ჩვენი მეგობრები არქიეპისკოპოზს დანამდვილებით არ შემიძლია მისი თქმა, მაგრამ საქართველოს ხელშეკრულობა, ავტოკეფალური ეკლესიის უფლება და ჩვენი პეტიცია იყო საუბრის უმთავრეს საგნად – ეს ცხადია. მორისმა მითხრა, რომ კირიონის შესახებ რუსეთის სინოდს მისწერენო. მოკლე დროში ჩვენ გავიგეთ რუსულსა და ქართულ გაზეთებიდან რომ ეპისკოპოზი კირიონი გაენთავისუფლებინათ.
კიდევ მაგალითი ჩვენი პეტიციის გავლენისა. ეს იყო ორი თვის წინად ომამდის. ქართული გაზეთებიდან გავიგეთ რომ რუსის მთავრობას გორის მაზრაში სამხედრო პოლიგონის გამართვა გადაეწყვეტა და ამის გულისათვის ბევრი ქართული სოფელი უნდა აეყარათ წინააღმდეგ ამ სოფლების სურვილისა. ჩვენ გლეხთა გოდება და ჩივილი გადავთარგმნეთ ქართულ გაზეთებიდან და ამ თარგმანით და ჩვენი პეტიციის ტექსტით მე წავედი ჩემს ძველს ნაცნობთან და მეგობართან ელისე რეკლიუ ხისუ-სთან, ინგლისის სამშვიდობო საზოგადოების მდივანთან. მე ვთხოვე მას მოეხსენებინა მათი საზოგადოების კონგრესისათვის, რომელიც ლივერპულში უნდა შეკრებილიყო პოლიგონის საქმე და ცდილიყო კონგრესს გამოეტანა საპროტესტო რეზოლუცია. ხისი შემპირდა და კიდეც შეასრულა თავისი სიტყვა: კონგრესმა ერთხმად შემდეგი რეზოლიუცია მიიღო6: “ეთხოვოს ინგლისის მეფის მთავრობას აცნობოს პეტერბურგის მინისტრთა კაბინეტს, რომ სამხედრო პოლიგონის გამართვა გორის მაზრაში არღვევს საქართველოს უფლებას, რომელიც მას აქვს ხელშეკრულობის ძალით. ეთხოვოს სერ ედვარდ გრეის (საგარეო საქმეთა მინისტრს) აცნობოს ამის შესახებ აგრეთვე კავკასიაში მეფისმოადგილეს”.
იმ დროიდან პოლიგონზე ლაპარაკიც კი შეწყდა.
მე ლონდონში მაქვს ერთი საკვირველი წერილი ივერ მ-ძის მიერ მოწერილი. მას ერთ რუს ადმირალთან ერთად, რომელსაც საქართველო ჰყვარებია, გემით უმოგზაურნია. ადმირალი არწმუნებდა თურმე, მეფემ აუდიენციის დროს მითხრაო: “ვიცი რომ ჩვენ, რუსები, საქართველოში უცხოელები ვართო”.
თვით ნიკოლოზ მეორემაც კი აღიარა, რომ რუსები სრულ უფლებიანი ბატონები არ ბრძანდებოდნენ ჩვენში. აღიარებენ თუ არა ამასვე დამსხვრეული და შერცხვენილი რუსეთის დღევანდელი მმართველნი? საეჭვოა. სანამ ჩვენ თითონ არ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას, უუფლებობისა და ტანჯვის უღელს არავინ მოხსნის ჩვენს ხალხს კისრიდან.

ივერია
(1893-1902)

ხვნა-თესვისა და მეურნეობის საქმე ინგლისში

23.06.1893.¹#131 წერილი პირველი – თქვენ გინდათ იცოდეთ ჩვენის ხვნა-თესვისა და მეურნეობის ამბავი? მკითხა ამას წინად ერთმა ინგლისელმა აგრონომმა, ავტორმა სხვა და სხვა შესანიშნავის წერილებისა, რომელიც იბეჭდება ერთს ინგლისურს სამეურნეო ჟურნალში. ან-კი რა გითხრა პასუხად?.. საზოგადოდ რომ ვთქვათ, მიწის შემუშავება უკან-უკან მიდის წლითი-წლობით; ნახნავ-ნათესი საკვირველის სისწრაფით ცოტავდება, კლებულობს; სოფლები ცარიელდება… არ წაგიკითხავთ პატარა წიგნი „ცხოვრება ჩვენებურის სოფლისა“, დაბეჭდილი „Dაილყ Nეწს“-ის რედაქციის მიერ? თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ ახალგაზდობა და მთლად ის ხალხი, რომელსაც შნო აქვს შრომისა და გარჯისა, ქალაქ ადგილებს ეტანება და გაურბის სოფლის ცხოვრებას, გაურბის საშინელსა და მძიმე, უმადურს შრომასა.
– სწორედ მოგახსენოთ, არ მესმის, რა უნდა იყოს მიზეზი სოფლის აგრე გაუდაბნოებისა. დავიჯერო, აქაო და მოდათ შემოუღიათ მდიდარ მემამულე ლენდ-ლორდებსა და ჯეტორებს (სოფლის თავადაზნაურობას) სახნავ-სათესი სანადირო ტყეთ ვაქციოთო, ეგ საკმაოა, რომ ხალხი თითქმის მილიონობით თავს ანებებდეს მამა-პაპითვე შეჩვეულს სოფლურ ცხოვრებასა?
– დიაღაც, საკმაო არ არის, მიპასუხა ინგლისელმა. მიზეზი ეგ-კი არ არის; მიზეზი ის არის, რომ ძირიან-ფესვიანად შეიცვალა თვით წესი ხვნა-თესვისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ მამულის შემუშავებისა. მართლა სულელები ხომ არ არიან ჩვენი მიწათმფლობელნი რომ გაატყემინდორონ ის მამულები, რომელიც კარგს შემოსავალს მისცემთ? აი, მაგალითად, ლორდი სალისბერი ძრიელ მდიდარი კაცია ინგლისში და თან კარგი მემამულეც გახლავთ. მთელი ერთი უბანი ლონდონისა იმისია. იქა აქვს მრავალი სახლები მუშა ხალხისათვის. სწორედ ბუდეა ის უბანი დიდის სიღატაკისა. სახლები ლორდისა ისეთს მდგომარეობაშია, რომ სანიტართა კომიტეტმა მოახსენა ქალაქის საბჭოს, ხალხის სიკეთისათვის, ღარიბთა უშიშრად საყოფელად საჭიროა მაგ ქოხ-მახების დაქცევა, რადგან მომჭირნე მოურავნი ლორდ სალისბერისა გროშს არა ჰხარჯვენ მათ სასარგებლოდაო. სასამართლომ ჯარიმა გადაუწყვიტა კეთილშობილ ლორდის მამულების გამგებელთ, ანუ, სხვანაირად რომ ვსთქვათ, თვითონ ლორდს… და აი სწორედ ამ იოლიანმა მამულის პატრონმა, დიაღ ნასწავლმა კაცმა და ჩვენის კონსერვატორების მეთაურმა, რომელსაც თავისებურად უყვარს სამშობლო და მემამულეთა ინტერესები, უარი უთხრა ფერმერებს მიწას ვეღარ გახვნევინებთო და თავისი სახნავ-სათესი მამულები გაამინდვრა, გააყამირა, სანადირო ჭალებად გადააქცია და იჯარით აძლევს ლონდონის ყასაბ-ბაყალთა სხვა-და-სხვა კლუბებს…
საქმე იმაშია, რომ ხვნა-თესვა, ბოსტან-მებაღობა, ასე გასინჯეთ, მაშინაც-კი, როცა მამული კეთდება ყოველის ღონისძიებით, სასუქი არ აკლია და მაშინებიც-კია ხმარებაში, იმის მეოთხედსაც აღარ იძლევა, რასაც იძლევა ახალის წესით შემუშავებული მამული. ეხლა ისეთი ახალი წესი შემოდის მეურნეობაში მამულის მოვლისა, რომ გასაჭირი ის-კი აღარ არის, რომ ვითომ მიწები ნაკლებადა გვაქვს, როგორც ჰფიქრობდნენ ამ ათის წლის წინად და როგორც ჰფიქრობს უმრავლესობა დღესაც… არა, მამული იმდენი გვაქვს, რომ თუნდა ას მილიონ ხალხს ეყოფა… რაო? არა გჯერათ და ჭკუაში არ მოგდით? იქნება არა გჯეროდეთ, მაგრამ ნამდვილს ჭეშმარიტებას-კი მოგახსენებთ, თორემ აი ეხლა თქვენ თითონვე დარწმუნდებით. დაუჯერებელი და საკვირველი უფრო ის არის, რომ ახალი, განკარგებული წესები შემოიღეს არა სწავლულებმა და თეორიით განვითარებულმა აგრონომება, არამედ მდაბიო და ყველგან მივიწყებულმა ასმა და ათასმა მუშა-კაცებმა. დიაღაც, რომ ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ ლიბიხისა და მის მიმდევართაგან… მაგრამ მაინცა-და-მაინც ჭეშმარიტი გზა სიმდიდრისა და ბედნიერების მოსაპოვებლად გვიჩვენეს სულ მდაბიო და ხშირად წერა-კითხვის უცოდინარმა მებოსტნეებმა და მებაღეებმა ჩვენის კუნძულების ჯერსეისა, გარნსეისამ, სცილლისამ, პარიჟისა, ტრუასა და რუანის მიწად-მომქმედებმა, ფლამანდიის ფერმერებმა და ასე გასინჯეთ ლონდონისა და სხვა დიდ ქალაქების მუშა-კაცთა ხიზნებმა.
თეორიით განვითარებულების აზრით, უმთავრესი კანონი მეურნეობისა ის არის, რომ დაუბრუნოს მიწას სასუქის სახით ყოველივე ის, რაც მიგიღია მისგან მოსავლით. ეხლანდელმა მუშა მეურნეებმა ეს აზრი ასე შესცვალეს: შეიმუშავე პატარა ნაჭერი მიწისა, ხოლო შენ თვითონ კი გააჩინე მისი ნიადაგიცა და ჰავაც-იმ მცენარეულთათვის, რის მოყვანაც გინდა. და მერე იცით, ამ გზით, რა სასწაულები მოახდინეს? ჯერსეიზე, მაგალითად, ერთი მებაღე 34 მუშა კაცით მხოლოდ 4 ჰექტარ მამულს აკეთებენ (6 დღიურს). ნიადაგი თითქმის კაცის ხელით არის გაჩენილი და მთელს ამ მამულს შუშის ფარდული აქვს გადაფარებული. ერთი ნაწილი მამულისა ვენახად არის გადაკეთებული, ხოლო დანარჩენი ბოსტნად არის გადაქცეული. სულ მცირედი ნაჭერი უჭირავს ორანჟერეიებს, საცა ნახარებია ყვავილები და გადასარგველი ნერგი. ეს 35 კაცი ზამთარ-ზაფხულ მუშაობენ და ორჯელ მოჰყავთ მოსავალი: 1 მაისისთვის და 1 სექტემბრისთვის. აი რა მოჰყავთ მაისისთვის: ყურძენს ჰკრეფენ 1,500 ფუთს, წითელი ბადრიჯანი მოჰყავთ 4,250 ფ., კარტოფილი 1,750 ფ., მწვანე მუხუდო 325 ფ., ფრანგული ცერცვი პირველ ხარისხისა 112 ფ. მეორე მოსავალი რომ არ ვიანგარიშოთ, რომელიც თითქმის ერთი მესამედია პირველისა, რომ არ ვიანგარიშოთ აგრედვე შემოსავალი ორანჟერეებისა, გამოვა რომ პირველი მოსავალი შეადგენს 7,937 ფუთს ყურძენსა და ბაღეულს, რომლის ფასითაც მშვენივრად ისაზრდოვებს წლის განმავლობაში (თითო კაცზე რომ დღეში 1 შილინგი ჩავაგდოთ საჭმელისათვის) 440 კაცი. და აი ყოველივე ესე მოყვანილია და მოწეული 35 მუშა-კაცის მიერ 6 დღიურ მიწაზე!..
ეს წესი პატარ-პატარა ნაჭრების შემუშავებისა, შუშის ფარდულებით გადაფარებულებისა, რასაკვირველია, თხოულობს დიდს ხარჯსაც. მაგრამ ხარჯს მალე ინაზღაურებენ. ამისთანა წესი მამულის მოვლისა დღითი დღე უფრო ვრცელდება და მარტო ეს გარემოება კმარა, რომ კაცმა დაასკვნას, რა დიდს მოგებასაც იძლევა ამნაირად მოვლილი მამული. აი მაგალითიცა, რომელიც თვალ და თვალ დაგვანახვებს, რა სასარგებლოც არის ასე მოვლა მამულისა:
პარიჟს ახლო სცხოვრობს ერთი ნასწავლი მებაღ-მებოსტნე ბ-ნი ბონსი, დამწერი წიგნისა „Lა ცულტურე მარაიცჰერე“ (მებოსტნეობა). იმასა ჰყავს 8 მუშა და უვლის მხოლოდ 2 დღის მიწას იმ წესით, რა წესითაც მეურნეობენ ჩვენის კუნძულების ჯერსეისა და გარნსეის მებოსტნე-მებაღენი. ამ ორ დღიურ მიწაში ის აძლევს იჯარას 2,500 ფრანკს წელიწადში; სასუქისა და პატივისათვის ჰხარჯავს აგრედვე 2,500 წელიწადში. პირველად საქმის რიგიანად მოსაწყობად დაჰხარჯა 30,000 ფრანკი. ყოველ წლობით მოჰყავს:
10,000 კილოგრამი სტაფილო,
10,000 ხახვი და სხვა მწვანილეული,
6,000 თავი კომბოსტო,
3,000 ყვავილიანი კომბოსტო,
5,000 გიდელა წითელი ბადრიჯანი,
5,000 დუჟინი საუკეთესო ხარისხის ხილეული,
154,000 კონა სალათა სხვა და სხვა ხარისხისა…
ერთის სიტყვით, სულ 125,000 კილოგრამი (6,930 ფუთი) ერთის დესეტინიდამ.
სულ ზედიზედ ფასი 20 სანტიმი რომ ვიანგარიშოთ გირვანქაზე, გამოვა 55,440 ფრანკი. გამოვიდეთ აქედამ ხარჯს: 2,500 ფრანკი იჯარისა, 2,500 პატივი, 14,000 ფრანკი მუშებს (5 ფრანკი თითოს დღეში). დავუმატოთ კიდევ შუათანა რიცხვი ბაჟისა და გარდასახადისა საფრანგეთში 44% თანხისა-12,000 ფრანკი და გამოვა, რომ სულ დახარჯულა 31,400 ფრანკი ერთს წელიწადს. წმინდა მოგებად რჩება 24,000 ფრანკი წელიწადში. ეს წმინდა მოგება კიდევაც ძალიან მცირეა იქ, როცა გვერდთ აქვს მამულს ისეთი მდიდარი ქალაქი, როგორიც არის პარიჟი. მაგრამ მაინც საოცარია და დაუჯერებელი, რომ ამოდენა მოსავალი მოვიდეს სულ 2 დღიურს მიწაზედ. ნამდვილი და ჭეშმარიტი საბუთები რომ არ გვქონდეს ხელში ამის დასამტკიცებლად, ყველა ეჭვს აიღებდა და გვეტყოდა, ზღაპარია თქვენი ლაპარაკიო. მოსავალი უფრო კიდევ მეტი მოვიდოდა და მოვა კიდეც, თუ მიწის მომქმედმა მოახერხა როგორმე და სახელმწიფო ხარჯი და გარდასახადი შეამცირა.

24.06.1893. #132 ზემოდა ვსთქვით, რომ საფრანგეთის მხვნელ-მთესველი და მიწად-მომქმედი ორთა შუა რიცხვით 44% იხდის სახელმწიფო გარდასახადსაო; არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ხარჯი და გარდასახადი თანდათან უფრო იმატებს. საფრანგეთმა ხომ, ეს-ეს არის, ეხლა შემოიღო ტარიფი მფარველობისა. აბა, ჰნახეთ, რა ამბავია ამერიკის შეერთებულ შტატებში? აი კეთილ-სინიდისიერი გამოკვლევა „ჩოლუმბია ანდ ჩანადა“ ტრაჩერრისა, შემოწმებული და ბეჭედ-დასმული ბ-ნ მოლინარის მიერ „ღევუე დეს Nატიოს“-ში.
„ამერიკელი მხვნელ-მთესველი გადის სამუშაოდ მინდორში და იმისი ცხენი დაჭედილია ლურსმნებით, რომელსაც ბაჟად ადევს 67% მათის ღირებულის ფასისა; ლურსმნები დაჭედილია ჩაქუჩით, რომელსაც ბაჟად ადევს 54%; აი მოსჭრა სახრე დანით, რომელსაც ადევს 50% ბაჟი; აბამს ცხენს ურემში – 50%, ჯაჭვის შესაბმელი – 67%; მოდის შინ და ისვენებს ლოგინში, რომლის ჩარსავს ადევს 58% ბაჟი; საბანს – 250% (!). დილით იცვამს ფლანელის სატფუნებელს (ფუფაიკა), რომელსაც ადევს 80%, იცვამს ტანისამოსს – 50%, წაღებს – 35%, იხურავს ქუდს – 70%. აი თვითონ და მისი ოჯახი ლოცულობს და კითხულობს დაბადებას, რომელსაც ადევს ბაჟად 25%; მუხლს იყრის ჯვალო ხალიჩაზედ, რომელსაც ადევს 150% ბაჟი; საუზმობს თეფშზე, რომლის ბაჟიც არის 40%, დანითა და ჩანგლით – 35%, სვამს ყავას ფინჯნით და ბაჟი ფინჯნისა არის 47%, სვამს ჩაის – 78%, აყრის საჭმელს მარილს და ამ მარილს 100% ბაჟი ადევს, აყრის პილპილს – 297%, სანელებელს – 37%; ამერიკელი შეჰტრფის და შეჰხარის ცოლსა და შვილს და ჰხედავს, რომ თვითონაც და ისინიც ბაჟ-დადებულნი არიან. სწევს ბურნუთს – 100%, უკიდებს ცეცხლს სიგარას – 120% და მაინც ღმერთს მადლობასა სწირავს, რომ სცხოვრობს ამ ქვეყნად ყოვლად კარგისა და თავისუფლების მოყვარე მთავრობის ფრთეთა ქვეშე“.
– კარგი, მაგრამ ეგ ხომ იმ საქონლის ბაჟია, რომელიც უცხოეთიდამ მიდის ამერიკაში? შევეკითხე მე.
– თქვენ გგონიათ, რომ ამერიკელი ვაჭრები და სპეკულიანტები თავიანთ საქონელს-კი უცხოეთისაზედ იაფად ჰყიდიან? დამიჯერეთ, რომ თუ უცხოეთის საქონელი, ასე დიდ ბაჟ-გადახდილი, საღდება, მუშტარსა შოულობს ქვეყანაში და მოგებას აძლევს ფაბრიკანტს, საქონლის მიმტანსა და კომისიონერს, იქაური საქონელიც ზარალს არ მისცემს არც ერთსა, არც მეორეს და არც მესამეს. ხოლო მომხმარებელი ბუზღუნებს, ჯავრობს, ოხრავს, მაგრამ მაინც იხდის ფასს… დავუბრუნდეთ ჩვენ ისევ ჩვენს საუბარს.
– ამ საუკუნის დამდეგამდე, ჩვენ, ევროპიელთ, მართალი უნდა სთქვას კაცმა, ისეთი არა გვებადა რა, რომ თავი მოგვეწონებინა აღმოსავლეთის ერთა წინაშე. მხოლოდ ასტრონომიამა და მათემატიკამ მიაღწია მაშინ იმ ზომამდე, რომ შეიქმნა ჭეშმარიტი მეცნიერება. მარტო ამით თუ შეგვეძლო თავი გამოგვედო დანარჩენ კაცობრიობასთან. რაც შეეხება ხვნა-თესვასა და მეურნეობას, მანუფაქტურას, ტეხნიკას, უნდა ვსთქვათ, რომ არაფერი გვქონდა თავმოსაწონებელი. ჩვენც პირვანდელის წესითვე ვხნავდით მძიმე და უხერხულ გუთნებით, ვთესავდით უვარგისის ფარცხებით; ჩვენი ქსოვილები არაფრით უკეთესი არ იყო მოსულის ქსოვილებზედ, ბაღდადის ფარჩაზედ; ჩვენებური ფოლადი უფრო ცუდი იყო დამასკოსაზედ, ჩვენი საღებავები, ჩვენი ხილეული… მაგრამ ამაებში ხომ აღმოსავლეთი დღესაც გვეცილება ჩვენ. მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების წყალობით, იმის წყალობით, რომ ეს მეცნიერებანი გამოყენებულ იქმნენ ცხოვრებაში, აგრეთვე იმის მეოხებით, რომ გავრცელდა ცოდნა,-გამოგონება-აღმოჩენანი მშრომელსა და მწარმოებელს ხალხში, ჩვენ მოვახერხეთ და დავბადეთ ეხლანდელი ტიპი მაღალის კულტურისა. იცოდეთ ესეც, რომ ვერც აღმოსავლეთი, ვერც დასავლეთი, ვერც ერთი ერი ვერ შეითვისებს ამ კულტურას და ახალ ხვნა-თესვას, უკეთუ საზოგადოება და სახელმწიფო არ ეცდებიან, ყოველ ღონის-ძიებას არ იხმარებენ და არ გაავრცელებენ საბუნების-მეტყველო, სამეცნიერო სწავლა-ცოდნას თავიანთ მუშა ხალხსა და გლეხ-კაცობაში. მხოლოდ მაშინ გაძლიერდება და გაჩნდება ესრედ წოდებული აღორძინებული (ინტენსივური) კულტურა, როცა უმრავლესობა გაუბევრდება და ამ უმრავლესობას გაუმრავლდება, გაუათასფერდება საჭიროებანი
მდიდარს კაცებს შეუძლიანთ, რასაკვირველია, უმეცრებითა და სიღარიბით მოცულს ქვეყანაშიაც შემოიღონ ეხლანდელი წესი ხვნა- თესვისა, მეურნეობისა და მებაღოსნობა-მებოსტნობისა, მაგრამ ეს იქნება ნაყოფი სიმდიდრის ნამეტნაობისა. ერთის მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს…
ამ აზრის კარგი დამასურათებელი მაგალითია ისტორია ვაზის მოვლა-გაშენებისა ინგლისში.
– ინგლისში და ვაზის მოვლა-გაშენება? გავიკვირვე მე.
– განა თქვენ არ იცით, რომ ჩვენში ძალიან გავრცელებულია ვაზი? თქვენა
გგონიათ, რომ ჩვენ მარტო ქვის-ნახშირისა, რკინისა და ბამბის მეტი არა გვაქვს-რა და ჩვენი დღენი მხოლოდ იმათ დავტრიალებთ თავს?
– ეს ხომ ცხადია, ბატონო, რომ პარიჟზე ზემოდ, იმაზე ჩრდილოეთად ვაზი აღარსად ჰხარობს?
– კიდეც მაგაშია ძალა და ღონე ეხლანდელის მებაღობისა, რომ ჩვენ თავი გავინთავისუფლეთ ჰავის ზედმოქმედებისაგან. რედაქტორი ჩვენის ჟურნალისა, რომელიც დაარსებულია მებაღობა-მებოსტნობისათვის, დიდი ცოდნისა და გამოცდილების კაცია და ის ამბობს, რომ ინგლისში ყველაზედ სახეირო საქმე ვაზის გაშენებააო, და აგერ 30 წელია, რაც ვენახების გაშენებას მივსდევთ. პირველში ამ საქმეს ეტანებოდნენ მხოლოდ გარდამეტებულნი მდიდარნი, მხოლოდ თავიანთ მოქეიფების გამო; ეხლა-კი ვაზის გაშენება დიდად სახეირო საქმედ შეიქმნა. აი მოგახსენებთ მოკლე ისტორიას ამ საქმის განვითარებისას.
ინგლისის ჩრდილოეთით, თვით შოტლანდიის საზღვარზედ, საცა ერთი ტონი (63 ფუთი) ქვის ნახშირისა 4 ფრანკი ჰღირს, დიდი ხანია მისდევენ ვაზის მოვლა-გაშენებას თბილ ორანჟერეიებში. 30 წლის წინად, ამ ვაზის ყურძენი, რომელიც მწიფდებოდა იანვარში, იყიდებოდა გირვანქა 25 ფრანკად, ხოლო ნაპოლეონ III-ის სასახლე 50 ფრანკადაც ჰყიდულობდა ერთს გირვანქას ჩრდილო ინგლისში მოკრეფილ იანვრის ყურძნისას.
ეხლა-კი, რადგან ძალიან გავრცელდა ვაზი, ყურძნის ფასმა იკლო და გირვანქა 3 ფრანკად იყიდება. რა-კი ქვა-ნახშირი იაფია, რა-კი გონივრული მოვლა ისწავლეს, კარგის ჯიშის ვაზიც ბევრნაირია, ეხლა ყურძნით სავსე ყუთები მრავლად იგზავნება ჩრდილოეთიდამ სამხრეთად, ლონდონს, პარიჟსა და ნიცცაშიაც-კი. ღვინობისთვეში ინგლისური ყურძენი, რომელიც მწიფდება შუშის ფარდულ ქვეშ გაშენებულს ვენახში, ისევე იაფად იყიდება, როგორც შვეიცარიისა და რეინის ვენახებში.
– ძალიან კარგსა ბრძანებთ, შევნიშნე მე. ყოველივე თქვენ მიერ თქმული იმას ამტკიცებს, რომ ბაღოსნობისა და მებოსტნობის საქმე ძირეულად შეცვლილა და სრულიად გადახალისებულა. ეხლა ჩემთვის ცხადია, რომ რაკი ახალს წესს მებაღობა-მებოსტნობისას ასეთი დიდი სარგებლობა მოაქვს და ერთს მუშა კაცს შეუძლიან უფრო მეტი ბაღეულ-ბოსტნეული მოიყვანოს, ვიდრე 12 კაცს ძველის წესით, ძველებური ბაღ-ბოსტნები უნდა გაუქმდეს… მაგრამ ამ ხვნა-თესვისასა, პურის მოყვანისასა და საქონლის მოშენებისას რაღასა ბრძანებთ?.. ესეები რაღად დაეცა?
– მოითმინეთ და მაგასაც აგიხსნით. ჯერ-კი ბარემ გავათავოთ საუბარი მებაღობისა და მებოსტნობის შესახებ.

30.07.1893. #161 წერილი მეორე – ზემოდა ვსთქვით, განაგრძო ჩემმა ინგლისელმა აგრონომმა, რომ პირველი საქმე ახალის წესით მამულის შემუშავებისა, შუშაბანდ-გადახურულ პატარ-პატარა ნაჭრებისა, არის ნიადაგის მომზადება. თვითონ მხვნელ-მთესველმა უნდა გააჩინოს ისეთი ნიადაგი, რომელიც მისთვის საჭიროა. ცხადია, რომ შუშაბანდის გადახურვა და ნიადაგის მომზადება და გაჩენა სავალდებულოა მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, საცა ძლიერ ცივა და საცა მწირი, უღონო მამულია. ისეთს ქვეყნებში-კი, საცა ჰავაც კარგია, მამულიც ღონიერია და მომცემი, როგორც, მაგალითად, რიონის მიდამო თქვენს კურთხეულს სამშობლოში, სრულიად საკმარისია, მხვნელ-მთესველმა და მებაღემ ყურადღება მიაქციოს თესლის განკარგებას და გადასარგველ ნერგის კარგს მოვლასა. ამ ორს გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიანაც მატულობს მოსავალი, თუ თესლიც კარგი შეგირჩევიათ და ნერგისთვისაც კარგად მოგივლიათ.
– ყოველ მაგისათვის, უეჭველია, განსაკუთრებული განათლება იქმნება საჭირო. საჭირო იქმნება აგრედვე დიდის ფულის დახარჯვაც.
– სრულიადაც არა. ყოველს, ცოტად, თუ ბევრად, ჩახვედრილსა და შრომის მოყვარე კაცს, შეუძლიან იტვირთოს ასეთი საქმე. აი ოსმალონი, თქვენი მეზობლენი. იმათაც-კი მოახერხეს და ახალის წესის მეოხებით უმაღლეს ხარისხამდე აიყვანეს თუთუნის მოყვანის საქმე. მაგრამ, აბა, რა საიმისო განათლება აქვთ ბაფრისა, სამსუნისა და ეპიჯიეს თუთუნის მომყვანთ? ჩვენმა მებაღეებმა ასე იციან. გააფხვიერებენ მიწას, მოამზადებენ კარგად ნიადაგს რამდენისამე საჟენის სივრცეზე და დასთესენ საუკეთესო თესლს. გამოჩნდება და ამოჰყოფს თუ არა ნათესი თავს, დიდის ბეჯითობით უვლიან, რწყავენ, ჰმარგლიან… ერთის სიტყვით, ისე უვლიან, როგორც მებაღე უვლის ყვავილებს. როცა ნორჩი მცენარე ფესვს გაიმაგრებს იმდენად, რომ მერე თავისთავად შეუძლიან ზრდა თითქმის მოუვლელად, აიღებენ და გადარგა , ვენ კვლებში, სწორედ ისე, როგორც თუთუნსა და კომბოსტოს. პირველ კვირას ახლად გადარგულ მცენარეს ყოველ დღე ეჭირვება რწყვა, მერე-კი ნოტიო ჰავაში საჭირო არ არის. აი ამისთანა მოვლითა და ზრუნვით წარმატებაში შედის ჯიში თესლისა და, თუ ერთი სამად არა, ერთი ორად მაინც მატულობს მოსავალი.
პურის მზგავს მცენარეთა თესლის განკარგება სხვაფრივა ხერხდება. კარგ საბოსტნე ადგილის ბაღში სთესენ რჩეულს, საუკეთესო მარცვლებს. მერე ნათესს ყურს უგდებენ, უვლიან ისევე, როგორც ყვავილებს. ასეთის მოვლის გამო ნათესი თამამად იზრდება, თავთავი ივსება, მარცვალი სრულდება. როცა ასეთს მარცვალს სთესავენ, მერე ჩვეულებრივს ნახნავში მოსავალი ერთი ორად და სამად მეტი მოდის. ბევრმა განაკარგა ასე ჯიში თესლისა რამდენისამე წლის განმავლობაში და იქამდე მივიდა, რომ თუ წინად ერთი კოდი თესლი 12-15 კოდს მოსავალს იძლეოდა, შემდეგ და შემდეგ, ერთის კოდიდამ აიღო 30-45 კოდი.
– ბოდიშს ვიხდიო, განაგრძო ინგლისელმა, რომ ასეთს წვრილმანებს გამოვეკიდე. ჩვენი საუბარი შეეხებოდა უფრო ჩვენის მეურნეობის საზოგადო მდგომარეობას. მეც ისევ ამ საგანს დავუბრუნდები. მე მინდოდა მხოლოდ, არ გეფიქრნათ, ვითომ ხვნა-თესვის განკარგებისათვის რაღაც უცხო და უცნაური რამ იყოს საჭირო. ან დიდის ფულის ხარჯვა იყოს აუცილებელი. შრომა, ყურადღება და პირველ-დასაწყისი განათლება, ხელ-მისაწვდომი იმისთანა მუშა-კაცთათვის, რომელნიც საღამოს კურსებზე დადიან; ამასთანავე კიდევ ადვილად საკითხავი ჟურნალები ხვნა-თესვისა და მებაღეობა-მებოსტნობისა, – აი ყოველივე ის, რის მეტიც დღეს ჩვენ ხელთ არა გვაქვს-რა. ჩვენს მებოსტნე-მებაღეებსაც მეტზედ არაფერზედ მიუწვდებათ ხელი. იმათ სამუშაო კიდევაც მეტი აქვთ: უნდა თვითონვე გააჩინონ საჭირო ნიადაგი მიწისა და ებრძოლონ სასტიკს ჰავას. ამას გარდა, ყოველივე საქმე უნდა აწარმოვონ სხვის მამულზე და მოეწყვნენ იმ მამულზე, რომელსაც იჯარით იღებენ რამდენისამე წლობითა.
– კარგი და, ვსთქვათ, მამულის პატრონმა აღარ მოინდომა იჯარით გაცემა თავის მამულისა მეორე ვადით. ხომ დაიღუპა მერე იჯარადარი?
– რასაკვირველია, იჯარის გაუქმება დიდად საზარალოა. მაგრამ ეხლა ხელშეკრულობაში ერთ პირობად იმასაცა სწერენ წინდაწინვე, რომ იჯარადარს, თუ იჯარა გაუქმდა, ნება აქვს თავისი მოწყობილობა და, ასე გასინჯეთ, თვით ნიადაგიც-კი თვითონვე წაიღოსო.
– როგორ თუ ნიადაგიც წაიღოსო?
– როგორ და ისე. ჩვენი მებაღე-მებოსტნენი, როგორც საფრანგეთისანიც, თითონვე აჩენენ, თითონვე ჰბადავენ ნიადაგს. საფრანგეთის მებოსტნენი პირდაპირ ასე ამბობდნენ. „Lა სოლ ვაუტ ცე ქუე ვაუტ ლ’ჰომმე“ (თვისება და ღირსება ნიადაგისა შეეფარდ-შეეწონება მხვნელ-მთესველის ღირსება-თვისებასაო). ვითომ, როგორიც მიწაო, ისეთი მიწად მომქმედიო. მერე იმდენს მიწას ამზადებენ, რომ ჰყიდიან კიდეც. რომ არ გაჰყიდონ, ნაკეთები მიწა გასქელდება 2-3 სანტიმეტრის სიმაღლეზედ). ამიტომ, საკვირველი სრულებითაც არა არის-რა, თუ ეს ჭეშმარიტნი და მოსიყვარულე ძენი დედამიწისა თავს არ ანებებენ თავიანთ ნაკლებ მიწას და თან მიაქვთ ნაყოფი თავიანთ ტანჯვისა და წვალებისა, თავიანთი ნაჭირნახულევი.
– სწორედ მოგახსენოთ, ჩემთვის ყოველივე ეგე ახალი გაგონებაა. ეს-კი მახსოვს, რომ, ამ ოცის წლის წინად, ლავალეი და ლეონოს დე-ლავერნი ამტკიცებდნენ, ბევრად სჯობია პატარ-პატარა ნაჭერი შეიმუშავოს კაცმა ბარითა და თოხითა, ვიდრე დიდ ხვედაბუნების ხვნასა და თესვას გამოუდგეს ჩვეულებრივის წესითაო. გარნა მაგ ნიადაგის შემუშავებისა, მაგ აუტანელის ჯაფა-შრომისა-კი არა გამიგონია-რა. ან-კი იმდენი მოვა მაგ ნაირის ტანჯვა-წვალებით, რომ სათქმელი იყოს, დახარჯული აინაზღაუროს?
– დახარჯული აინაზღაუროსო? ხომ მოგახსენე, რაც ნაყოფი მოაქვს მაგ ჯაფას მებოსტნეობასა და მებაღეობაში? ახლა დაუგდე ყური იმას, თუ რა შედეგი მოსდევს ახალს წესს ესრედ წოდებულ საქონლის საკვებ ბალახის თესვასა და საქონლის მოშენების საქმეში. არ მოგიყვები იმ საოცარს ამბავს, რასაც ადვილად წაიკითხავ „თჰე ღოტჰამსტეად Eხპერიმენტს“-ში, „Nინეტეენტჰ ჩენტურყ“-ში, ივნისის წიგნი 1888 წლისა, „Fორუმ“, აგვისტოს წიგნი 1890 წ. და სხვ. არა, მიგითითებ იმ მხვნელ-მთესველებზედ, რომელნიც ახალის წესით მუშაობენ ჩვენში. საზოგადოდ მე იმ აზრს ვადგევარ, რომ საოცარი და სასწაული რამ არა გიამბო-რა მეცნიერებისა. თესლის განკარგების შესახებ რომ გესაუბრებოდი, მოგახსენე, რომ შესაძლოა მოსავალმა იმატოს ისე, რომ ერთს კოდს თესლზე 45 კოდი მოგივიდეს-მეთქი. გარნა, არ გაგიგონია, რომ ბ. ნმა ჰალეტმა სამ წელიწადს ზარდა და უარა ერთს მარცვალს პურს და ისე ააღორძინა, რომ, როცა ბოლოს ის მარცვალი გადარგო, იქ იმან იბარტყა საოცრად და ერთი ათასად იმატა, მთელი ბუჩქი გაჩნდა. ერთმა მარცვალმა 1000 მარცვალი მოიტანა. მაგრამ ეს ცდაა, ეს მეცნიერებისა და მის სასწაულთ-მოქმედების საქმეა. ჩვენ-კი ლაპარაკი და საუბარი იმაზე გვაქვს, რაც ყოველ დღეა, რასაც ბევრი მისდევს და არა თითო-ოროლა. დღეს თუ ხვალ ეს სასწაულთ-მოქმედებაც ყველას ხელთ იქმნება. საჭიროა მხოლოდ, რომ ნათელი განათლებისა ჩადგეს კაცთა გონებაში და გრძნობამ ერთობისამა და კავშირისამ დაისადგუროს მათ შორის!..
ჩვენ, ინგლისელნი, ყველაზე მომეტებულად ვეტანებით ხორცეულს და ბევრსაც გიახლებით ამ სანოვაგეს. ცხადია, მაშასადამე, რომ იმ თავიდამვე ძლიერ ვეტანებით საქონლის საკვების გაძლიერებასაც. ჩვეულებრივის წესით რომ ვკვებოთ საქონელი, ესე იგი, რომ მინდვრად ვაბალახოთ, ერთის ხარისა ანუ ძროხის გამოკვებას მოუნდება ერთიდამ ორ აკრამდე მინდორი (ორ დღიურზედ მეტი). თუ საბალახე ადგილი ირწყვის, მაშინ საკმაოა მხოლოდ ორი დღიური საიალაღო ადგილი. ხოლო თუ დიდი და გაძლიერებული ხვნა-თესვა, მეურნეობა გაქვს და სთესავ ჭირნახულსა და თალგამს საქონლის საკვებად, მაშინ ორს დღიურს შეუძლიან გამოჰკვებოს სამი ან ოთხი სული საქონელი. ზოგიერთგან, უფრო-კი დიდ ქალაქებს ახლო, იმ მინდვრებს, საცა იონჯა და სხვა ამისთანა ნოყიერი ბალახი სთესია, რწყავენ წყალ-ნარევ ადამიანის ფეინით, რომელიც ფეხის-ადგილებიდგან განსაკუთრებულის მილებით გამოჰყავთ. საკვირველი შედეგი მოჰყვა ასეთს ცდას: ორმა დღიურმა ასე განაყოფიერებულის საბალახე ადგილისამ გამოჰკვება 9-10 სული საკლავი საქონელი. ყველას ეგონა, რომ ეგ ამბავი სწორედ დაუჯერებელი, საარაკო ამბავიაო. მაგრამ აიღეთ ახლა ერთ-ერთი ის კუნძული, რომელიც პირველში დავასახელეთ, კუნძული გერნსეი. იქ აღორძინდა გაძლიერებული მეურნეობა. მერე რა ყოფაშია დღეს იქ საქონლის მოვლა-მოშენება? ივარაუდეთ თქვენ თითონ.
სულ რიგიანი მამულები იქ 4000 ჰექტარია. აქედამ საიალაღოდ, საკვებ ბალახის სათესად რჩება მხოლოდ 2,100 ჰექტარი. ამ სივრცეზე (868 დესეტინა) მოიყვანეს იმდენი საკვები, რომ მთელის წლის განმავლობაში ეყო 1,480 ცხენს, 7,260 სულს საქონელს, 900 სულს ცხვარს, 4,000 სულს ღორს!.. ნუ დაივიწყებთ, რომ ის 868 დესეტინა სულ პატარ-პატარა ნაჭრებისაგან შესდგება და გაფანტულია სახლებსა და ბოსტნებ შორის და რომ საქონლის მოვლა და მოშენება, როგორც მოშენება ფრინველისა, თეთრის კურდღლისა, ამ კუნძულის მცხოვრებთათვის სხვათა შორისი საქმეა, მხოლოდ გაჭირვებაში გამოსადეგი და წელის გასამაგრებელი!
16.09.1893. #197 წერილი მესამე – ეხლა განვმარტოთ ის მიზეზებიო, – განაგრძო ჩემმა ინგლისელმა, – რა მიზეზების გამოც დიდს გაჭირვებაშია ხვნა-თესვისა და მეურნეობის საქმე ინგლისში.
– დიდად დამავალებთ, ბატონო. რაც აქამდე მიამბეთ, უფრო იმას ამტკიცებს, რომ თქვენებური ხვნა-თესვა და მეურნეობა აყვავებული უნდა იყოს: ერთი ბეწვა ნაჭერი მიწა უფრო მეტს მოსავალს იძლევა თქვენში, ვიდრე საუკეთესო მამული საქართველოსი; თვით ჭირნახული, აგრედვე საქონელი თქვენში განკარგებულის ჯიშისაა; ჰაერსაც-კი აღარ ემორჩილებიან თქვენებური მხვნელ-მთესველნი. აბა ყურძენი და წითელი ბადრიჯანი ხომ ინგლისის ჰავაში არ უნდა მწიფდებოდეს, თქვენ-კი მოგყავთ, ისე როგორც სამხრეთს ქვეყნებში,- და მაინც…
– და მაინც მეურნეობა ჩვენში დიდად გაჭირვებულია! პარლამენტი, სამეურნეო საზოგადოებანი, სააგრონომიო ჟურნალ-გაზეთობა, კერძო ამხანაგობანი მხვნელ-მთესველთა, ხოლო ამისთანა ამხანაგობათ თვლა არა აქვს ჩვენში, მხოლოდ იმაზედ არიან გადამდგარნი, რომ როგორმე წინ წასწიონ ჩვენი მეურნეობა. დიაღ, გაჭირვებული ყოფა ჩვენის მეურნეობისა ყოველსავე ეჭვს გარეშეა. თუ მკითხავთ, რამ გამოიწვია ასეთი კრიზისი, პასუხად იმას მოგახსენებთ, რომ ამ გარემოების მიზეზი ბევრგვარია, განსაკუთრებით-კი ჩვენი მრეწველობაა; ამას გარდა კრიზისის მიზეზად ისიც შეიქმნა, რომ ახალი წესი შემოიღეს მიწის პატარ-პატარა ნაჭრების შესამუშავებლად; ერთი მიზეზი კიდევ ზღვით საქონლის გადატან-გადმოტანის გაიაფებაა.
– აი ეგ უკანასკნელი მიზეზი-კი, ესე იგი, გაიაფება ზღვით საქონლის გატან-გადმოტანისა, ცოტა არ იყოს ჭკუას ახლოა: – ის ქვეყნები, რომელთაც ჯერ ისევ ნორჩი კულტურა აქვთ, თქვენი ახალშენები ეცილებიან მეტროპოლიას, თქვენს ქვეყანას. ხოლო რა შუაშია ამ შემთხვევაში განკარგებულ-გაძლიერებული კულტურა?
– სწორედ ეგ გაძლიერებული კულტურა და მრეწველობაა მიზეზი, რომ ასე საარაკოდ ძვირდება მამული. ხომ გახსოვთ, ამას წინად არა გვქონდა ლაპარაკი (იხ. წერილი პირველი), რომ ბ-ნი პონსი ერთ-ბეწვა მიწაში 2500 ფრანკს აძლევს იჯარას წელიწადში და მაინც 24 ათას ფრანკს იღებს წმინდა შემოსავალსო. იმასაც და ყველა სხვასაც, ვინც ახალის წესით უვლის მამულს, დიაღაც შეუძლიან დიდი ღალა და იჯარა აძლიოს მამულის პატრონს. რა ჰქმნას ახლა ამისთანა გარემოებაში ფერმერების უმრავლესობამ, რომელიც ჩვეულებრივის წესით უვლის მამულებს? იმათ ხომ 2500 ფრანკი არ შეუძლიანთ აძლიონ იჯარად? რაღა ვსთქვათ მილიონობით სოფლად მცხოვრებ მუშა ხალხზე? ისინი ხომ ახლოც ვერ მიეკარებიან მამულს, რომელსაც ვერც იჯარით იღებენ, ვერც საღალოდა ჰხნავენ თავიანთ ხელ-მოკლეობის გამო.
– ყველგან ხომ არ გაძვირებულა მამული და არ უმატნია მამულის იჯარას?
– მართალია, ყველგან არ უმატნია. მაშინ როცა ლონდონის შუაგულ ადგილას ოთხ-კუთხი ფუტი (ოთხ-კუთხი იარდი, ჩვენებურად ოთხ-კუთხის საჟენის მეთორმეტედი) გაიყიდა ამ ორის კვირის წინად ხუთას თუმნად, მის განაპირას, (პროვინციას ნუღარ ვიტყვით) მამულის ფასი არც ამის მეათასედს შეადგენს. მაინც-კი ფასი მამულისა ძალიან მატულობს თან-და-თან. ასეც უნდა იყოს. თუ რომელისამე გადაკარგულის მამულის პატრონი ვერ ახერხებს, რომ იჯარა მოუმატოს, იმდენივე იღოს, რასაც იღებენ ჯერსეიზე და დიდ ქალაქების ახლო-მახლო, მაინც იმ კანონის ძალით, რომელიც ათანაბრებს და ათანასწორებს ფასებს, როგორც სავაჭრო საქონლისას, ისე წარმოებისათვის საჭირო იარაღისას ამა თუ იმ ქვეყანაში, იმ გადაკარგულს მამულსაც უნდა მოემატოს ფასი. მამულების შემუშავების ახალი წესი რომ საყოველთაო იყოს, ყველასთვის ხელ-მისაწდომი, კაპიტალი და ცოდნა რომ სოფლის ხალხსაც ჰქონდეს… მაშინ კიდევ არა უშავდა-რა, ქვეყანა გაუძლებდა იჯარასა და ღალის მომატებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ფულიანი კაცები, რა-კი ერთხელვე მიჩვეულან, თავიანთ ფულს ან საბანკოსა და ან სამრეწველო საქმეს ახმარებენ; ის-კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ 2 და 3 %-ის მაგიერ, რომელსაც აძლევენ იმათ ბანკები, ხვნა-თესვა და მეურნეობა ახალის წესით სრულიად თავისუფლად მისცემს, ვინც ფულს ამ საქმეს მოახმარებს, 8 და 10%-საც-კი.
მაგრამ არ იფიქრო-კი, რომ ჩვენში მარტო ხვნა-თესვა და მეურნეობაა ასეთს გაჭირვებულს ყოფაში. გაჭირვებაშია აგრედვე ფოლად-რკინის ინდუსტრია, ქვა-ნახშირის წარმოება და ბამბა ქსოვილის საქმე, ესე იგი, სულ უფრო დიდნი დარგნი ჩვენის მრეწველობისა… არც მარტო ჩვენს ქვეყანაშია ასე გაჭირვებული საქმე. ასევეა საფრანგეთში, შეერთებულს შტატებში, და ყველგან კრიზისს ერთი და იგივე მიზეზები აქვს.
– გარდამეტებული წარმოება განა? ბაზრის გავსება საქონლითა? – უნებლიედ წამოვიძახე მე.
– ეგ ხომ ბატონ ეკონომისტების გახუნებული და გაცვეთილი ფრაზებია! აქ საქმე გარდამეტებულ წარმოებაში არ არის. ჩვენ, ინგლისელები, და თითქმის ჩვენთან ერთად ფრანგებიც კარგა დიდხანს, 60-იან წელთა დაწყებამდე, ვიყავით ის ორად-ორი ერი, რომელიც მისდევდა მრეწველობას. არსად მთელს ქვეყანაზე ჩვენს მაშინებსა და მანუფაქტურას, ჩვენს იარაღსა და ხელ-საწყოს, ჩვენს ნაწარმოებს საინდუსტრიო ხელოვნებისას შემცილებელი და შემჯიბრებელი არავინა ჰყავდა. თაოსნობაც ჩვენს ხელთ იყო საქმისა და თვით საქმესაც ხომ არავის ვანებებდით: ინიციატორებიც ვიყავით და მონოპოლისტებიცა. გერმანია, ავსტრია, იტალია და რუსეთი ჩვენს საქონელსა ჰყიდულობდნენ. მაგრამ ცოდნასა და ტეხნიკას ხელში ჩაბღუჯვით დიდხანს ვერ შეირჩენ; მისი მონოპოლია დიდხანს არ მოხერხდება. 60-იან წლებიდამ დაწყებული მოჰყვნენ და ჩვენი ტეხნიკა თითქმის ყველგან შეითვისეს, ისე რომ ამ ჟამად ზემოხსენებულნი სახელმწიფონი თვითონვე აკეთებენ მაშინებსა და სხვა და სხვა იარაღს, ხოლო გერმანია და ავსტრია ხომ, რაკი მუშა კაცის ფასი იქ იაფია (ჩვენ ვაძლევთ მუშა კაცს 3, 5 და 8 შილინგს, იქ მხოლოდ 1, 2 და 4 შილინგს 2) და განგებ მფარველობას უწევენ იქ თავიანთ მრეწველობას; ასე გასინჯეთ, ჩვენც-კი გვიგზავნიან თავიანთ იაფ სავაჭრო საქონელს. ეს საქონელი ღირსებით იქნება ჩვენსასა და საფრანგეთისას ჩამოუვარდება კიდეც, მაგრამ ამას ვინ შეატყობს დახელოვნებულისა და მცოდნე კაცის მეტი.
ამ საგნის დაწვრილებულს გამორკვევას არ გამოვუდგებით იმიტომ, რომ ძლიერ შორს წაგვიყვანს; ერთ-ორიოდე მაგალითს დავასახელებ მხოლოდ. ჩვენებურად კეთება მაშინებისა ისე შეითვისეს ევროპაში, რომ ციურიხი, საცა რკინაცა და ქვა-ნახშირიც მაშინის გასახურებლად საზღვარ-გარეთიდამ მოაქვთ, აკეთებს მშვენიერს და ბევრად იაფად ვიდრე ჩვენა და ფრანგები ვაკეთებდით ამ ათიოდე წლის წინად. ბამბის ქსოვილებისა და იაფის ფასის მაუდებს აკეთებენ ეხლა რუსეთსა და ინდოეთში, საცა აქამომდე ჩვენა ვყიდდით ას მილიონობით სწორედ ამ საქონელსა. ტეხნიკისა და ცოდნის ამ საყოველთაო გავრცელებითა და შეთვისებით აიხსნება დღევანდელი საერთა-შორისო ბრძოლა ტარიფებისა. აქაო და საკუთრად ჩვენის ქვეყნის მრეწველობა გვინდა გავაძლიეროთო, ბატონმა პროტექციონისტებმა დიდის ბაჟების შემოღებით გააძვირეს ცხოვრება და ხალხი იძულებულია ყველაფერში მეტ-მეტი აძლიოს თითოეულის მრეწველის ჯიბის გასასქელებლადა და სასარგებლოდ. ბაჟების მომატებით-კი არა, არამედ სატეხნიკო და სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელებით, მოხერხებულ და განათლებულ მუშა კაცთა აღზრდით შეიძლება მოცილეობა გაუწიოს ერთმა ერმა და ქვეყანამ მეორე ერსა და ქვეყანას. ადამიანთა გონებაში არ შედის ის აზრი, თუ რაოდენად მავნებელია და მაზარალებელი ქვეყნისა მფარველობა მრეწველობისა და მისი წახალისება. აი ერთი ცხადი და მეტად ცხადი მაგალითი ამ მავნებლობისა: შეერთ. შტატებმა გასაოცრად მოუმატეს ბაჟი უცხოეთის საქონელზე (იხ. „ივერია“, ¹ 132). ისე აუწიეს, რომ სწორედ არ გაგონილა, მაგრამ კაპიტალისტებმა ესეც არ იკმარეს და დიდის ჯილდოს ძლევა დაუწყო მთავრობამ იმას, ვინც საზღვარ-გარედ გაიტანს ჩვენის ქვეყნის ნაჭირნახულევსაო. მერე იცით რა ჰქნეს სპეკულიანტებმა? იყიდეს ლონდონში-ჩვენ ხომ ბაჟი არაზე გვაქვს შემოღებული, მაგარ სასმელებსა და თუთუნს გარდა, – დიაღ, იყიდეს ბელგიიდამ მოტანილი იაფი შაქარი, წაიღეს ნიუ-იორკს, გადიხადეს საქონლის შესატანი ბაჟი, ხოლო შემდეგ, ვითომ ამერიკის შაქარიაო, წამოიღეს უკანვე ლონდონს, რისთვისაც ჯილდო მიიღეს მთავრობისაგან. ეს ჯილდო იმოდენა იყო თურმე, რომ გაისტუმრა ხარჯი აქედამ წაღებისა და იქიდამ წამოღების და კიდევ მოგება დარჩათ სპეკულიანტებს. მერე ვის უჯდება გვერდებში ყოველივე ესე? ვისა და ჩვენ, ვინც ვყიდულობთ ყოველგვარ სასმელ-საჭმელსა და ჩასაცმელ-დასახურსა; ჩვენ საწყალ მწარმოებელთ, მხვნელ-მთესველთა და მეურნეთ. მეტი ცუდი საქმე მოსდით-კი უფრო ამერიკის მხვნელ-მთესველთ.
– მაშ მოკლედ რომ მოვჭრათ და ისე გამოვთქვათ ეხლანდელის კრიზისის მიზეზები, უნდა აღვნიშნოთ უმთავრესად ღალა-იჯარის სიმძიმე, მრეწველობის უმთავრეს დარგთა გაჭირვება და რა კიდევ? ვკითხე მე.
– კიდევ მოცილეობა, ანუ კონკურენცია ავსტრალიისა, აფრიკისა და ამერიკისა. რადგან იაფია და სასწრაფო გადაზიდ-გადმოზიდვა ყველაფრისა, ამიტომ ზემოხსენებულ ქვეყნებიდამ მოტანა ლონდონს პურისა, ხორცისა და სხვა სანოვაგესი უფრო უმალ ხერხდება და უფრო იაფად ჯდება, ვიდრე ამ ოცის წლის წინედ ჯდებოდა რუსეთში ქალაქ სამარიდამ პეტერბურგს მიტანა ნუზლისა და სანოვაგისა.
მაგრამ ამ ქვეყნების კონკურენციაზე და იმაზედაც, თუ რა ღონისძიებებით ჰფიქრობენ უშველონ სოფლის ხალხს, შემდეგს წერილში იყოს.

15.10.1893. #221 წერილი მეოთხე – არის კიდევ ერთი მიზეზი ჩვენის მეურნეობის დაქვეითებისა. ეს მიზეზია ექსტენსებური, გაფართოებული ხვნა-თესვა და მეურნეობა ამერიკისა, ავსტრალიისა და აფრიკისა.
– პატარ-პატარა მამულის შემუშავებას ახალის წესით თქვენ ინტენსებურსა, გაძლიერებულსა და განკარგებულს მეურნეობას ეძახით. მაშ ეგ ექსტენსებური მეურნეობა რაღაა? ვკითხე მე ინგლისელს აგრონომს.
ასე ვეძახით ჩვენ იმ მეურნეობას, რომელსაც მისდევენ ჩრდილო-ამერიკის დასავლეთს შტატებში, იქაურ უშველებელ მინდვრებსა და პრერიებზე. იქ მამულის გაპატივება ფიქრადაც არავის მოსდის. პირველი საქმე ის არის იქ, რომ მცირე შრომით ბევრი მოიჭირნახულონ და მაშინები იხმარონ ყველაფერში, ხვნაა, თუ თესვაა, მკაა თუ ლეწვა. შტატებში: აიგვასა, მინესოტსა, მისსურსა, კანზასსა და სხვებშიაც ჰხედავთ თვალ-გადუწვდენელ, დახნულ-დათესილ მინდვრებსა და აქა-იქ გაფანტულ ხის ფარდულებს სახნავ-სათეს იარაღისა და მაშინებისათვის და აგრედვე დიდს შენობებს მუშა-ხალხისათვის. როცა მკა დაიწყება, ამ მინდვრებს რომ თვალი მოავლო, ასე გეგონება აქ მშვიდნი მხვნელ-მთესველნი-კი არა მუშაობენო, არამედ ჯარი ტრიალებსო, ისე განაწილებული აქვს ყველას შრომა, კაცსაცა და მაშინასაცა, ისე სრულდება ყოველივე, წინად ნაფიქრი განკარგულება. ეს აუარებელი სიმრავლე მაშინებისა მკის, ჰკრავს ძნებსა, ჰლეწავს, ანიავებს და სულ რამდენიმე მუშა კაცი-კი სჭირდება; ამ მაშინების წყალობით იმოდენა პური მოჰყავთ და ისე იაფადაც ჰყიდიან, რომ ამერიკის პრერიების პურმა ლამის გააძევოს ბაზრებიდამ რუსეთის პურიცა, ჩვენი საკუთარიცა და დუნაის პროვინციებისაცა… ასეა თუ ისე, ამერიკაზეა დამოკიდებული ესა თუ ის მაზანდა პურისა ჩვენსა და დასავლეთ ევროპის ბაზრებში.
– კარგი და პატიოსანი, მაგრამ მაგისთანა მეურნეობა ხომ ძარცვაა და გავერანება მამულისა! მაგისთანა მეურნეობამ გამოულია ღონე ვოლგის ნაყოფიერს მინდვრებს რუსეთში და მაგ მეურნეობამვე გააუდაბნოვა სამარას გუბერნია-ეს პურის ბოღაზი რუსეთისა. ეხლა იქ ხალხი თითქმის შიმშილით იხოცება.
– მართალი ბრძანებაა. გაფართოებულმა მეურნეობამ, როგორც ორმოც-და-ათიან წლებში ბამბის პლანტატორების მძარცველმა სისტემამ, გაავერანა იმ შტატების მამულები, საცა მონობა იყო. მაგრამ ჯერ ამერიკაში მამული ბევრია და ძლიერ ნაყოფიერი მამულიც არის. რაკი შრომა ნაკლები უნდება ხვნა-თესვას, მეურნე მცირე მოსავალსაც სჯერდება. იქ სამყოფად მიაჩნიათ, თუ კოდზედ 10 ან 8 კოდი მოუვიდათ, მაშინ როდესაც ჩვენში 18 ან 20 კოდიც რომ მოუვიდეთ, მაინც ხარჯს ვერ დაჰფარავენ.
– განა პურის მოყვანა აქ ისე ძვირადა ჯდება, რომ ამერიკას, საცა კოდზედ 8 კოდი მოდის, შეუძლიან მოცილეობა გაუწიოს ინგლისს და მერე იქიდამ აქ გადმოტანის ხარჯიც აიტანოს?
– საქმე იმაში არ არის, თუ რა ჯდება მოყვანა პურისა. აი ციფრები და თქვენ თითონ განსაჯეთ. წლიური შემოსავალი ინგლისისა არის სულ 13.500,000,000 მან., რომელიც დაახლოვებით ასეა განაწილებული:
მანათი.
მემამულეთა და ფერმერებსა… 2,200,000,000
დიდს ფულსა და მონოპოლისტებს. 2,700,000,000
ჯამაგირი მუშებსა ქარხანაში თუ ხვნა-
თესვაში (ესე იგი ფასი წარმოებისა)… 5,000,000,000
ვაჭრებს, მოხელეებს, თავისუფალ
პროფესიის ხალხს… 3,000,000,000
სულ 13,500,000,00

(იხ. „Aნატომყ ოფ Mისერყ,“ გვ.38).

ჩვენის შემოსავლის ნახევარზე ნაკლები იხარჯება საზოგადოდ წარმოებაზე, ხოლო ხვნა-თესვის საქმეში ამასთანავე ვამჩნევთ, რომ დღიური ფასი მუშა-კაცისა კლებულობს. ამ დღეებში დაიბეჭდა გამოკვლევა რიჩარდ ხიზისა (ჩოტემპორარყ ღევიევ-„მეურნეობის დაქვეითება აღმოსავლეთ ინგლისში“). ამ გამოკვლევის ავტორს თვითონ დაუვლია ის პროვინციები, რომლის შესახებაც სწერს და საზოგადოდ კარგად აქვს შესწავლილი ჩვენის გლეხ-კაცობის ყოფა-ცხოვრება; მანვე დასწერა მშვენიერი „ისტორია ინგლისის გლეხ-კაცობისა.“ ეს რიჩარდ ხიზი გვარწმუნებს, რომ 1873 წლიდამ 1890 წლამდე ნელ-ნელა კლებულობდა დღიური ფასი მუშა-კაცისა სოფლადაო. 1873 წელს მემამულეებსა და ფერმერებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ინგლისში ერგოთ 38,207,270 მან. ხოლო მუშებს და მოჯამაგირეებს – 46,332,020 მან. სულ შეადგენს – 84,539,290 მან. 1890 წელს შემცირდა 80,539,060 მანეთამდე. მაგრამ, როგორ გგონიათ, ეს შემცირება იგრძნეს მამულის პატრონთ?
– ალბად, ცოტაოდნად მაინც იგრძნობდნენ.
– არა. მამულის შემოსავალმა იმატა 38 მილიონიდამ თითქმის 48 მილიონამდე (47.689,870), ხოლო დღიური ფასი შემცირდა 46 მილიონიდამ 33-მდე (32.849,190).
– აგრეთი შემცირება სოფლის მუშა კაცთა ფასისა, წამოვიძახე უნებლიედ, – ხომ ხალხის გამრავლებასაც შეაფერხებდა, ხომ მის საეკონომიო და სოციალურ წეს-წყობილებასაც ასე თუ ისე შეარყევდა…
– აკი აგრეც მოხდა… ჩვენი სოფლები ცალიერდება; ჯანსაღი ხალხი და ახალგაზრდობა ეტანება ქალაქებს, მიდის ავსტრალიას, კაპის ახალშენს, კანადასა და ამერიკაში. ეს ამბავი ცნობილია ოფიციალურად და შემოწმებულია კერძო საზოგადოებათა ცხოვრების გამოკვლევითა. ეს სიცოცხლით სავსე და მხნე სოფლელნი ანებებენ თავს სამშობლო ქვეყანას და აჩენენ მშვენიერს ახალშენებს, სისწრაფით აშენებენ ისეთს ქალაქებს, საცა ცხოვრება ბევრად უფრო მოხერხებულია, ვიდრე სამშობლო ქალაქებში. მელბურნი, საცა ეხლა 400,000 მცხოვრებია, საცა უნივერსიტეტია, მუზეები, ელექტრონის განათება, სასეირნო ბაღები, საზოგადო და უსასყიდლო ცხენის რკინის-გზები, ამ 50 წლის წინად საცოდავს სოფელსა ჰგვანდა და შიგ მხოლოდ მადნის მთხრელთა ქოხ-მახები იყო. აგრედვე კაპშტატი, სიდნეი, ორანტო და სხვა… ყოველივე ესე ჩვენის გადასახლებულების ნამოქმედარია. ეს არის მიზეზი, რომ გულს არ ვიტეხთ, დღევანდელს ჩვენს გაჭირებას რომ ვხედავთ. ერთის კუნძულის მაგიერად ევროპაში, ჩვენმა ჯან-მაგარმა, შეუმდრკალმა კერძო თაოსნობით-მოსილმა და თვითმომქმედმა მუშა-ხალხმა შეგვძინა ჩვენცა და განათლებულს კაცობრიობასაც მრავალი სხვა ქვეყნები, სავსენი აუარებელისა და დაუშრეტელის სიმდიდრითა.
საკვირველი ის არის მერე, რომ სწორედ ჩვენი გლეხ-კაცი მიხვდა ყველაზე უკეთ, რომ ამერიკა, თუ ავსტრალია, ან კანადა მოცილენი კი არ არიან ინგლისისა, არამედ იგივე ინგლისია თავის თავისუფლებითა, მხნეობითა და მეცნიერებითურთ. „როცა ლაპარაკობენ, რომ უცხოელნი მოცილეობას გვიწევენ თავიანთ იაფ ფასიან პურითაო, უთხრა თურმე რ. ხიზს ერთმა გლეხ-კაცმა, გამგებელმა სოფლის საზოგადო დუქნისამ (კოოპერატივისამ), მე ყველას იმას ვეუბნები, ვინ უცხოელნი არიან მეთქი ეგ უცხოელნი. განა ჩვენივე სისხლნი და ხორცნი არ არიან ის ვაჟკაცნი მეთქი, რომელთაც მოჰყავთ ამერიკაში აგრე იაფად პური?“ მეორე გლეხ-კაცი, ღრმად მოხუცებული, დიდის გულ-მოდგინებით ჰყრიდა ხეხილს საღალო მამულში. მოხუცებულს უთხრეს, ტყუილად სცდილობ, შენ ვეღარ მოესწრები მაგ ხეხილის ნაყოფსაო.
– რა არის მერე? სხვა ხომ იგემებს. მუდამ ისე უნდა ვშრომობდეთ, ვითომ გვგონია, რომ ერთს ათას წელიწადს კიდევ ვიცოცხლებთ და დავსტკბებით ჩვენის შრომის ნაყოფითაო.
– ძალიან კარგი და პატიოსანი. მეც ვიცი თქვენის ერის ხასიათი და თვისებანი. თქვენი ახალშენები სდუღს და გადმოდუღს. თქვენ შეჰქმენით შეერთებული შტატები, ავსტრალია, კაპის ახალშენნი, კანადა… გარნა თვით მეტროპოლიაში, ამ ოდესმე მხიარულს ინგლისში(მერრყ Eნგლანდ), მინდვრები ვერანდება, გლეხ-კაცობა ღარიბდება. სად არის ხსნა? ყველა ხომ ვერ გადასახლდება თავის სამშობლო ქვეყნიდამ?
– არა, დიაღაც რომ არა. მაგრამ ხსნაც არის. ქვეყნის ჭკუა და გონება პრაქტიკულად უახლოვდება მაგ გზას თავის დახსნისას. ჩვენ ადათისა და ჩვეულებრივის მართლიერების მიმდევარნი ვართ და რომაულს მართლიერებას ბევრს არას დავეძებთ. ჩვენ უფრო საქმე გვწამს, პრაქტიკული საქმე და მოქმედება, ვიდრე დოქტრინები და სისტემები. ამ შემთხვევაშიც ჯერ ჩვენ სისტემა არა გვაქვს შემუშავებული. პრაქტიკული მოქმედება და ცდა გაჭირვებიდამ თავის დახსნისა-კი ჩვენში ათასია. დავასახელებ უფრო შესამჩნევს მათ შორის. დაფუძნება და გაშენება სასოფლო ახალშენების. შიმონ-ის სისტემით; ამ საქმეს მისდევს პოლკოვნიკი პური სერ ჯონ გორსტის მფარველობით; ახალშენები საზოგადოებისა, რომელსაც სახელად ეწოდება „შინვე დასახლება“, მამულების დარიგება გლეხთათვის „საკომლოთა საზოგადოების მიერ“; მრავალი საზოგადოებანი, რომელთაც აზრად აქვთ განაკარგონ ყოფა-ცხოვრება ჩვენებურ მხვნელ-მთესველთა; კავშირი და ამხანაგობა რამდენისამე ასი ათასის სოფლის მუშა-კაცთა, ქადაგება საზოგადოებისა, რომელსაც ეწოდება საზოგადოება მამულების გადაქცევისა ერის კუთვნილებად (ნაციონალიზაცია ადგილ-მამულისა); ამ საზოგადოების აგენტები ასობით დადიან აქეთ-იქით დიდ წითელ ფურგუნებით და არიგებენ წიგნებს მუქთად და სხვა ამისთანები. ყოველივე ესე დიდი საქმეა, დიდი ამბავია და ამაზედ საჭიროა ცალკე მოვილაპარაკოთ, თორემ ეხლა ძლიერ შორს წაგვიყვანს. ასეთი ცდა და მოქმედება საზოგადო რეფორმების სფერაა. საზოგადოდ, ყოველგვარი ჩვენი წეს-წყობილება, თუ საპოლიტიკო, თუ სამრეწველო და სამეურნეო დიდს რყევასა და ჭოჭმანშია. დადგა ფრიად ღირს-შესანიშნავი და დიდ-მნიშვნელოვანი წამი; მაჯა ჩვენის საზოგადო ცხოვრებისა სცემს აჩქარებითა და გამწარებით. წარმოიდგინეთ, რომ ყველგან, საცა-კი ქვა-ნახშირის მადნებია, ასი ათასნი მადნის მთხრელნი, არა თუ გაიფიცნენ, არამედ პირდაპირ აჯანყდნენ: სწვავენ მაშინებს, საწყობთ, გამგეობათა შენობებს; რამდენჯერმე მოხდა ჩხუბიცა, შებრძოლება პოლიციასთან, ჯართან, რამდენიმე კაცი მოკვდა კიდეცა… ამავე დროს ლორდთა პალატამ 419 ხმის უმეტესობით წინააღმდეგ 41 უარ-ჰყო ჰომრული… ევროპაში, მეტადრე საფრანგეთსა და გერმანიაში, ქვეყნის გამგელნი და მესვეურნი თავ-გზას დაჰკარგავდნენ და გააჭირებდნენ საქმეს ყვირილით, ქვეყანა იღუპებაო. ჩვენში-ღა? შეჰნიშნეთ განა თუნდ მცირეოდენი აღელვება და მოუსვენრობა? არც მწერლობას, არც მიტინგებს ოდნავადაც არ ეტყობათ, რომ თავ-გზა დაჰბნეოდეთ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მადნების პატრონები ისევ მოუმატებენ მუშებს დღიურს ფასს და მშვიდობა კვლავ ჩამოვარდება მადნის მთხრელ მუშათა შორის; საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ ლორდთა პალატის გარდაწყვეტილება მხოლოდ მცირეს ხანს დააყოვნებს ირლანდიის განთავისუფლების საქმეს და რომ ახლო მომავალში გლადსტონის აზრი გაიმარჯვებს, რადგან საზოგადოების ცნობიერება და ჭკუა-გონება, დამშვიდებულის სურვილით მოსილი, თხოულობს ამ გათავისუფლებას.
– დიაღ, მართალსა ბრძანებთ, ვუპასუხე მე. სწორედ გასაოცარია ის თავდაჭერილობა და გულ-დამშვიდება, რომელსაც იჩენენ თქვენში საპოლიტიკო და საზოგადო მოღვაწეობის კაცნი. იქ ბრძოლაა, სისხლი იღვრება და ამავე დროს რადიკალ კლუბების ფედერაცია, – მერე თუ არ ათასობით, ასობით მაინც არის ამისთანა კლუბები, – ერთხმად ამტკიცებს, დავეხმაროთ ფულით მეამბოხეთაო; იმავე დღეს ყოვლად ძლიერი თქვენებური საზოგადოება თრადეს-Uნიონს იკრიბება და ხმის უმეტესობით სწყვეტავს, საზოგადო უნდა იყოს საკუთრებაო… საქმე ასეა და არსად-კი არც შეშფოთება, არც შიში… თქვენ როგორ გგონიათ, თანაგრძნობას გაუწევს თუ არა მხვნელ-მთესველი ხალხი მაგ გადაწყვეტილებას, რომ საკუთრება საზოგადო იყოსო? ან როგორ იმოქმედებს მაგნაირი გადაწყვეტილება თქვენს მეურნეობასა და ხვნა-თესვაზედ?
– ძნელია კაცმა გადაჭრით სთქვას მაგის პასუხი. წინდაწინვე ვერავინ მიხვდება, რით გათავდება საქმე: კოლექტივიზმით, ადგილ-მამულის ნაციონალიზაციით, თუ საკომლო მამულების შესყიდვით, როგორც რუსეთში მოხდა გლეხთა განთავისუფლების დროს. კერძოდ მე-კი და ბევრი ჩემი მეგობარიც იმ აზრისანი ვართ, რომ ეხლანდელი კულტურა ბევრს ისეთს რამეს გვავალებს, რასაც აუცილებლად უნდა დავემორჩილნეთ. თუ არ დავემორჩილებით, სიღარიბესა და სიბნელეს ვერ ავცდებით.
– რას გვავალებს მაინც?
– გვავალებს, პატარ-პატარა მამული შევიმუშავოთ განკარგებულის წესით და ისე ვიხმაროთ მაშინები, როგორც გაფართოვებულ, ექსტენსებურ მეურნეობაში ხმარობენ. კერძო საკუთრება იქმნება მამული, თუ საზოგადო, მაინც საჭიროა გულმოდგინე შემუშავება პატარ-პატარა ნაჭერ მიწისა, რაიცა თითოეულ ოჯახისთვის ხელ-მისაწდომია. რაიცა შეეხება დიდ სამკალ ან სათიბ მაშინის შემოღებას, დიდ სალეწ მაშინას, წისქვილს, ესეები კერძო ოჯახს არ შეუძლიან შეიძინოს და აი სწორედ ეს საქმე, აგრედვე დაზღვევა მოსავლისა სეტყვისა და ცეცხლისაგან, საქონლისა – ჭირისაგან, -უნდა იტვირთოს საზოგადოებამ, სოფელმა, ან რამდენსამე სოფელმა ერთად.
– როგორ გგონიათ, ეგე ყოველივე ყველგან არის მოსახერხებელი… აი თუნდ საქართველოშიაც?
– საქართველო ხომ ძლიერ ნაყოფიერი ქვეყანაა?
– იქაური ერი ამბობს, რომ ქრისტე ღმერთმა აქ, ჩვენში, დაიბერტყა თავისი კალთა უხვებისაო.
– ჰო და, საცა ეგ მომხდარა, იქ უხვადვე იქმნება დათესილი კაცთმოყვარება და გრძნობა ძმობა-ერთობისა… ამისთანა ქვეყანაში ახალი კულტურა ფეხსაც მოიკიდებს და აყვავდება კიდეცა. ხოლო ეს უნდა იცოდნენ ქართველებმა, რომ ახალი კულტურა თითო-ოროლას არაფერს სარგებლობას არ მისცემს. როცა მეზობლები ღარიბნი არიან, ერთს კაცს, რაც უნდა მდიდარი იყოს, არ შეუძლიან გაჰმართოს თავისთვის ცხენის რკინის გზები, რკინის გზა; როცა მეზობლები უმეცრებით არიან მოცულნი, თითო-ოროლას არ შეუძლიანთ გაჰმართოს თავიანთთვის მუზეუმები, სამკურნალონი, ბიბლიოთეკები, დააარსონ ჟურნალ-გაზეთები. ხოლო, თუ მეზობლები შეძლებულნი და განათლებულნი გყავთ, ყველაფრის გაკეთებას შეიძლებთ და სიცოცხლე ნეტარებად გადიქცევა. იარონ საქართველოს უკეთესმა შვილებმა და დაიწყონ გავრცელება განათლებისა და ახალის კულტურის ცოდნისა, ასწავლონ ერს, რომ ის მაშინები, რომელიც ერთისთვის ხელ-მიუწვდომელია, მთელის სოფლისთვის ადვილი შესაძენია, რომ ჩარჩები, რომელნიც ადვილად ატყუებენ ერს მოსავლის გაყიდვის დროს, ვეღარ ინავარდებენ მაშინ, როცა ელევატორები და საწყობნი დაარსდება. ვისაც სიკეთე და ბედნიერება უნდა თავისთვის, იმას მეზობლებისათვისაც არ უნდა შურდეს იგივე სიკეთე და ბედნიერება. სიყვარული მეზობლებისა – აი წყარო ძმურისა, განათლებულისა და ბედნიერის სიცოცხლისა. და თუ მართლა, ერის თქმისა არ იყოს, მაცხოვარმა საქართველოში დაიბერტყა თავისი კალთა უხვებისა და სიყვარულისა, მაშინ ქართველი ერი მხარი-მხარს მიცემითა და ერთობილის მეცადინეობით ისე გაითქვამს სახელს ზნეობრივის სიტურფით, როგორც განთქმულია სიტურფე და სილამაზე იმათ ქალთა და დედათა.
ჭ. ვასიანი

მონოპოლისტები და ბირჟის ბატონები

(წერილი ლონდონიდან)

2.07.1893. #138 ჩვენ მამა-პაპისათვის რომ გეთქვა, მილიარდი ქონებაო, ასე ეგონებოდა… ეგონებოდა-კი არა, ვერც-კი მოიფიქრებდა, რომ შესაძლოა კაცს მილიარდის ქონება ჰქონდეს. წინათ ასე ჰგონებდნენ, რომ მილიარდი ისეთი რიცხვია, რომელსაც ვარსკვლავთ-მრიცხველნი თუ ხმარობენ, როცა უნდათ აღრიცხონ, რა მანძილია დედამიწიდამ მზემდე, მარეხ-ოტარიდამდე და ან სხვა ამისთანა მნათობებამდე. ან კიდევ, როცა შეგირდებს ასწავლიან სკოლაში აღრიცხვას და ერთს რომელსამე ციფრს უმატებენ ნოლებს მარჯვენა მხრისაკენ, შეიძლება ამ მიმატებით ბოლოსა და ბოლოს გამოვიდეს მილიარდი და სხვა ამისთანა, აღსარიცხვად ძნელი და გონებით წარმოუდგენელი ციფრიო.
ახლა-კი რას ვხედავთ? უცბად გაჩნდნენ ისეთნი კაცნი, რომელთა ქონებაც ათი და ასი მილიონი კი არ არის, არამედ რამდენიმე მილიარდია. ვხედავთ, რომ ეს ამოდენა, ზღაპარშიაც-კი არ გაგონილი, სიმდიდრე თითოეულს გვარს შეუძენია და მოუჭირნახულევია არა რამდენისამე საუკუნის განმავლობაში, არამედ სულ რამდენსამე ათს წელიწადში, თითქმის ჩვენს თვალ-წინ. ყველა ეს ვანდერბლიტები, გულდები, ასტარები, მიკაები, კორნელები, ან თვითონვე არიან დამწყებნი დიდის სავაჭრო საქმეებისა, ან მათი მამანი. მილიარდების პატრონთა შორის სულ ყველაზე უძველესი ფირმა აქვთ როტშილდებსა, რომელთაც დაიწყეს თავისი საქმეები ნაპოლეონ 1-ის დროს, ამ საუკუნის დამდეგს. მერე იცით, რა შემოსავალი აქვს წელიწადში ამ ერთს დუჟინს ჯიბე-გასქელებულებისას? ესენი იღებენ წელიწადში ნაღდს მოგებას 123 მილიონ მანათს! თითოს მოსდის-10, 250, 000 მან.
როგორ და რა გზით შოულობენ ამოდენა ქონებას? რა ამბავია, რომ ერთი ამისთანა მეფე ოქრო-ვერცხლისა იღებს წელიწადში 10 მილიონზე მეტს შემოსავალს, მაშინ როდესაც დასავლეთ-ევროპისა და ჩრდილო- ამერიკის შტატების მცხოვრებელის ორთა-შუა შემოსავალი ოცს თუმანს არ აღემატება წელიწადში?
ბ-ნი გ. მულჰალის „თჰე Dიცტიონარყ ოფ სტატისტიცს“-ით, ერთის წლის ნაჭირნახულევი ევროპისა, ამერიკის უფრო განათლებულ სახელმწიფოთა, ავსტრალიისა და კაპის ახალ-შენებისა ღირს სულ 90 მილიარდი. თითოეულ მცხოვრებზე მოდის 209 მან. ცოტა ნაკლები. აქედამ სჩანს, რომ თითოეული ზემოხსენებული მდიდარი იღებს წელიწადში 49043 კაცის შემოსავლის ოდენს, ხოლო ყველანი ერთად იმდენს იღებენ, რამდენსაც იღებს 588,416 კაცი. ეს ერთი დუჟინი მეტის-მეტ მდიდრებისა. ახლა რამდენი ასი და ათასი მილიონერია კიდევ? აი, მაგალითსაც მოგახსენებთ:
პარიჟში არის დიდი მაღაზიები ლუვრისა, ბონმარშესი, სიმარიტენისა, პრინტანისა და სხვ. ოცი ამისთანა მაღაზია მილიარდ ფრანკს ატრიალებს ყოველ-წლივ. იმათ საქმეებს უნდება 10,000 კაცი. შუათანა შეძლების კომერსანტები ამბობენ, რომ ამ 20 სავაჭრო სახლს უნდება ის, რაც ოცისა და ორმოცის წლის წინად ეყოფოდა საქმედ 20,000 მაღაზიას. თითო მოატრიალებდა 50,000 ფრანკს წელიწადში და წმინდა მოგება დარჩებოდა 12-15,000 ფრანკიო. ამდენი შემოსავალი რიგიანად აცხოვრებდა 120,000 კაცს, თითო ვაჭრის ოჯახში, რომ 6 სული ადამიანი ვიანგარიშოთ და თითო მაღაზიაზე 4 ნოქარი, მაგრამ რა სათქმელია პარიჟის მაღაზიები ლონდონისა და ამერიკის მაღაზიებთან, საცა ჯერ ისევ მცირედ ცნობილს მდიდრებს აქვთ მთელი ფლოტი გემებისა, მთელი უბნები საქონლის საწყობთა, მაღაზიები, რომელშიაც ასი ათასი ნოქარი ტრიალებს.
გაოცებული მკითხველი კვლავ მკითხავს, უეჭველია: როგორ და რა გზით იძენენ მაგოდენა სიმდიდრეს? ან რა მოხერხებისა და უნარის წყალობაა აგრეთი ბედი ზოგიერთებისაო? მოგახსენებთ, როგორა და რა გზითაც მდიდრდებიან.
მდიდრდებიან პირველად, იმიტომ, რომ საქონელს აიაფებენ და ყველასათვის ხელ-მისაწვდომ ფასად ჰყიდიან. „თითო არშინში მოიგე მეასედი კაპიკისა, მაგრამ გაჰყიდე მილიონი და ასი მილიონი არშინიო,“ ამბობენ ქარხნის პატრონები და ვაჭარნი. მანჩესტერი იმიტომ შეიქმნა უმდიდრესი ქალაქი მთელს დედამიწის ზურგზედ, რომ აბრეშუმისა, წმინდა ტილოსა და ხავერდის მაგიერ ქვეყანა ჩითითა და მიტკალით შემოსა.
მდიდრდებიან, მეორედ, იმიტომ, რომ ტეხნიკა განვითარდა, ბევრგვარი მაშინა იქმნა მოგონილი, მიწერ-მოწერა გაადვილდა, სწრაფი შეიქმნა, მისვლა-მოსვლა გაიაფდა. 1840 წ. ევროპასა და ამერიკაში იყო 1.650,000 ორთქლის მაშინა, ხოლო 1887 – უკვე 50 მილიონი! 50 წლის წინად ლონდონიდამ ნიუ-იორკამდე მისვლას უნდებოდნენ 27-29 დღეს, ეხლა-კი მეექვსე დღეზე ნიუ-იორკის ნავთსადგურში შედის მგზავრი. ამას გარდა, ეხლანდელ ტრანსატლანტიკის გემს შეუძლიან თან წაიღოს 400 ვაგონი საქონელი და წაიყვანოს 1000 პასაჟირი, რაიცა აიაფებს გადატან-გადმოტანას 15-ჯერა და 20-ჯერ და აჩქარებს ფულის ტრიალს ერთი სამადა და ოთხად. 30 წლის წინად მგზავრობა შეეძლო მხოლოდ მდიდარს კაცს, ხოლო ეხლა, რაკი ასე სწრაფად დადიან გემები, მისვლა-მოსვლაშია ათი და ასი მილიონი კაცი. ყველასთვის გაადვილდა და ერთი ასად გაიაფდა მგზავრობა. და აი რაკი ამოდენა ხალხი მიდის და მოდის განუწყვეტლივ, რკინის გზის კამპანიებიცა და გემების საზოგადოებანიც, იღებენ რა კაპიკობით თითოეულ პასაჟირისაგან, იგებენ მილიონებს.
საზოგადოდ, ამ გზით გროვდება და ქუჩდება დიდი ფული, დიდი კაპიტალი. ხოლო თითოეულის კაცის ხელში გროვდება აუარებელი სიმდიდრე საბირჟო ოინების წყალობითა და კაპიტალისტების გაფიცვის მეოხებით. კაპიტალისტები გაიფიცებიან ხოლმე ჩვენდა საწინააღმდეგოდ, ჩვენ, უბრალო სიკვდილის შვილთა, გასაძარცვავად. და არა თუ მარტო ჩვენ წინააღმდეგ, არამედ მთელ სახელმწიფოთა წინააღმდეგაც კი. ხოლო ეს კაპიტალისტები შეიძენენ საკმაო სიმდიდრეს, ადვილად გადიქცევიან ხოლმე მონოპოლისტებად; იმათს ბრძანებაზეა მაშინ დამოკიდებული, რას რა ფასი დაედოს, რა მოსწონდეს და რა გემოვნება ჰქონდეს საზოგადოებას და სხვა. ხშირად ეს მონოპოლისტები გადიქცევიან ხოლმე ისეთ კაცთა ბრბოდ, რომლის ხელშიაც არის ინტერესები, სახელი და კეთილ-დღეობა თვით ისეთის მდიდარის სახელმწიფოსიც-კი, როგორიც არის საფრანგეთი.
ვეცდები მაგალითებით ავხსნა, როგორც თვით პროცესი აუარებელის სიმდიდრის გაჩენა-გაძლიერებისა, ისე ბირჟის ვეშაპთა გაფიცვისა, იმ ვეშაპთა, რომელნიც რამდენსამე დღეში აღატაკებენ ათასსა და ათი-ათას წვრილ კაპიტალისტებს, არყევენ ფას-მაზანდებს მთელს დედა-მიწის ზურგზედ და თავიანთ სურვილს კანონად სდებენ სახელმწიფოთათვის.

20.07.1893. #153 ლონდონში ერთი ფირმა არის სმიტისა და მისის შვილისა. ამ ფირმის საქმე ის არის, რომ გაზეთებსა და ჟურნალებს ურიგებს ხელის მომწერთ და ჰყიდის რკინის გზებზე. ლონდონის გაზეთების რედაქციები თავად არ ურიგებენ თავიანთ ხელის მომწერთ გაზეთებსა და ჟურნალებს. ამ საქმეს ეტანებიან ათასი წვრილმანი დამტარებელნი, საწვრილმანო დუქნის პატრონები და გამყიდველნი საწერ-კალამ ქაღალდისა. ჟურნალ-გაზეთების საქმეთა მოწყობის შესახებ ინგლისში შემდეგ ვილაპარაკოთ ცალკე, ხოლო ამ ჟამად მივაქციოთ ყურადღება ზემოხსენებულს ფირმას გაზეთების დატარებისას.
ყოველ ცისმარე დღეს, დილის 5 საათზე, ლონდონის 8 დიდ რკინისგზის ვოგზლიდამ გადის და მიაქროლებს საგანგებო მატარებელი ჟურნალ-გაზეთებით დატვირთულ ვაგონებს. თითო მატარებელში რამდენიმე ვაგონია სმიტის ფირმით დატვირთული. ამავე დროს ლონდონის ქუჩებში მიჰქრიან ათობით მისი ეტლები, ოთხ-ოთხ ცხენ-შებმულები, სავსე ჟურნალ-გაზეთებით. 6 საათზე იწყებენ სიარულს თვით ლონდონისა და მის განაპირა მიდამოს რკინის გზების მატარებლები, რომელთაც აქვთ 180 სადგური. თითო სადგურზე საათში 15-20 მატარებელი გაივლის და მიაქროლებს იმავ გაზეთებსა და ჟურნალებს თითოეულ ამ სადგურისათვის. ორიოდე მაგალ. ცხადად დაინახავთ, რამდენს საქმეს უძღვება სმიტისა და მისის შვილის ფირმა. მარტო კანაფი, რომლითაც უნდა შეიკრას რამდენიმე გაზეთი ერთად აქეთ-იქით წასაღებად, ფირმას ეხარჯება 30,000 მან. წელიწადში! დაბრუნებულ და გაუყიდველ გაზეთებს ფირმა ჰყიდის წონით შესახვევ ქაღალდად და აქედამ შემოსდის წელიწადში 120,000 მანათისა. ფირმასა ჰყავს 2,000-ზე მეტი გამყიდველი, შემკვრელ-დამკეცელი, ეტლით დამტარებელი; ამ ფირმის ადმინისტრაცია მთელი სამინისტროა თავის დეპარტამენტებითურთ: დეპარტამენტი წიგნებისა, ჟურნალებისა, განცხადებათა, სავაჭრო, სასტამბო, საკაზმო და საბიბლიოთეკო. რომ მართლა მთელი დეპარტამენტია თითოეულ აქ დასახელებულ საქმის გამძღოლი დაწესებულება, ესა სჩანს თუნდა იქიდამ, რომ წიგნების განყოფილებას ჰყავს 600 მეტი კომისიონერი… ფირმის წევრნი იღებენ ათას თუმნობით წლიურს შემოსავალს; ერთი მათგანი წევრია პარლამენტისა. პარლამენტის წევრად ყოფნა უდიდესი და უმაღლესი პატივი და დიდებაა უტიტულო ინგლისელისათვის.
ამ ფირმის მაგალითი დიდად საგულისხმოა. მართლაცა და, სმიტმა და მისმა შვილმა შეჰქმნეს თავიანთი სიმდიდრე არა მით, რომ მოიგონეს რამ ახალი, არა ახალის საქონლის წარმოებით; არც იმითი შეუძენიათ აუარებელი სიმდიდრე, რომ ძვირად და მამასისხლად ეყიდნოთ თავიანთი სავაჭრო საქონელი. სრულიადაც არა. პირ-იქით, ფირმამ დიდი სამსახური გაუწია საზოგადოებას, რადგან მთელს ინგლისში დაჰქონდა და დააქვს გაზეთები რამდენისამე საათით ადრე, ვიდრე ფოსტას და იმ ფასად, როგორც თვით ლონდონში ჰღირს: დიდი გაზეთი, 12 გვერდიანი, ყველგან იყიდება ნომერი 4 კაპეიკად. ეს ფირმა თავის გამდიდრებისათვის უფრო იმას უნდა უმადლოდეს, რომ გაასკეცდა და გაძლიერდა მოთხოვნილებანი ადამიანისა და გაადვილდა მისვლა-მოსვლა. სამოცის წლის წინად მთელ ლონდონის გაზეთებს არ უნდებოდათ იმდენი ქაღალდი, რამდენიც უნდება დღეს თითოეულს დიდს გაზეთს.
გაზ. შტანდარდ, Dაილყ თელეგრაპჰ, Dაილყ Nეწს და სხვანი იბეჭდებიან ყოველ დღე 150-250 ათასამდე ცალი, ხოლო ყოველ კვირეული ღეინოლდ’ს Nეწს-ი იბეჭდება 300 ათასი. თითოეული ნომერი ყველა ამ გაზეთისა 12 გვერდზედ ნაკლები არ არის. ის, ვინც უბრალო დამტარებელი იყო გაზეთისა ლონდონში 60-80 წლის წინად, ეხლა, რაკი გამრავლდა რიცხვი მკითხველთა და თვით გაზეთებისაცა, გახდა მილიონების პატრონი, მონოპოლისტი იმ ქვეყანაში, საცა თავისუფალი ვაჭრობა და თაოსნობაა. აბა ერთი სცადოს ვინმე და შეეცილოს; სცადოს ვინმე და ისეთი გაზეთი ჰბეჭდოს, რომლის მიმართულებაც ფირმას არ მოსწონს! შეცილებისათვის დაჭირდებათ მილიონი ფული და ათვალწუნებულ გაზეთს ხომ რკინის გზაზედ არ ეღირსება გასყიდვა. ნება და სურვილი უბრალო გაზეთის დამტარებელისა დღეს კანონი გამხდარა და ძალა-უნებურად ყველა ემორჩილება. ასეთმავე მონოპოლისტმა საფრანგეთში ჰაშეტმა (Hაცჰეტტე) არას გზით არ იყაბულა, რომ რადიკალების გაზეთებიც გაყიდულიყო რკინის გზებზედ. საქმე იქამდე მივიდა, რომ პეტიცია წარუდგინეს პარლამენტს. პეტიციაზე ხელი მოაწერეს: როშფორმა, გიუ-დე მოპასანმა, რიშპენმა და 26 კიდევ სხვა მწერალმა. აღმოჩნდა, რომ ჰაშეტს არავითარი უფლება და უპირატესობა არა ჰქონდარა… მაგრამ რას უზამთ? ერთად ერთი ღონისძიებაა – შეეცილოს კაცი და მეტოქეობა გაუწიოს, მაგრამ სად არის ამისათვის საჭირო მილიონები.
გარნა მოცილეობას შეუძლიან განა ბოლო მოუღოს მონოპოლიას? სრულიადაც არა, ერთს მაგიერ გაჩნდება ორი, ხუთი, ათი მონოპოლისტი. იმათ ყველას ეყოფათ საქმე, რადგან გაზეთის კითხვის სურვილი წლითი-წლობით ძლიერდება და ძნელია წინდაწინვე განსჭვრიტოს კაცმა, სადამდე მივა მომავალში ეს გაძლიერებული სურვილი. მოწინავე და განათლებული ნაწილი საზოგადოებისა უფრო იმ აზრს იდგა, რომ მონოპოლიას ბოლოს მოუღებს მხოლოდ თვით საზოგადოება და სახელმწიფო, რომელმაც უნდა აიღოს თავის ხელში რკინის გზები, გემთა საზოგადოებანი და ატაროს გაზეთებიო. სწორედ ისე, როგორც ფოსტის შესახებ მოიქცა სახელმწიფო. ფოსტა 50 წლის წინად საზარალო იყო სახელმწიფოსათვის, ეხლა-კი, კულტურის გამალებულის ზრდისა და მატების გამო, 52 მილიონს მანათს შემოსავალს აძლევს ფოსტა ინგლისის ხაზინას წელიწადში. მართალს ამბობს თუ არა ეს შეგნებული ნაწილი საზოგადოებისა, ამას მერმისი დაგვანახვებს. ხოლო საინტერესოა ის გარემოება, რომ ყველა აუარებელი სიმდიდრე კერძო კაცთა შექმნილია პირველად რკინის გზებისა და გემების დაახლოვებით, მათის შემწეობით; მერე ბირჟაზე დაბინავებულა საბირჟო ოინებისათვის და ბოლოს მონოპოლიის ფრთეთა ქვეშე შეუფარებია თავი…
მერე რა ადვილად მოსახერხებელია საქმე საბირჟო ოინებისა ბირჟის გაიძვერა ოინბაზებისათვის საზოგადოების ეხლანდელ გარემოებაში?! თვით კულტურა, ათასნაირი მოგონება, აღმოჩენანიც-კი დიდად შველის ეხლანდელ საქმიან კაცს, თავისი ოინები მოხერხება, ჩაიდინოს. ვითომ გაუჭირდებათ თუ, რომ პარიჟიდამ, ლონდონიდამ, ან ჩიკაგოდამ ისე მოახერხონ, რომ ერთს კვირაში, ან ორიოდე თვეში სრულიად შესცვალონ ფასები, მაზანდები მსოფლიო ბაზრისა და გააღატაკონ ათასნი მშრომელნი…
მაისში, 1887 წელს გოლვა იყო ევროპაში და ეშინოდათ, რომ მოუსავლობა არ გვეწვიოსო. რამდენიმე მილიონერი – დრეიფუსი, ლევი, როტშილდი, ლემანი და სხვ. შეიკრიბებიან ერთად, დააარსებენ საზოგადოებას „საფრანგეთის საზოგადოება ხორბლით ვაჭრობისათვის“ და ლუვრს დაწერილ დეპეშებით ჰგზავნიან ბრძანებას, შეისყიდეთ პურები და ფქვილები შტეტიხში, ლივერპულსა, ლონდონს, ჰამბურგსაო. 15 ივლისისათვის შესყიდულ იქმნა ნიუ-იორკს, ჩიკაგოს, ს. ლუის და ს. ფრანცისკოს 200 მილიონ ფუთამდე პური და ევროპაში კიდევ-18 მილიონი და 90 ათასი ფუთი. ბირჟამ ღელვა დაიწყო, სპეკულიციამ უმწვერვალესობამდე მიაღწია-ყველა დატრიალდა და პურის ყიდვა დაიწყო. მაგრამ გვიან-ღა იყო-ბირჟის ბატონებსა და მეფეებს, რაც პური ყოფილიყო, სულ თვითონ ეყიდნათ. ორს კვირაზე პურმა აიწია ფუთზე 2 ფრანკიდამ 2 ფრანკამდე და 60 სანტიმამდე. ეს ბატონები ისხდნენ არხეინად პარიჟში და სთვლიდნენ მილიონობით მოგებას, მაშინ როდესაც ის საცოდავი წვრილი სპეკულიანტები და ვაჭარნი, რომელნიც გაფაციცებით ეცნენ იმათ მიერ ნაყიდს პურებს და ჰყიდულობდნენ, ძვირად გავყიდით და ფულს მოვიგებთო, სულ ერთიანად გაღატაკდნენ, იმიტომ რომ ივლისში ყანები გამოტრიალდა, მოსავალი კარგი მოვიდა და პურის ფასმა დაიწია 1 ფრან. და 87 სანტიმამდე, თითქმის 1 ფრანკი და 60 სანტიმი გახდა ფუთი.
1888 წელს ფულიან კაცების კომპანიამ როტშილდისავე მეთაურობით შეისყიდა ყავა ვესტ-ინდოეთში. ისე მოახერხეს საქმე, რომ სულ მცირე ხნის განმავლობაში ყავის ფასმა ერთი ორად აიწია, ყავის მოსავალი სანტოს პროვინციაშიო (ბრაზილიაშია), ამბობდა გაზ. ჩონსტიტუტიონნელ, იყო 2,500,000 ტომარა… სპეკულაცია-კი თითქმის 70 მილიონ ტომრის შეძენის სურვილს აცხადებდა და იბევებდა. ამით, რასაკვირველია, ყავის ფასმა ერთი-ორად აიწია, ვიდრე 1887 წელს იყო. არ უნდა დავივიწყოთო, დასძენდა ამას გაზეთი, რომ ყავის მოსავალი მთელს დედამიწის ზურგზედ 12 მილიონ ტომარაზე მეტი არ არის. მოთხოვნილება-კი მისი 11 მილიონს არ აღემატება.“ მაგრამ ბირჟის მეფეთ რის დარდი აქვთ და ამაებს რას დაეძებენ! რკინის გზისა, გემებისა, ტელეგრაფისა და ტელეფონის მეოხებით დიდის სისწრაფით ახერხებენ ყიდვა-გაყიდვას და ადვილად გადააქვთ ქვეყნის ერთს კუთხიდამ მეორეში აუარებელი საქონელი და ამით, როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ ბაზარს. ფულისა და კაპიტალისათვის ხომ არც სამშობლოა, არც მამულის სიყვარულია; ფულისთვის არც ის ზნეობის აზრები არსებობს, რომლითაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვხელმძღვანელობთ: ლელო გაიტანე, გაიმარჯვეო! აი ერთად-ერთი საწყაო ჭკუისა, გონებისა, პატიოსნებისა, მამულისშვილობისა. დიდი დარდი აქვთ არხიმილიონერებს ჩიკაგოში, თუ იმათს ქალაქში მსოფლიო გამოფენაა – ეს საეროვნო სიქადული ჩრდილო-შტატებისა! აფერისტებმა და ოინბაზებმა მოახერხეს იქ მონოპოლია პურისა, ხორცისა და ხე-ტყის ვაჭრობისა და ეხლა ჩიკაგოში იმათის წყალობით ხან ერთი ფირმა კოტრდება, ხან მეორე; ხან ერთი ბანკი იღუპება, ხან მეორე…
მაგრამ უფრო საოცარი ოინი ამ ვაჟბატონებისა იყო 1888-89 წწ. შესყიდვა სპილენძის მადნებისა და სპილენძისა საფრანგეთში. შესდგა სინდიკატი, რომელშიაც იყვნენ: როტშილდი, ბანკები განაღდებისა და პარიჟისა, ანდრე ჟირო და სეკრეტენი. ამათ მოიფიქრეს, მოდი და ხელში ჩავიგდოთ მთელის ქვეყნის სპილენძიო. მარტო რუსეთის სპილენძს, რომლის საქმესაც მთავრობა აწარმოებს, ვერ ჩასჭიდეს ხელი. დეპუტატ ლორის გამოანგარიშებით, ამ სინდიკატმა დაატრიალა დიდ-ძალი ფული, თითქმის მილიარდ ნახევრამდე. პირველად სინდიკატის ამბავი გამოცხადდა აგვისტოსა და სექტემბერს და 23 სექტემბრიდამ იწყებს მატებას ფასი სპილენძისა. 21 ოქტომბრამდე ფასმა დიდი არა მოიმატა-რა და 107 ფრანკი 50 სანტიმი ჰღირდა 100 კილოგრამი (5 ფუთი, 8 გირვანქა). 28 ოქტომბერს

გახდა 116 ფრ. 25 სანტ.
4 ნოემბერს 122 —— 50
11 ———————— 127 —— 50
18 ———————— 130 —— „
25 ———————— 150 —— „
2 დეკემბერს ————— 177 —— 50
9 ———————— 185 —— „
16 დეკემბერს ————— 205 —— „
23 ———————— 214 ფრ. 25 სანტ.)

ამ სახით, ორს თვეში სპილენძის ფასმა ერთი -ორად იმატა. მრეწველობა და წვრილმანი ინდუსტრია დაეცა, განადგურდა, ათასი მუშა კაცი დარჩა მშრალზე, გარიყული. მაგრამ ყველაზე ძლიერ იზარალა მთავრობამ, რომელსაც დიდ-ძალი სპილენძი სჭირდება პატრონებისა, ზარბაზნებისა და სამხედრო ფლოტისათვის. საზოგადოება აღელდა და დანდგარი დაიწყო. გამოჩნდნენ ისეთი კაცნი, რომელთაც მოითხოვეს, ეგ ბრბო უნდა დაისაჯოს კანონის 412 მუხლის ძალით, რომელიც სდევნის ჩარჩებსაო. მაგრამ მათი დასჯა ვერავინ მოახერხა. ტყუილად ხომ არ არიან ბატონები ქვეყნისა და ხელში უჭირავთ განცხადება-სუბსიდიებით გაზეთები; სადილებითა, ნადიმობით, …? და საჩუქრებით კიდევ – ოდესმე თავ-მომწონე თავად-აზნაურობა, წევრნი მაღისტრატურისა, პარლამენტისა და თვით მინისტრებიც-კი იმათ უჭირავთ ხელში, რომ მოგებაში იმათაც წილს აძლევენ… პანამის საქმე ჯერ კიდევ არ ექმნება დავიწყებული მკითხველს.
პარიჟიდამ დეპეშები მოდიოდა ამას წინად, რომ როტშილდი და დიდი ფულის პატრონები არ ემორჩილებიან ახალს კანონს საბირჟო საქმეზე გადასახადების დაწესებასაო და ბირჟებზე, აგერ რამდენიმე ხანია, კაცი არა სჩანს ჭაჭანებათაო. რას უზამთ? ძალა იმატა აქვთ, კანონმდებლები ისინი არიან.

11.09.1893. #194 მარტო საფინანსო და საპოლიტიკო საქმეებში არ არიან მეთაურნი, ეხლანდელ პლუტოკრატიის წევრნი, რომლებთანაც შედარებით ისტორიული კრეზი მთელის თვისის აღურაცხველის სიმდიდრით სწორედ საბრალი ღატაკი იყო. ლიტერატურა, ხელოვნება, მოდა, გემოვნება და თვით დედათა სათნოებაც-კი იმათ ემსახურება, იმათ სურვილისა და ჟინის დასაკმაყოფილებლად არსებობს. მერე რა ზნეობის გამათახსირებელია ამ გამდიდრებულთა, ნახევრად განათლებულთა და მოუხეშავ ადამიანთა უმეტესობა!!.
ხომ გახსოვთ, მკითხველო, მოთხრობანი იმის შესახებ, ძველ რომის დაცემის დროს ქვეყანა თუ რა უგუნურს მდიდრულს ცხოვრებას მიეცა? ლუკულის ნადიმები, რომელიც თავისს მეგობრებს ბულბულის ენით უმასპინძლდებოდა ხოლმე? მაგრამ ეხლა ბულბულისა და იადონის ენა რა დიდი რამ ბედენაა, ყოველგან მოიპოვება და ამითი ვერავის გააოცებთ. სხვა, უფრო უცნაური და საკვირველი რამ არის საჭირო ხალხის გასაოცებლად. და აგერ, ერთი შეძლებული კაცი, მთელს პარიჟში ცნობილი თოტო, თავისს საუცხოვო სასახლის დარბაზში ნადირობასა ჰმართავს ცხელის ქვეყნების იშვიათ პაწაწა ფრინველებზედ. ავსტრალიიდგანა და ბრაზილიიდგან ასობით მოჰყავთ ეს საუცხოვო და ერთი ნამცეცა ჩიტუნიები და 75,000 მანეთამდე იხარჯება განებივრებულ მდიდარის კაცის ჟინის მოსაკლავად… სამაგიეროდ „მთელი პარიჟი“ – იმაზედ-ღა ლაპარაკობს, ის არის დღევანდელ ლაპარაკის გმირი. ჩვენთვის, უბრალო სიკვდილის შვილისათვის, ასეთი ნადირობა ბარბაროსობად მისამჩნევია და ერთი ბეწო სიამოვნებასაც-კი ვერ აგრძნობინებს ადამიანს, თუ ეს ადამიანი საღია და ცხოვრება მოძაგებული არა აქვს, მაგრამ სიცარიელესა და უგუნურებას შორის, იქ სადაც ხალხი ისე ღარიბია გართობა-სიამოვნებასა და თამაშობის სხვა-და-სხვაობის მხრივ, ასეთი ნადირობა სწორედ სამაგალითო ამბავია, თითქმის გენიოსობაა. მერმე იცით რამდენად ღარიბნი არიან გართობა სიამოვნების მხრივ ეს ცხოვრება-მოძაგებულნი ადამიანნი? ნიუ-იორკში მთელს ზამთარს საუცხოოდ დართული ქალები და ვაჟები თავს მოიყრიდნენ ხოლმე მდიდრულს დარბაზში, სადაც ელექტრონის შადრევნებიც-კი იყო, და… საპნის ბუშტებს ჰაერში უშვებდნენ. საპნის ბუშტი ნამდვილი სიმბოლოა აწინდელის წარმოებისა… ამ ზაფხულს-კი იგივე უუმაღლესი საზოგადოება ნიუ-იორკისა და ბოსტონისა, ვითომ ზღვაში ვბანაობთო, ბრილიანტით დართული, ტიტველი ცეკვავდა და დახტოდა ქვიშაზედ… ნუთუ ეხლაც ითქმის, რომ გენიოსი არ არისო გართობა-სიამოვნების მოგონების მხრივ თოტო!
ნუ-კი ეგონება მკითხველს, ვითომ მე ყოველსავე ვაზვიადებდე და სატირასა ვწერდე. აბა ყური დაუგდეთ Dაილყ Nეწს-ს, აწინდელ სამინისტროს გაზეთს, რას ამბობს იგი ერთის ნადირობის ღირებულობის შესახებ.
„ლორდი იარბორიო, – სწერს გაზეთი 1892 წლის 25 აგვისტოს, – ის ლორდი, რომელსაც საკუთარი ხროვა ჰყავს ძაღლებისა მელაზედ სანადიროდ, იმ აზრისაა, რომ ინგლისში 330-მდე ხროვაა ძაღლებისა, რომელთა შენახვაც 414,850 გირვანქა სტერლინგი ჯდებაო. ყოველ ხროვით ორთა შუა რიცხვით 100 კაცამდე ნადირობს, თითო კაცს სამ-სამი ცხენი სჭირდება, სულ-კი 20,000 ცხენი, რომელთა შენახვაც 3,500,000 გირვ. სტერ. ჯდება, ამგვარად მარტო ნადირობაზე ინგლისში, თუნდა ეტლები, წასვლა-მოსვლა და სხვა. რომ არ ვიანგარიშოთ, იხარჯება- 4,500,000 გირვანქა სტერ. სტერლინგი თითქმის ათი მანათია კურსით, მაშასადამე, 330 ძაღლების ხროვაში პატრონი ჰხარჯავს 45 მილიონს მანათს. ეს ფული ერთი-ორად მეტია შვეიცარიის სახელმწიფოს ხარჯთ-აღრიცხვაზედ, რადგან შვეიცარიას 1892 წლის ხარჯთ-აღრიცხვით 69 მილიონი ფრანკი ხარჯი ჰქონდა.
თუ მარტო ნადირობა ამდენი ჯდება, რა უნდა დაიხარჯოს ას და ათას გასართობ ნავებსა და ხომალდებზე, რომელიც კერძო კაცთ ეკუთვნის? ინგლისისა, შეერთებულ შტატებისა და საფრანგეთის ზღვები და წყლები სავსეა ასეთის ნავებითა და გემ-ხომალდებით, რომლის პატრონებიც მხოლოდ იშვიათად სარგებლობენ, ისიც მაშინ, თუ ჟინი და სურვილი მოუვლით. ამასთან ნუ დაივიწყებთ, რომ ამ შეძლებულთათვის ნავ-გემების შეძენა ისევე სავალდებულოა, როგორც ის, რომ ეტლი უნდა ჰქონდეს და საუკეთესო მხატვრები და ძვირფასის სურათებით მორთული ოთახი, თუმცა მხატვრობისა არა გაეგებათ-რა და პატარა ტენიერის ნახატს მესონიეს ნახატისაგან ვერ გაარჩევენ და რუბენსისას მურილიოვისაგან… ასევე სავალდებულოა მდიდარი წიგნთ-საცავების გამართვა, თუმცა იშვიათად მათგანი თუ კითხულობს რასმე, პაწია სახუმრო ვოდევილებისა და მცირე შენიშვნებს გარდა.
როცა ადამიანს ხელთ მილიონები და მილიარდები უჭირავს, ხარჯვაში ანგარიშის უნარსა ჰკარგავს. მასთან თავადისა და თვით მეფის გვარისანი როგორ მივლენ. ამ ორის წლის წინად იტალიის დედოფალმა მარგარიტამ ერთს მაღაზიაში ბაფთა-ნაკერი კაბა დააფასებინა და ვერ იყიდა-კი, მეტად ძვირია და ჩემი შეძლება ვერ აიტანს მაგეთს ხარჯსაო. ქ-ნი მაკკეი-კი მილიონებსა ჰფანტავს იმისთანა ბრილიანტის დიადემის სასყიდლად, როგორიცა აქვს დედოფალს ვიქტორიას. ამ მდიდართა ცოლები და ქალები მარტო კაბებისა და სხვა ტანისამოსის სასყიდლად ერთს ზაფხულს, ან ზამთარს 75,000 და 100,000-ობითა ჰხარჯავენ. ამათ ახლა ის შემოიღეს წესად და ჩვეულებად, რომ წვეულობის დროს კოტილიონში მოცეკვავე ქალებს, თაიგულების მაგიერ, ძვირფასს საჩუქრებს ურიგებენ. გინდა თუ არა, ყველა ბალისა და საღამოს გამმართველი იმათ უნდა აჰყვეს და წაბაძოს, თორემ „რიგიანი საზოგადოება“ ზურგს შეაქცევს და ვერც ერთს საკომერციო და საპოლიტიკო საქმეს ვეღარ მოახერხებენ. ლონდონსა, პარიჟსა და ნიუ-იორკში უბრალო ბალიც-კი, ამ შეძლებულთა მიერ გამართული, 12,500 და 15,000 მან. ჯდება. აშკარაა, რაკი ასეთის ბალების გამართვა წესად არის დადებული, ყველა თავ-მომწონე და საზოგადოებაში მსურველი ტყავს იძრობს, რომ თითონაც ისეთი წვეულება გაჰმართოს, როგორსაც „ქვეყანა“ ჰმართავს. დედათა ნამუსი და უმანკოება, პოლიტიკური კეთილ-სინიდისიერება, პატიოსნება, ყოველივე მსხვერპლად იწირება, ოღონდ-კი არ ჩამოვრჩეთო ამ ახალს კანონ-მდებლებს, ამათს მარაქაში გავერიოთო. მთელს ქვეყანასა აქვს გაგებული და შეტყობილი მოქრთამეობა ამერიკის საზოგადო და საპოლიტიკო მოღვაწეთა – მოქრთამეობას ბრალს ტყუილადა სდებენ დაწესებულებათა უვარგისობას. მიზეზი ამ მოქრთამეობისა, თუ არის რამე, ისევ ეს უგუნური აყოლაა სიმდიდრის და თავ-დაუჭერელი, წრეს-გადასული ხარჯი. არამც თუ დეპუტატისა, სენატორისა, და მოსამართლეს, მინისტრის ჯამაგირითაც-კი ძნელია სულ მცირე სალონის გამართვა და ეს სალონი-კი ყოველმა მათგანმა უნდა გამართოს, თუ არა უნდა ქვეყანაში გამოერიოს…
აი ასეთი გავლენა აქვს საზოგადოებაზედ ამ მეტის-მეტს სიმდიდრეს. როცა ელისეის მინდორსა და ჰაიდ-პარკზე გამივლია და მინახავს იქ მოსეირნედ ეს ბედის ნებიერნი, რამდენჯერ გამკვირვებია და ქება და დიდებით გამიხსენებია სიმტკიცე და ზნეობრივი სიფაქიზე, ღარიბ და ლამაზ ქალებისა, რომელნიც ამ სიმდიდრეს არ დაჰხარბებიან, დაუცავთ თვისი პატიოსნება და თვისი ნამუსი ამ სიმდიდრისთვის არ გაუყიდნიათ. ასეთმა ლამაზმა და ნორჩმა ქალმა, – და ლონდონი-კი სავსეა ასეთის ქალებით,- ხვალვე მოინდომოს-კი იმასაც ასეთივე ეტლი ექმნება და ასეთივე ძვირფასი ტანისამოსი ეცმის და ასეთსავე გრძნობის და ბრილიანტებით მოირთვება. მერე რამდენი წრეა საზოგადოებისა, რომელთა ქალებიც აინუშში არ აგდებენ ამ სიმდიდრეს. ამ ოქროს მბრძანებელთ ჯერ ვერ მოუხერხებიათ განათლებულ კეთილშობილთა, მეცნიერთა და მუშათა სინიდისისა და უმანკოების ყიდვა. მაგრამ სადაც-კი იმათმა გავლენამ ფეხი მოიკიდა, იქ სიცალიერე, ცხოვრების მოძაგება და უსირცხვილოება ჰმეფობს. ამ სიტყვების დასასურათებლად ერთის ამ ოქროს მეფეთა ამბავს გიამბობთ და ამითი დავაბოლოვებ ჩემს წერილს.
ამ რამდენისამე წლის წინად პარიჟისა და ვენის ყველა კეთილშობილთა და შეძლებულთა სალონში ძალიან ევლებოდნენ თავს ერთს ამერიკელს. ეს ამერიკელი დიდად უზრდელი, ბრიყვი და გაუთლელი იყო, მაგრამ ფულს ფეტვსავითა ჰფანტავდა და ეს საკმარისი იყო რომ საფრანგეთის უუკეთილშობილესს ქალებს იმისი გაუთლელობა არად ჩაეგდოთ და ცოდვად არ ჩაეთვალათ.
ვენაში ამ შეძლებულმა კაცმა საქვეყნოდ დაიკვეხნა და სანაძლეო დასდო, რომ პარიჟის რომელი ქალიც გინდათ დამისახელეთ და, საცა მინდა, იქ დავიბარებო. ერთი დიდად კეთილშობილი, საფრანგეთის დიდ ოჯახთა სასიქადულო და თავ-მოსაწონებელი ქალი დაუსახელეს. ვინც უნდა იყოს, სულ ერთიაო, სთქვა ამ ბერი-კაცმა; „შეიძლება ეგ ქალი ასი ათასი მანეთი, მილიონი დაჯდეს, მაგრამ ორის დღის უკან მაინც აქ იქნებაო.“ და მართლაც, ორის დღის შემდეგ ის ქალი ვენაში იყო…
ამითი დავაბოლოვოთ ჩვენი წერილი და დავანებოთ თავი საუბარს იმ ქვეყნის შესახებ, სადაც პატიოსნება და ქალის სათნოება ოქროზედ ისყიდება.
ჭ. Vასიანი

ინგლისის საზოგადო ცხოვრება

3.08.1893. #164 დიდისა და ღრმა ინტერესით არის სავსე ეხლანდელი ცხოვრება ინგლისისა. ისტორიისა და ცხოვრების მცოდნენი ამბობენ, რომ ამისთანა არა ყოფილა-რა კრომველისა და მილტონის შემდეგაო: არც აგიტაცია პურის კანონების წინააღმდეგ, არც ჩარტიზის მღელვარება და არც თავგამოდება რეფორმისათვის რობერტ პილის მინისტრობაში ისე მწვავედ არა ხვდებოდა დიდსა და დარბაისელ ინგლისელს, როგორც ამბები ამ უკანასკნელის ექვსის წლისა და როგორც ბედი ჰომე რულ-ისა ირლანდიისათვის. ყველა დასნი და საზოგადოებანი საკვირველს ენერგიას იჩენენ. კლუბები და სალიტერატურო დაწესებულებანი, კოოპერაციები და სავაჭრო საზოგადოებანი, კორპორაციები ქალაქებისა და თრადეს უნიონს სამღვდელოება და დედაკაცთა ამხანაგობანი, ლონდონსა და პროვინციებში, ირლანდიასა და შოტლანდიაში, ყოველივე და ყველგან უკანასკნელ ღონის-ძიებასა ხმარობენ, რომ ან დაამარცხონ და ან გამარჯვება მიანიჭონ „დიდებულ მოხუცის“ სამინისტროს პოლიტიკას.
არც საკვირველია, მკითხველო, რომ გლადსტონის პოლიტიკამ ასე ღრმად შეარყია და შეაშფოთა მიმდევარნი, ძველის წეს-წყობილებისა, რომელიც დიდად ხელს უწყობს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ბედმა არგუნა მართვა და გამგეობა ქვეყნისა. პოლიტიკა ამ საოცარის მოხუცისა განახლებაა არა მარტო ირლანდიისა, არამედ განახლება და გადახალისებაა თვით ინგლისის ცხოვრებისა და ინგლისის საზოგადო ურთიერთობისათვის. ეხლანდელის კაბინეტის მოწინააღმდეგეთ კარგად იციან, რომ ირლანდიის ავტონომიას ზედ მოჰყვება საადგილმამულო რეფორმა და ცვლილება წარმოების წესებისა, ზედ მოჰყვება გადაკეთება ადგილობრივ თვით-მმართველობისა არა მარტო შოტლანდიისა და უელსისათვის, არამედ თითოეულ საგრაფოსა და სამრევლოსათვის, ანუ, როგორც აქ ამბობენ, – ვესტრისათვის. ეს მოწინააღმდეგენი მარტო ტორიები და ძველებური კონსერვატორები როდი არიან. არა, იმათ რაზმებში სდგანან გუშინდელი ლიბერალებიცა – ჩემბერლენი, გარტინგტონი და მათი მეგობრები; სდგანან რადიკალები და, ასე გასინჯეთ, საეჭვო სოციალისტებიც-კი, სდგანან ისეთნი მსწავლულნი, როგორნიც არიან ტინდალი და გექსლი, როგორიც არის კოვენი, – ეს ოდესმე დიდი მეგობარი და ამხანაგი მაძინისა, გარიბალდისა, ლედრიუ როლენისა და ლუი- ბლანისა. იმათ კარგად ესმით, რომ დიდებული მოხუცი, რომლის მზე თუმცა გადახრილა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩასვენებულა, ხეირს არ დააყრის, ძირს დაამხობს. ეს არის მიზეზი, რომ ბევრს ასეთი საშინელი სიძულვილი აქვს პირად გლადსტონისა.
ვერ წარმოიდგენთ, რაოდენად ძლიერა სძულთ პირად გლადსტონი ოპოზიციისა და კონსერვატორების მომხრეთა. თვით ყოვლად-ზრდილნი, გუშინდელი მინისტრები და ელჩები, დარბაისელნი კარის-კაცნი და ნამდვილი არისტოკრატები, – ეს ვითომ განხორციელებულნი დარაჯნი ზრდილობისა და ჯენტლმენობისა – სრულიად თავს ვეღარ იკავებენ და, როგორც პატარა ბალღნი, ისე სცდილობენ არ ალაპარაკონ პარლამენტში, პირში ვარდებიან, სიტყვას აწყვეტინებენ, უსტვენენ, უშტიალებენ, ფეხებს აბრახუნებენ განგებ, როცა გამოჩნდება სადმე საზოგადოებაში. ასე მოხდა მაგალითად, როცა უელსის პრინცს დარბაზობა ჰქონდა იმპერიის ინსტიტუტში. ამ დარბაზობას დაესწრო, სულ ცოტა, 25 ათასი კარის კაცი და დიდებული. როცა შევიდნენ მეთაურნი ოპოზიციისა და კონსერვატორებისა, დამსწრენი დიდის ამბითა და ღაღადით მიეგებნენ. მაგრამ, აი, მოვალეობისამებრ მთავრობის მოთავენი, პრინც უელსის შემდეგ გამოჩნდება წელში გამართული, მხნედ მიმავალი დიდებული გლადსტონიცა. გაბრწყინვალებულმა, ოქრო-მკედითა და ფარჩა-ატლასით მოსილმა სიმრავლემ ცივად უტევა გზა და აქა-იქ მოისმა სტვენა. მოხუცმა დიდის გულ-დამშვიდებით, პირზე ღიმილით გადაჰხედა თავის მოძულე საზოგადოებას და ხმა ამოუღებლივ გაიარა. დამსწრეთ თვითვე შერცხვათ თავიანთის უზრდელის საქციელისა. პრინცმა წერილი მისწერა გლადსტონს და შეუთვალა, დიდად ვსწუხვარ, რომ ისე უღირსად მოიქცნენ ჩემი მეგობარნიო. ინგლისის ერმა ხომ დიდად დაჰგმო მანიფესტანტები. „ერთი-ორიოდე ამისთანა მანიფესტაცია კიდევ, წინააღმდეგობაც ლორდთა პალატისა ირლანდიის ბილლისა და მუშათათვის დღეში რვა საათის მუშაობის დაკანონებისა… და ვინ იცის, იქნება ერმა საუკუნოდ ბოლო მოუღოს ლენდლორდიზმსა და ზედა-პალატას! აზრი ადგილ-მამულის გადაქცევისა ერის საკუთრებად და ზედა-პალატის მოსპობისა დიდად მოსწონს ერსა და ბურჟუაზიას“. აი სწორედ ეს მითხრა მე ერთმა ფრიად ზომიერმა და კეთილ-გონიერმა ინგლისელმა.
არ ვიცი, რამდენად მართალია ჩემი ნაცნობი, მაგრამ ეს-კი ცხადია, რომ ბალფურის შეუწყნარებელმა ლაპარაკმა პარლამენტში გლადსტონის სიბერის შესახებ, ჩემბერლენისა და ჩერჩილის ყვირილმა და გაწიწმატებამ, აგრედვე ლორდ სალისბერის მოწოდებამ ბელფასტის მკვიდრთა, წინააღუდექით ჰომრულს, თუნდ იარაღითა და მახვილითაცაო, – ვერაფერი სამსახური გაუწია კონსერვატორებს და უფრო გაამწვავა აზრი საზოგადოებისა მათ წინააღმდეგ.
საოცარი მოხუცი-კი, რომლის სიკვდილს დიდის იმედებით ელის ოპოზიცია, საკვირვლად მხნედ არის და არ ჰღალატობს თავის პროგრამას. გლადსტონი განხორციელებაა ინგლისებურ გენიოსობისა და ზედ-მიყოლებულის თანდათანობისა. იმის პროგრამაში ხსენება არ არის საფრანგეთის საპოლიტიკო მოღვაწეთა განყენებულის და ზოგად ფორმულებისა. კაცთ-მოყვარულია და გულ-ტკბილი და ამიტომ, დაიწყო თუ არა თავისი საპოლიტიკო მოღვაწეობა, ამ სამოცის წლის წინადვე თავისი სახელი დაუკავშირა ნამდვილის ადამიანის მოვალეობას – უნდა გავათავისუფლო დაჩაგრულნი ერნი და გავუფართოვო, გავუძლიერო უფლებანი მუშა-ხალხსაო. განთავისუფლება იონიის კუნძულების მკვიდრთა, გარევა ინგლისისა ნეაპოლის სამეფო საქმეებში და ალაგმვა „ ყუმბარათა“ მეფის სისხლით შესვრილის რეაქციისა, პროტესტი პარლამენტში „ინგლისის ღირსებისა და ადამიანობის სახელით“ ინგლისის კომანდირების წინააღმდეგ, როცა ეს უკანასკნელნი ათას უმზგავსობას სჩადიოდნენ და აუარებელს სისხლს ჰღვრიდნენ ინდოეთში აჯანყების მოსასპობად 1857 წელს, აგიტაცია ოსმალთა ბარბაროსობის მოსასპობად ბოლგარიაში 1876 წელს, რეფორმა ფინანსებისა ინგლისში, გაუქმება პურის კანონებისა, პირველი საარჩევანო რეფორმა, მეორე რეფორმა 70-იან წლებისა, რომელმაც მიანიჭა უფლება კენჭის ყრაში ყოველს სრულ წლოვან ინგლისელს – აი ის დიდი საქმენი, რომელთანაც დაკავშირებულია წარსულში სახელი გლადსტონისა. „მან შთაბერა სული კაცთმოყვარებისა ჩვენს გარეშე პოლიტიკას, მან დააყენა სადემოკრატო გზაზე ჩვენი სახელმწიფო ცხოვრებაო,“ – ამბობს „Dაილყ ჩჰრონიცლე“ იმ წერილში, რომელიც შეეხება გლადსტონის სამოც-წლოვანს საპოლიტიკო მოღვაწეობას.

6.08.1893. #167 როგორც მფარველს დაჩაგრულ ერისას გლადსტონს არ შეეძლო არ მიექცია ყურადღება ერთის უდიდებულეს საქმისათვის – დამონავებულ ირლანდიის ბედნიერებისათვის. და აი ჩაჰკიდა კიდეც ხელი გლადსტონმა ამ უდიდესსა და უდიდებულესს საქმეს თავის სიცოცხლისას და ირლანდიის ავტონომიას, ირლანდიის განთავისუფლებას შესწირა მთელი თავისი მხნეობა, მთელი ძალ-ღონე თავისის გონებისა. რას იზამს ლორდთა პალატა-უარჰყოფს, თუ შეიწყნარებს ახალს კონსტიტუციას? ამის თქმა წინდაწინვე ძნელია. ასე იქნება თუ ისე, მაინც გამარჯვება საეროვნო ცხოვრებისა უზრუნველყოფილია და პრინციპი ფედერალიზმისა მტკიცედ ეთვისება ინგლისელთა უმრავლესობას: განთავისუფლებულ ირლანდიაზე, კანადასა და ავსტრალიაზე, შოტლანდიასა და კაპის ქვეყანაზე, უელსზე, რომელნიც ფედერაციით დაკავშირდებიან ბრიტანიის იმპერიად, ეხლა მოურიდებლად ლაპარაკობენ კლუბებში, მიტინგებზედ, სალონებში…
გლადსტონმა გადასწყვიტა, რომ დანაშთენი დღენი თვისის მწიკვლმოუცხობელის სიცოცხლისა მთლად ირლანდიის ავტონომიისთვის შეეწირა. ამიტომ დაჟინებით უარ-ჰყოფდა თავის მეგობართა და თანამგრძნობთა რჩევას, რომელნიც სთხოვდნენ, იტვირთე და ითავე ეკონომიური და სოციალური რეფორმებიცაო. მოხუცი ჰხედავს ცხადად, რა აუცილებელსა და დიდად საყურადღებო საქმესაც ავალებენ. „ღევიევ ოფ ღევიეწს’’-ის რედაქტორს სწერდა გლადსტონი, რა ძნელია სახელმწიფო სამსახური ეხლანდელ თაობის კაცთათვის. ჩემის აზრითაო, ამბობს გლადსტონი და, რასაკვირველია, სამართლიანადაც ამბობს, ჩემის თაობის სახელმწიფო კაცი უფრო იმის ცდაში იყო, რომ, დროების მიხედვით და თანახმად საზოგადოების საურვილისა, გაეუქმებინა ძველებური წესი და რიგი შუა-საუკუნეთა სახელმწიფო ცხოვრებისა. ეს საქმე, შედარებით, არც ისე ძნელი იყო. წინამდებარე საქმენი-კი, საქმენი მერმისა, თხოულობს შემოქმედობის უნარსა, დაქცევას-კი არა, აშენება-აგებასა: უნდა შეიქმნას ახალი ფორმები საზოგადო ცხოვრებისა, ახალი წესი და რიგი ურთიერთობისა. ამისთანა საქმისათვის საჭირონი არიან ახალნი კაცნი, ახალი ძალღონეო.
შარშან მაისში დიდი მანიფესტაცია იყო მუშა ხალხისა. შეიკრიბა 400,000 კაცი და გადასწყვიტა, დავაწესოთ რომ რვა საათზე მეტი მუშაობა არ იყოს დღეში მუშა-კაცთათვისაო.
კრებამ აირჩია დელეგატები და გაჰგზავნა გლადსტონთან. დელეგატებმა სთხოვეს, იტვირთეთ ამ საქმის წინ-გაძღოლა, მეთაურობაო. მოხუცებულმა უარი უთხრა დელეგატებს. „მოსძებნეთ თქვენთვის უფრო ახალგაზრდა მოღვაწე, რომ შესძლოს ეგ დიდი საქმე დაამთავროს და გამარჯვებით დააგვირგვინოსო. ღმერთმა ჰქმნას, რომ ჩემი ძალა და ღონე მეყოს ირლანდიის ავტონომიის დასასრულებლადაო“. ეს ამბავი მოხდა არჩევნების წინად. ასეთის უარის გამო, შესაძლებელი იყო, რომ ლიბერალთა დასს გადასდგომოდა მილიონობით მუშა ხალხი, კარგად მომზადებული და გაწვრთნილი საარჩევნო ბრძოლისათვის; თუ მთლად მუშა ხალხი არა, დიდი მისი ნაწილი მაინც. კონსარვატორებმა ხელზე დაიხვიეს ეს ამბავი და ცას დაეწივნენ სიხარულით. ლორდმა სალისბერიმ (ინგლისურის გამოთქმით სოლსბერიმ) და ბალფურმა-მაშინდელმა მინისტრებმა, დიდის ამბით მიიღეს დელეგაცია და, ვინ იცის, რა არ აღუთქვეს, ოღონდ-კი ისევ ჩვენს ხელში დარჩეს არჩევნებზე ძალა და ღონეო, ჩვენმა დასმა გაიმარჯვოსო. კონსერვატორთა დასის აგენტები მაშინვე მოურიგდნენ მუშათა წინამძღოლ მოთავე კაცებს. ფულიც-კი მისცეს საარჩევნო აგიტაციისათვის, მუშა ხალხის კანდიდატები გამოიყვანეთო. ამ გარემოების გამო ბევრს თვალი წაუგორდა კონსერვატორებისაკენ: საარჩევნო აგიტაცია, როგორც მოგეხსენებათ, დიდს ხარჯსა და ფულსა თხოულობს; რაც უნდა იაფად დაჯდეს, 1000 გირვანქა სტერლინგი მაინც საჭიროა (10,000 მ) თითოეულს საარჩევნო მაზრაში, არის ისეთი მაზრებიცა, საცა ვერც ორითა და სამი ათასის გირვანქა სტერლინგით წავა საქმე იოლად. მუშათა დასს გაუდგა განზე ერთი პატარა ჯგუფი, დაირქვა სახელად „დამოუკიდებელ მუშათა დასი“ და შეუდგა საარჩევნო ბრძოლას ლიბერალთა წინააღმდეგ. კონსერვატორებმა მისცეს ამ შორს-მხედველობას მოკლებულ პოლიტიკოსებს ფული და სიხარულით ელოდნენ არჩევნების გათავებას. მაგრამ იმათ ვერ გადაიბირეს უფრო შესანიშნავი წინამძღოლნი მუშებისა და ჯონ ბერნსი, – ეს მდაბიო ხალხის საყვარელი კაცი, სულ ლიბერალებთან ერთად იბრძოდა. არჩევნები გათავდა და 42 ხმის უმეტესობით გაიმარჯვება დარჩა გლადსტონს. კონსერვატორებმა გადასწყვიტეს, როგორც იყოს, უნდა ძირს დავცეთ ლიბერალთა სამინისტრო და, გაიხსენეს-რა, რომ გლადსტონმა უარი სთქვა, საეკონომიო რეფორმებისათვის ვერ მოვიცლიო, ჩასჭიდეს ხელი დღეში რვა საათის მუშაობის კანონ-პროექტს.
წარმოიდგინეთ ახლა გაკვირვება მთავრობის მეგობართაცა და მტერთაცა, როცა 4 მაისს, დილით, გაზეთებმა აუწყეს საზოგადოებას, რომ წუხელ, ღამის კრებაზე, პარლამენტმა 78 ხმის უმეტესობით შეიწყნარა კანონ-პროექტი დღეში რვა საათის მუშაობისაო და რომ ამ კანონ-პროექტის უკეთესი დამცველი იყო გლადსტონი… კიდევ და კიდევ იმავ ბებრუცუნამ – ამ კონსერვატორთა აზრით, უკეთურმა გლადსტონმა ჩაშალა პლანები სიბნელისა და პრივილეგიების მოყვარულთა, რომელთაც განგებ ისე ეჭირათ თავი, ვითომ და დიდად შეგვტკივა გული მუშა ხალხისათვისო. მერე რა მოკლე, მაგრამ კაცთა მოყვარეობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა გლადსტონმა იმ კრებაზედ! ჯერა სთქვა, რომ არა მჯერა, თუ ეგ კანონ-პროექტი, მეორედ წასაკითხად წარმოდგენილი მთა-მადნის მთხრელ მუშათა კანონიერ სურვილის დასაკმაყოფილებლად, შეწყნარებულ იქმნებაო, და შემდეგ განაგრძო:
„თუ სასურველია, საეკონომიო თვისების კანონ-მდებლობა შეეფერ-შეეწონებოდეს ერის ამა თუ იმ წოდება-ჯგუფის ინტერესებს, მაშინ უნდა ვსთქვათ, რომ არ არის სხვა ისეთი წოდება-ჯგუფი, რომელსაც უფრო მეტი უფლება ჰქონდეს, ვიდრე ჩვენს მთა-მადნის მთხრელ მუშებს, თავიანთი სურვილი გამოაცხადონ აქ და მოითხოვონ მისი დაკმაყოფილება. საფრანგეთის რევოლიუცია რომ დაიწყო, ბერკმა სთქვა, რაინდობა გაჰქრა, აღარ არსებობს ქვეყანაზეო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მღვიმე-მაღაროებში მადნის მთხრელ მუშებზე ბერკი ამას არ იტყოდა. ისიც-კი დასთანხმდებოდა, რომ რაინდობას არაოდეს არ გამოუჩენია ისეთი გმირობა, როგორსაც იჩენს ეს მუშა ხალხი. ჩვეულებრივი ამბავია საკვირველი გმირობა და თავდადება ამ ხალხის წარსულ ცხოვრებაში. ყოველგან, საცა-კი მღვიმე-მაღაროში აუცილებელია სიკვდილი კაცისა და, საცა თითქმის არავითარი იმედი არ არის ხსნისა, ამ ხალხში მუდამ მრავლად გამოჩენილან ისეთი გმირები, რომელთაც თავი გამოუმეტებიათ და გადაცვინულან სასიკვდილოდ გაწირულთა დასახსნელად და ან დაუხსნიათ, ან თვითონაც იმათთან ერთად განუტევებიათ სული“. ტაშის ცემა და გრიალმა გააწყვეტინა სიტყვა მოხუცსა. შემდეგ გლადსტონმა სთქვა, რომ კერძოდ მე სხვა აზრისა ვარო. ჩემი რწმენაა, რომ მთავრობა არ უნდა ერეოდეს ერის საეკონომიო ცხოვრებაში. თუმცა ასეა, მაგრამ მე მაინც იძულებული ვარ ახლა მხარი დავუჭირო ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებსა და მეგობრებს. როცა ერი და ქვეყნა თხოულობს, მეც უნდა მომხრე ვიყო იმ აზრისა, რომ სახელმწიფო ერეოდეს საეკონომიო ცხოვრებაშიო. გარნა ეს-კი სასურველია, რომ უფლება უმცირესობისა (ზოგან მადნის მთხრელნი წინააღმდეგნი იყვნენ, ნუ შეამცირებთ დღეში საათის მუშაობის ვადასაო) არ იყოს უგულებელყოფილი. ამ აზრითვე მინდა, რომ სულ უმცირესს ირლანდიელთ, რომელნიც ეწინააღმდეგებიან ახალს კონსტიტუციას, დაცული ჰქონდეთ უფლება თავიანთ საკუთარის თვით-მმართველობისაო.
„ხოლო მე დავრწმუნდი, რომ უმრავლესობა მადნის მუშათა და დიდი უმრავლესობაც კანონ-პროექტის მომხრეთა, ამ გარემოებას ისეთს დიდს მნიშვნელობას ვაძლევ, რომ სრულიად შემიწყნარებია პრინციპი ბილლისა და თანხმობა გამომიცხადებია, წაკითხულ იქმნას იგი ხელ-მეორედ.“
ამისთანა ლაპარაკის შემდეგ ბედი ჰომრულისა სრულიად უზრუნველყოფილია და პროგრესის თანამგრძნობელთა თანაგრძნობას დიდებულის მოხუცის მიმართ არა აქვს საზღვარი. ან-კი როგორ არ უნდა იყვეს კაცი მადლობელი ყოვლად ძლიერის, ყოვლად მდიდარის და კაპიტალიზმზე დამყარებულ სახელმწიფოს მთავარ-მინისტრისა, როცა სწორედ ორის დღის წინად, ვიდრე ეს დაუვიწყარი კრება მოხდებოდა, პარიჟის პოლიცია ხმალ-ამოღებული სცდილობდა გაეფანტა ერთი მუჭა მშვიდობის მოყვარე მუშა ხალხი, მოქალაქენი და დეპუტატნი, რომელთაც მონაწილეობა მიეღოთ მანიფესტაციაში იმისათვის, რომ დღეში რვა საათის მუშაობა შემოვიღოთო! უიარაღო ხალხი დაძლეულ და გაფანტულ იქმნა, დეპუტატ ბოდენს სცემეს და დააპატიმრეს, ხოლო რესპუბლიკის მთავარ-მინისტრმა დიუპუიმ სთხოვა პალატას: ნება მომეცით, სამართალში მივსცე ნაცემი და შეურაცხყოფილი ბოდენიო და აი პალატაც შერცხვენილი და თავ-ლაფ დასხმული პანამის საქმით, ერთს წუთს არ დაფიქრებულა და გადასწყვიტა მივსცეთ სამართალში პოლიციისაგან ნაცემი დეპუტატიო.
რა საგულისხმო კონტრასტია! მონარქიული და კაპიტალის ბუდე ინგლისი უბრძანებს პოლიციას, წადი აქა და აქ დიდი მანიფესტაციაა, მრავლად ხალხია შეყრილი და დაემორჩილე კრების უფროსთა ბრძანებას, რათა ექვსის მილიონის მცხოვრებით სავსე ლინდონში არ შესდგეს, არ დაბრკოლდეს მისვლა-მოსვლა ხალხისაო; სახელმწიფო კაცნი იღებენ ამისთანა მანიფესტანტების დელეგატებს და ცდილობენ მათს გადაწყვეტილებას შეუწონონ და შეუთანხმონ თავისი პოლიტიკა, პოლიტიკა დიაღ რომ მსოფლიო სახელმწიფოსი. გარნა საფრანგეთში, სულ ერთის სრუტეს გაღმა, რევოლიუციისა და სოციალისტთა ქვეყნის სატახტო ქალაქში, მთავრობა ენად-გაკრეფილთა და მოღალატე ყბედთა პოლიციას აძლევს ფეხ-ქვეშ გასაქელად დეპუტატისა და კანონ-მდებლის ღირსებასაცა, მოქალაქის უფლებასაც და თვით ერის სახელსაც-კი!
რით აიხსნება ასეთი ამბავი? რა არის ამის მიზეზი? – მიზეზია ზნე და ჩვეულებანი, მთელი წესი და წყობილება საზოგადო და სახელმწიფო ცხოვრებისა; მაგრამ ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკოთ.
ჭ. ვასიანი

შენიშვნები მეცნიერებისა და ტეხნიკის შესახებ

(ვერ დაიჭირა თავი ეკონომიურმა კანონმა წარმოების
ცენტრალიზაციისამ. – მაშინების წვრილ-წვრილის
წარმოებისათვის. – წყალია წყარო და დასაბამი
მაშინების ძალ-ღონისა. – გაიაფება ალუმინისა).

(წერილი ლონდონიდან)

4.09.1893. #189 ამ საუკუნის დამდეგს და მის შემდეგაც მაშინების მომგონი სულ იმის ცდასა და ფიქრში იყო, რომ მისი მაშინები გამომდგარიყო დიდის წარმოებისათვის, რომელი მაშინა გინდა აგიღია – არკრაიტის საქსოვი მაშინა, თუ ვაიტის ორთქლის მაშინა, ანუ ლოკომოტივი სტეფენსონისა და ათი ათასი და კიდევ სხვა, ყოველ გვარის, სახისა და ფორმისა, ამ უმთავრეს მაშინებისაგან წარმომდგარი და წარმოშობილი, ხელ-მისაწვდომი იყო მხოლოდ დიდის ფულის პატრონისათვის, ანუ მცირე ფულის პატრონთა ამხანაგობისათვის. რაკი მაშინები იშვიათი იყო და ძვირადაც ჰღირდა, ამიტომ წარმოება ჩაუვარდათ ხელში თითო-ოროლას და სამრეწველო მოქმედება ათიოდ-ასიოდე კაცის მონოპოლიად გადიქცა. ეკონომისტებმა შენიშნეს ეს გარემოება და გადასწყვიტეს, უთუოდ დიდს ფულს აქვს ასეთი თვისებაო. ამ სახით საეკონომიო მეცნიერებაში კანონად იყო მიღებული, რომ კაპიტალია მიზეზი და დასაბამი წარმოების ცენტრალიზაციისაო. ეკონომისტების აზრით, დიდმა მრეწველობამ უთუოდ უნდა დასჩაგროს და მოსპოს მცირე მრეწველობა, დიდმა კაპიტალმა უნდა ჩაჰყლაპოს მცირე კაპიტალი. ეს, ვითომ და ჭეშმარიტი, აზრი დასკვნილ და დაკანონებულ იქმნა ორმოციან წლების გასულს. მაგრამ რა აღმოჩნდა ბოლოს? ამ უკანასკნელ ორმოცდაათის წლის განმავლობაში თითოეულ კაცთა და სამრეწველო კომპანიათა საკვირველ და საოცარ კაპიტალებთან ერთად გაჩნდა ასი ათასი და მილიონი კიდევ სხვა მცირე კაპიტალი, შუათანა შეძლების კაცთა ქონება, იმათი რიცხვი, რომელნიც სახელმწიფო გარდასახადს იხდიან თავიანთ შემოსავლის კვალობაზე ევროპასა და ამერიკაში, წლითი-წლობითა მატულობს და თვით რაოდენობა ამ გარდასახადისა თანდათან ბევრდება. ეკონომისტების ზემოხსენებული აზრი რომ მართალი ყოფილიყო, ცხადია, არც მათი რიცხვი იქმნებოდა მატებაში, ვინც შუათანა ქონების პატრონია, არც შემოსავლის კვალობაზე გაწერილი ხარჯი იწყებდა გაბევრებას.

* * *
გარნა მარტო ამ სტატისტიკამ, შემოსავლის კვალობაზე გაწერილ ხარჯისამ, არ დაამტკიცა, რომ ეკონომისტების მიერ შეთხზული კანონი თავს ვერ იჭერს და რომ მათი აზრი შემცდარია. ტეხნიკის და მაშინების მოგონების საქმე, დაწყებული ზემოხსენებულ ინგლისელების წყალობით, ისეთის სისწრაფით წავიდა წინ, რომ სრულიად შესცვალა თვით წესი საერო განათლებისა: საჭირონი შეიქმნენ ინჟენერები, მეხანიკები, ტეხნიკები. სკოლას და სწავლების საქმეს უნდა უარ-ეყო ძველებური, სხოლასტიკური გარეგნობა და სამოსელი. გრამატიკისა და ქრონოლოგიის ზეპირობამ ადგილი დაუთმო ისეთის საგნებისა და მეცნიერების შესწავლას, რომელიც ცხოვრებაშია გამოსაყენებელი. ორმოც-და-ათის წლის განმავლობაში ახალმა სკოლამ გააჩინა და გაამრავლა მცოდნე სპეციალისტები და ტეხნიკები. დაიწყეს ყველგან ძიება და კვლევა. მოგონება მოჰყვა მოგონებასა. პრაქტიკულად გამოსაყენებელმა მეცნიერებამ ისე გაიწია წინ, რომ ერთს კაცს, მეტად გაუჭირდა, თვალ-ყური ეგდო მის წარმატებისთვის. ოც-და-ათი ან და ორმოციან წელთა განათლებულ კაცს ადვილად შეეძლო სცოდნოდა, რასაც იკვლევდა და იძიებდა მეცნიერება, იმიტომ რომ მთელი სამეცნიერო და სატეხნიკო მოღვაწეობა მოთავსებული იყო ლონდონსა და პარიჟში და ორგან-სამგან კიდევ სხვაგან ევროპაში. ეხლა-კი მარტო ამერიკის სატეხნიკო და სამეცნიერო თხზულებანი იმდენი იბეჭდება, რომ ყოვლად შეუძლებელია კაცმა მოახერხოს არა თუ მათი საფუძვლიანად გადაკითხვა, არამედ ოდნავ თვალის გადავლებაც-კი.

* * *
ასეთი გავრცელება ცოდნისა და ტეხნიკისა მალე დაეტყო თვით ახალ მაშინების ხასიათსაც. როგორც წინად ტეხნიკა ჰბედავდა ისეთს მაშინებისა და იარაღს, რომელიც ხელ-მისაწვდომი იყო მხოლოდ მრეწველობის არისტოკრატისა და კაპიტალისათვის, ისე ეხლა, ამ ჩვენს დროს, ტეხნიკა სცდილობს მოიგონოს მაშინები და მსწრაფლ სამუშაო იარაღი, გამოსადეგი მცირე მრეწველობისათვის და, ასე გასინჯეთ, ყოველის ხელოსანისათვისაც-კი. პირველად ასე გადემოკრატება მაშინებისა დაიწყეს იქ, საცა ბუდე იყო წვრილმანის მანუფაქტურისა და ხელოსნობისა – ჟენევასა და პარიჟში. ის-ის იყო უნდა მოსპობილიყო წვრილმანი მანუფაქტურა ჟენევისა და ათასგვარი წვრილი ხელოსნობა პარიჟისა, ტეხნიკა რომ არ მიშველებოდა და არ მოეგონა ისეთი მაშინები, რომელსაც ადვილად შეიძენს ყოველი ხელოსანი და მცირე შეძლების კაცი.
როგორც ვიცით, ჟენევა მდებარეობს რონის ორივ ნაპირებზე, იქ, საცა ეს წყალი გამომდინარეობს ტბიდამ. რონა კარგა დიდი, ჩქარი მდინარეა და მისი ძალა და ღონე მუდამ გამოსაყენებელი ყოფილა მცხოვრებთათვის; მაგრამ წინად ამ ძალას მხოლოდ წიქვილებისათვის ხმარობდნენ მარტო ისინი, ვინც მის ახლო-მახლო ბინადრობდნენ. შემდეგ ქალაქმა ააშენა დიდი მანქანა, ჩარხებით წყალის მაღლა ამყვანი. თვითონ რონის წყალი ატრიალებდა ამ ჩარხებს, მანქანა მუშაობდა და წყალი იკრიბებოდა ერთს უზარმაზარს, მაღლობ ადგილზე გაკეთებულს, აუზში. ამ საზოგადო აუზიდამ გაყვანილი იყო მრავალი მილი აქეთ-იქით. წყალი ამ მილებით მოდიოდა ქალაქში, რომელიც ხმარობდა ამ წყალს, როგორც მრავალი თავის საჭიროებისათვის, ისე მანქანების სატრიალებლადა და სამუშავებლად. ყოველს სახელოსნოში, რომელსაც-კი დაკვეთილი ჰქონდა წყალი მანქანის სატრიალებლად, გამართული იყო პატარა ჩარხი ანუ ჩვენებურის წისქვილის ბორბალი. აი, ამ ბორბალს სცემდა მილიდამ ონკანით დაკეტილი წყალი. ონკანის ხმარებას პატარა ყმაწვილიც-კი ადვილად მოახერხებდა, რადგან იმით წყალის გამოშვებას, და მერე ისევ დაკეტას არც ძალა უნდოდა და არც ღონე. ყოველივე ეს მოწყობილობა არავითარს დიდს ხარჯს არა თხოულობდა; მანქანა მუშაობდა თავისთვის და იმდენად სარფა იყო, რომ ისეთს სტამბაშიაც-კი, საცა სულ ექვსი კაცი იყო ასოთ-ამწყობი, სახეიროდ მიაჩნდა პატრონს თავისი პატარა ხელით სატრიალებელი საბეჭდავი ამ გვარად გამოყვანილის მილის წყლით ეტრიალებინა და ებეჭდნა, რაც დასაბეჭდი ჰქონდა.

* * *
მაგრამ ასეთი წესი მილის წყლის ხმარებისა მოსახერხებელი იყო მხოლოდ ქალაქის დაბლობ ადგილებში, რადგან მაღლობ ადგილას აუზიდამ წამოსულს წყალს იმდენი ძალა აღარა ჰქონდა. როგორც ვიცით, წყალი რაც უფრო მაღლიდგანა სცემს, უფრო მეტი ქარი და ძალაცა აქვს. რაკი ასე იყო საქმე, ამიტომ იფიქრეს, რომ იგივე ძალა რონის წყალისა ელექტრონის ძალად გადაექციათ და მაშინების სატრიალებლად მსურველთათვის წყალი-კი აღარ ეგზავნათ სახლებში, არამედ ელექტრონი. ელექტრო-ტეხნიკის წარმატებულმა წინ-მსვლელობამ ადვილად შესაძლებელი გაჰხადა ეს საქმე და ეხლა ელექტრონის ძალა ერთნაირის მოხერხებით და სიადვილით ეგზავნებათ მსურველთ თავ-თავიანთ სახლებში სულ ერთია, რა ალაგასაც უნდა ბინადრობდნენ მცხოვრებნი, მაღლობებსა თუ დაბლობებში. ახლა არ იკითხავთ რა ჰღირს ასეთი ძალა? ის, ვისაც იმდენი ძალა აქვს დაკვეთილი, რამდენის გამოჩენაც შეუძლიან ცხენს ერთს დღეს, იხდის სულ ერთს ფრანკს (ჩვენებურად ხუთი შაურია). თავის დროზე იმდენი აქვთ, რომ ეს ფასი ერთიორად შემცირდება, ესე იგი, ერთის ცხენის ოდენი ძალა ელექტრონისა ეღირება არა უმეტეს 50 სანტიმისაო, ანუ ნახევარ-ფრანკისაო.
ასე გადაქცევა წყალის ძალ-ღონისა, წყალის დიდის ქარისა ელექტრონად, შესაძლებელია მხოლოდ ისეთს ქვეყანაში, საცა ჩქარი და მთა-ალაგიდამ მომდინარე წყლებია. და, აი, სწორედ ამ მხრივ თქვენს მშვენიერს სამშობლოს ბრწყინვალე მერმისი მოელის: ტფილისს ადვილად შეუძლიან მოახერხოს, რომ ელექტრონის განათება იქმნას შემოღებული; ადვილადვე შეუძლიან შინ, სახლში, უგზავნოს ყველას ელექტრონის ძალა თავის საქმის საკეთებლად. ადვილად შეუძლიან იმიტომ, რომ ისეთი ჩქარი და წყალმრავალი მდინარე აქვს, როგორიც არის მტკვარი. წყალის ძალის გამოყენება და ხმარება მანქანების სატრიალებლად დაუშრეტელი წყაროა სიმდიდრისა და წარმატებისა.
ვინ იცის, ჯერ კიდევ რას არ მოახერხებს და რას არ მოაგვარებს ეხლანდელი ტეხნიკა წყალის გამოყენების საქმეში. ამას კაცი ეხლავე ძნელად მიხვდება და ძნელად წარმოიდგენს. ამ რამდენისამე წლის წინად შვეიცარიის ერთმა კომპანიამ, რომელიც ალუმინის კეთებას მისდევდა, რეინის წყალთ-ვარდნილისა და ჩანჩქერის წყალობით, გააიაფა ეს ძვირფასი ლითონი და კილოგრამი მისი 6 ფრანკად გაჰხადა. მერე, განა რა დიდი ხანია მას უკან, როცა ალუმინი ოქროს წონადა ჰღირდა და შვეიცარიის კომპანიის გამარჯვება ამ საქმეში აღიარებულ იქმნა ტეხნიკის საქმეში სასწაულ-მოქმედებად? მაგრამ აი შარშან გამოჩნდა ბაზარში ამერიკის ალუმინი და გაიყიდა… იცით როგორ? – 3 ფრანკად და 80 სანტიმად კილოგრამი. აი, ასეთი საკვირველი იაფობა ჩამოაგდო წყლის ძალ-ღონის გამოყენებამ. სწორედ დიდი ქარი აქვს წყალსა!
რომ უფრო ნათლად დავინახოთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ წყლის ძალა ანუ წყლის ქარი, როგორც მდაბიურად იტყვიან ხოლმე, შესაძლოა გარდაიქცეს ელექტრონის ძალად, მოგიყვანთ შემდეგს ციფრებს: 1853 წელს ერთი კილოგრამი ალუმინისა იყიდებოდა 1000 ფრანკად, 1858 წელს – 112 ფრანკად, 1888 – 5 ფრ, 1891 – 11 -8 და 6 ფრანკად. შარშან – 3 ფრ. და 80 სანტიმად; დღეს-კი გაზეთები აცხადებენ, ვითომ ერთს დოქტორს მაიერს ბერლინში მოუგონია ისეთი ადვილი ღონისძიება მისის კეთებისა, რომ კილოგრამი 50 სანტიმზე მეტი არ ეღირებაო! აბა სად 1000 ფრანკი და სად ნახევარ ფრანკი!
ნუ დაივიწყებთ, რომ ალუმინს ჟანგი არ ეკიდება, არა შავდება და ადვილად სწევს რკინის მაგივრობასაცა და ფოლადისასაცა, ბრინჯაოს მაგიერობასაცა და ვერცხლისასაცა. ამასთანავე წონაში ალუმინი ორჯელ მსუბუქია რკინაზე…

ელექტრონის ძალა. შეკუმშული გაზი.

7.09.1893. #191 პირველს ჩვენს წერილში ლაპარაკი გვქონდა წყალის ძალ-ღონესა და მის მნიშვნელობაზე მრეწველობისათვის. მაგრამ ყველგან ხომ არ არის ისეთი წყალი, რომლის ძალ-ღონის გამოყენება შეიძლებოდეს. ბევრია ისეთი სამრეწველო ქალაქი, რომელიც მოკლებულია მდინარე წყალს; აგრეთვე დაბლობ ადგილებსა და ვაკეებზე მცხოვრებნი, დიდი წყალიც რომ ჰქონდეთ, ვერ გამოიყენებენ წარმოებისათვის. ამისთანა ადგილებში, მეტი ღონე არ არის, უნდა ორთქლს მიჰმართოს კაცმა. მაგრამ ორთქლის გამოსაყენებლად რთული მაშინებია საჭირო; მაშინებს კიდევ შეშა უნდა გასახურებლად და წყალის სადუღებლად; შეშა-კი ძვირია; შეშაცა და ქვა-ნახშირიცა, ამიტომ ორთქლით წარმოების გაძლიერება ხელ-მისაწვდომი არ არის მცირე და პატარა სახელოსნოებისათვის. ამათ ბედზე გაჩნდა ბოლოს გაზის მაშინა ოტტოსი და შეკუმშულის ჰაერის ხმარება.
ოტტოს მაშინა მოძრაობს ზუმბით, რომელიც ადის და დადის ანაფეთქ გაზის შემწეობით. ორთქლის მაშინის ჩვეულებრივს ცილინდრში, ორთქლი შედის რიგ-რიგით ხან თავიდამა და ხან ბოლოდამ და, რადგან ორთქლს ისეთი თვისება აქვს, რომ იკუმშება და იშლება, აწვება ზუმბას და ამოძრავებს წინ და უკან. ოტტომ ორთქლის მაგიერობა ჩვეულებრივის სანათს გაზს გააწევინა; ამ გაზის აფეთქებით მოძრაობს ცილინდრში ზუმბა ხან წინ და ხან უკანა. ამ სახით ოტტომ გააუქმა ძვირად ღირებული ორთქლის მაშინები, ბევრის შეშა-ნახშირის ჩამნთქავი და მაღალ-მილიანი ბუხრები, რომელსაც უკეთებენ ჩვეულებრივს ქარხნებს ბოლის ასასვლელად. თვითონ მაშინას პატარა ადგილი უჭირავს, გაზიც ადვილი მოსაპოვებელია იმ მილებით, რომელიც ქუჩების გასანათებლად არის გაყვანილი; მისი ფასიც ისეთი მცირეა, რომ ლონდონში ბევრმა წვრილ-წვრილმა სახელოსნომ და პატარ-პატარა ქარხანამ დაიკვეთა ასეთი გაზი. ერთმა, სულ პატარა თამბაქოს სახელოსნომ, რომელიც ჩემს ნაცნობს ეკუთვნის, უფრო სახეიროდ დაინახა თუთუნის ჭრა ოტტოს მაშინით, ვიდრე ორის მუშა კაცითა, რომელთაც დღეში ოთხ-ოთხ შილინგს აძლევდა.
სანათი გაზი პარიჟში ძლიერ ძვირია, რადგან მისი საქმე გაზის საზოგადოებამ ჩაიგდო ხელში. ამის გამო ოტტოს იაფ-ფასიანი მაშინა მეტად ძვირია და ძნელად ხელ-მისაწვდომი მცირე სახელოსნოებისათვის. იქ დაარსდა კამპანია, რომელიც მილებით ადენს შეკუმშულს ჰაერს. პარიჟის იმ უბანში, საცა წარმოება და მრეწველობა სდუღს და გადმოდის, გამართულია ქარხანა დიდის ორთქლით მომქმედის სასრუტელათი, რომელიც ისრუტავს ჰაერს და აგროვებს ერთს სქელ-კედლებიანს უზარ-მაზარ აუზში. აქედამ გაყვანილია მილები ქუჩებში, სწორედ ისე, როგორც წყლისა და გაზისათვის. სახელოსნოში სდგამენ ისეთსავე აპარატს, როგორიც ჟენევაშია გამართული წყალით სატრიალებელ ბორბლებით. გარჩევა მხოლოდ ის არის, რომ ბორბლის ფრთებს წყლის მაგიერ სცემს და ამოძრავებს შეკუმშული ჰაერი. ამ გარემოების წყალობით გაჩნდა ძალიან იაფ-ფასიანი ძალ-ღონე მაშინების სატრიალებლად და, ვინ იცის, რამდენი მცირე და პატარა სახარატო, საშლიაპო, ტანთ-საცმელის საკერავი და სხვა სახელოსნოები ამოძრავებენ ახლა თავის დაზგებს და მაშინებს ჰაერის ძალითა.

* * *
ყოველ ამის გამო მცირე სახელოსნოებში გამუდმებული, გაცხარებული მუშაობაა, რაიცა თავმდებია და უზრუნველ-მყოფელი ხელოსნისა და ოსტატის დამოუკიდებლობისა. ამ საწყლებს ზოგნი ხომ დღესაც-კი უქადიან, მოჯამაგირე ავტომატად გადიქცევი ფულიან კაცთა დიდს ქარხნებში ან და სახელმწიფოს დიდს სახელოსნოებში – ყაზარმებშიო, მაგრამ საქმე ის არის, რომ წყლისა, გაზისა და შეკუმშულ ჰაერის გამოყენებას მილები უნდა, წყალისა და გაზის გასაყვანი. ეს გარემოება ძალიან აძვირებს მექანიკურ ძალას. მილების მოწყობას მაინც კარგა ხარჯი უნდა. არ შეიძლება ვითომ უიმათოდ იოლად წავიდეს კაცი? მეცნიერება ეუბნება, რომ შეიძლებაო. გათავდა! რაკი ტეხნიკამ დაიწყო ფიქრი ღარიბ ხელოსანთათვის, მეცნიერებაც ამბობს მიეშველე გაჭირვებულთ, მე ვიცი და ჩემმა კარგმა ტეხნიკამაც თავისი საქმე აღარ დააგვიანა. გაჩნდა ახლა სრულიად ახალი ძალა, რომელსაც სრულიად არ ეჭირვება მილები და ძაფ-მავთულები. ეს ახალი ძალა გახლავთ შეკუმშული ნახშირ-მჟავე გაზი (ნახშირ-მჟავა). ჯერ-ჯერობით არ არის გამოცხადებული საქვეყნოდ, როგორია მაშინა, ან როგორ უნდა მისი ხმარება. ვიცით მხოლოდ, რომ ზემოხსენებული გაზი დაცულია ფოლადის ცილინდრებში, ხოლო თვით მაშინა ძრიელ ჰგავს ცეცხლის გემის მაშინებს; რომ 1 გირვანქა შეკუმშულის გაზისა ეღირება 6 კაპ.
ცხადია, რომ ელექტრონი ბევრად უფრო იაფად ჯდება ჟენევაში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ გაზის საქმე ჯერ ახალი დაწყებაა. ჯერ ვინ იცის, რანაირ გააიაფებს ეხლანდელი ტექნიკა ამ შეკუმშულს გაზს, ცილინდრებში შენახულს? გავიხსენოთ ისტორია ალუმინისა, თუმცა-კი 54 კაპეიკიც დღე და ღამეში ერთის ცხენის ძალ-ღონისათვის მეტის-მეტად იაფია, იმიტომ რომ, არა თუ საფრანგეთსა და ინგლისში, არამედ ოსმალეთშიც-კი ვერ იშოვის კაცი მუშა-ცხენს ერთს მანათზედ იაფად 12 საათის განმავლობაში. მაშ მეტი იაფობა-ღა უნდა, რომ 54 კაპ. გქონდეთ ცხენის ძალის მუშაობისათვის, რაიცა უდრის ერთი ცხენის ძალას. ფასი-კი გამოდის სულ 54 კაპ. (ისიც კურსით და არა ოქროთი) 24 საათის მუშაობაში, ისიც ლონდონსა და პარიჟში!

* * *
თავი მოგაბეზრათ, ვგონებ, მკითხველო, ამ ლაპარაკმა სხვა-და-სხვა მაშინის შესახებ? მაგრამ არც უამისობა იქნება. მე მინდოდა გაგეგოთ ყოველ ამ სამუშაო მაშინების გარემოება, არა იმიტომ მარტო, რომ ყოველივე ესე ახალ ამბავივით არის. ეგ სატრიალებელი მაშინები სრულიად შესცვლის ეხლანდელის წარმოების ხასიათსა და ბუნებას. რა-კი ეგენი გაჩნდა, ჩვენ შეგვიძლიან თამამად გავუშტეროთ თვალი მერმისსა და მომავალს, იმიტომ, რომ იმედია-ახლა-კი დიდი თანხა და ქარხანა ვეღარ ამოართმევს სულს ადამიანს და წვრილ-წვრილ მწარმოებელთა თავისუფალ ამხანაგობას. ღარიბს ხელოსნებსა და ოსტატ კაცებს, აღჭურვილებს იმ სხვა-და-სხვა იარაღით, რომელსაც იგონებს ეხლანდელი მეცნიერება და ტეხნიკა, შეეძლებათ თამამად გაუბნიონ თვალი-თვალში მეფეებს ბამბისას, მატყლისას და ორთქლის მაშინებისას… მაგრამ უფრო-კი ის მინდა, რომ დაფიქრდეთ და ივარაუდოთ, რაოდენად დაუშრეტელია თქვენის ქვეყნის მშვენიერ ბუნებაში ბუნებრივი ძალ-ღონე, მაშინების სატრიალებელ ქარად გადასაქცევი და გამოსაყენებელი. რომელი ძალ-ღონეც გინდა ავიღოთ, წყალის სატრიალებელი ბორბალი, გამართული სახლსა და სახელოსნოში, თუ ელექტრონი და შეკუმშული ჰაერი – მაინც ყოველივე ესე მხოლოდ გადასხვანაირებული ძალაა იმავ ჩქარის მდინარეებისა. ამისთანა წყლები და მდინარენი-კი თქვენს სამშობლო ქვეყანაში მრავალია. წყალი და მდინარე ბევრია და მხოლოდ იმას უცდის, რომ შეგნებულმა საქართველოს შვილმა ისწავლოს თვითონაც და ხალხსაც ასწავლოს, როგორ გამოიყენოს მათი დაუშრეტელი ძალ-ღონე… და ვინ იცის, რა არ არის კიდევ ბევრი და რით არ არის კიდევ მდიდარი თქვენი ქვეყანა! მხოლოდ თქვენ, მის დაუდევარ შვილთ, არა გაქვთ ცოდნა, მხოლოდ თქვენა ხართ ღარიბნი სწავლით, არა გაქვთ მოხერხება, არა გაქვთ მხნეობა, როცა შრომობთ, როცა სწავლობთ რასმე, თორემ, ვინ იცის, რანაირ გონივრულად და მდიდრულად არ იცხოვრებდა თქვენი ყურ-მახვილი და გონება ფხიზელი ხალხი!..
ჭ. ვასიანი

ინგლისის ეხლანდელი დედაკაცი.
მწერალნი და მასწავლებელნი ქალნი

31 ივლისი. 1894 #163 ექვს მილიონ სულით დასახლებულ ლონდონში7 ერთი შეძლებული, საუკეთესო და სწორედ აღყვავებულ ქალაქს გარეთ სამყოფელ და საცხოვრებელი ადგილოვანი ჩიზლეპორსტია, სადაცა ბინადრობს Mისს ჭარდროპ-ი (ქ-ნი ვარდროპი). ქალაქს გარეთ აშენებული საზაფხულო სადგომები და სახლები, დიდად მოხდეენილისა და მრავალგვარის ხუროთმოძღვრებისა, ბაღისა და ბაღჩების მწვანილოვანში ჩამალული. ვისაც თავისის თვალით არ უნახავს უხვი მცენარეულობა და მშვენივრად ამწვანებული მინდორ-ველი ინგლისისა, ძნელად წარმოიდგენს, რომ ჰოლფსტრემის თბილს მდინარებასა და ჰაერის სინოტივეს, ასეთი საოცარი გავლენა ჰქონდეს ამ შორეულ ჩრდილოეთ ქვეყნის მცენარეულობაზედ. ამასობაში კი ხეხილი, განსაკუთრებით _ კი მუხა და ცაცხვი, გოლიათსავით იზრდება აქა და ეკალ-ღიჯა ამოსულ ხეხილებ გარშემო, კლდე-ნანგრევსა და სახლებისა და ეკლესიების კედლებზედ სასიამოვნოდ ახვეული ისე ამაღლდება ხოლმე, რომ იმისი ასეთი ზრდა არც ოსმალეთში მინახავს არც სამხრეთ საფრანგეთსა და იტალიაში. თითქმის ყოველს ნაბიჯზედ შეჰხვდებით, რომ ოთხ-სართულიან სახლების კედლები, სამრეკლოები და ეკლესიების გუმბათები მწვანედ არის ბალახ-ხავსით მოსილი… ინგლისელებს კი უყვართ ეს კედლებზედ ახვეული ბალახი, რომელსაც თან ჩაურთავენ ხოლმე ვარდ-ყვავილებსა და ამერიკის ყურძენს.
ერთს ასეთ სახლში, რომელიც მწვანე ფოთოლშია მეზობლად მყოფ სახლებისგან განაწილებული, გაობლებულია ბაღითა და ბაღჩით, ვარდროპის სახლობა სცხოვრობს. როდესაც ჯერ ტალანში და შემდეგ სასტუმროში შევედი, სასტუმროში, რომელიც ინგლისელთა აწინდელს გემოვნებაზედ არის მორთული და მდიდრულის, სხვა-დასხვა გვარის ავეჯით მოწყობილია, ფიქრად გამიარა ამ სახლის პატრონები წინ დამახვედრებენ-მეთქი მშრალის ზრდილობა-მართებულობას და გაზვიადებულს თავ-მომწონეობას შეძლებულისა და კეთილ-შობილის კაცისას, მით უფრო, რომ ასეთი ამბავი ჩვენ ყველას ინგლისელთა შესახებ არა ერთხელ გაგვიგონია. მაგრამ შევხედე ო. ვარდროპს, Kინგდომ ოფ Gეორგია-ს (`ქართულ სამეფოს“) ავტორს, იმის შინაურ ტანთ-საცმელს, რბილს უქუსლო ფეხთ-საცმელს, პაწია, რბილს მაუდის ქუდს, ყოველსავე ამ წვრილმან მოწყობილობას ინგლისის სოფლის სადა, გართობა-შექცევით სავსე და თავისუფალ ცხოვრებისას, და ერთს წამს განმიქრა გულიდან ყოველივე შიში.
მართლაც თქვენის მოგზაურის დედა, ეს საუცხოო, დაუბერებელის სახის მანდილოსანი დიდის სტუმართმოყვარეობით დამიხვდა. ამ მასპინძლობის დროს არც ფრანგული გადაჭარბებულ მოფერება-მოლაქუცებისათვის მიუმართავს, არც პრანჭვა-გრეხიანობისათვის და არც სურვილი გამოუმჟღავნებია `სხვა გვარად“ თავის ჩვენებისა… არა, ყოველი მისი ყოფა-ქცევა სადა იყო და ადამიანური, მოსაწონი. პირველ სიტყვების თქმისთანავე ლაპარაკი შეეხო თქვენს მშვენიერ ქვეყანას, რომელსაც ქ-ნი ვარდროპიც თვალ-ყურს ადევნებს და რომლის ამბებსაც ისიც სიამოვნებით ისმენს. ეს თქვენის ქვეყნის სიყვარული თავის შვილებისაგან თუ გადასდებია. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ თვით Mისს ვარდროპი შემოვიდა.
მკითხველები, განსაკუთრებით კი მკითხველი _ ქალები, რასაკვირველია, ახლა იმის მოლოდინში არიან, რომ ახალგაზრდა მეცნიერ-ქალის გარეგნობას ავუწერ. მერე როგორ ავწერო სურათი ადამიანისა და სიტყვების შემწეობით როგორ დავუყენო თქვენს მკითხველებს თვალ-წინ? თვით სიტყვის დიდთა ოსტატთა და ხელოვანთა მიერადაც-კი აწერილნი გმირნი, ქალნი და კაცნი ფერ-მკრთალნი, კარგად დასურათ-ხატებულნი არ არიან და ჩემის მხრივ ხომ სასაცილოც იქნება, ცოცხალის ადამიანის დიდის ხელოვნებით აწერვა რომ განვიზრახო, და მერე ისიც ყმაწვილის ქალისა. Mისს ვარდროპი კი რომ ყმაწვილი ქალია _ სულ ოც-და-ოთხის წლისაა, ხოლო ინგლისელთა აზრით _ კი ძალიან ნორჩიც არის _ ეს თქვენც უწყით; ამასთან იგი დიდად მოხდენილი და თავ-დაჭერილიც არის, რაც ინგლისის საუკეთესო განათლებულ დედათა თვისებას შეადგენს; არა, Mისს ვარდროპი თავ-დაჭერილზედ მეტიც არის, იგი მეტად წყნარია და ცოტა მორცხვიც-კი, თუმცა ამ უკანასკნელის გარემოების მიზეზი შეიძლება ჩემი უცხო-ქვეყნიდან ყოფნაც იყოს. მაგრამ… ამ წყნარს, მოხდენილს და მორცხვს ყმაწვილ ქალს დიდი ცოდნა აქვს, ცოდნა, საკუთარის შრომითა, სურვილითა და მოწადინებით შეძენილი. მაგალითებრ, ქართული ენა ლიტოგრაფიაში დაბეჭდილ ბროსსეს გრამატიკით ისწავლა, ისე, რომ არც ერთი ქართული სიტყვა არ გაუგონია, მხოლოდ ქართულს სახარებას კითხულობდა. წარმოიდგინეთ რამდენი მეცადინეობა და გულ-მოდგინეობა უნდა გამოეჩინა, და ესეც მაშინ, როდესაც მას ახალგაზრდობის საუკეთესო დრო უდგა, როდესაც გარს ათასი საზოგადო, გასართობი, შესაქცევი და გასამხიარულებელი ახვევია…
მაგრამ, წარმოიდგინეთ, მკითხველო, რომ ახალგაზრდა მეცნიერი ქალი არ გაურბოდა არც გასართობსა და შესაქცევს და არც მხიარულებას. მინდვრად, ბალკონის წინ, გაშლილია მწვანე, მოკლედ შეკვეცილი მოლი სალოუნტენსოს ერთგვარი ბურთაობის სათამაშოდ, რომელიც ძალიან უყვართ ახალგაზრდა მანდილოსნებს და ყმაწვილ ქალებს. საზოგადოდ უნდა ვსთქვათ, რომ ნავების გაჯიბრება და სხვა-და-სხვა შექცევა-გართობა, წარმოდგენა, ცხოველები, და ნადირობა. მაგრამ ეს გარემოება სულ არ უშლის ხელს იმათს საქმიანობასა და უნარს ბევრის კეთებისას, დიდის საქმეების წარმოებისას.
როგორც ლინ-ლინტონი8, ისე Mისს ვარდროპი და აგრეთვე აწინდელი თაობის ქალთა უმეტესობა თავისი შრომის-მოყვარეობის, თავისის გულ-მოდგინე, წესიერ მუშაობის მადლობელი უნდა იყოს, თუ უნარი შესწევს რამე, თუ ცოდნა აქვს რისამე. Mისს ვარდროპი სასწავლებელში დადიოდა მხოლოდ თორმეტიდგან თოთხმეტ წლამდე, ხოლო შემდეგ კი თავის თავად სწავლობდა სახლში, მოგზაურობითაც _ კი ბევრი არ უმოგზაურია ამ ქალს _ ერთხელ პარიზში იყო და რამდენიმე თვეც ძმასთან ერთად იტალიაში. ეს ინგლისის შეძლებულ ყმაწვილის ქალსათვის ძალიან ცოტაა. საზოგადოდ ისინი უფრო მრავალსა ჰმოგზაურობენ ხოლმე.
მაგრამ საერთო ვითარებამ ოჯახისა სასწავლებლისა და საზოგადოების ცხოვრებისამ, რაიცა აღნიშნული მქონდა წინა წერილებში, შესაძლებელად გაჰხადა ინგლისელ ნიჭის თავისებურობა, სითამამე, უნარი თავისით მოქმედებისა და სიმტკიცე ხასიათისა. ესევე ვითარებანი დასტყობია ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერ-ქალსა. როდესაც იმათ საოჯახო წიგნ-საცავში ვიყავი, რომელშიც ქართული ახალი წიგნები ვნახე, აგრეთვე `მოამბე“ და `ივერიაც“, და ამათთან რუსეთის მწერლებისა _ ამ მწერლობას მისი ძმა ადევნებს თვალყურს _ და ევროპის ლიტერატურის საუკეთესო თხზულებანი; როდესაც მოვისმინე იმათი თავდაჭერილი და მშვიდობიანი ბაასი, ბაასი იმ ადამიანთა, რომელნიც დარწმუნებულნი არიან, რომ ცოდნა გვაქვს და უნარი შრომისაო _ ჩემდა უნებურად, დავფიქრდი, რა ქმნის მეთქი ინგლისს პირველსა და გავლენიანს მთელს დედამიწის ზურგზედ? მაგრამ ამის მიზეზი არც პოლიტიკა და არც ინგლისის სამხედრო ძლიერებაა, ვფიქრობდი მე. ამ გონებისა მრეწველობისა და კულტურულ ცხოვრების ყოველ დარგის მუშა კაცებმა და ქალებმა, რომელნიც დიდის მოწიწებით ეპყრობიან უფლებას კერძო ადამიანისას, სიტყვისასა, და რწმენა-ჩვეულებისას, იძულებული ჰყვეს კაცობრიობა პატივისმცემელი ყოფილიყო იმათის ენისა, ლიტერატურისა და დაწესებულებათა. წინად თუ 19 მილიონი ჰლაპარაკობდა ინგლისურს ენაზედ, ეხლა, ამ საუკუნის დასაწყისს, ასე მოლაპარაკეთა რიცხვი 120 მილიონს აღემატებოდა!… ამ სათვალავში არ არის ინგლისის ქვეშვვრდომი, რომლის რიცხვი მარტო ინდოეთში 250 მილიონამდეა. ვანგარიშობ მხოლოდ გაინგლისელებულთ, რომელნიც ამ ენაზედ ისე ჰლაპარაკობენ, როგორც სამშობლო ენაზედ, და სრულიად შეთვისებული აქვთ ინგლისელთა ზნე-ჩვეულება.
`ივერიაში“ უკვე იყო ნათქვამი, რომ ინგლისურს ენაზედ დაიბეჭდაო ქართულ ზღაპრების თარგმანი. იგი მხოლოდ პირველი წიგნაკია იმ კრებულისა, რომელიც იბეჭდება გრიმის სახელობაზედ. ამ ხალხურ ზღაპრებისა და გარდმოცემათა შესანიშნავ შემკრებელსა და `Fოლკლორუ“-ს დამაარსებელისა („ფოლკლორა“ მეცნიერებაა, სახალხო ზღაპრებისა და გარდმოცემათა შედარებით შესწავლისა). Mისს ვარდროპს თავისი არაკები აღნიაშვილისა, ცაგარელი და ბებურას წიგნებიდან უთარგმნია. როგორც იგი ამბობს წინასიტყვაობაში, პროფესორს ტეილორს, ერთს საუკეთესო მცოდნეს ამა საქმისა დიდად მოსწონებია მის მიერ ამოკრებილი არაკები და წაუქეზებია დაჰბეჭდეო. ამ წერილებს აზრად არა აქვს დაწვრილებით განიხილოს თვით ზღაპრები და აღნიშნოს მისი მნიშვნელობა `ფოლკლორის“ ლიტერატურაში. მე ვლაპარაკობ Mისს ვარდროპის შესახებ, ვითარცა ეხლანდელ ინგლისის ახალის თაობის ქალთა წარმომადგენელისა. თქვენი მკითხველები თითონვე დააფასებენ იმის მნიშვნელობას თქვენის ქვეყნის ლიტერატურისათვის, მეტადრე მაშინ, როდესაც იგი დაჰბეჭდავს უკვდავ რუსთაველის `ვეფხის-ტყაოსანსა“ და საბა-სულხან ორბელიანის `სიბრძნე-სიცრუეს“. დავსძენ მხოლოდ, რომ იგი ახალგაზრდა, მძიმე მუშაობის მხნეობითა და უნარით სავსეა და, ეჭვი არ არის, შეიძლებს თავისის სურვილის მიღწევას. ეს სურვილი ის არის, რომ თავის თანამემამულეებს გააცნოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებნი.
ვისურვოთ, რომ ამ არჩეულის ასპარეზზედ სრულიად გაემარჯვნოს და სახელი და დიდება დაემსახურებინოს.

ჭ. Vასიანი

ლუდვიგ კოშუთი
და
უნგრეთის ეროვნებანი
I

`კოშუთის სიკვდილით დასრულდა ხანაო~, ეუბნებოდა ინგლისის ერთი ვექილი პროფესორს ნიკოლის, მართალია ესა? მერე რა ხანა დასრულდა კოშუთთან ერთად?
იყო რა თანამედროვე მაძინისა და გარიბალდისა, მანანისა და ლედრიუ როლენისა, კოშუთს ამასთანავე ჰქონდა ყოველი დიდი ღირსება და ნაკლუვანება იტალიის განახლებისა და საფრანგეთის დემოკრატიის ხსენებული მოღვაწეებისა. დიდი ორატორი იყო მანანსა და ლედრიუ როლენისავით, ძლიერად მეტყველი, ვნებით გატაცებული, და ისეთს სიტყვებს ხმარობდა, რომელიც მსმენელს დაამონავებს ხოლმე, თანამედროვეთა მეხსიერებაში მკვიდრს ბინას იკიდებს და ისტორიაში გადადის. მაგალითებრ, როდესაც იგი მინისტრად იყო, ერს შეიარაღებას ურჩევდა და მისი აზრი საერთო ფეხზედ წამოდგომით შეიწყნარეს, სთქვა: `თქვენ ერთსულად წამოდექით ფეხზედ და მე კი.. მე მუხლს ვიხრი მოწიწებით ჩვენის ერის დიდების წინაშეო!” და ხალხი აღტაცებაში მოვიდა ამ სიტყვებით, ლონდონში ყოფნის დროს, სადაც ოსმალეთის საპატიმროდან მივიდა ინგლისის წყალობით განთავისუფლებული, მან განაცხადა: `თავისუფალი ვარ, რადგან ესე იყო სურვილი დიდებულისა და მშვენიერის ინგლისისა!… ინგლისის, რომელიც კაცობრიობის გენიის მიერ არის რჩეული დიდებისა და თავისუფლების ძეგლის აღსაგებად.… დიდი ხანია შევყურებ ინგლისს ვითარცა ბრძნულ წიგნს ცხოვრებისას, რომლიდგანაც ევროპის ერნი სწავლობენ საზოგადოებრიობის მეცნიერებასაო. ინგლისელები აღტაცებაში მოვიდნენ იმისის ინგლისური ენის მშვენიერებით, რადგან იგი სწორედ შექსპირის კილოთი ჰლაპარაკობდა, და ისეთის დიდის პატივისცემით დაუხვდნენ, როგორიც პატივისცემა ხვდა შემდეგ გარიბალდის.
გარნა მარტო მჭერ-მეტყველებით არ იყო იგი სწორი და ბადალი ხსენებულ ისტორიის მოღვაწეებისა. როგორც ისინი, კოშუთსაც უანგარო ერთგულება ჰქონდა თავისის სამშობლოსი, დიდი და უმაღლესი ერთგულება. როდესაც ავსტრიასთან ბრძოლა საშინლად გამწვავდა და უთანხმოება, მოურიგებლობა წარჩინებულ ჯარის სარდალთა და საპოლიტიკო მოღვაწეთა შორის უფრო და უფრო აბრკოლებდა საქმეს, კოშუთმა, მაშინ სრულის უფლებით მოსილმა დიქტატორმა, იფიქრა გერგეის დავუთმობ და იგი მოარიგებს არისტოკრატთა დასს_გერგეის მომხრეებს _ დემოკრატებთანაო. დაიწყო კიდეც მოლაპარაკება ამის შესახებ გერგეისთან. საერთო მოღვაწეთა შორის საუკეთესო მოღვაწე ბატიანი, სიმდიდრითა და სისხლით არისტოკრატი, ხოლო მოციქული XIX საუკუნის დემოკრატიისა, ამაოდ ეხვეწებოდა, ნუ დაუთმობ დიქტატორობას, ნუ ენდობი გერგეისაო. კოშუთმა თავისი არ დაიშალა და თავისი უფლება გერგეის გადასცა. ამას რაც მოჰყვა, ის ყველამ უწყის. გერგეიმ არნდი ავსტრიას დაუთმო, ხელში ჩაუგდო უნგრეთის ბედ-იღბალი. ჯარი კბილების ღრჭენით იარაღს ქვაზედ ახლიდა და ამტვრევდა; კლაბკა, ბატიანი და სხვანი დრტვინავდნენ თვალზე ცრემლმორეულები. ბატიანიმ მაჯის ძარღვები გაიხსნა დანით, რომ ცოცხალი არ დარჩენილიყო. მაგრამ ავსტრიელებმა, რომელთაც ქალაქი დაიჭირეს, მოასწრეს მისი გადარჩენა, რათა საჯაროდ დაეხვრიტათ. იგი მოკვდა როგორც გმირი და უკანასკნელს აღმოოხვრას ეს სიტყვები ამოატანა: `Fლჯენ ა ჰაზა~ (გაუმარჯოს ჩემს სამშობლოსო)… ბევრნი იმ აზრისანი იყვნენ, რომ ამ საქციელით კოშუთმა პოლიტიკური სისუსტე გამოიჩინაო, მაგრამ ხანგრძლივობა, თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა ცხოვრებამ განდეგილისამ აშკარად დაადგინა, რომ პოლიტიკური სისუსტე აქ არაფერ შუაში იყო. იგი ხელმძღვანელობდა მხოლოდ თავგანწირულობითა და სამშობლოს სიკეთით.
ერთით კოშუთს საერთო არა ჰქონდა-რა გარიბალდისთან, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ამ დიდებულ მებრძოლთან, რომელიც საერთო საქმეს ცალმხრივ არა ჰსინჯავდა და გარეგნობას არ ემონებოდა, _ ეს უნგრეთის მამულიშვილი უფრო მაძინისა და ლედრიუ როლლენსა ჰგავდა: აღზრდილნი იყვნენ რა ესენი საფრანგეთის რევოლუციის სადეკრეტო დედა-აზრებით, სწამდათ, რომ ამა თუU იმ სისტემის წესრიგი მოწონებული და საკეთილო თვისის შინაარსით, ერთგვარად გამოსადეგია ყველასათვისაო. პირველი ნახევარი ამ აზრისა სრული ჭეშმარიტებაა, ხოლო მეორე კი, ვითომ შეიძლება სიკეთე თავს მოვახვიოთო სხვადასხვა ერს მისთვის უცხო ენაზედ, _ დიდი შეცდომაა, და კოშუთსაც კი ჰქონდა ეს რწმენა. აი კიდეც ამან გადაამტერა იმისი პოლიტიკა უნგრეთის რევოლუცია სლავებსა და რუმინებს; ამან დაჰღუპა რევოლუცია და ამანვე დაჰბადა ჩვენთა დროთა შემაძრწუნებელი წინაუკმობა, მაშინ როდესაც უნგრეთის ერი დიდის დიდებით მიწას აბარებდა თავისის საერო გმირის კოშუთის გვამს, სამინისტროსა და მართლმსაჯულებას რუმინები ათობით საპატიმროებში ჰყავდა გამომწყვდეული მხოლოდ იმის გამო, რომ ამათ სურვილი ჰქონდათ სამშობლო ენა ყოფილიყო შემოღებული სასწავლებლებსა, სასამართლოსა და თვითმმართველობაში არც კოშუთსა და არც იმის კეთილშობილ, გმირ მეგობარ მამულიშვილთ მოუვიდოდათ თავში ის უბრალო აზრი, რომ სერბებს, სლავებსა და რუმინებს, განსაკუთრებით მდაბიო ხალხს, რომელსაც თითქმის სულ არ ესმის გერმანული და უნგრული ენა, ისევე ძვირფასად მიაჩნიათ თავისი სამშობლო, ენა, თავისი ეროვნული თვითარსებობა, როგორც თვით უნგართ, და შეუძლებელია მთავრობას თავისი ერისათვის ის უფლებანი მოსთხოვონ, რომელსაც თვითონვე უარს ეუბნებიან სხვა ეროვნებათ. ეს აზრი არ მოუვიდოდათ ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვითონაც უნდა ჰქონოდათ გამორკვეული სიკეთე და კეთილდღეობა ერისა და მეორე _ სლავებმა და რუმინებმა ამ დროს ახლად დაიწყეს აღორძინება თავისის ეროვნებისა და გონებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრება ძალიან ღარიბი ჰქონდათ.
კოშუთის სიტყვანი, უნგრეთის პარლამენტში წარმოთქმული 1848 წელს, აშკარად ამტკიცებს, რომ კოშუთს სლავებისა და რუმინების გაუნგარება კი არ უნდოდა, არამედ გულწრფელად ჰსურდა ამ ერთათვის სიკეთე `ჰაბსბურგთა გვარეულობის მერმისიო, ამბობდა იგი იმპერიაში დამკვიდრებულ სხვადასხვა ერთან არის შეკავშირებული ძმობითა და ნათესაობით. ეს ძმობა მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ პატივისცემით მოვეკიდენით ამ ეროვნებათა უფლებას, არ ვუღალატებთ კანონსა და კონსტიტუციას.… თუ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენსა და კროატებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება არ გამოირკვა, მე პირველი აღვძრავ ამ საგანს და ვეცდები იმის გამორკვევას, თუნდა ძველთა იარათა ხელის ხლება და ტკენაც დამჭირდესო~. როგორც ვუწყით ეს უთანხმოება არ გამოირკვა. კროატებმა რომელთაც უნგრეთი ნებას აძლევდა, რომ უნგართა ენის ნაცვლად, თავისი სამშობლო ენა კი არა, მხოლოდ ლათინთა ენა ეხმარებინათ, არ ინდომეს უნგარებთან მოპრიგება. ისინი გაიას ცრუ საპოლიტიკო გზას დაადგნენ, ელაჩიჩის პატივმოყვარე სურვილებს აჰყვნენ და იმის ნაცვლად, რომ კოშუთის მთავრობას მოჰრიგებოდნენ, მეტერნიხს ჩაუცვივდნენ ხელში. დიდად ინანეს კიდეც შემდგომში, რადგან ვენის მთავრობამ იმათის შემწეობით უძლურჰყო უნგრეთი და ფიქრადაც არა ჰქონდა იმათთვის რაიმე საეროვნო შეღავათი მიეცა.
ამ ერთმანეთზედ მტრად აღდგომის დროსაც კი, როდესაც ელაჩიჩი კროატებს მიუძღოდა და საიმპერიო ჯართან ერთად უნგრეთის წინააღმდეგ იყო გალაშქრებული, კოშუთმა კვლავ სამართლიანობისა და მორიგების გზა ამჯობინა. `თუ ჩვენ მიზეზი მივეცით, რომ კროატები ამ დამღუპველს გადაწყვეტილებას დასდგომოდნენო, ამბობდა იგი, საქმის აწინდელს ვითარებაშიც კი დიდად ვთხოვ პარლამენტს ამას დანაშაულად ნუ ჩაუთვლის კროატებს, არამედ დააკმაყოფილოს იმათი სურვილი, დაამშვიდოს განდგომილნი არა იარაღით, არამედ ჩვენისავე ძველ შეცდომათა გასწორებით~.
ამას ამბობდა იგი და ღრმადაც იყო დარწმუნებული სიკეთეს ასე სამართლიანად მოქცევისას. მაგრამ მმართველ ერს ეკუთვნოდა და ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდა, რომ სლავებმა და რუმინებმა თავის სამშობლოს ენაზედ აწარმოონო. `ძალით შემოვაღებინებთ უნგართა ენასაო~, უპასუხეს უნგარებმა. აი კიდეც ამან გადაამტერა ერთმანეთს უნგრეთის ეროვნებანი.

II

”ივერია”, 1894 წელი. #129. უსამართლობა იქნება, რომ უნგრეთის ერთა დღევანდელ დევნისათვის ბრალი კოშუთსა, ბატიანსა და მათს გმირს თანაშემწეებს დავსდოთ. თუ უნგრეთში სდევნიან ამ ჟამად რუმინებს, სჩაგრავენ სერბებს, დაბალ ღობედ მიაჩნიათ კროატები და არავითარს ყურადღებას არ აქცევენ მათს ნორჩს ლიტერატურას, რომელიც ძლივს 50-60 წელიწადია, რაც გაჩნდა, ეს არის მხოლოდ ლოღიკური შედეგი 1848 წლის შეცდომათა, ხოლო ეს შეცდომანი მოჰყვა არა რომელსამე განსაკუთრებით უნგრეთში დაბადებულს მოძღვრებას, არამედ ნაყოფი იყო მაშინდელ ევროპის საპოლიტიკო ცხოვრებისა, მაშინდელ საყოველთაოდ აღიარებულ მოძღვრებათა, რომ სახელმწიფო დიდი საქმეა და მისი მნიშვნელობა ერთა ცხოვრებაში ყოვლად ვრცელია და განუზომელიო.
გაერთიანება და ცენტრალიზაცია იყო დევიზი სრულიად ევროპის დემოკრატიისა ამ საუკუნის პირველ ნახევარში “Lა რეპუბლიქუე უნე ეტ ინდივისიბლე” (ერთიანი და განუყოფელი რესპუბლიკაო), ამბობდნენ იაკობინცები პირველ რევოლუციის დროს და ესვე ჰქონდათ სანატრელად საფრანგეთის რევოლუციონერებს. ბლავიცა და ბარბესიცა, რომელნიც ჰქადაგებდნენ ერის ბატონობასა და დიქტატურას, ლუი ბლანიცა და ლედრიუ როლლენიცა თავიანთ საზოგადო რეფორმითა და მტკიცედ შეკრულ, ცენტრალიზაციის წესზედ შებოჭილ რესპუბლიკით _ ერთნაირად შორს იყვნენ, როგორც მაზრათა თვითმმართველობისა, ისე ფედერალიზმზედა, მიძინიცა და მისნი მეგობარნიც ასევე შორს იყვნენ ამისთანებზედ, აგრედვე გერმანელი ლიბერალები და, ასე გასინჯეთ, სოციალისტებიც კი, ის სოციალისტები, რომელთაც დააარსეს დღევანდელი სოციალ-დემოკრატების დასი.
მაგრამ ყველა ეს კაცნი, თუმცა შემცდარს აზრებს ჰქადაგებდნენ ცენტრალიზაციისა და გაერთიანების შესახებ, მაინც წარმატების გზას ადგნენ და თვით ამ აზრების გავრცელებითა და განხორციელებით პროგრესის საქმეს ემსახურებოდნენ. საფრანგეთში ებრძოდნენ რესტავრაციის რეაქციას, იტალიაში გაერთიანება მოასწავებდა მტარვალობის შემუსვრას ბურბონებისა, ჰაბსბურგებისა და სამღვდელოებისას, რომელნიც ჩათესლებულიყვნენ ლეოპარდისა, მაძინისა და გარიბალდის ტურფა სამშობლოს სხვა-და-სხვა მხარესა და კუთხეში. “A უნიტედ Iტალყ! Iტ ის ტჰე ვერყ პოეტრყ ოფ პოლიტიცს”! (გაერთიანება იტალიისა! ჭეშმარიტი პოეზიაა პოლიტიკაშიაო!) _ ამბობდა აღფრთოვანებით ბაირონი. მართლაცა და დრო ბრძოლისა იტალიის გაერთიანებისათვის _ დასასრული ორმოცდა ათიანთა და დასაწყისი სამოციანთა წელთა _ პოეზიით აღსავსე ხანა იყო საზოგადოებრივის მოღვაწეობის აღყვავებისა და ფრთა-გაშლილობისა ევროპასა და ამერიკაში… იმ დროს მოსწრებულთ, რასაკვირველია, დღესაც დავიწყებული არ ექნებათ ის კაცთ მოყვარეობით სავსე გატაცება, რომელიც დამთავრდა დიდის ომიანობით შეერთებულ შტატებში ზანგთა განთავისუფლებისათვის… გერმანიაშიც, საცა მეფობდა გარეწრობა და `პარტიკულარიზმი~ ოცდა-ათზედ კიდევ მეტის სახელმწიფოსი და სამთავროსი, საცა ჯერ კიდევ ბევრი იყო ნაშთი შუა-საუკუნეთა კანონმდებლობისა; იქაც სურვილი გაერთიანებისა ნიშანი იყო დიდის წინსვლისა და წარმატებისა. მთლად `ახალგაზრდა გერმანია~ გუტცკოვისა, ბოდენშტედტისა, ფრეინიგრატის, ლასსალისა და სხვათა მოთავეობით ეტანებოდა და ჰნატრობდა გაერთიანებას, ცენტრალიზაციას. ეს იყო მიზეზი, რომ ბისმარკი ისე თანაუგრძნობდა ლასსალს, რომ ფრეინიგრატი უგალობდა და ქებით ამკობდა გერმანიის გამარჯვებას საფრანგეთზედ და რომ შტრაუსი ამტკიცებდა, სწორედ გერმანიისათვის უპრიანია ელზასი და ლოტარინგიაო. და, წარმოიდგინეთ, რომ არც ერთი მათ შორის არა ჰღალატობდა თავის რწმენასა და აზრს და ჰქადაგობდა, რაც გულში ჰქონდა.
რა გასაკვირველია ამის შემდეგ, რომ კოშუთიცა, ბატიანიცა და სხვა მისი მეგობარნიც იმავე დედა-აზრს – ერთიანობისას უნგრეთში და მათ ქვეყანაში დამკვიდრებულს ყოველს ერს ძალას ატანდნენ უნგარული ენა იხმარეთ სკოლაშიაც და საზოგადო საქმეებშიაცო? ისინი ჰგონებდნენ, რომ სლოვიანები და რუმინები ძალიან უმეცარნი და დაქვეითებულები არიან, საკუთარი ლიტერატურა არა აქვთ და ვერ მიხვდებიან იმ რეფორმებს, რომლის შემოღებასაც ჩვენა ვართ მოწადინებულნიო… კროატები და რუმინები წინაღუდგნენ ჩვენს რეფორმებსაო. ხოლო მათი რეფორმები მართალია დიდებული საქმე იყო ბატონ-ყმობის მოსპობიდამ დაწყებული საადმინისტრაციო რეფორმებამდე და სხვამ ყოველმა, რაც კი მაშინ იმათ მოიმოქმედეს და განახორციელეს, სრულიად განაახლა საპოლიტიკო და საზოგადო ცხოვრება უნგრეთისა, მაგრამ ისინიც სიკვდილის შვილნი იყვნენ, ძენი მაშინდელის დროებისა და დროების შესაფერი შეცდომაც მოუვიდათ; ერთიანობა და ცენტრალიზაციაო, რეფორმა და ჰუმანიზმიო ყოვლად უმაღლესის ხარისხისა, და ხელქვეითის ერს-კი, სერბებსა და რუმინებს ნება არ აქვთ თავიანთ დედა-ენის შემწეობით შეითვისონ ეგ საკაცთ-მოყვარეო და საკეთილო რეფორმებიო. კოშუთს უთქვამს ბისმარკის შესახებ, ერთმა ინგლისელმა ბისმარკს დიდებული `კაცი~ უწოდა. `თქვენი სიტყვაო, უთხრა ამაზედ კოშუთმა ინგლისელს – სანახევროდ არის მართალი, ბისმარკი დიდებული გერმანელია მხოლოდ. ბისმარკს არამც თუ თავისი თავი უყვარს, არამედ უყვარს თავისი სამშობლოც. ეს ნამდვილია, გარნა ეგ კაცი წმინდა გერმანულს ფიქრსა და გრძნობაზედ მაღლა ვერას დროს ვერ დადგება; ეს არის მიზეზი, რომ მაგის პოლიტიკაში ისე ბევრია კომბოსტოს მწნილი, უზრდელობა და თავ-აშვებული ლირფობა~. კოშუთსაც ძრიელ ეტყობოდა უნგარელობა, თუმცა ისევ თანა უგრძნობდა-კი თავის დროინდელ დიდებულს აზრებს. კოშუთს არ შეეძლო გაეჭვრიტნა, როგორც ვერ შეიძლო განჭვრეტა უფროსმა ერთმა მისმა თანა მედროვემ, თუ რა მოჰყვებოდა შემდეგ იმ გარემოებას, რომ უარ-ჰყოფდნენ, გლეხ-კაცსა და მუშა-კაცს ნება არა აქვს შეითვისოს და იგემნოს სიკეთე განათლება წარმატებისა თავის დედა-ენის, სლავიანურისა და რუმინულის შემწეობითა, თუ ბურჟუაზია და არისტოკრატია უმაღლეს სკოლებს ამთავრებს და ისე ვერ ითვისებს კიდევ უცხო ენებს, რომ თავისუფლად გამოიყენოს, როგორღა უნდა არსებობდნენ ისეთნი მომხრენი სიკეთისა, განათლებისა და, ასე გასინჯეთ, ისეთი უნგარელი ნაციონალისტებიც-კი, რომელნიც ნდომობენ, ჩვენის ხელქვეითის ერის უბირს ხალხს, მდაბიო მკვიდრს აღუკრძალოთ სკოლებში მისი დედა ენაო?
აღყვავება ყოველის ქვეყნისა, გონებითა, კულტურითა დ საპოლიტიკო ცხოვრებით იმაზეა დამოკიდებული, თუ რაოდენად კეთილდღეობს და აღყვავებულია გონებით სიმრავლე ერისა, ხალხისა, ხოლო ერს, ხალხის უმრავლესობას მხოლოდ თავისი დედა-ენა ეყურება. მხოლოდ თავის დედაენის შემწეობით შეიძლეს სერბებმა და კროატებმა იმ დიდებულის აზრების შეთვისება, რომელთა განხორციელებისათვის იბრძოდნენ კოშუთი, ბატიანი და სხვანი; მხოლოდ განახლებულ ასოთა შეწეობით, საერო ენის მეოხებით შეიძლეს რუმინებმა შექმნა ნორჩისა და სიცოცხლით სავსე ლიტერატურისა ელინესკოთი და გერეათი, შეჰქმნეს მეცნიერება ბაბეშითა და კალენდეროთი…
აი ამ რუმინების ყოვლად საინტერესო აღორძინების ამბავს შევუდგეთ ახლა, იმ გამალებულ აღორძინების ამბავს, რომელსაც მოჰყვა გამალებულივე გონებრივი და საპოლიტიკო წარმატება.

III

”ივერია” 1894 წელი. #133. ეხლანდელი სამეფო რუმინიისა გაჩნდა მოლდავიისა და ვლახეთის სამთავროთა შეერთებით. ამ საუკუნის დამდეგამდე არც ერთი არ იყო მათ შორის სრულს დამოუკიდებლობაში: ხან ოსმალნი ფლობდნენ, ხან უნგარნი და ეს იყო მიზეზი, რომ გავლენა მათი დაეტყო ამ სამთავროების მკვიდრთა ზნე-ჩვეულებას და ენასაც კი. არა მგონია, სხვა ენა იყოს კიდევ სადმე, რომელშიც ისე მრავლად ერიოს უცხო სიტყვები უცხო ენისა და ძირისა, როგორც რუსულია, რადგან რუმინები ჩამომავალნი არიან ტრაიანის დროინდელ სამხედრო მოსახლ-კარეთა, ამიტომ მათს ენას წმინდა ლათინური აგებულება და კონსტრუქცია აქვს, მაგრამ სლავინური სიტყვებიც ბევრი შეჰრევია, მეტადრე მოლდავიაში, შეჰრევია იმიტომ რომ სლავიანები ბლომად დასახლებულან მათ შორის: თითქმის ნახევარი სიტყვები მდაბიო სალაპარაკო ენაში სლავიანური სიტყვებია. დაუმატეთ ამას ოსმალური, ბერძნული და უნგრული სიტყვები და მაშინ მიჰხვდებით, რაოდენ არეული ენაა ენა რუმინთა. `როგორი ამინდია, ბატონო?~ იკითხა, ვსთქვათ რუმინმა, ეს ფრაზა უნდა შეადგინოს იტალიურ-ლათინურ ცი (ჩი)-სგან, სლავიანურ âðåìÿ-სგან, ლათინურ ფაცე (ფაჩე)-საგან, ძველი სლავიანურ áîÿðèíü-ისაგან და გამოდის ასეთი ფრაზა: `ცი წრემა, ფაცე, ჰოჯარულე?~, დასძახეთ ამას კიდევ ის გარემოება, რომ მეორმოცე წლამდე რუმინები სწერდნენ არა ლათინურ ასოებით, არამედ სლავიანურის კირილიცით და რომ მთელი მათი განათლება იყო მონასტრებში დაცული მშრალი ქრონიკები, დაწერილი ბარბაროსულისა და ყოვლად არეულის ენითა. რუმინიაში არსად იპოვება არც ძველნი ნაშთნი და სახსოვარნი ხუროთ-მოძღვრებისანი, არც ძველნი ეკლესიანი, რომელთა აშენებით სხვა ქრისტიანე ერნი ცდილობდნენ შუა საუკუნოებში გამოეჩინათ თავიანთი საეროვნო ნიჭი და შემოქმედობა. ერთადერთი ეკლესია არდეშისა, რომლითაც რუმინებს თავი მოსწონთ და ამბობენ, ჩვენი ძვირფასი განძი ეს არისო, აშენებულია მეჩვიდმეტე საუკუნეში, ისიც არა ერთნაირ ყაიდაზედ: ყაიდა აღორძინებისა და ბიზანტიისა ერთმანეთშია არეული.
აი, ამ ერს მიანიჭა ევროპის პოლიტიკის ვითარებამ შეძლება და ღონე დამოუკიდებლის ცხოვრებისა. სულ სამოცის წლის განმავლობაში რუმინიის ერმა შეიმუშავა სალიტერატურო ენა, გააჩინა ფხიზელი და რიცხვ-მრავალი საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთობა _ ორმოცზედ მეტია ჟურნალ-გაზეთი ამ ქვეყანაში, მოაწყო საქმე საერო განათლებისა და ეხლა იქ არსებობს ორი უნივერსიტეტი (აუხრესტსა და იასსში), 54 გიმნაზია ვაჟთა და ქალთათვის, 8 უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი (გზათა, ინჟინერთა, ხუროთმოძღვართა, პედაგოგთა და სხვ.); შეჰქმნა კონსერვატორია, აკადემია მეცნიერებათა და ხელოვნებათა; ოთხი უმაღლესი სკოლა მეურნეობისა; ამას გარდა რუმინიაში არსებობს 3,000 სახელმწიფო საერო სკოლა, მართალია რუმინია შვეიცარიას და შვეციას ვერ შეედრება კულტურითა, მაგრამ როცა ადარებ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, თქვენს გაკვირვებას საზღვარი არა აქვს.
`ბულგარიიდგან რუმინიაში მივედიო, სწერს ერთი მოგზაური; და ასე მეგონა, აქაც ისეთი სანახევროდ ოსმალური და სანახევროდ ყაზარმული ცხოვრება წარმომიდგებოდა თვალწინ, ცხოვრება დაჩაგრული პოლიციის ძალმომრეობით. წარმოიდგენთ კი, როგორ მესიამოვნა, როცა ვნახე, რომ გლაცი, რაილი, ჟურჟევო და მერე ბუქარესტი წმინდა და სუფთა ევროპიული ქალაქები, შემკული ბაღებით, ბულვარებით, თეატრებით, წიგნის მაღაზიებით, ყავახანებით, რომლებიც სავსეა ევროპიული ჟურნალ-გაზეთებით. ბუქარესტი სწორედ ნამდვილი და მშვენიერი მეორე ხარისხოვანი ევროპიული ქალაქია, შენობა უნივერსიტეტისა და საეროვნო სტამბისა, ატენეუმი და ხუთი უზარმაზარი, მშვენივრად მოწყობილი სამკურნალო, რომელსაც გნებავთ, იმ ევროპიულის სატახტო ქალაქს დაამშვენებს, მაგრამ ყველაზედ უფრო მეტად გამაკვირვა საზოგადოების განვითარებამ, როგორც სატახტო ქალაქში, ისე პროვინციაში რუმინთა თავისუფალი ჟურნალ-გაზეთობა დიდის ხალისითა და ინტერესით ადევნებს თვალყურს სახელმწიფოსა და საზოგადოებურ ცხოვრების მიმდინარეობას; გარშემო გაცხარებული, გაუთავებელი სჯა და კამათი გესმით ფრანგულსა და რუმინულს სულ სხაპასხუპით ლაპარაკობენ მოკამათე-მობაასენი, მოლაპარაკეს ცხადად ატყობთ, რომ ყოვლად თავისუფლად და მოურიდებლად ლაპარაკობს, სულ ერთია, ვინც უნდა იყოს, მინისტრი, პრეფექტი, თუ სოფლის მასწავლებელი. გასაოცარია სწორედ ის გარემოება, რომ რუმინიაში ადამიანი ოდნავაც არ არის დაჩაგრული; ძლიერთა ფეხთა ლოკვასა და ყურ-მოჭრილ ყმობა-მონობას მათ წინაშე, ხომ რუმინიაში ბევრად ნაკლებად შეჰნიშნავთ, ვიდრე თუნდ საფრანგეთში. აქ მინისტრს ისე თავისუფლად და უბრალოდ ექცევიან, როგორც საფრანგეთში იქნება, სულ უკანასკნელ ჩინოსანსაც არ მოექცნენ…
…ვნახე უნივერსიტეტიც, საცა გასათხოვარს ქალებს და ყმაწვილს კაცებს უკითხავენ ლექციებს ხოჟდეო, ისტრატი, კალენდერო, არავო და ბაბეში, რომელთა სახელებიც კარგად არის ცნობილი ევროპის მეცნიერთა შორის. მეტადრე ბიბეშია გამოჩენილი თავის გამოკვლევებითა ბაქტერიოლოგიაში. ამ მეცნიერებაში იმისი სახელი ისევე განთქმულია, როგორც სახელი პასტერისა და კოხისა. სამივენი მნათობნი არიან ბაქტერიოლოგიისა. სამართალი მოითხოვს ვსთქვათ, რომ რუმინებსაც არა დაუშავებიათ: ბიბეშის წინაშე რუმინებმა გაჰმართეს მისთვის მშვენიერი და უზარმაზარი საბაქტერიოლოგიო ინსტიტუტი, ისეთი ინსტიტუტი, რომლისთანაც არც ერთს უნივერსიტეტს არა აქვს არსად ევროპაში.
უფრო დიდი ნაბიჯი წარსდგეს წინ რუმინებმა ლიტერატურაში. თუ ელიადმა და ალექსანდრიამ, რომელთაც ძეგლი აქვთ ამართული უნივერსიტეტის ბაღში, შეჰქმნეს ეხლანდელი სალიტერატურო ენა 30-40 წლებში და თავიანთი პოეტურ ნაწერებით ბევრში ჰბაძავდნენ ვიკტორ ჰიუგოს სიმარტივეს მოკლებულ ნაწერებს, იმათმა ცეცხლებრ მგზნებარე მამულის მოყვარეობამ. დაჰბადა ახალი ძალ-ღონე, გააღვიძა საზოგადოების ცნობისმოყვარეობა და მათ შემდეგმავე თაობამ წინ წამოაყენა რამდენიმე დიდი ნიჭის კაცი, ისეთს პოეტს, როგორიც არის ემინესკო, შეუძლიან საპატიო ადგილი დაიჭიროს ევროპის ამა თუ იმ ლიტერატურაში.
ემინესკო აღიზარდა გერმანელების პოეზიითა და ფილოსოფიით, მაგრამ, როგორც რუმინმა, ვერც რომანულ ლიტერატურათა ზეგავლენა აიცილა თავიდან, უფრო-კი ლეოპარდის გავლენა ეტყობა. ლეოპარდისავით, ემინესკოც მწუხარება ნაღველითა და პესსიმიზმით არის გამსჭვალული, გარნა მისი სევდა ნაღველი ისეთის ეშხითა და ლაზათით არის დასურათებული, მისი ლექსი იმდენად ტკბილ-ხმოვანი და საამოთ სასმენელია, რომ ყოველი რუმინი წოდების განურჩევლად ხარბად ეწაფება მის ნაწარმოებს და სრულიად სამართლიანად თავი მოსწონს, ასეთი სანაქებო მგოსანი გვყავსო.
ემინესკოსთანავე ჩინებული მწერალია დრამატურგი ყარაჟალი, რომლის კომედიები სავსეა ირონიითა და მახვილგონიერებით, ყარაჟალი ღვიძლი შვილია თავის საუკუნისა და ამიტომ თავის ნაწერებში მფარველობას უწევს ყველას, ვინც დამდაბლებულია და მძიმე ტვირთით დაჩაგრულია; ანგარება და სურვილი უნამუსოდ გამდიდრებისა, ოინბაზობა და ნათლიმამობა პოლიტიკაში არსად არ არის ისე მწარედ დაცინებული და მასხარად აგდებული, როგორც იმის ნაწარმოებში (დაკარგული წერილი). რათა მკითხველებმა უფრო კარგად დააფასონ ამ ავტორების მნიშვნელობა რუმინთათვის, საჭიროდ მიმაჩნია ვსთქვა, რომ ემინესკო ბევრში ჰგავს ლერმონტოვს, თუმცა მისი აზრი უფრო ვრცელია, ხოლო ფორმა და გამოთქმა ისეთივე წმინდა და ძლიერი აქვს, როგორც ლერმონტოვს. ყარაჟალი მოლიერი არ არის, რასაკვირველია, მაგრამ თამამად შეგვიძლიან მისი ზემოხსენებული პიესა და `რევიზორი~ ერთ წრეზედ დავაყენოთ. ყარაჟალი ჯერ ისევ ახალგაზრდა მწერალია, ძალ-ღონე მისი ეხლა გაიფურჩქნა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თავის მშობლიურ ლიტერატურას შეჰსძღვნის უფრო შესამჩევს ნაწერს, იმედი უნდა ვიქონიოთ უფრო იმიტომ, რომ იმის შემოქმედობის ნიჭზედ კეთილს გავლენას იქონიებს მშვენიერად განათლებული სალიტერატურო და სამეცნიერო კრებული ისტრატისა, გერეასი, ფლახუცესი და სხვათა.
სამწუხაროდ, არ შემიძლიან კიდევ დიდხანს გებაასოთ აღორძინებული რუმინიის სალიტერატურო წარმატებისა და ფრთა გაშლილობის შესახებ, თორემ ისეთი სალიტერატურო კრიტიკოსი, როგორიც არის გერეა, რომლის ნაწერებსაც ფრანგულადაც კი სთარგმნიან, ბრანდესზედ ნაკლების ყურადღების ღირსი არ არის.
მაგრამ ამ ჩვენის მოკლე წერილითაც მკითხველი, იმედია, დაინახავდა, რა დიდი უგუნურებაა, რომ კოშუთისა და ბატიანის მემკვიდრენი სდევნიან იმ ეროვნებას, რომელმაც შეძლო და ორის თაობის განმავლობაში შექმნა ყოვლად მდიდარი გონებრივი და კულტურული ცხოვრება. თუ კოშუთის დროს სერბები და რუმინები უმეცარნი და გაუნათლებელნი მხვნელ-მთესველნი იყვნენ, სამაგიეროდ, ამ ჟამად მათი მდგომარეობა ბევრნაირად შეიცვალა. თუ 1848 წელს თითქო ბედის წერამ ისე მოიტანა, რომ კოშუთს და მის მეგობრებს მეტი ღონე არა ჰქონდათ და უთუოდ უნდა ძალათი მოეხვიათ თავზე რუმინებისა და სლავიანებისათვის უნგარული ენა, ეხლა რაღა ვსთქვათ უნგრეთის იმ დღევანდელ მოღვაწეთა და გამგეთა გასამართლებლად, რომელნიც ჰფიქრობენ გაამადიარონ რუმინები თავიანთ ახალის და აღორძინებულის საზოგადო ცხოვრებითურთ.
წ. ვასიანი

ინგლისის ჟურნალ-გაზეთების აზრი
მისს ჭარდროპ-ის მიერ ნათარგმნ ქართულ საერო ზღაპრების შესახებ

18.IX.1894.#198. ინგლისის ჟურნალ-გაზეთობა დიდის თანაგრძნობით დაუხვდა ინგლისურს ენაზედ ნათარგმნს ქართულს საერო ზღაპრებს. გამოცემულს MMისს M. ჭარდროპ-ის (ვარდროპის) მიერ. მიხარიან რომ ამგვარად მოუწონეს შრომა ახალგაზრდა მეცნიერს ქალს, მიხარიან განსაკუთრებით იმიტომაც, რომ ამ გარემოებამ საზოგადოება თქვენის მშვენიერი ქვეყნისაკენ მოაქცია.
დიდად სასიხარულო მოვლენაა, როდესაც სიჭაბუკე მარჯვედ იწყებს თავისს საზოგადოებრივსა და სამეცნიერო მოღვაწეობას; ხოლო როდესაც ეს გამარჯვება, ეს წარმატება წილად ხვდება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თავისი სახელი ერის გულისათვის საყვარელ სულიერ ცხოვრებისა და ინტერესისათვის დამოუკიდებია, _ ეს საზოგადოდ თავისდა-თავადვე სანუგეშო მოვლენა უფრო ძვირფასი ხდება, მხცოვანებას იგი იმედს, რწმენას უნერგავს მერმისისას, ხოლო სიჭაბუკეს მხნეობას, შრომის სურვილს, დიდებისა და სახელის მოპოვების მისწრაფებას უღვიძებს. ზნეობის მოძღვარნი, მორალისტები ამბობენ, რომ დიდებისა და სახელის მოპოვების სურვილი, სახელისათვის შრომა ერთგვარი პატივმოყვარეობა და მედიდურობააო. იქნება მართალსაც ამბობდნენ ზნეობის მოძღვარნი. ხოლო მე კი ცოდვილი ვამბობ ახალგაზრდობა მშვენიერებაა, დიდება სიყვარული და თანამემამულეთა პატივისცემა _ დიდად ზნეობრივი სიტკბოებაა. მაშ გაუმარჯოს სიჭაბუკეს, ახალგაზრდობას, რომელსაც თავისი ზნეობრივი სიტკბოება, თავისი სურვილი და წადილი დიდებისა და სახელის მოპოვებისა სამშობლოს ინტერესთან, თვისთა თანამემამულეთა და პატივისცემასთან დამოუკიდებია.
შემინდეთ, მკითხველო, რომ საგანს გადავცდი, მაგრამ რას იზამ, რომ მეტად გამახარა და მასიამოვნა ინგლისის ჟურნალ-გაზეთების აზრმა, თვით წიგნისა და მთარგმნელის შესახებ გამოთქმულმა. Mისს M. ჭარდროპ-ს დიდად აქებენ ინგლისურის ენის ისე მშვენივრად ცოდნისათვის, ამბობენ, რომ იგი ბევრს ჩვენს იმედს განახორციელებსო, იგი კიდევ გვაღირსებს თავისს ნაშრომს, თავისს ნამოქმედარსო. მრავლად გამოთქმულ აზრთაგან დავასახელებ მხოლოდ ორს აზრს _ ოქსფორდის უნივერსიტეტის სლავისტისა და ფოლკლორისტის პროფესორის მორფილისას და განსაკუთრებულ გამოცემის `Nოტეს ანდ Qუერიეს~-სას. ამ ჟურნალის 11 სექტემბრის #-ში სწერია.
`დაიწყო ბეჭდვა ბიბლიოთეკისა და პირველ წიგნად გამოვიდა კრებული ქართულ საერო ზღაპრებისა~. დასაწყისი მშვენიერია, სულითა და გულით ვეგებებით და ვისურვებთ მისთვის სრულს წარმატებას. საუცხოვო კრებულია. წავიკითხავთ ეს ზღაპრები, ისევ ჩვენი ძველი მეგობრები არიან და ქართულს, მეგრულსა და გურულს ტანისამოსში გამოწყობილთ ისეთისავე სიამოვნებით წაიკითხავთ, ისევე აღტაცებაში მოგიყვანთ იგი. ეშმაკი მოტყუებულია, სული სხეულს შორდება და სხვა, გარეშე საგანში იკეთებს ბინას, გმირნი ბედისწერით მათდა წილად ნახვედრს სიგმირესა სჩადიან, გმირნი ქალნი დიდს განსაცდელს გამოივლიან და ეს ზღაპრების კრებული კვლავ გვახსენებს ერთს ძველს საკითხავს. საიდგან არის ეს ზღაპრები? სად აღმოცენებულა? რა მნიშვნელობა აქვს ისტორიისათვის? განსაკუთრებით საყურადღებოა ზოგიერთი წვრილმანი ხვთისავარის (Gვტისავარი) ამბავს ეპიკური ხასიათი ეძლევა და დიდად საყურადღებოა. Mისს ჭარდროპ-მა გვაჩვენოს შედგა იგი, თუ განაგრძობს ამ ზღაპრის განვითარებას. ინგლისური ენა თარგმნისას დიდად სადაა, უკრიმანჭულო და ძალიან უხდება შინაარსს. მით უფრო დიდის სიამოვნებით მივეგებებით ამ კრებულს, რომ იგი პირველი მაგალითია ქართულიდან გადმოთარგმნისა.
`მრავალმა მოგზაურმა აგვიწერაო ამბობს პროფესორი მორფილი, კავკასიისა და იმის მემკვიდრეთა მშვენიერება, მაგრამ ეხლაც კი იმ ეროვნებათა სხვადასხვა ენისა ჩვენში არა იციან-რა, ბროსეს, ცაგარელისა და უსლარის შრომათა მიუხედავად ამ ენათა შორის მხოლოდ ქართულს ენას და იმის შტოებს, მეგრულს, ლაზურსა და სვანურს, აქვს ლიტერატურა, რომელიც VIII საუკუნიდანაა დაწყებული. ძალიან ბედნიერი აზრი დაჰბადებია მისს ვარდროპს მოუწადინებია რა ჩვენი ამ ნაკლებად ცნობილ ფოლკლორთან, ზღაპრებთან და საერო ლიტერატურასთან გაცნობა და შეუსრულებია თავისი ნაკისრი საქმე. შემდეგ პროფესორი ორიოდე სიტყვას ამბობს ქართულის ენისა და ჩვენის ზღაპრების სხვებთან მსგავსების შესახებ. განსაკუთრებით აღმოსავლეთისა და რუსულ ზღაპრებთან, ამ ზღაპრების სხვებთან Mისს ჭარდროპ-ის მიერ მარჯვედ შედარებისა გამო, და თავის წერილს შემდეგი სიტყვებით აბოლოებს.
`იმედი გვაქვს და დიდი იმედიც, რომ Mმისს წარდროპ-ი აღასრულებს დაპირებას ამ ზღაპრების კრებულის წინასიტყვაობაში გამოთქმულს და დაჰბეჭდავს `ვეფხისტყაოსნის~ თარგმანს, იმ მე-XII საუკუნის პოემისას, რომელსაც ეხლაც აღტაცებით ვკითხულობთ ქართველები. ამ პოემისა ევროპაში სულ არა იციან რა, თუ ანგარიშში არ ჩავაგდეთ გერმანულად შემოკლებული თარგმანი ლეისტისა~.
პროფესსორ მორფილისა და სხვათა იმედი უეჭველია განხორციელებული იქნება. მისს ვარდროპ-ი ძალიან გულმოდგინედა ჰმუშაობს თავისი თარგმანისათვის, მაგრამ ამ პოემის გადათარგმნას დიდი შრომა და დრო უნდა. ამასო, როდესაც მოიცლის ხოლმე, ეს ყმაწვილი ქალი თანამედროვე ქართულ ლიტერატურასაც სწავლობს, თუ არა ვსცდები, იგი დიდად აფასებს ილია ჭავჭავაძის პოეზიის მშვენიერებას და განსაკუთრებით კი მისი სიმართლითა და ღრმა პოეზიით ადამიანის მხიბლავი პოემა `განდეგილი~ მოსწონს.
მკითხველმა-კი არ იფიქროს, ვითომც მე, ჟურნალის ვიღაცა მჯღაბნელსავით რაღაც ვითომდა აწინდელ ხელოვნების მოთხოვნილებათა და სულელურ შედარებათა საფუძველით, მინდოდეს შემცირება ამ დიდებულ პოემის ღირსება მშვენიერებისა. ის პოეტი, რომელიც ერთ ნახევარი საუკუნით ადრე სცხოვრობდა დანტეზედ, სამის საუკუნით ადრე არიოსტოზედ, რომელმაც მხოლოდ ფანტასტიური პოემა `ღოლან Fურიოსო~ შეჰქმნა, და თითქმის ოთხის საუკუნით ადრე ტორკვატო ტასოზედ, რასაკვირველია ისეთივე პოეტი იყო, როგორნიც ეს იტალიის მწერალნი არიან. ინგლისის სალიტერატურო კრიტიკა შეიძლებს და ღირსეულად დააფასებს თვით რუსთაველის შემოქმედებით ნიჭის ძალასაც და თქვენის ერის განათლების ხარისხსაც იმ შორეულ ხანაში, რომელსაც ისტორიკოსნი `შუა საუკუნეთა ევროპის გონებრივ ცხოვრების წყვდიადს~ უწოდებენ.
დიაღ ეს ასეა. რუსთაველი დიდებულია _ და მცოდნენი ღირსეულს მსჯავრს დასდებენ, მაგრამ ჩვეულებრივი მკითხველი, ჩვენთა დღეთა განათლებული ბრბო უფრო გაიგებს, უფრო გულმოსახედონად მიიჩნევს ამ “განდეგილს”, ამ გულმართალს დაყუდებულს ადამიანს, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს ადამიანის აგებულების ძირეულ მოთხოვნილებათ, ყოვლისდამძლევსა და ყოვლის განმაცხოველებელს სიყვარულს. `განდეგილი~ დიდად მშვენიერი ნაწარმოებია, ვინაიდგან შიგ ჟღერს სიმი ელლინიზმის, ე.ი. ცხოველის ორგანიზმისა, იმის ჰარმონიით სავსე ცხოვრებისა და ამ ცხოვრებით სიტკბოების უფლებათა დაცვისა.…იმის ჰარმონიულს ლექსში სცემს დატანჯული გული დატანჯულის კაცობრიობისა, ასკეტიზმისა, და იუდაიზმის, სასტიკ ძალმომრეობისაგან ახლად განთავისუფლებულისა და განათლებული კაცობრიობა ღირსეულად დააფასებს კიდეც დიდად მშვენიერს ნაწარმოებს ი. ჭავჭავაძისას. `განდეგილის~ შინაარსისა ბევრი რამ არის დაწერილი ყოველს ლიტერატურაში. საკმარისია დავასახელოთ ფლობერის `თენტუტიონ დესტ ანტონე~-ი, მაგრამ `განდეგილს~-კი თავისის სისადავით, მოკლე-სიტყვაობით და უმთავრესად-კი განდეგილისა და ყმაწვილის ქალის საუბრის მომხიბვლელ გულუბრყვილობით ხსენებულ მწერალთა ნაწერებს ვამჯობინებ.
აი, კიდეც ამიტომ მინდა, რომ ჯერ `განდეგილი~ გადმოითარგმნოს ინგლისურს ენაზედ, კაცობრიობის პოეზიის ძირეული შინაარსი სიყვარულია და ადამიანი დიდადაც აფასებს ამ სიყვარულის უფლებათა დაცვას. და იმის ძლიერებით შემკობასა და ქება-დიდებას. `განდეგილში~-კი ისე ცხოვლად არის შემკობილი ეს გრძნობა, როგორც ცხოველ-მყოფელია წმინდა ჰაერი მყინვარისა, ისევე ლამაზად არის აწერილი, როგორც ლამაზია და მშვენიერი თვით მყინვარის ყინულად ქმნილნი წვიმა-თოვლნი, მაისის მზით გაბრწყინებულნი.

ლორდი სტანსფილდი

(ჩვენის ლონდონელ კორრესპონდენტისაგან)

1898. 8 მარტი. #51. ამ ორის თუ სამის კვირის წინად ინგლისელებმა დაასაფლავეს მესამოცე წლების ერთი საუკეთესო მოღვაწეთაგანი ჯონ სტანსფილდი, რომელიც 78 წლისა გარდაიცვალა. ლორდი სტანსფილდი არა ერთხელა და ორჯელ ყოფილა დ. როსსელისა, დარბისა და გლადსტონის სალიბერალო სამინისტროთა წევრად. სტანსფილდის დაუღალავის მშრომელისა და უანგარო მოღვაწის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მაგრამ ყველაზედ უფრო ძალიან მან საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა იმ მონაწილეობისა და შრომისათვის, რომელიც ყოველს საეკონომიო და საზოგადო ცვლილებათა შემოღების დროს გამოიჩინა. სტანსფილდის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფორსტერისა და სხვათა გამოჩენილ მოღვაწეთა სახელთან. განსაკუთრებით სტანსფილდის რაინდულმა ხასიათმა და პატიოსნებამ იჩინა თავი მაძინისა, გარიბალდისა და იტალიელ სხვა პატრიოტებთან დამოკიდებულების დროს. სტანსფილდის სახლის კარი ყოველთვის ღია იყო იმათთვის. მაძინისთან დაახლოვებისათვის 1859 წელს ისა და ახალგაზრდა მიუნსტერი იძულებული გახდნენ თავი დაენებებინათ სამინისტროსათვის, მაგრამ ამის შემდეგ სტანსფილდი ოთხჯელ კიდევ იყო მინისტრად და სიკვდილამდე დიდს დახმარებასა და მეგობრობასაც უწევდა ყველა გაჭირვებულ ერთა. სომეხთა და ბერძენთ გაჭირვებულ დროს მან დიდი მფარველობა და მეგობრობა გაუწია.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდგან
(საკუთარის კორესპონდენტისაგან)
წერილი მეორე
ქალაქის არჩევნები, კონსერვატორების დამარცხება.

1898. 14 მარტი. #56. ლონდონის დემოკრატთა და რადიკალთა დასი გამარჯვებას დღესასწაულობს: გუშინდელმა არჩევნებმა ხმის უმრავლესობა მიანიჭა პროგრესისტებს. პროვინციიდგან მოსულ ამბებიდგანა სჩანს, რომ არა ნაკლებად უხარიანთ ეს ამბავი იმათ, ვინც დაიმსახურეს სახელი მოწინავე კაცებისა და ვისაც პროგრესისტთა გამარჯვება თავისს გამარჯვებად მიაჩნიათ.
საზოგადოდ ლონდონის ქალაქის არჩევნებს არ ეტყობა ხოლმე სხვა-და-სხვა დასების ბრძოლა. ამ არჩევანების დროს სჩანს ხოლმე, რომ ამომრჩევლებს საგნადა აქვთ ხოლმე ესა თუ ის დასი-კი არა, არამედ მხოლოდ თვით საქმე ქალაქისა და ანგარიში. არც ერთხელ არ მომხდარა, რომ ქალაქის საარჩევნო საქმესთან დაკავშირებული ყოფილიყოს საპოლიტიკო საქმე, ან კიდევ ამა თუ იმ პოლიტიკის მიმდევართა შორის ბრძოლა ყოფილიყოს. მერე რად მოხდა, რომ სრულიად მოულოდნელადა და უეცრად ლონდონის ქალაქის არჩევანმა პოლიტიკური სახე და ელფერი მიიღო? და მერე კიდევ ისე ძლიერად იჩინა თავი ამ სხვა-და-სხვა დასების ბრძოლამ? მიზეზი ის გახლდათ, რომ სამინისტრომ მოიწადინა გარეულიყო ქვეყნის შინაურ საქმეში, რომელშიაც ერს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული. უკანასკნელი სამინისტრო გლადსტონისა, როზბერი მარლაისა სრულიად დამარცხებულ იქნა იმის გამო, რომ ერთად თავი მოიყარეს ანგლიკანის სამღვდელოებამ, მიწის მფლობელმა დიდკაცობამ, ლუდის გამომხდელებმა და მთელის ინგლისის მედუქნეებმა. სამღვდელოებას ჰსურდა თავის ხელში ჩაეგდო პირველ დასაწყისი სწავლა-განათლება, დიდკაცობას უნდოდა, რომ ადგილ-მამულზედ ნაკლები გადასახადი მიეცა; ლუდხანებისა და დუქნების პატრონები იბრძოდნენ იმ კანონ-პროექტის წინააღმდეგ, რომლის ძალითაც თვითმმართველობას ეძლეოდა უფლება დუქნების დაკეტვისა. ამ მძლავრ კრებას მიემხრო პლუტოკრატიაც: ზოგი ებრძოდა იმ კანონს, რომლის ძალითაც მუშებისათვის დაწესებულია მხოლოდ რვა საათი მუშაობა, ზოგი კიდევ გამორჩენას ელოდა ინდოეთსა, სუდანსა და აფრიკაში გასაგზავნ და გაგზავნილ დაუსრულებელ ექსპედიციებისაგან. დიდძალის უმრავლესობის ხმით ამ კავშირმა 1895 წელს ჩაუგდო ხელში ყოველივე უფლება კონსერვატორებს და სამინისტროს სოლსბერი ბალფურ-ჩემბერლენისას.
და დაიწყო მას შემდეგ გაუთავებელი ომი მთელის ქვეყნის ყველა კუთხეებში; გადადებულ იქმნა ყოველ წელიწადს 20,000,000 (20 მილიონი მანათი) ჯილდო არისტოკრატიისათვის ინგლისის ერის ფულიდგან; შემწეობა იმავე ფულიდგან ეპისკოპოსებისათვის, რომელნიც ჰმეთაურობდნენ ანგლიკანთა სამღვდელოებას და სხვ. და სხვ. დაწინაურებული ინგლისი, ინგლისი გლადსტონისა, მილლისა და ბრაიტისა გაოცებით შესცქეროდა სამინისტროს მოქმედებას, იმ სამინისტროს რომელმაც შეარცხვინა ინგლისის პოლიტიკა აღმოსავლეთსა და საბერძნეთში; გაოცებით შესცქეროდა უმრავლესობას არაფრით გამოჩენილ და უცნობ უნიჭო კაცებს, რომელთაც მთელის ერის კანონმდებლობა გადააქციეს რეაქციის იარაღად. და მართალი უნდა ვსთქვათ, რომ უკანასკნელის 50 წლის განმავლობაში პარლამენტში არა ყოფილა ამდენი ისეთი მოღვაწე, რომელთა მოღვაწეობას არარაობა უნდა ეწოდოს სახელად.
ამას ისიც დაუმატეთ, რომ სამინისტრო შეეხო ექვს მილიონ მცხოვრებთაგან შემდგარს ლონდონის შინაგან საქმეთ. მერე რა მოიმიზეზა სამინისტრომ, რა მოიმიზეზეს Hომე ღულე-ის წინააღმდეგ, რომ ლონდონს ხელი შეახეს? ისა, რომ ვითომ ლონდონი ისე დიდია, ისე მრავალი ხალხი სცხოვრობს ამ ქალაქში, რომ არ შეუძლიან თავისი საქმენი თითონვე განაგოს. და აი, მინისტრებმა ბალფურმა, ჩემბერლენმა და სხვებმა წინააღმდეგ აქაურ ჩვეულებისა, _ (ჩვეულება-კი აქ უფრო სჯულთ უმტკიცესია, ვიდრე სხვაგან) მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო აგიტაციაში. ამათ, მათ შორის განსაკუთრებით ჩემბერლენმა სატანას ვექილმა9, როგორც მას სახელად უწოდა გლადსტონმა, დაუწყეს ხალხს დამტკიცება, რომ როდესაც ლონდონს ბოლო მოეღება და დაარსდება 12 ცალკე სამხედრო გამგეობა, მაშინ საქმე გაცილებით უკეთესად წავაო. საზოგადოებისა და მუშათა მოთმინებას ბოლო მოეღო. კეთილ-გონიერი კაცები მიხვდნენ, რა საშიში საქმე მოიწადინეს ჩემბერლენმ და, სოლსბერიმ და მათმა მეგობრებმა და აი, მუდამ დარბაისელმა, თუ გნებავთ, კონსერვატიულმა ლონდონმა გუშინ საოცარის აღტაცებით პირველად მიანიჭა უმრავლესობა პროგრესისტებს 24 კაცით. ასე რომ ახალი საბჭო ქალაქისა ასე შესდგება: უწინდელი უმრავლესობა სამინისტროსი 47 კაცი, ხოლო პროგრესისტები 71 კაცი. რეაქციონერები ლამის დაგიჟდნენ ჯავრით.

იაფი სასადილოები ლონდონში.

ამ უკანასკნელ 15-20 წელიწადის განმავლობაში ინგლისის უმაღლესი და საშუალო კლასების განათლებულ საზოგადოებებში შეძლებულებს აშკარად ემჩნევათ სურვილი, რომ მშრომელ კლასს დახმარება აღმოუჩინონ რითაც-კი შეიძლება ყველგან სოფლად და ქალაქებში. ინგლისის არისტოკრატია, რომელსაც წინათ საზიზღარ საქციელათ მიაჩნდა, რომ ღარიბ კაცს საშველად ხელი გაეწოდებინამ რასაც თავის დასამცირებლად სთვლიდა, ეხლა საღადა სჯის და დარწმუნებულია, რომ ღარიბების ყოფა ცხოვრების გაუმჯობესება აუცილებელი მოთხოვნილებაა დღევანდელ ცხოვრების პირობების ძალით. ეხლა მშრომელ კლასს უმართავს იგი იაფ და საღს სადგომებს, მაღაზიებს, სასადილოებს, უმაღლეს კურსებს, ბიბლიოთეკებს და სხვ. რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია და რომლებიც გარდა უმაღლესი კურსებისა, საჯარო ლექციებისა და ბიბლიოთეკებისა თითქმის ყველაფერი უსასყიდლოდ ეთმობათ.
გარდა განსაკუთრებით მუშებისთვის საზოგადო იაფი სახლებისა, რომლებიც შენდებიან მუნიციპალიტეტებისაგან ლონდონში, გლაზგოში, მანჩესტერში, ბირმინჰემში და მრავალ სხვა ქალაქებში, არსებობენ მრავალი საზოგადოებანნი, რომელთაც მიზნათა აქვთ ააშენონ დიდრონი სახლები და მშრომელ ხალხს იაფად მიაქირავონ. კერძო პირებიც არ უვარდებიან ამ შემთხვევაში საზოგადოებებს, ყველა ქალაქებში მრავლათ შეხვდებით კერძო პირებს, რომლებიც აშენებენ სახლებს და იაფად აქირავებენ. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, ეს კერძო პირები წაგებაში სრულებითაც არ არიან: მათ თავიანთ იაფ-ფასიანი სახლები 4% შემოსავალს აძლევენ და ეს 4% კი კარგი ფულია მეტადრე ინგლისში, სადაც კრედიტი ძალიან იაფია.
როდისმე დაწვრილებით გავაცნობ მკითხველებს ამ იაფ ფასიან სახლების მოწყობა-მოკეთებას. ეხლა-კი გადავცემ რამდენიმე დამახასიათებელ მოწყობილობას იაფ-ფასიან სახლების საქმისას.
ლონდონის ერთ მრეწველობით შესანიშნავ უბანში შარშანდელი წლიდამ გაიხსნა მარტოხელებისთვის ღამის გასათევებელი ექვს სართულიანი სახლი, რომელიც 400 მეტ საწოლ კრაოტს იტევს. თითო ოთახში იმის მიხედვით, თუ რამოდენაა ოთახი, დგას ერთიდამ მოყოლებული სამ კრაოტამდე თითო ოთახში. ამ სახლის ქვემოთა სართულში მოთავსებულია სასადილო, სამკითხველო, საბანებელი და სამზარეულო. მთელი სახლი განათებულია ელექტრონის ძალით. ამ სახლში თქვენ შეგიძლიანთ იბანაოთ თბილსა თუ ცივ აბანოში, შენაყრდეთ იქვე, სადაც მოგიტანენ სუფთა ჭურჭელს, თუ თქვენი საჭმელი გექნებათ, და თუ არა _ ივახშმოთ გემრიელად (შეგიძლიანთ მოითხოვოთ ჩაი, რძე, ყველი, კვერცხი, ქაში და საკმაო პური), კარგს და სუფთა ლოგინში მოისვენოთ, დილით ნოყივრად ისაუზმოდ და შემდეგ, რასაკვირველია, სამუშაოთ წახვიდეთ და ბოლოს ესეთი ხელ-გაშლილი მასპინძლობა დაგიჯდებათ არა უმეტეს 10 პენსისა (32 კაპ.). ეს სიიაფე უფრო შესამჩნევი იქმნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ მუშის სულ მცირედი ყოველ-დღიური შემოსავალი უდრის 30 პენსს, ხელოსნისა 48-60 პენსს.; ოსტატისა 72-69 პენსს, ასე რომ 10 პენსი, რომელიც დაეხარჯა თავშესაფარში, შეადგენს მხოლოდ ერთ მესამედს; დანარჩენი 2/3 რჩება მას სასადილოდ და სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. არა რომ იაფობაა ლონდონში მუშა ხალხისთვის ყოველ გვარ სისუფთავესთან და ლაზათიან მოწყობილებასთან ერთად (სამკითხველო, ელექტრონი და სხვ.)!
მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მრავალს ეს ფასებიც ეძვირებათ და ამტკიცებენ, რომ უფრო იაფად შეიძლება მოეწყოს ღამის გასათევებელი სახლებიო, ასე რომ 2 პენსათ (8 კაპიკათ) ივახშმებ გემრიელათ საკმაო პურით, კარგი ნაჭერი ხორცით და ჩაით და მოისვენებ სუფთა ლოგინში და რა გგონიათ? ესე იაფად მოწყობილი სახლიც საკმაო შემოსავალს მოუტანს საზოგადოებას, რომელიც ამ ხანებში აპირებს ამისთანა სახლის დაარსებას. ხომ არის ჟენევაში ისეთი თავ-შესაფარი, სადაც 22 კაპეიკათ მოგართმევენ წვნიანს, შემწვარს, სალათას, ყველა ტკბილეულს და ღვინოს დიდი სტაქნით და რომელიც აძლევს საზოგადოებას კარგს დივიდენდს. ნიუ-იორკში კი არის ისეთი თავშესაფარი სახლი სადაც მხოლოდ ერთ პენსად (3 კაპ.) შეგიძლიან კარგათ მოისვენო, ივახშმო ხორციანი საჭმლით და ჩაი დაატანო!
_
აი რისგან არის, რომ აქ არავის აკვირვებს მრავალ მილიონიანი საქმე იაფ-ფასიანი ღამის გასათევებელ სახლების მოწყობისა თავის სასადილოებით, საჩაიებით და წვრილის სავაჭროთი. ამ ჟამად იგი აპირობს გახსნას კარგი რესტორნები, სადაც სრული სადილი ეღირება მხოლოდ 4-6 პენსამდე (14-20 კაპ.) ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჟენევამდე და ნიუ-იორკამდე ჯერ კიდე შორს არის!
ვ. მარველი

წერილი ინგლისიდგან
(საკუთარის თანამშრომლისაგან 10)
პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაჭირვება

1898. 28 მარტი. #67. ლონდონი ბაირაღებით არის მორთული, ლონდონელნი ჰხარობენ, ჰხარობს აგრეთვე პროვინცია და უთვალავი ახალშენებიც. სამხედრო ძლიერება ინგლისისა აღდგენილ იქმნაო, ამბობენ პატრიოტები: ლორდმა რობერტსმა ტყვედ იგდო გენერალ კრონიეს ჯარი; სერმა რედვერ მიულლერმა, როგორც იქმნა, ბევრის ცდის შემდეგ, განათავისუფლა ალყა შემორტყმული ქალაქი ლედო-სმიტი და შიგ მომწყვდეული ჯარი გენერალ უაიტისაო.
დიაღ, ყველა ეს, როგორც დეპეშამ უკვე გაუწყათ, მართალია ბოერების (ბურების) ჯარის ერთი ნაწილი 80 ზარბაზნის ყუმბარებისაგან არა-ჩვეულებრივის გმირულის თავდაცვის შემდეგ დაჰმორჩილდა რობერტსს და მიულლერმაც ლედი-სმიტი განათავისუფლა; განათავისუფლეს აგრეთვე კიმბერლეიც, სამხედრო სახელი აღდგენილ იქმნა, და ძლიერი ინგლისი, როგორც მოსალოდნელი იყო, უთუოდ გაანადგურებს და მიწასთან გაასწორებს ბოერების პატარა რესპუბლიკას. მაგრამ საკითხი აი რა არის: დაიბრუნებს თუ არა ინგლისი უწინდელ კარგ სახელს პატარა დაჩაგრულ ერთა მეგობრისა? აიცილებს თუ არა თავიდგან იმ შინაურ გაჭირვებას, რომელმაც დაჰბადა ეს სამარცხვინო ომი ოქროს ტომრის გულისთვის და რომელსაც მოჰყვა ძალმომრეობა თავისუფალ შრომისა და ეროვნულ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ? _ ძალიან ვეჭვობთ.
როგორც პირველ წერილში უკვე ვწერდით, ოპოზიციამ პარლამენტში განაცხადა, რომ აწინდელი ომი მოფიქრებულ, მომზადებულ და გამოწვეულ იქმნა კაპიტალისტთა და საერთაშორისო ბირჟების მეფეთა მეცადინეობითა, ხოლო დამოუკიდებელმა ჟურნალ გაზეთებმა საბუთებით დაამტკიცეს, რომ პატარა რესპუბლიკების წინააღმდეგ სამარცხვინო შეთქმულებაში მონაწილეობას იღებდნენ თუ მთელი სამინისტრო არა, იმის ერთი უმთავრესი წევრი ჩემბერლენი მაინც, იმის მთავარი კომისარი სამხრეთ აფრიკაში სერ მილნერი და მისსივე მეორე ხარისხოვანი აგენტები, ტრანსვაალსა, ორანჟეს რესპუბლიკასა და კაპის ახალშენში მყოფნი.
მართლა და რისგან მოხდა მთელი ეს აყალ-მაყალი? რა მოჰყავთ თავის გასამართლებლად ჩემბერლენსა, მილნერსა, როდსსა და სხვათა? ის, რომ უცხო ქვეყნელთ, განსაკუთრებით კი ინგლისელებს, ტრანსვაალში სჩაგრავენ, არავითარს უფლებას არ ანიჭებენო. _ `რომელ უცხო ქვეყნელთა და ინგლისელთა შესახებ ჰლაპარაკობთ? _ ჰკითხავენ მათ პატიოსანნი კაცები. თუ ბურები მართლა სჩაგრავენ და სტანჯავენ ინგლისელებს, რა მიზეზია, რომ ეხლა, ომის დროს, მთელი 8000 ინგლისელი ჰმსახურებს ბურების ადმინისტრაციასა, რკინის გზებზედ და ჯარშიაც კი? რა მიზეზია, რომ ეს ინგლისელნი არა ჰმალავენ თავიანთ სიყვარულს ბოერებისას და თავიანთ სიძულვილს როდსისა, მილნერისა და ჩემბერლენის მიმართ? რა მიზეზია კიდევ, რომ მთელი განათლებული ქვეყანა თანაუგრძნობს მჩაგვრელთ და სწყევლის ვითომდა განმათავისუფლებელთ? რით აიხსნება, რომ აუარებელი ხალხი მიეშურება დედამიწის ყველა კუთხიდან სამხრეთ აფრიკაში ბოერებთან ერთად თავისუფლებისათვის საბრძოლველად? ჰკითხეთ `დაჩაგრულ~ ინგლისელებს და უცხო ქვეყნელებს, რად დარჩნენ ტრანსვაალში და რატომ არ მოჰშორდნენ თავიანთ მტარვალებსა და მჩაგვრელებს?
ამ კითხვებმა მარტო მე არ დამაფიქრა. ყველა გონიერი და სხვის გავლენისაგან დამოუკიდებელი ინგლისელი შეუდგა საქმის ნამდვილ ვითარების შესწავლას. შესდგა განსაკუთრებული კომიტეტები და საზოგადოებანი ბურების დასაცველად. ამ საზოგადოებათ დიდის დამოუკიდებელის გაზეთის11 უქონლობის გამო მრავალი პატარა წიგნაკები და ფურცლები გამოსცეს, რომელნიც ათი-ათასობით და ასი ათასობით იყიდება. საყურადღებოა განსაკუთრებით წიგნაკები `ტრანსვაალის კომიტეტისა~, `მშვიდობის მოყვარე კომიტეტისა~, რომელთაც ჰმეთაურობენ პარლამენტის წევრნი კარტნეი და სხვანი, ფილოსოფოსნი Hჰერბერტ სპენსერი, ფრედერიკ გარრისონი, სწავლულნი როსსელ ვალლასი, მწერალნი და მხატვარნი მერედიფი, ვატისი, ვალტერ კრენი და მრავალნი სხვანი. უფრო ძლიერ მეტყველია რადიკალურ გაზეთ `Mორნინგ Lეადერ~-ის ფურცლები, აგრეთვე წიგნაკები და ფურცლები სოციალისტები, ტრედ-უნიონისტებისა და ანარქისტების გამოცემათა. ამ ერთის კვირის წინად კიდევ დაიბეჭდა მშვენივრად დაწერილი წიგნი გობსონისა: `ომი სამხრეთ-აფრიკაში~, რომელმაც დააგვირგვინა ყველა ის, რაც უთვალავ წიგნაკსა და ფურცელში იყო ნათქვამი.
ხოლო ნათქვამია იქ არა-ჩვეულებრივი, საკვირველი რამ, აღმოჩნდა, რომ ინგლისის თავისუფალ დროშის მფარველობის ქვეშ როდსმა, ბელტმა, ბარნატომ და ამხ. აღადგინეს ზანგთა მონობა მადნებში, და რათა ასეთივე მონობა ტრანსვაალის მადნებშიაც შემოეღოთ, რასაც წინ აღუდგა მთავრობა პატარა რესპუბლიკისა, ამ მონობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხელი მიჰყო სხვა-და-სხვა ხრიკს რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდგან
(საკუთარი თანამშრომლისაგან)
III12
იოსებ გოგენი. – პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაჭირვება

1898. 11 აპრილი. #76. წინა წერილში, სხვათა შორის, ვწერდით, რომ ინგლისში ბოლოს დროს ხშირად გაისმის საუკეთესო კაცთა ამ გვარი გოდება: ის გოლიათნი, რომელთაც შეჰქმნეს ინგლისის დიდება და სახელი და შეაყვარეს ეს სახელმწიფო ყველა ჩაგრულსა და ტანჯულს, უმემკვიდროდ დარჩნენო. თითქოს მოწინავე კაცთა ამ გოდების უფრო დასასაბუთებლად ამას წინად ნიუკასტოლში გარდაიცვალა იოსებ კოვენი, მდიდარი მესაკუთრე, ქარხნის პატრონი და `Nეწცასტლე ჩჰრონიცლე~-ს გამომცემელი. კოვენის სახელი ისევე განთქმული და ცნობილია იტალიასა და უნგრეთში, როგორც თვით ინგლისში. გარიბალდისა, მაძინისა, ლუი-ბლანისა და სხვათა ნამდვილმა მეგობარმა კოვენმა მთელი თავისი შეძლება, გავლენა და სიცოცხლეც კი დიად მამულიშვილთა სამსახურს მოანდომა. მთელი ოც-და ათი წელიწადი კოვენი ამ მამულიშვილთა განუშორებელს მეგობარს შეადგენდა, ამ ჟამად არ შეგვიძლიან დაწვრილებით გავაცნოთ მკითხველს კოვენის ყოველივე ნამოღვაწევი, ვიტყვით მხოლოდ, რომ გარიბალდის არც ერთს ექსპედიციას, მაძინის და სხვათა არც ერთს დაწყობილებას არ ჩაუვლია ისე, რომ კოვენს ან პირადად მონაწილეობა არ მიეღოს, ან ფულით პოლიტიკურისა და ზნეობრივის გავლენით დახმარება არ აღმოეჩინოს.
იტალია არასოდეს არ დაივიწყებს გლადსტონს, იმ გლადსტონს, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ძველი ნეაპოლიტანიის მთავრობის ბოროტ-მოქმედებანი; არ დაივიწყებს იტალია აგრეთვე მეორე მინისტრსაც, გლადსტონის მარჯვენა ხელსა და თანამშრომელს, კეთილშობილ სტანსფიელდს; მაგრამ იგივ იტალია, გარიბალდის, მაძინის, სფორცისა და ოსინთან ერთად, ყოველთვის მადლობითა და პატივისცემით მოიგონებს იოსებ კოვენის სახელსაც. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ საგანს ინგლისის დამამცირებელ და შემარცხვენელ ომს.
წინა წერილი იმით დავამთავრეთ, რომ დამოუკიდებელის ჟურნალ-გაზეთისა და მრავალის წიგნაკების წყალობით არა ჩვეულებრივი და საკვირველი რამ გამოაშკარავდაო. ნება-უნებურად იკითხავთ, სახელდობრ რაო?
უპირველეს ყოვლისა აღმოჩნდა, რომ კაპიტალისტები, რომელთაც ოქროსა და ალმასის მადნების ხელთჩაგდება უნდოდათ, გუშინ და დღეს არ ჩაერივნენ ომში: მთელი წელიწადებია თურმე შრომასა და მეცადინეობას არა ზოგავდნენ ომის გამოსაწვევად.
მეორე ისა, რომ ახალგაზრდა ინგლისელებისა და ბურების სისხლი იღვრება ბრძოლის ველზედ არა მარტო ინგლისელ კაპიტალისტთა, არამედ საზოგადოდ ყველა და უფრო კი ებრაელ კაპიტალისტთა ანგარების დასაკმაყოფილებლად.
და მესამე ისა, რომ ამ საერთაშორისო მძარცველებმა, მოისყიდეს რა ჟურნალ-გაზეთები სამხრეთ აფრიკაში და მოსყიდვითვე აუბნიეს-რა კვალი საზოგადოებას თვით ინგლისში, განიზრახეს შემოეღოთ პატარა რესპუბლიკა კიმბერლეისა.
ყველა ეს ნათლად გამორკვეული და დასაბუთებელია გობსონის წიგნში, რომელმაც საქმის ვითარება ადგილობრივ შეისწავლა, ხოლო გობსონს საბუთი არა გვაქვს არ დავუჯეროთ, რადგანაც იგი მაგრე რიგად არც ბურების წეს-წყობილების თაყვანისმცემელია, გობსონი ერთნაირად ჰკიცხავს ბოროტმოქმედებას, სულ ერთია, იმის ჩამდენი ინგლისი იქმნება, თუ ბური.
`ვისთვის ვომობთ?~ _ ასე აწერია გობსონის წიგნის ერთ საუკეთესოდ შემუშავებულ და დაწერილ თავს. _ კაპიტალისტებისათვის, ამბობს შემდეგ გობსონი, _ განსაკუთრებით კი ებრაელ კაპიტალისტებისათვის, რომელნიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ინგლისელი ებრაელნი არც-კი არიან, არამედ გერმანელი, პოლონელი (რუსეთელი), ავსტრიელი, საფრანგეთელი და სხვა მილეთისა და მხრისა. ავტორის ეს სიტყვები მრავალის საბუთით არის დამოწმებული.
მას შემდეგ, _ ამბობს გობსონი, _ რაც სამხრეთ აფრიკაში ოქროსა და სხვა მადნები აღმოაჩინეს, დედამიწის ყველა კუთხიდან აუარება ებრაელი გაეშურა იქითკენ, სამუშაოდ კი არა, ირლანდიელნი, ნემეცნი და სხვანი, არამედ ყავახანებისა, სასმელ-დუქნებისა, საყომარბაზო და გარყვნილების სახლების გასამართავად, საჩარჩოდ და სამევახშეოდ. სცხოვრობენ ეს ებრაელნი მიწად-მომქმედ ბურების სოფლებსა და ფერმებში კი არა, არამედ მადნების გარეშემო და ქალაქებში. არც ერთი მათგანი ხელს არა ჰკიდებს ბარს, ნიჩაბს და რკინის კეტს მადანში სამუშაოდ, თუ მდიდრები არიან, ამხანაგობას აარსებენ მონობის შრომის საექსპლოატაციოდ; თუ ღარიბები _ როგორც ქორები, ისე დასტრიალებენ მადნებს, ჰყიდულობენ მოპარულ ოქროს და ჰძარცვავენ მდიდართა მადნებში ჯოხითა და მათრახით შერეკილ ველურ ზანგებს. მრავლად არიან ეს ურიები ბაზრებსა და ქალაქებშიაც, განსაკუთრებით იოჰანესბურგს.
არ იფიქროთ გობსონი, ინგლისელი რადიკალები და საზოგადოდ ყველა მოწინავე კაცები, ანტისემიტები, დრიუმონისა და შტეკერების მოაზრენი იყვნენ. არა. ინგლისში ანტისემიტიზმი, საშუალო საუკუნოების ფანატიკოსობისა და ველურობის ნაყოფი, სულ არ არსებობს. და აი გაკვირვებულნი და განცვიფრებულნი სწორედ ეს არა-ანტისემიტები არიან. – რა უნდა ვუყოთ, როგორ უნდა მოვუაროთ ამ საქმესაო? _ გაიძახიან ისინი, ამ კითხვაზედ: `ვისთვისა ომობს ინგლისი?~ ერთად-ერთის პასუხის მიცემა შეიძლება: კაპიტალისტებისათვის; აი, ამ კაპიტალისტთა გვარებიც: ლიპპერტი, ლევისი, მარკსი, ვარსტმანი, ბარნატო, ეკსტეინი, ზონსშტეინი, ბეიტი, ვერნერი და სხვანი. ყველა ესენი უცხო-ქვეყნელნი არიან, მდიდარნი ებრაელნი; ისინი განაგებენ ყველა საქმეს კიმბერლეისა და იოჰანესბურგში, იმათ ხელშია უთვალავი კაპიტალი, რომელიც ერთ მილლიარდ მანეთს აღემატება, შეძენილი… თუ როგორ იძენენ ეს ვაჟბატონები სიმდიდრეს, ამის მაგალითს წარმოგვიდგენს იგივე ბარნატო, მეგობარი და თანამშრომელი როდსისა, მილნერისა, ჩემბერლენისა, მათ შორის თითქმის ყველაზედ მეტად სახელ-განთქმული და ამაღლებული.
ბარნატოს გამდიდრების ისტორია ერთი საუკეთესო ნიმუშია მძარცველთა გამდიდრებისა, იმ მძარცვავთა, რომელთაც ტრანსვაალმა მოქალაქობრივ უფლებათა მინიჭების უარი გამოუცხადა, იმ მილიონერ მძარცვავთა, რომელთაც რესპუბლიკაში ახალის მონობის შემოღება განიზრახეს.
თორმეტის წლის წინად ბარნატო უბრალო მეწვრილმანე იყო, იგი ზანგებს შორის ჰყიდდა სათამაშოებსა და ჟღარუნებს, მდარე თამბაქოს, კონტრაბანდით შემოტანილ ღვინოს და სხვა საქონელს. ბარნატოს მეგობარიცა ჰყავდა; იმასთან ერთად ხან და ხან ალმასებსაც დაეძებდა ხოლმე, ერთხელ ბედმა მოწყალე თვალით გადმოხედა ამხანაგებს: ჩხრეკა-კვლევის დროს მათ დიდი, რამდენსამე ათას მანეთად ღირებული ალმასი იპოვნეს. საღამომ მოაწია, ამიტომ ქალაქში წასვლის და იქ ძვირფასის ალმასის გაყიდვის დრო აღარ იყო, ამხანაგებმა გადასწყვიტეს ღამე კარავში გაეტარებინათ, მაგრამ რადგან ერთმანეთს არ ენდობოდნენ, ჩაფლეს ალმასი მიწაში და აქეთ-იქიდან მოუწვნენ. მალე ბარნატომ თავი მოიმძინარა და ხვრინვა ამოუშვა, ამავე დროს ეშმაკი მეწვრილმანე ნახევრად მოხუჭულ თვალს არ აშორებდა ამხანაგს. როდესაც ეს მეგობარი დარწმუნდა, რომ ბარნატოსა სძინავსო, წყნარად ფეხზედ წამოდგა, წყნარადვე ამოთხარა მიწა, ამოიღო ალმასი, კარავს გარეთ გაიტანა, იქ ერთ ქვის ქვეშ ჩაფლა, შემდეგ უკან დაბრუნდა და მშვიდობიან ძილს მიეცა, დარწმუნებული, რომ სიმდიდრე ხელიდგან არ წამივაო. მაგრამ ბარნატო სხვა მელა იყო, იმან კარგად დაინახა, სად ჩაფლა ერთგულმა მეგობარმა ალმასი, შუაღამისას, როდესაც იმისი ამხანაგი ტკბილ სიზმრებში იყო, ბარნატომ ამოიღო ალმასი და ჯიბეში შეინახა. მეორე დილას ორმა გაიძვერამ ძვირფასის ნივთის ვითომდა დაკარგვის გამო საოცარი, სასოწარკვეთილებისა და გაკვირვების სცენა გაჰმართეს: _ `არიქა, ბარნატო, გაიქეცი ქალაქში და ყოველივე მოხელეებს შეატყობინე!~ ხმის კანკალით მიჰმართა ამხანაგმა ბარნატოს. ბარნატო გაიქცა, ისე გაიქცა, რომ ამხანაგი ცხენითაც ვეღარ დაეწეოდა. ქალაქში შესვლისთანავე ბარნატომ ალმასი თავისს სახელით გაჰყიდა და რამდენიმე ათასი მანეთი ჯიბეში ჩაილაგა. ამითი დაიწყო და მცირე ხნის შემდეგ ბარნატო 27 მილიონის პატრონი შეიქმნა. ყველა ჰკვირვობდა ბარნატოს მოხერხებას, ყველა აქებდა და ადიდებდა, განსაკუთრებით აღტაცებაში იყვნენ ის მონოპოლისტნი და მძარცვავნი, რომელთა გულისთვისაც ეხლა სამხრეთ აფრიკაში ასეთი სასტიკი ბრძოლაა და ესოდეს უმანკო სისხლი იღვრება.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდან
(საკუთარის კორესპონდენტის)
ინგლისელები დიდს ყურადღებას აქცევენ ყველა გაჭირვებულთა და დავრდომილთ._ჟურნალ-გაზეთები და მათი კორესპონდენტები._ მიტინგი ინგლის-ამერიკის კავშირისათვის.

1898. 18 ივლისი. #153. ინგლისის ერის ყველა წოდების კაცთა ერთი თვისება ხასიათისა ყოველთვის მაკვირვებდა. ადამიანის გაჭირვება ყოველთვის აწუხებს ინგლისელს, სულ ერთია თავისის ტომისა იქნება იგი, თუ უცხოელი. ინგლისელი რომ მუდამ დაეხმარება ხოლმე ზღვაში დაღუპულთა ცოლ-შვილს ან სხვა რამ მოულოდნელ შემთხვევაში დაზარალებულთ, ამას ლაპარაკი არ უნდა. მუშების გაფიცვის დროს, ყველა წოდების კაცსა და თვით ბურჟუასაც-კი თავისს მოვალეობად მიაჩნია დაეხმაროს უსაქმოდ დარჩენილს მუშა-კაცის ცოლ-შვილს. მაგალითად, 1893 წელს, როდესაც ქვის ნახშირის მადნების მუშები გაიფიცნენ, კოოპერატიულ საზოგადოებათა და მუშებმა შეჰკრიბეს 800.000 მანათი. ამავე დროს წარჩინებულ წოდებისა და ბურჟუაზიის ქალებმა გამართეს უფასო სასადილოები და მთელ სამ თვეს პურს აჭმევენ მუშების ცოლ-შვილს. ხოლო გაზეთებმა და მათ შორის `Dაი ლყ ჩჰრონიცლე~-მა მოაგროვეს 300.000 მანათი. იგივე მოხდა ამ ორის წლის წინად, მუშებმა რომ წინააღმდეგობა გაუწიეს ლორდს პენერპტონს, ხოლო შარშან რომ მუშები გაიფიცნენ, გაცილებით უფრო ბევრი შემოწირულობა შეგროვდა.
მაგრამ მე მარტო ის არ მაკვირვებს, რომ ინგლისელი თავისს მოძმეს ეხმარება, თუმცა ფრანგთა, გერმანელთა და სხვა ხალხთა შორის ამასაც არა ვხედავთ. ეს კიდევ ისე საოცარი არ არის. საოცარი და საკვირველი ის არის, რომ ინგლისელები დიდს ყურადღებას აქცევენ სხვა ტომის გაჭირვებულს ხალხს. ოსმალეთში რომ სომხებსა ჰხოცავდნენ და მთელს ევროპას ამაზედ წარბიც არ შეუხრია, ინგლისელებმა ათი ათასობით შეაგროვეს ფული და მარტო ერთის ვესტმინსტერის საზოგადოების სასარგებლოდ მოგროვდა 100.000 მანათი, მეორემ, ეგრედ წოდებულმა შოტლანდიის საზოგადოებამ შეაგროვა აგრედვე 100.000 მანათზე მეტი და გაჰგზავნა პროფესორი გედდესი კიპრის კუნძულზე, რათა იქ მოეწყო ოსმალეთიდგან გადმოხვეწილთა ახალშენები.
აგრედვე მუდამ აგროვებდნენ დიდძალს ფულს ინგლისელები ბოლგარელთა, ვენგრთა და იტალიელთათვის თავისუფლებისათვის რომ იბრძოდნენ; ეხმარებოდნენ ინგლისელნი მოუსავლობით დაზარალებულთც ყველგან და სხვათა შორის დაეხმარნენ რუსეთსაც 1892 წელს შიმშილობის დროს. აი, ეხლაც, გაზეთებმა დაიწყეს თუ არა წერა იტალიაში ხალხის გაჭირვების შესახებ, იმ წამსვე დაარსდა სამი კომიტეტი უწესოების დროს დახოცილთა და დაჭრილთა დასახმარებლად. და ეჭვი არ არის, რომ საკმაო ფულს შეაგროვებენ და დაეხმარებიან გაჭირვებულს ხალხს. ყოველსავე ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ინგლისელს მშვიდსა და შრომის მოყვარე დედაკაცს და ყოვლად მძლავრს ინგლისის ჟურნალ-გაზეთობას.
დიახ, აქაურს ყოველდღიურსა, თვიურსა და სხვა ჟურნალ-გაზეთებს ვერც ერთის ქვეყნის ჟურნალ-გაზეთი ვერ შეედრება_მთელის ქვეყნის შესანიშნავ და უტყუარ ამბის აღწერით. ისეთს მდიდარს გაზეთებს რომ თავი დავანებოთ, როგორიც არიან: `თიმეს~, `შტანდარდ~, `Dაილყ Nეწს~, `თელეგრაპჰე, ჩჰრონიცლე~, სულ პატარა ჟურნალ-გაზეთებთან შედარებით გერმანიისა, საფრანგეთის და იტალიის გაზეთები სულ სასაცილო და უშინაარსო გამოჩნდება და ვინც-კი მიჩვეულია ინგლისის გაზეთის კითხვას, ის ხელში ვერ აიღებს ამ ქვეყნების გაზეთს და შინაურ საქმეთა შესახებაც-კი ვერაფერს ამოიკითხავს საყურადღებოს. განა რომ ძნელი დასაჯერებელია ესა და გაზვიადებული გეჩვენებათ, მაგრამ სწორედ ასე კი არის. ვინ დაჰბეჭდა და გამოაქვეყნა უტყუარი და დაწვრილებული ამბავი იტალიის საქმეთა და ქუჩებში მომხდარ უწესობისა? გაზეთმა `Dაილყ Nეწს~-მა. ვისის მატიანებით შეიძლება კაცმა შეისწავლოს სისხლის ღვრის ამბები, რომელიც მთელს კვირას იყო პარიზში 1871 წელს, მაისში? `თიმეს~-ის მატიანებით _ სად შეხვდება კაცი ესპანიელების მხეცურ მოქმედების აღწერას, რომელიც მოხდა კუბას კუნძულზე, ფილიპეს კუნძულებზედ და მანტიხოს? გაზეთში `Dაილყ ჩჰრონიცლე~ და სხვ. და სხვ.
ესეც იცოდეთ, რომ აქაურ დიდ გაზეთების კორესპონდენტები არაფერში ჰგვანან ამერიკის თამამ და თავ გასულ რეპორტიორებს, რომლებიც სწრაფად აგროვებენ ყოველგვარს ყურ-მოკრულს ხმებს, ან კიდევ პარიჟის მშიერ რეპორტიორებს. არა, აქაურ გაზეთების კორესპონდენტებს, რომლებიც ადგილობრივ შეისწავლიან ხოლმე ყველაფერს და სწერენ და სწერენ გაზეთში, ხშირად `ივერიის~ მთელის ერთის გვერდის ოდენა დეპეშა იბეჭდება ხოლმე, სადაც მხოლოდ უტყუარი ამბავია აწერილი. განმარტებასა და დაფასებას ამბისას ჰკისრულობს თვით რედაქცია, ან რომელიმე მეცნიერი სახელოვანი, სანდო და თავისის საქმის მცოდნე კაცი.
ძლიერ ძვირად უჯდებათ კორესპონდენტები ინგლისის გაზეთებს. მაგრამ, სამაგიეროდ, აქაურ დიდის გაზეთის შემოსავალი არაფრით ჩამოუვარდება კარგის მადანის შემოსავალს. რა უნდა ითქვას დიდის გაზეთების შემოსავალზე, როდესაც პატარა, ორ კაპიკიანი გაზეთი `Eცჰო~-ს გამომცემელმა პოსეძარმა ამავე გაზეთის შემოსავლით ააშენა 20-ზე მეტი საზოგადო, მუქთი სამკითხველო და დააარსა საავადმყოფოები, რომლებზედაც სულ ცოტა 800.000 მანათი ეხარჯება.
და ეს მეგობარი ღარიბთა და მომხრე სწავლა განათლებისა ამ ათის ხუთმეტის წლის წინათ თითონ ღარიბი იყო და ვალში და ვახშში იხრჩობოდა…
ამ ძლიერმა და მდიდარმა ჟურნალ-გაზეთებმა ისეთი კავშირი დაჰბადა ინგლისელთა და მთელი ქვეყნის შორის, რომ ამ გაზეთებში აწერილი ხალხის უტყუარი და დაწვრილებული აღწერა ხალხის გაჭირვებისა ყოველთვის და ყველგან დიდს თანაგრძნობას გამოიწვევს ხოლმე. საკვირველი არ არის ამიტომ, რომ ამ გაზეთის მკითხველნი, რომელთა რიცხვი მილიონობით ითვლება, ათასობით და ათი ათასობით ეხმარებიან ხოლმე ფულით გაჭირვებულთა და დავრდომილთ.
გასულ კვირას ლონდონის ჟურნალ-გაზეთებმა გაჰმართეს სამკურნალოების სასარგებლოდ ბაზარი-ალეგრი, რომლის შემოსავალი, როგორც ამბობენ, 240.000 მანათს აღემატება.

* * *
ამ წერილს ვსწყვეტ და მსურს გაუწყოთ ერთი ამბავი, რომელსაც დიადი მნიშვნელობა აქვს ინგლისისა… და ვინც იცის, იქმნება, მთელის ქვეყნის პოლიტიკისათვის!
_ მე მოგახსენებთ ინგლის-ამერიკის კავშირზე, რომელსაც ვუძღვენი გასულს ნომერს მთელი წერილი.
გუშინ, 13/1 ივლისს, მოხდა დიდი მიტინგი, რომელსაც დაესწრნენ ყველა წოდებისა და დასის წარმომადგენელნი. მიტინგი მოხდა იმ განზრახვით, რომ დაარსდეს კომიტეტი ინგლის-ამერიკის კავშირის განხორციელებისათვის. მიტინგს დაესწრნენ და ზოგმა წერილით განაცხადა თავისი თანაგრძნობა: 4 ჰერცოგი, 25 ლორდი, 3 მთავარ-ეპისკოპოსი, ინგლისის ეკლესიის პრიმასი, კარდინალი ვოგანი, 14 ეპისკოპოსი, 16 წევრი პარლამენტისა, 8 უდიდესის ქალაქის მოურავი, 5 წარჩინებული მოსამართლე, 4 იურისტი უმაღლესი სამეფო საბჭოსი, დირექტორი ინგლისის ბანკისა, მეცნიერნი, მწერლები, მხატვრები, სახელოვანნი მქადაგებელნი…
და ყველანი ესენი სულ წარჩინებულნი კაცნი არიან, ვესტმინსტერის ჰერცოგიდან მოყოლებული, ბრაისი, ლიუბოკი, დოქტორი კაჰფარდი წარჩინებული მქადაგებელი და სტედი, ინგლისის უპირველესი და მხნე ჟურნალისტი.
კრებამ, ლორდის ბერეს-დარფის წინადადებით დაადგინა: `ვინაიდგან ინგლისისა და შეერთებულ შტატების ერი მჭიდროთ არის დაკავშირებული ჩამომავლობით, ორთავეს აქვთ ერთი და იგივე ლიტერატურა და კანონები, და ერთი და იგივე პრინციპი თვით-მმართველობისა, ორთავენი იბრძვიან თავისუფლებისა და კაცთ მოყვარეობისათვის და ყოველივე ეს სულს უდგავს იმათს საერთო პოლიტიკას, აგრედვე ორთავეს კავშირი აქვს ერთმანეთთან მთელის დედამიწის მრავალ ქვეყნებში, _ მიტინგი იმ აზრისაა, რომ ცივილიზაციისა და მშვიდობიანობის გულისათვის მიღებულ უნდა იქმნას ყოველ გვარი საშუალება, რათაAდაარსდეს მჭიდრო, მუდმივი, და გულითადი კავშირი ამ ერთა შორის~.
მეორე დადგენილების ძალით ამ კავშირს სახელად ეწოდება ინგლის-ამერიკის ლიგა.
ლიგის კომიტეტის წევრებად არჩეულ იქმნა 24 კაცი. მათ შორის არიან ჯემს ბრაისი, ჰერცოგი სუტერლენდი, ლორდები გრეი და ნოსკოტი, ვალტერ ბეზანტი, ბენტინგი და სხვა სახელოვანი კაცები.
ვინც კი იცის ინგლისის ცხოვრების მიმდინარეობა, იმან ისიც უნდა იცოდეს, რომ ყოველივე დიადი საქმე ინგლისში ამ გვარ კერძო ლიგის წყალობით გაკეთებულა:. პირველი და მეორე საარჩევნო რეფორმები, კანონმდებლობა ქარხნებისათვის, გაუქმება კანონებისა პურის შესახებ, რეფორმები სასამართლოებისა და ერის განათლების საქმეთა და სხვა ამ გვარი ყოველთვის დამზადებული ყოფილა კერძო საზოგადოებათა წყალობითა და მეოხებით. ამიტომ ევროპის პოლიტიკამა და საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ამბავს.
თანაგრძნობით მიეგება ევროპა ამ კავშირს, თუ წინააღმდეგობას გაუწევს _ ეს სულ სხვა საქმეა. მაგრამ არავის არა აქვს ნება სთქვას, რომ ამ კავშირს დიადი ისტორიული მნიშვნელობა არ ექმნებაო.

ვ. მარველი

ინგლისის მხატვრობა
(საკუთარის კორესპონდენტისა)
მუნკასის სურათი `Eცცო ჰომო~ ლონდონში.

1898. 19 ივლისი. #159 .ავსტრიის ერთს სულით ავადმყოფთა სამკურნალოში ამჟამად სიკვდილის პირას არის დიდებული მხატვარი მუნკასი. ამ სახელოვანის მხატვრის დიდი და უკანასკნელი სურათი `Eცცო ჰომო~ ეხლა ლონდონშია გამოფენილი და დიდძალ ხალხს იზიდავს. ეს სურათი უნგრეთის მხატვრისა მართლა რომ დიდის ყურადღების ღირსია, როგორც შინაარსით, ისე მშვენიერის ხელოვნებით. შესანიშნავი ისტორიული წამი, პილატემ რომ წარმოსთქვა: `აი ეს კაცი~ და მოესმა გამხეცებულის ხალხის ყვირილი `ჯუარს_აცვენ! სისხლი მაგისი ჩუენ სისხლსა ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა!~. ეს წამი საოცრად არის გადმოცემული ამ სურათით.
აგერ პილატე, ჩასხმული, პირმოპარსული შუა-ხნის რომაელი სდგას სასახლის აივანზედ და ამაოდ ესაუბრება გამძვინვარებულს ხალს. ამ კაცს შეუძლიან და უნდა დაიბანოს კიდეც ხელი იმ უდიდესს დანაშაულში, რომლის აცდენა იმას ადვილად შეუძლიან.
პილატეს გვერდით სდგას თვით მაცხოვარი, წყნარისა, მშვიდის სახით. თვალნი მისნი თითქოს ვერა ჰხედავენ გამძვინვარებულს ხალხს, მოღერებულ მუშტებსა და მუქარას. `მამაო! მიუტევე ამათ; რამეთუ არა იციან, რასა იქმან!~ ეს სიტყვები იხატება მაცხოვრის ბრწყინვალე სახეზე და არ ეტყობა არც სიამაყე, არცა შური, არცა შიში და ყოყმანი.
ჩინებული სურათია ეს უკანასკნელი სურათი მუნკასისა. ამ მხატვრის სხვა სურათებს შორის საუკეთესონი არიან `უკანასკნელნი დღენი სიკვდილით დასასჯელია~, `ქრისტე პილატეს წინაშე~ და სხვ.
ინგლისის საზოგადოებამა და კრიტიკამ სამართლიანად დააფასა ეს სურათი.
აქ იქნება მითხრან, ვინ მიანიჭა ინგლისელებს მხატვრობის კრიტიკის ნიჭიო? ამ ვაჭრებს და ზღვაოსნებს არაფერი გაეგებათ არც მხატვრობისა, და არც მუსიკისაო. თქვენ-კი იმათს კრიტიკაზე მელაპარაკებითო! მართალი ბრძანებაა. ინგლისელები ვერ დაიკვეხნენ, რომ განვითარებულნი იყვნენ მუსიკისა, მხატვრობისა და საზოგადოდ ხელოვნების მხრივ. მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოდ ითქმის ინგლისელებზე. რაც შეეხება განათლებულსა და განვითრებულ ნაწილს ინგლისის საზოგადოებისას, ასეთი აზრი უსამართლოა. ინგლისელებსა ჰყავთ სახელოვანი მხატვრები, აქვთ თავისი საკუთარი სკოლაც, თუმცა ისეთი მდიდარი არა, როგორც ფლამანდიისა და საფრანგეთისა, მაგრამ ეს სკოლა, მაინც ღირსია ყურადღებისა და შესწავლისა.

II

1898. 25 ივლისი. თანდათან ევროპა დიდს ყურადღებას აქცევს ინგლისის მხატვრობას. დიდი ხანი არ გახლავთ მას აქედ, რაც აქაურს მხატვრობას დასცინოდნენ, ხოლო ეხლა-კი მხნედ მოჰკიდეს ხელი ამ მხატვრობის შესწავლასა და უნდა მოგახსენოთ, რომ ხშირად ძლიერ მოსწონთ აქაური მხატვრობა და გაოცებულნი არიან. ჩემის აზრით, ინგლისის მხატვრობაში საოცარი და საკვირველი არაფერია, მაგრამ ის-კი სრული ჭეშმარიტებაა, რომ აქაური მხატვრობა არ ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების მხატვრობასა. ისეთის მცოდნე კაცის აზრი, როგორიც არის როშფორი _ სრულებით გადამეტებული არ არის. როშფორმა სთქვა, რომ ღირს კაცმა მხატვრობა ისწავლოს მილლესა, ვატსისა, ბენ ჯონსისა, ლეიტონისა და სხვა წარჩინებული მხატვრებისაგანაო. ეს მხატვრები (ყველა მათგანი და აგრედვე კიდევ მ. როზეტტი, ტადემი, ვალტერ კრენი, კერკომერი, პოინტერი ევროპაში კარგად არიან ცნობილნი. ამათში ბევრმა მხოლოდ ეხლა გამოიჩინა მხატვრობის ნიჭი). ყველანი ძლიერ არიან დახელოვნებულნი და იმათ მიერ დახატული სურათები არაფრით ჩამოუვარდება საფრანგეთის უკეთეს მხატვრების სურათებს.
უნდა მოგახსენოთ, რომ, როდესაც კაცი ჰხედავს ბონნისა და კარულიუს დიურანის სურათებს და ადარებს ვატტსის სურათებსა, არ იცი, რომელი უფრო უკეთესია. ვატტსის მიერ დახატული სურათები დარვინისა, კარლეილისა, მილლისა, ტენისონისა, მორის როზეტისა, ლეიტონისა და სხვ. ისევე კარგია, როგორც საფრანგეთის სახელოვან მხატვრებისა, ხოლო ადამიანის ხასიათის გამოხატვის მხრივ ვატტსის სურათები შეიძლება უკეთესიც იყოს. დარვინისა და ლეიტონის სურათები, ჩემის აზრით, გვერდში უნდა ამოვუყენოთ ვაინდეიკისა და ველასკეზის სურათებს. თუ მკითხველს უნახავს დარვინის სურათი, რომელიც ჩართულია ბ. მ. ანტონოვიჩის მიერ დაწერილს ბიოგრაფიაში, ამ პატარა სურათითაც შეუძლიან გაიგოს, რაოდენი გონიერება, მორიდება დიადის ბრძენისა გამოხატა ვატტსმა დარვინის მთელს სურათში. ყველა სურათები ვატტსისა იმით განირჩევა სხვა სურათებისაგან, რომ ნათლად არის გამოხატული თვით ხასიათი დიდებულ კაცთა. ასეთი შეგნება ფილოსოფოსთა, მგოსანთა და სხვა დიდებულ მოღვაწეთა ხასიათისა შეუძლიან მხოლოდ დიდად განათლებულსა და გონიერს მხატვარს. ყოველივე ეს მშვენივრად არის შეხამებული ვატტსის სურათში. ყოველივე ეს მშვენივრად არის შეხამებული ვატტსის სურათებში. განსაკუთრებით საუცხოვო არის სურათები `იმედი~, `მამანა~, `მინოტავრი~, `შიც ტრანსიტ გლორია~ და მრავალი კიდე სხვა.
საზოგადოდ, ინგლისელების მიერ დახატული სურათები ადამიანთა ყოველთვის ძლიერ კარგები ყოფილა. რეინოლდმა და გენსბორომ წარსულ საუკუნის დამლევსა და ამ საუკუნის დასაწყისში მეტად განავითარეს ეს ხელოვნება. ამ გვარად ვატტსზე ადრე ჯერ სხვები იყვნენ დახელოვნებულნი მხატვრობაში. უფრო სუსტნი იყვნენ ინგლისელები საისტორიო სურათების ხატვაში. მაგრამ აქაც მილლემა და ლეიტონმა თავი იჩინეს და ეს ხელოვნება წინ წასწიეს. ეჭვი არ არის, რომ მილლე უდიდესი მხატვარია მთელს ინგლისში. გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ მილლე თვით ტიციანს შეედრება. ადამიანის სხეულის ხატვაში მილლეს ბადალი არა ჰყავს. რაც-კი იმის მიერ დახატულს სურათს გარს ახვევია, მიდამო იქმნება, ოთახი თუ ტაძარი, ყველა ეს დიდის ხელოვნებით არის ხოლმე გადმოცემული. მილლეს მიერ დახატული `მიმომავალი რაინდი~, `დამშვიდების ველი~, `მოწაფე~, `მოწყალება~ და სხვ. სწორედ რომ საუცხოვოა. ეს სურათები ამშვენებენ ინგლისის მხატვრობის გამოფენის ადგილს, რომელსაც სახელად ეწოდა თატე გალლერყ.
უფრო ნაკლები თავისებურება ეტყობა მხატვარს ლეიტონს. ზოგი ერთ იმის ნაწარმოებს გერმანიის სკოლის გავლენა ეტყობა და განსაკუთრებით კაულბახისა. მაგრამ ეს გარემოება მაინც ხელს არ უშლის ლეიტონს და იმის მიერ ნახატი სურათები საბერძნეთისა და რომის ცხოვრებიდგან სწორედ რომ საუცხოვოა. ხომ თვით რუბენსზე ჰქონდა გავლენა პაოლო ვერონეზს, მაგრამ მიუხედავად ამისა რუბენსი რომ შესანიშნავი მხატვარი იყო _ ამას ლაპარაკი არ უნდა. თუ მხატვარი არ ემონება თავისს მასწავლებელს, ეს ხომ წარმატების ნიშანია. იქნება ინგლისის მხატვრობამ იმიტომ წაიწია წინ, რომ საუკეთესო მხატვრები სცდილობდნენ სინიდისიერად შეესწავლათ მხატვრობა იტალიისა, საფრანგეთისა და ფლამანდიის სკოლისა? წაბაძვა მხატვრობაში ხელს უკრავს ხელოვნებას. ამის მაგალითს წარმოადგენენ წინა-რაფაელისტები (პრერაპჰაელიტე) ბენ ჯონსი და სხვ., ვინც-კი ჰბაძავდა ბოტიჩელის.

ვ. მარველი

წერილი ინგლისიდგან
(საკუთარის კორესპონდენტისა)

თამაშობა და გაჯიბრება. _ დოქტორის
გრესის იუბილე. _ დედათა კონგრესის
იუბილეი. _ დედათა კონგრესები. _ უელსის
პრინცის დაშავება და საზოგადოების თანაგრძნობა).

1898. 26 ივლისი. #159. ყველამ იცის, რომ ინგლისელები და ამერიკელები დიდს მნიშვნელობას აძლევენ ყოველგვარ ვარჯიშობასა და მუშაობას. ამ ბოლო დროს ყველა დაბალსა და საშუალო სასწავლებლებში, მათ შორის დედათა სასწავლებლებშიაც-კი შემოიღეს სხვა-და-სხვა ხელობის სწავლება. ქალებს ასწავლიან ხელსაქმის გარდა დურგლობასა და სხვა ხელობას. რაც შეეხება გიმნასტიკასა და თამაშობას, ამაზედ ხომ მეტია ლაპარაკი: ამერიკაში არის ეგრედ წოდებული იახტ-კლუბები, რომლის წევრებად ქალები არიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან ნავებით, რომელი გაასწრობსო. საზოგადოდ გიმნასტიკასა და სხვა-და-სხვა თამაშობას აქ დიდს ყურადღებას აქცევენ. სპეციალისტებიც კი არიან აქ სხვა-და-სხვა თამაშობისა. ამ კაცებს ძლიერ მაგარი კუნთები აქვთ და ფეხში დიდი ღონე, ხოლო ჭკუა კი… მაგრამ ჭკუა რა საჭიროა ამ ვაჟბატონებისათვის. ამათზე განუვითარებელი და უგუნური ხალხი მე არსად შემხვედრია… საბედნიეროდ ამგვარი სპეციალისტები ცოტანი არიან და საუცხოვოდ მოწყობილი ვარჯიშობისა და თამაშობის წყალობით ინგლისის ერი ღონიერი და ჯანიანი შეიქმნა. იუვენალის სიტყვებს “Mენს შანა ინ ცორპორა სანო” (საღი გონება საღს სხეულშია) აქ დიდს ყურადღებას აქცევენ. სიმდიდრე და დიდება… საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!..

* * *
ამ კვირას ლონდონი პატივსა სცემდა მთელის ქვეყნიდგან ორს კონგრესზე დასასწრებად მოსულ დედაკაცებს. ერთი კონგრესი გაიმართა პროსტიტუციის მოსპობის მომხრე დედაკაცთა, მეორე საქრისტიანო სკოლების დამაარსებელ კავშირისა და მესამეც კრება დედაკაცთა ლიგისა. ამ ოთხის წლის წინად ბ-ნს ვაზიანს `ივერიაში~ აწერილი ჰქონდა ინგლისის დედაკაცთა განვითარება და აღზრდა. ეხლაც ამ კონგრესებზე გამოჩნდა ამერიკელ და ინგლისელ დედაკაცთა უპირატესობა სხვა ქვეყნების დედაკაცთა შედარებით. მეცნიერებაში ლიტერატურაში, ხელოვნებაში, პედაგოგთა თუ სხვა საზოგადო საქმეში ამერიკელსა და ინგლისელს დედაკაცს პირველი ადგილი უჭირავს. საკვირველი უფრო ის არის, რომ ამერიკელი და ინგლისელი დედაკაცები ასობითა და ათასობით მხნედ შრომობენ ყოველგვარ საზოგადო საქმეში და თვისის შრომით სხვებსაც ამხნევებენ. კონგრესზე დამსწრე სხვა ქვეყნებიდგან დელეგატებად გამოგზავნილი დედაკაცები ამტკიცებენ, რომ ევროპის სხვა ტომის დედაკაცთა მოქმედება სრულიად უნაყოფო და უფერულია ამერიკელ და ინგლისელ დედაკაცთა მოქმედებასთან შედარებით.

* * *
უეჭველია, დეპეშა ამბავს მოგიტანდათ, რა უბედურება შეემთხვა პრინც უელსისას. პრინცი სადილად როტშილდთან იყო, მარმარილოს კიბეზე რომ ჩამოდიოდა, ფეხი დაუსხლტდა წაიქცა და მუხლი იტკინა. ოფიციალურ ამბებიდგან სჩანს, რომ საშიში არაფერია, მაგრამ საზოგადოების თანაგრძნობას პრინცისადმი საზღვარი არა აქვს. პრინცს შეუძლიან ეხლა დარწმუნდეს, რამდენად პატივსა სცემს იმას საზოგადოების ყველა წოდების ხალხი. პრინცის თავმდაბლობა და თანაგრძნობა ყოველის კეთილის საქმისა ინგლისის ერმა დიდი ხანია დააფასა.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდან
(საკუთარის კორესპონდენტისა)
შესანიშნავი აღმოჩენა._ლილიენფელდი._გრიმო._პიკკერინი.

1898. 22 აგვისტო. #180. რამდენიმე დღეა რაც ტელეგრაფმა აცნობა გაოცებულს ქვეყანას, რომ ახალგაზრდა (29 წლისა) გერმანელმა მეცნიერმა ლილიენფელდმა ქ. ვენაში ბუნების მეტყველთა კონგრესის წინაშე არა ორგანულ ელემენტები გარდააქცია ორგანულ პლაზმად, ცოცხალ ხილად, რომელიც უპირველესი ელემენტია კვერცხისა, რძისა, ხორცისა და სხვ.
კორესპონდენტები სწერენ, რომ ლილიენფელდის მიერ გაკეთებული ცილა უფრო გემრიელია, ვიდრე უმი ცილა კვერცხისა და ფერით კი უფრო მუქია. ყველაზედ უფრო საოცარი ის არის, რომ ამ ცილას ლილიენფილდი ძლიერ ადვილად, ძლიერ ჩქარა აკეთებს და ძლიერ იაფადაც ჯდება. სულ 10-12 წუთის განმავლობაში ლილიენფილდი აკეთებდა ცილას მეცნიერთა წინაშე და აქვე დაშლიდა ხოლმე ელემენტებად იმ ქიმიურ წეს რიგით, რომელსაც ჰხმარობს მეცნიერება ცილის ელემენტებად ქიმიურად დასაშლელადა და აღმოჩნდა, რომ ელემენტები ცილისა და ლილიენფელდის ნივთიერებისა არაფრით განირჩეოდნენ ერთმანეთისაგან.
მაშასადამე, მეცნიერებამ უკვე გაიგო უდიდესი საიდუმლოება ბუნებისა! გაიგო ეს ადვილად და შეიტყო, როგორ უნდა გაკეთდეს ისეთი საჭმელი, რომელიც რძისა, კვერცხისა და ხორცის მაგიერობას გასწევს და რომელიც 50 შაურის მაგიერად დაჯდება სულ 9-12 კაპეიკად!..
წავიკითხე გაზეთებში ეს ამბავი და არა მჯეროდა! როგორ! ნუ თუ მეცნიერებამ ასე ადვილად შეიტყო ისა, რასაც ეძებდნენ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ალქიმიკოსები, ნუ თუ მეცნიერებამ გამოჰგლიჯა ბუნებას უდიადესი საიდუმლოება და შეიტყო იმისი შემოქმედებითი ძალა. არა, ეს დასაჯერებელი არ არის, ვფიქრობდი მე. განა ერთხელ და ორჯერ გამიგონია, რომ აგერ ედისონი ვითომ და მიწისაგან ხორცს აკეთებსო, მაგრამ მერე ყოველივე ეს ჭორი გამომდგარა. ეხლაც ისე იქმნება…
მაგრამ სამის დღის შემდეგ ახალგაზდა მკურნალმა პიკკერონმა გამოაცხადა `ჭესტმინსტერ Gაზიტე~-ში, რომ მე თითონ ჩემს ლაბორატორიაში გავაკეთე ლილიენფილდის ნივთიერებაო. ამასთანავე ახალგაზდა მეცნიერმა დასძინა, რომ ეს ნივთიერება ჯერ ნამდვილი ცილა არ არის და რომ აგერ სამი წელიწადია, რაც მე თითონ გავაკეთე ექვსი სხვა და სხვა ნივთიერება ამ გვარ ალბუმინისა, მე თითონაც ვსცადე ჩემს თავზედ, თაგვებსაც ვაჭმევდი, მაგრამ, როგორც უკვე მქონდა გამოცხადებული, ეს ნივთიერება ვერ გამოდგა სასურველი. ვსთქვათ, რომ არც ლილიენფელდის ნივთიერება და არც ჩემი ჯერ ნამდვილი ცილა არ არის, მაინც მეცნიერება ეხლა ჭეშმარიტს გზაზე სდგას და ჩვენ ძლიერ მალე დავესწრობით ნამდვილის ცილის გაკეთებას, ვინაიდგან საფრანგეთის ქიმიკოსის ე. გრიმოს მიერ აღმოჩენილი მეთოდი ჭეშმარიტია, ამ მეთოდს მისდევს ეხლა მეცნიერება და უეჭველად ძლიერ მალე გაიმარჯვებს კიდეც.
მაშ, ჭორი არა ყოფილა ზემოხსენებული ამბავი! ეხლა ჩვენ ძლიერ მალე მოვესწრებით შესანიშნავს ამბავს _ “ხელთ მოქნილს საჭმელს~ მაშ ოცნება არა ყოფილა დიადის ქიმიკოსის ბერტელოს სიტყვები, რომ ქიმია უწყალობებს საჭმელს ადამიანსა, გააძღობს, მიანიჭებს კმაყოფილებას და გაანთავისუფლებს ჭამაზე ზრუნვისაგან! მოვა დრო, რომ ადამიანი ცხოველებს აღარ დაჰხოცავს თავისის თავის გამოსაკვებად და ყასაბის ხელობა გადაიქცევა კაცობრიობის განუვითარებელ მდგომარეობის მოსაგონებლად. აღსრულდეს წინასწარმეტყველება დიადის მეცნიერისა!
ეხლა ეს ვიკითხოთ, ვინ არიან ეს მეცნიერნი? რა ხალხია, რა ხასიათის პატრონები არიან?
ლილიენფილდის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ იგი მოწაფე იყო სახელოვანის ფიზიოლოგის დიუბუა-რეიმონდისა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ბერლინში გარდაიცვალა, ვიცი, სამწუხაროდ ისიც, რომ ლილიენფელდი ღვიძლი შვილია ანგარებით სავსე საუკუნისა და განზრახვა აქვს პატენტი აიღოს თავის `აღმოჩენაზე~, რომელიც ცხრა წლის წინად აღმოაჩინა ნამდვილმა მეცნიერმა ე. გრიმომ. ეს მეცნიერი არა თუ პატენტებს არ იღებდა, არამედ საქვეყნოდ გამოაცხადა თავისის მუშაობის თეორია, რომ ახალგაზდა მეცნიერთ განეგრძოთ ეს საქმე. ხოლო როდესაც მკურნალმა პიკკერინმა შეატყობინა თავისი გამოკვლევა, გრიმომ მამობრივი დარიგება მისცა და შეუთვალა, განაგრძე ეგ გამოკვლევაო.
დიაღ, ნამდვილი მეცნიერი არა ჰფიქრობს პატენტებზე და პრივილეგიებზე. ან კი შესაძლებელი იყო განა, რომ გრიმო ასე არ მოქცეულიყო? იცით, ვინ არის ეს მეცნიერი.
ეს ის კეთილშობილი მოხუცი პროფესორია, რომელიც ზოლას საქმის გარჩევის დროს გამოცხადდა, რათა გამოეთქვა თავისი გაოცება იმის გამო, რომ მწერალმა სინდისიერად შეასრულა ვალი მამულიშვილისა. განცხადების გულისათვის უნიჭო ჟურნალისტისა და კლერიკალის სამინისტრომ კათედრა ჩამოართვა საფრანგეთის მეცნიერების დამამშვენებელსა და კაცობრიობის სიამაყეს… რა მუხთალია ბედი! კლერიკალიზმი და უმეცრება ეხლაც ისე სდევნის მეცნიერების მოღვაწეებსა და კაცობრიობის მეგობრებს, როგორც ჯიორდანო ბრუნოსა და გალილეის დროს; ხოლო უწინ სდევნიდნენ ამათ პაპისა და ინკვიზიციის სახელით და ეხლა სდევნიან `თვითმპყრობლის ერისა~ და `თავისუფლებისა, ძმობისა და ერთობის~ სახელით…
მკურნალს პიკკერინს კი კარგად ვიცნობ. იგი მდიდარ ბურჟუას ოჯახს ეკუთვნის, შარშან შეირთო ცოლი და, ინგლისელების აზრით, ჯერ ისევ ყრმა არის (28 წლისა). პიკკერინი საკმაოდ ცნობილია მეცნიერთა შორის თავისის გამოკვლევებით და ლექციებით _ საზოგადოებისა და მუშათა შორის. _ ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება ერთი საღამო, რომელიც პიკკერინთან ერთად გავატარე. 1896 წ. ენკენისთვეს ერთის მეცნიერის პატარა სასტუმრო ოთახში. პიკკერინი მეცნიერის გრიმოს სინთეზის განმარტებას შეუდგა და გვაუწყა, რა შედეგი მოჰყვა იმის გამოკვლევას ცილის გაკეთების შესახებ; ჩვენ ყველანი გაოცებულნი ვუსმენდით. მაგრამ ჩვენს გარდა ამ ოთახში იყო თითქმის სამოცდა ათის წლის მოხუცი. ამ მოხუცის სახე ბრწყინავდა აღტაცებით და იმისი მშვენიერი ცის-ფერი თვალები გაბრწყინებულიყო ციურის ცეცხლით. მოხუცმა გაითვალისწინა, რა შედეგი მოჰყვება ამ გამოკვლევას, და როგორ გააბედნიერებს ეს შედეგი კაცობრიობას. არც საკვირველია, რომ გაითვალისწინა ესა: _ ეს მოხუცი გახლდათ საფრანგეთის მეორე დიადი კაცი, რომლითაც ეს ერი სამართლიანად ამაყობს, ეს კაცი იყო დიდებული გეოგრაფი ელიზე რეკლიუ.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდგან
(საკუთარის თანამშრომელისაგან)
V13
სიტყვისა და მიტინგის თავისუფლება. როგორ
სდევნიან `პატრიოტნი~ ბოერების (ბურების) მეგობართა
კრებებს. _ დედოფლის ირლანდიაში შესვლა

4.04.1900 #74 ინგლისელი არაფრით ისე არ ამაყობს, როგორც საუკუნოებით შეძენილი იმ უფლებით, რომელიც კრებისა, თათბირისა და სიტყვის თავისუფლებას ანიჭებს. არც ერთს სხვა ქვეყანაში, არც შვეიცარიასა, არც შეერთებულ შტატებში, ნება არა აქვთ მოქალაქეებს ისე თავისუფლად და ხელ-შეუშლელად შეიკრიბნენ შიგ შუა ქუჩებში, მოედნებზედ, ეკკლესიებში და საზოგადო დაწესებულებებში და საჯაროდ თათბირსა და ლაპარაკს შეუდგნენ სარწმუნოებისა, პოლიტიკისა, ზნეობის უპირველეს საგნების შესახებ, როგორც ეს ინგლისშია. კრომველისა და მილტონის შემდეგ. ინგლისელებს თავი მოაქვთ ამით და საკვეხურ საგნადაცა აქვთ გადაქცეული ეს თავისუფლება და სხვათა აზრის, შეხედულების დაუშლელობა, ატანა, ძალიან ხშირად უკიდურეს, რევოლუციონურ აზრისა და შეხედულებისაც. ყოველი მიტინგი (ყრილობა) ინგლისში ხელ-შეუხებლად ითვლება; ყოველ კრებას, თუნდაც იგი მთავრობის წინააღმდეგ იყოს გამართული, პოლიციამ უნდა უეჭველად დახმარება და მფარველობა გაუწიოს.
ასე იყო და ყოფილა იმ თავითვე.
და აი ეხლა მოულოდნელად განცვიფრებულ და გაკვირვებულ საზოგადოებას მოევლინა ჩემბერლენისა, როდსისა და ამხ. საზიზღარი ვეშაპი ახალის იმპერიალიზმისა, რომელიც, კეტებით შეიარაღებული, დაძრწის ქუჩა-ქუჩა და მოსვენებას არ აძლევს მშვიდობიანობის მოყვარეთა მიტინგებს. პირველად `პატრიოტთა~ ასეთმა საქციელმა განაცვიფრა საზოგადოება. მაგრამ შემდეგ, როდესაც ძალ-მომრეობისა და საზიზღრობის სცენები გახშირდა სხვა-და-სხვა ადგილებსა და ქალაქებში, საუკეთესო კაცებმა ამის საწინააღმდეგოდ საჭირო ღონისძიებანი მიიღეს.
მიტინგების გამართვა მარტო-ღა დემოკრატებმა, რადიკალებმა და სოციალისტებმა დაიწყეს. მიტინგის დროს მათ ყოველთვის მზადა ჰყავდათ რამდენიმე ასი ზორბა, მამაცი მუშა, რომელნიც მზად არიან ხოლმე გვერდები ჩაუმტვრიონ და თავბედი აწყევლინონ ყავახანის `პატრიოტებს~, თუ კი ეს `პატრიოტები~ გაჰბედავენ და მიტინგზედ გამოჩნდებიან. და, წარმოიდგინეთ, ჩემბერლენის კაცებმა ვერც ერთს ასეთ მიტინგზედ ვერ გაბედეს ვერც მისვლა და ვერც ხმის ამოღება, ამ მიტინგებზედ-კი სიხარულითა და აღტაცებით ეგებებოდნენ უკიდურეს რევოლუციონერთა და იმათ სიტყვებს, ვინც დაჩაგრულ ბოერებს გულ-მხურვალე თანაგრძნობას უცხადებდა.
_ სად არიან ყავახანისა და საყომარბაზო სახლების `პატრიოტნი~? _ კითხულობდნენ რევოლუციონერნი.
_ ისინი ვერ გაბედავენ აქ მოსვლას, _ ეუბნებოდნენ მათ. _ ამ `პატრიოტებს~ როდსისა და ჩემბერლენის აგენტები მხოლოდ უწყინარ, გულკეთილ და სუსტ მოქალაქეთა წინააღმდეგ აქეზებენ. თქვენი კი ეშინიანთ, რადგანაც შეიძლება ნამდვილი ჩხუბი, უწესოება მოხდეს და ასეთი უწესოება და ჩხუბი კი ჩემბერლენისთვის, ჯერ-ჯერობით სასურველი არ არის…
მაგრამ `ჯერ-ჯერობით~ რაღაა? ნუთუ ინგლისის სახელმწიფო კაცს შეუძლიან შეითვისოს ნაპოლეონ მე-III-ის დროის პოლიციის ხრიკები და ხრიკების შემწეობით განგებ მოახდინოს უწესოებანი, რომ შემდეგ თვითვე დამშვიდებასა და დაწყნარებას შეუდგეს?
არა, ეს ინგლისელთ დავთარში არ უწერიათ, იგი ინგლისის საერო პოლიტიკის ტრადიციას არ შეეფერება. მაგრამ შორსმხედველი კაცები მაინც შიშით თავს იქნევენ და ეჭვის თვალით უყურებენ მომავალს. ჩემბერლენი იმ გვარი კაცია, რომელსაც არც პრინციპები და ტრადიციები აქვს და არც მამა-პაპათა ანდერძი სწამს; ჩემბერლენმა ყველას უღალატა, ეს კაცი ყველაფერზედ დიდად მხოლოდ ჯიბის გასქელებასა და სახელის მოპოვებას სთვლის. `ვინ იცის, _ გამიგონია არ ერთხელ, _ რას ჩაიდენენ ეს კაცები, როდესაც დაბრუნდება ჩვენი ჯარი სამხრეთ აფრიკიდგანაო?~..
მაგრამ ამ პესსიმისტთა შიშს მე არავითარს მნიშვნელობას არ ვაძლევ, საზოგადოებრივს ცხოვრებას ინგლისში არც მაგრე რიგად დაჰბნევია კვალი და არც იმდენად გადაუხვევია განვითარების გზიდგან როგორც ამ პესიმისტთა ჰგონიათ, და ამის საუკეთესო დამამტკიცებელ საბუთად პარლამენტის თვით ის კრებაა, რომელზედაც ლაპარაკი ამ უწესოებათა შესახებ იყო.
იმ დროს, როდესაც რადიკალთა და მუშათა ორგანიზაციებმა ძალას მიჰმართეს და მუშტის შემწეობით მოისურვეს ყავახანების `პატრიოტთა~ თავგასულობის ალაგმვა, პროგრესისა და თავისუფლების ზომიერმა მეგობრებმა უფრო მშვიდობიანი საშუალება იხმარეს. ლიბერალთა უმცირესობამ ლაპარაკი აღძრა პარლამენტში ამ უწესოებათა გამო და განცვიფრებულმა იკითხა, რატომ სამინისტრო მხნე საშუალებას არ იხმარებს ინგლისის მოქალაქეობრივისა და თავისუფლების უფლებათა დამრღვეველთა წინააღმდეგ.
მინისტრების _ ბალფურისა და რადლერის _ პასუხი განსაცვიფრებელი და გასაოცარი იყო. პირველი არწმუნებდა პარლამენტს, ხალხის აღტაცებამ იქამდე მიაღწია, რომ ბრბო ვეღარ ითმენს იმათ აზრსა და სიტყვებს, ვინც ომისა და სამინისტროს წინააღმდეგ ჰლაპარაკობსო. `ნუ მოსთხოვთ კაცის ბუნებას იმაზედ მეტს, რაც შეუძლიანო~! დაამთავრა მინისტრმა, ხოლო რადლეიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ბრბო მარტო იმ კაცების მიტინგებს სდევნიდა, რომელთაც სახელი არა აქვთ მოპოვებული, ამიტომ არც მოხელეების ჩარევა იყო საჭიროო.
მინისტრთა ამ უცნაურმა სიტყვებმა მთელი ალიაქოთი მოახდინა პარლამენტში. ჭკვიანმა კაცებმა აღნიშნეს, რომ ბ-ნნი მინისტრნი ბრბოს ძალ-მომრეობასა ჰქადაგებენ, ველურ ძალ-მომრეობასაო, არც მეტსა და არც ნაკლებს. მართლა და ვისა აქვს ამ ჟამად ყველაზედ ნაკლები სახელი ინგლისში? რასაკვირველია, ჩემბერლენს, რომელსაც კონსერვატორებიც კი ძლივს იტანენ. მაშასადამე, ბრბოს სრული ნება აქვს გვერდები ჩაუმტვრიოს ამ მინისტრს, გაანადგუროს იმის სახლი? ან არა და, კანონიერი იქნებოდა, როგორც რკინის გზის მუშამ დეპუტატმა მადისონმა აღნიშნა ჰოლანდიელ მეთევზეთა და მათ ცოლ-შვილთა შეთქმულობის დროს, ეს შეთქმულნი თავს დასცემოდნენ წარმოების პატრონს, რომლის წყალობითაც მეთევზენი მშივრები არიან?
მადისონის სიტყვებმა საშინლად გაამწვავა სამინისტროს მეგობარნი, რომელთაგანაც მრავალი ზემოხსენებულ წარმოების პატრონია. მათ ჭკუაში არ დაუჯდათ სიმართლე და ჭეშმარიტვბა და ამის გამო თვით პარლამენტში ისეთს უწესოებას მიყვეს ხელი და ისე შეუფერებლად იქცეოდნენ, რომ პალატის საუკეთესო ორატორმა ირლანდიელმა ხეილმა სამართლიანად გადასძახა ამ უმრავლესობას: _ `ჩვენ (უმცირესობა) აქ იმიტომა ვართ, რომ დავამთავროდ თქვენი აღზრდაო~. ეს კია, რომ ამ საქმეში ოპოზიციის ორატორებს დიდი შრომა და მეცადინეობა დასჭირდებათ, ისე არიან ჩაფლულნი ეს ვაჟბატონნი ანგაარებისა და ჯიბის გასქელების მორევში.

* * *
შინაურ პოლიტიკაში ყველაზედ მეტად საყურადღებო მოვლენას შეადგენს მოხუცებულ დედოფლის ირლანდიაში წასვლა. ყველამ კარგად უწყის, რომ ოფიციალურ ინგლისსა და დედოფალს მაგრე რიგად არ უყვართ `მწვანე ერინი~14 და იქ მცხოვრები ხალხი. თვით ირლანდიელნი როგორც სამშობლოში, აგრეთვე ამერიკაში მარჯვე შემთხვევას ისე არ სტოვებენ, რომ თვისი სიძულვილი და მტრობა არ გამოუცხადონ მტანჯველებს. ასე იყო წინად და ასევე მოხდა ამ ომის დროსაც: ირლანდიელებმა გულითადი თანაგრძნობა და მეგობრობა გამოუცხადეს ბურებს. ამ ჟამად ბრძოლის ველზედ სამი ათასამდე ირლანდიელი უჭერს მხარს ბურებს და იმათ გულისათვის სისხლსა ჰღვრის ბრძოლის ველზედ. _ ირლანდიის ერთმა უკეთილშობილესმა მამულიშვილმა მიკელ დავითმა საჯაროდ გაჰკიცხა ეს ომი, პარლამენტის წევრობას თავი დაანება და განაცხადა, პატიოსან კაცის დამამცირებლადა ვთვლი იმ უმრავლესობასთან ერთად პარლამენტში ყოფნას, რომელიც თანაუგრძნობს ძალ მომრეობასა და მონობასაო. დავითის ამომრჩევლებმა იმის ადგილას კანდიდატად ბრადი წამოაყენეს, ბოერებთან ერთად ინგლისელების წინააღმდეგ მებრძოლ ირლანდიელთა რაზმის უფროსი. ირლანდიელი დეპუტატები მთავრობის ოპოზიცას შეადგენენ, თითქმის ყველანი ჰგმობენ და ჰკიცხავენ ამ ომს… და ამ დროს მოულოდნელად მოხუცებულ დედოფლის პოლიტიკურ მგზავრობას ჰმართავენ უკმაყოფილო ირლანდიელთა ქვეყანაში, იმ დედოფლისას, რომელიც 36 წელიწადი იქნება, რაც ირლანდიაში არა ყოფილა; დაიწყეს ტარება იქამდის დევნლ მწვანე ყვავილისა _ ირლანდიის საერო ყვავილისა; გულ-მოდგინედ შეუდგნენ ირლანდიულ საღამოების, ბალების გამართვას, რომელსაც თვით სამეფო გვარეულობის წევრნიც კი ესწრებიან…
მერე რისთვის? ნუ თუ იმისთვის, რომ ირლანდიელთა რაზმი მამაცად დაუხვდეს ხოლმე ბოერების ქვეით ჯარსა და არტილერიას? ან, როგორცა ჰფიქრობენ პოლიტიკოსი ინგლისელები იმიტომ ევლებიან თავს, რომ საფრანგეთთან ომს მოელოდებიან?
ჩემბერლენის სამწუხაროდ საფრანგეთთან ომს რომ არც ინგლისი და არც საფრანგეთის ხალხია მოწადინებული, ამისი მრავალი წვრილმანი ვეცდები ვაჩვენო მკითხველებს, ვინა ჰყვირის და ვისა სურს ომი ორსავე ამ სახელმწიფოში, ხოლო რაც შეეხება ირლანდიის შერიგებას, ეს შერიგება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ირლანდიას თვით-მმართველობა მიენიჭება და მისნი შვილნი განთავისუფლებულნი იქნებიან ინგლისელ მიწათმფლობელთა ეკონომიკურ მონობისაგან.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდან
(საკუთარი თანამშრომლისაგან)
VI15
სალიბერალო ფედერაციის კრების გარდაწყვეტილება – გლადსტონის აჩრდილი ასულდგმულებს და აერთიანებს სალიბერალო დასს. – მშვიდობის მოყვარე საზოგადოების პეტიცია, – ჟუხდროს გარდაცვალება და გაზეთების აზრი ამ გენერალის შესახებ.

5.04.1900. #75 დღეს დასრულდა ლიბერალთა ფედერაციის კრება, ეს კრება ნოტტინგამში მოხდა. კარგა ხანია სალიბერალო დასს საჯაროდ ხმა არ აუმაღლებია და ძველი საუკეთესო ტრადიციები და პრინციპები არ გაუხსნებეია, როგორც ეს წარსულს კრებაზედ მოხდა 1200 დელეგატზედ მეტი შეიკრიბა დარბაზში, როდესაც შესანიშნავმა ჰუმანისტმა და თხუთმეტის წლის განმავლობაში უცვლელმა თავმჯდომარემ დოქტორმა სპენს ვატსონმა თავისი ადგილი დაიჭირა.
არამც თუ მარტო დამსწრენი, მთელი განათლებული ინგლისი, ასე გასინჯეთ, კონსერვატორნი და თვით სამინისტროც კი, დიდის გულსმოდგინებით ისმენდნენ ორატორთა, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის სიტყვებს, ასეც უნდა მომხდარიყო, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ამ ფედერაციის წევრებად ითვლებიან გუშინდელი მინისტრები და აგრეთვე მინისტრები მომავალის სალიბერალო კაბინეტისა. მათის აზრი და შეხედულება დღეს არა ხვალ მთავრობის აზრადა და შეხედულებად გარდაიქცევა, ყველასთვის საინტერესოა, მაშასადამე, გაიგოს, რას ფიქრობენ ეს კაცები საზოგადოდ და რა აზრისანი არიან კერძოდ ომის შესახებ, კრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნათლად, გარკვეული და მოკლედ გამოაცხადა მან თავისი აზრი ომის შესახებ.
`ჩვენი სამშობლო ებრძვის ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, – სთქვა სპენს ვატსონმა, რომელსაც აღტაცებულის ტაშიცემით არა ერთხელ შეაწყვეტინეს სიტყვა – ნუ თუ ჩვენ განვიზრახავთ ბოლო მოვუღოთ და სიცოცხლე მოვუსწრაფოთ ორ თავისუფალ და დამოუკიდებელ ერს? (ტაშის ცემა და `არა~, `არა!~-ს ძახილი გაისმის), რასაკვირველია ჩვენ ჯერ ამ სიმდაბლემდე არ მივსულვართ, ყოველის ეჭვს გარეშეა, რომ ზომიერებას არ გადავუხვევთ იმ დროს, როდესაც გამარჯვების საათი დაჰკრავს, და ეს ზომიერება საუკეთესო და პატიოსანი პოლიტიკა იქნება.Dდიდი რამ არის სიძლიერე, მაგრამ როდესაც შენ ძალასა და ღონეს სუსტთა წინააღმდეგ მოიხმარ, მტარვალად გადაიქცევი და მტარვალის სახელს მოიპოვებ (ტაშის-ცემაა). ჩვენ, ლიბერალებმა, უნდა მოვსთხოვოთ მთავრობას, რომ დამოუკიდებლობა არც ერთს რესპუბლიკას არ ჩამოერთვას და შედეგში ასეთის სამწუხარო საქმეების განმეორებაც შეუძლებელ ჰყოს.~
ხანგრძლივის ტაშის ცემით მიეგება კრება, თავის მხცოვან პრეზიდენტის მართლა და საქებარ სიტყვებს. ეს აღტაცება გაათკეცებულ იქნა მაშინ, როდესაც სპენს ვატსონმა სამშვიდობო პროგრესის მოყვარეთა კითხვაზედ, – როგორ მოიქცეოდა გლადსტონი ამ დროსა?, – წაიკითხა დიდებულის მოხუცის მიერ ამავე დარბაზში ირლანიის საქმის გამო წარმოთქმულის სიტყვის ერთი ადგილი:
– ვეცადოთ გავამტკიცოთ ხალხთა შორის ძმობა და ყველასთვის უძვირფასესი განძი დამოუკიდებელობა.
როგორც გაზეთი `შტარ~-ი გადმოგვცემს, ამ სიტყვების წაკითხივს დროს დარბაზში თითქოს თვით გლადსტონის აჩრდილი გამოჩნდა და ამ აჩრდილით აღფრთოვანებული გაუბედავთა და მშიშართაც კი ერთმანეთს ხელი გაუწოდეს ჭეშმარიტებისა და სამართლის დასაცავად.

* * *
დღესვე ლორდ სალისბიურის გადავცა მრავალ-წევროვანის მშვიდობის კომიტეტისაგან პეტიცია, რომელზედავ მრავალ პარლამენტის წევრსა და ლორდს უწერია ხელი.
`მშვიდობის მოყვარე საზოგადოების კომიტეტი, – ნათქვამია პეტიციაში, – დიდის გულმოდგინებით ადევნებდა თვალყურს ომის მსვლელობას სამხრეთ აფრიკაში, თუმცა აქამდე კომიტეტი ერიდებოდა საჯაროდ თავისს აზრის გამოთქმას… მაგრამ ეხლა ნათლად ჰხედავს, რომ თქვენ (ლორდ სალისბიურის) და თქვენ ამხანაგ-მინისტრებს წილად ერგოთ პასუხი აგოთ მომავალ ზავის პირობათათვის, იმ ზავისა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბედი მთელის სამხრეთ აფრიკის~.
`კომიტეტი უმორჩილესად თხოულობს, რომ ზავის პირობანი არ ასცდნენ იმ ჭეშმარიტებასა და სულგრძელობის გზას, რომელიც დიდს და ძლიერს ხალხს შეჰფერის.~
`კომიტეტი განსაკუთრებით თხოულობს იმას, რომ ზავის დადების დროს სამინისტრომ არ იხელმძღვანელოს შურის ძიებისა და მოწინააღმდეგის დამცირების გრძნობით ან კიდევ იმის სიმდიდრის ხელით ჩაგდების სურვილით. სწორედ ამ დროს უნდა გამოიჩინოს ინგლისმა სიყვარული ჭეშმარიტებისა და თავისუფალ დაწესებულებათა მიმართ, რომელიც ეგრე ძვირფასია ჩვენის ხალხისათვის~.
ეს პეტიცია და აგრეთვე რეზოლუცია სალიბერალო ფედერაციისა საუკეთესო თემებია ბაირონისა, დიკკენსისა, მილლისა და გლადსტონის დროის საზოგადოებრივ თვითცნობერების გაღვივებისა. ეხლანდელ ინგლისში, იმ ინგლისში, როდესაც კარგა ხანია კაცობრიობა პატივს-ცემით და სიყვარულის თვალით შეჰყურებს.
გაზეთებმა ამბავი მოიტანეს ბოერების მთავარ სარდლის გენერალის ჟუბერის გარდაცვალებისა. გვინდოდა ამ ხანადაც არ დაგვეჯერა ეს ამბავი, როგორც არ უჯერებდით წინანდელ დეპეშებს, რომელნიც ამავე გენერლის გარდაცვალებას იუწყებოდნენ, მაგრამ მოლოდნი არ გამართლდა, უკანასკნელი ამბავი ჭეშმარიტი გამოდგა. ჟუბერი გარდაიცვალა, გარდაიცვალა იგი ბრძოლის ველზედ – კი არა, არამედ შინ ფილტვების ანთებისაგან, და ამ სამწუხარო ამბავმა პრეტორიასთან ერთად მთელი ტრანსვაალი და ორანჟე ძაძით შემოსა.
ინგლისურმა გაზეთებმა, იმათაც, რომელნიც მტრულის თვალით უყურებდნენ ბურებს, ერთხმად შეაქეს და თანაგრძნობით მოიხსენიეს ჟუბერი. აქ ყველა გაკვირვებით იხსენიებს განსვენებულ მტრის ნიჭს, მამაცობას, პატიოსნებას და ჰუმანურ მიმართულებას.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდგან
(საკუთარის თანამშრომელისაგან)
უელსის პრინცის მოკვლის განზრახვა, – დედოფალი ირლანდიაში – ორი დამარცხება ინგლისის ჯარისა, – ჩემბერლენი და მის მომხრეთა მიერ პარლამენტში ხმარებული შესანიშნავი ხრიკები.

6.04.1900. #76Dროდესაც ჩემი წერილი დაიბეჭდება `ივერიაში~, მკითხველებს, ეჭვი არაა, დაწვრილებით ექმნებათ გაგონილი, რაც ინგლისის ტახტის მემკვიდრეს ბრიუსელში გადახდა, არ ვკისრულობ ახალი რამ მივაწოდო მკითხველს, მხოლოდ მინდა ორი სიტყვა ვთქვა დასებისა და იმის შესახებ, თუ რამ აიძულა სიპიდო, ეს საქმე ჩაედინა.
– პრინცის მოკვლა ანარქისტმა სცადაო, – ნათქვამი იყო პირველ ხანებში.
– რევოლვერი ესროლა პრინცს იმისთვის, რომ ბოერების (ბურების) შური ეძიაო, – იუწყებოდნენ კორესპოდენტები.
– სადამდე შეუძლიან მიიყვანოს ტრანსვაალის დამცველთა პოლიტიკასო, – განაცხადეს ჩემბერლენის როდსისა და აფრიკის ყოველთა გაზეთებმა.
დაფიქრდნენ ჩვენი ინგლისის მოხელენი, სწერდნენ `თემპს” , “ჟოურნალ დეს Dებატს~-ი, – სადამდე მიიყვანეს მათ თავიანთი მკითხველნი.
ჩვენს დროში რომ ყველა ასეთ საქმეს ანარქისტებს აწერენ, – ეს ისევე ადვილი გასაგებია, როგორც ის, რომ წინად ასეთსავე საქმეებს კარბონარებსა და მაძინის აწერდნენ, ხოლო იმაზედ წინ – იაკობინელებსა და რესპუბლიკელებს. მართალია, თექვსმეტის წლის სიპიდოს წაუკითხავს ანარქიული ფურცლები, მაგრამ ისიც მართალია, რომ ამ ფურცლებში კრინტიც არა არის დაძრული პრინცის წინააღმდეგ. თვით ინგლისში, სადაც ანარქისტები თავისუფლად, ხელ-შეუხებლად სცხოვრობენ, არასოდეს უელსის პრინცის მოკვლა არ განუზრახავთ.
უფრო სიმართლესთან ახლოა ფრანგულის გაზეთების სიტყვები, რომელნიც ამბობდნენ, რომ სიპიდომ `ბოერების მაგიერ შური იძიაო~. მართლაც და ხომ მთელი ქვეყანა აღელვებულია ძლიერის ინგლისის საქციელით, იმ ინგლისისა, რომელიც პატარა რესპუბლიკას თავს დაესხა მხოლოდ იმისთვის, რომ, როგორც როდსისა და მილნერის ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, `ბოერები კომბოსტოსა სთესავენ იმ მიწაზედ, რომელშიაც ოქროს უუმდიდრესი მადნებია, როგორ უნდა განვდევნოთ, ან დავიმორჩილოთ ასეთი ხალხიო?~ თუ არ ზომამდა საზოგადოება აღელვებული გერმანიასა, ავსტრიასა და საფრანგეთში ძალ-მომრეობისა და მტაცებლობის პოლიტიკით, სჩანს მარტო იქიდგანაც, რომ დიდს უპატიურებას აყენებენ და საოცრად სდევნიან დრეზდენსა, ტიროლსა, პარიჟსა, ბორდოსა და სხვაგან ინგისელებს და ყველაფერს ინგლისურს. ამერიკის შესახებ ხომ რაღას ვიტყვით, იმ ამერიკისა, სადაც სენატიც, პალატაც და მთლად ერიც პატარა რესუბლიკის მხარესაა. უფრო მეტ თანაგრძნობას უცხადებენ ბურებს მათი თანამოძმენი ჰოლანდიელნი და აგრეთვე ბელგიელები. ბრიუსელის ჟურნალ-გაზეთები, მიმართულების მიუხედავად, ერთხმად ჰკიცხავენ ინგლისის მთავრობასა და მმართველებს; სიტყვებსა და წერილებს ჩემბერლენის, როდსისა და მილნერის წინააღმდეგ დასასრული არა აქვს, იმის წინა დღეს, როდესაც სიპიდომ პრინცის მოკვლა განიზრახა, ბრიუსელში დიდი მიტინგი იყო თურმე, ამ მიტინგზედ წარმოუთქვამთ მრავალი სიტყვები ინგლისის წინააღმდეგ, გაუკიცხავთ იმისი მმართველნი და სიპიდო სწორედ ამ მიტინგს დასწრებია… დანარჩენს მკითხველი ადვილად მიხვდება.
სიპიდომ პრინცს რევოლვერი ესროლა და ის კი არ იცოდა, რომ ინგლისში ომს, პრინცები – კი არა, სამინისტრო აცხადებს… და თუ მაინც და მაინც ვისმეს ამ საქმეში რამე ცოდვა მიუძღვის, ყოველს შემთხვევაში სამეფო გვარეულობის წევრნი საზოგადოდ და პრინცი ჯერ – სრულიად უდანაშაულონი არიან.
დედოფალმა, ბრიუსელში მომხდარი სამწუხარო ამბავი იმ დროს შეიტყო, როდესაც ირლანდიელნი არაჩვეულებრივის გატაცებით ეგებებოდნენ თავიანთ სატახტო ქალაქ დუბლინში. ძნელი წარმოსადგენია ის, თუ რა სახელი აქვს ირლანდიელს, ინგლისში და რა მოდაშია დღეს ყველაფერი ირლანდიური. სწორედ ამის გამო ირლანდიელნიც ისეთის აღტაცებითა და გულუხვობით დაუხვდნენ მოხუცებულს დედოფალს, რომ საერო დასის წარმომადგენელნი ფიქრსა და საგონებელს მიეცნენ… როდესაც ერთს გონიერს ირლანდიელს მანდილოსანს შევეკითხე ამ დახვედრის შესახებ, მეტად თავისებური და ღირს-საყურადღებო პასუხი მომცა.
`ჩვენ, ირლანდიელნი მეტად მგრძნობიარე გულის ხალხი ვართ და ამიტომ უბრალო რამ ამბავი თავდავიწყებამდე გაგვიტაცებს ხოლმე, აი იმისი მაგალითიც, თუ ირლანდიელს რა თავდავიწყებამდე შეუძლიან გატაცება. კოლენზოსთან მომხარ ბრძოლის დროს, როდესაც ბურები დაუზოგავად მუსრს ადენდნენ თვით ირლანდიელთა რაზმს, ორ ჯარისკაცს ჩხუბი მოუვიდა. ამ ჯარისკაცებმა შუა ბრძოლაში არც ტყვიების ზუზუნს მიაქციეს ყურადღება და არც სხვა რასმეს, დაჰყარეს თოფები და ცხარე ბოკსი (კრივი) გამართეს, ხოლო როდესაც ამ საქმეს მორჩნენ, ერთადვე მტერს შეუტიეს. ირლანდიელის ბუნება ასეთია და ამიტომ ესევე ხდება ეს – დედოფლის დახვედრის დროს. ეგებებიან აღტაცებით, დაუსრულებელის `ვაშას~ ძახილით, მაგრამ ეს გატაცება წუთიერია და გასტანს იმ დრომდე, ვიდრე მოხუცებულს დედოფალს თავიანთ შორის ჰხედავენ, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას… ნახავთ, რომ ირლანდია ისევ იმ `შეურიგებელთ~ გამოჰგზავნის, ჰნახავთ თქვენის თვალით, თუ, როგორც ამბობენ, მართლა შემოდგომაზედ პარლამენტის წევრთა ახალი არჩევნები მოხდა~ – დასძინა მანდილოსანმა.
_
ჟუბერის სიკვდილის და კრონიეს დატყვევების შემდეგ ბევრი სასოწარკვეთილებასაც კი მიეცა ტრანსვაალის გამო. ვიღა უნდა გაუძღვეს ბურებს, ვიღამ უნდა გაუწიოს მეთაურობა მამაც მებრძოლთ ინგლისის უთვალავ ჯარის წინააღმდეგო, ამბობდნენ. ასეთს ფიქრსა და საგონებელში იყვნენ ბურების მეგობრები, რომ მოულოდნელად ამ კვირას ინგლისელების ორჯელ დამარცხების ამბავი მოვიდა, მეტად თვალსაჩინო დამარცხებისა, რადგან ბურებმა ორსავე ბრძოლაში 980 ინგლისელი წაიყვანეს ტყვედ, ორასამდე მათივე ჯარისკაცი მოჰკლეს და ექვსი ზარბაზანი, ორასი სურსათით დატვირთული ურემი და მრავალი საბუთის ქაღალდები კიდეც წაართვეს. მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ ბურების ახალგაზრდა მთავარსარდალმა გენერალმა ბოტტამ თავისი ჯარი გარს შემოარტყა ბლუმფონტენს და იქ მომწყვდეული რობერტსი სრულიად მოსწყვიტა კეიპტაუნს. გაზეთები საოცარის შიშის კილოთი ლაპარაკობენ ამის შესახებ, ბურების ზოგი მეგობარი კიდევ სიხარულსა და იმედსაც კი მიეცა. ახალგაზრდა საგენერალო შტაბი, – ჰფიქრობენ ესენი, _ ახალგაზრდა მთავარსარდალი, ეს ხომ მხნეობის, თავგანწირვისა, გმირობის მომასწავებელიაო. ჰნახავთ, როგორ დაატრიალონ საქმე ამ ახალგაზრდებმა, ჰნახავთ აგრეთვე იმას, თუ რა შედეგი მოჰყვება ამ ომს, სწორედ ეხლა გამოირკვევა საბოლოოდ, რომ აწინდელის საომარ იარაღის წყალობით პატარა, მაგრამ მამაც ხალხსაც შეუძლიან გაუმკლავდეს და მედგრად დაუდგეს მრავალ-რიცხოვან ჯარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხალხი თავისს დამოუკიდებლობასა და ეროვნებას იცავს.
დიაღ, ვინ იცის, იქნებ ბურები ძვირად, მეტად ძვირად დაუჯდეთ ინგლისელებს, მაგრამ თუ სახელმწიფონი არ გამოესარჩლნენ და თუUინგლისში სამინისტრო არ გამოიცვალა – რაც ეხლა ძნელად მოსალოდნელია – ძლიერი ინგლისი ადრე თუ გვიან მაინც გასრესავს ერთ მუჭა მამაც მთიელებს, რომელნიც ასე გმირულად იცავენ თავიანთ საერო საქმეს, და მაშინ სრულის თავისის საზიზღრობით გაბატონდება ბირჟის ძლევა მოსილი მძარცველობა.

* * *
მეტად მოხერხებული ხრიკი იხმარეს ჩემბერლენმა და იმისმა მეგობრებმა თავიანთის წადილის განსახორციელებლად, წარმოიდგინე, მკითხველო, რომ პარლამენტს არ შეუძლიან ეხლა ილაპარაკოს არც ომისა, არც ზავის დადებისა და არც ამ საზავო პირობათა შესახემ და ასე გასინჯეთ, ეს კლიტე პარლამენტს პირზედ კანონის ძალით დაედო ერთხელვე შემოღებულის წესით. თუ პარლამენტის ერთმა წევრმა წერილობითი განცხადება შეიტანა რომელისამე საგნის განხილვის შესახებ, ვიდრე ეს განხილვა არ დამთავრდება, პარლამენტს ნება არა აქვს ამავე საგნის შესახებ სხვის წინადადების განხილვას შეუდგეს.
აი, სწორედ ამ წესით ისარგებლეს ჩემბერლენის მეგობრებმა და ერთმა მათგანმა, პოლკოვნიკ დეპუტატმა დიუნკომ წარსულ კვირას შეიტანა პარლამენტში წერილობითი განცხადება, “არავითარი პირობანი ზავისა არ უნდა იქმნას მიღებული ორისავე რესპუბლიკის შემოერთების პირობის გარდაო. შეიტანა ეს სამარცხვინო განცხადება, თვით ჩაჯდა გემში და სამხრეთ აფრიკისაკენ გაუდგა გზას. ეხლა უცადე, ვიდრე ეს ვაჟბატონი უკანვე ლონდონში დაბრუნდება. მანამდე-კი _ სტოპ მასჰინე. სამსოფლიო ისტორიის უძლიერეს პარლამენტს არ შეუძლიან განიხილოს პოლიტიკის უპირველესი საგანი, _ საგანი ომისა და მშვიდობიანობის შესახებ. სად არის მაშ ჩვენი უფლება? სად არის სიტყვის თავისუფლება” – შეეკითხა გუშინ პარლამენტს ერთი დეპუტატი.
– იშფოთეთო – ჰფიქრობენ ამავე დროს კმაყოფილი მოწინააღმდეგენი, _ ე პირი ხო წყლით ამოგივსეთ და ეხლა, რაც გინდათ, ისა ჰქენით.
მაგრამ ასეთი საშუალება ოპოზიციის ჩაჩუმებისა, ასე გასინჯეთ ბალფურსაც-კი აღელვებს და აშფოთებს. ბალფურმა წინააღმდეგობა განაცხადა. ლაპარაკი აღძრეს კომისიის დანიშვნის შესახებ, მაგრამ კომისია აღდგომის დღესასწაულების გასვლამდე არ შეიკრიბება, მანამდე კი, ვინ იცის, რა მოხდება! ჩემბერლენის მეგობართა კამათის გადადება უნდოდათ და კიდეც მიაღწიეს გულის წადილს.
მაგრამ დააძვრენენ თუ არა ისინი თავს ერისა, ისტორიისა და კაცობრიობის წინაშე პასუხის გებისაგან? ძალიან საეჭვოა.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდგან
(ჩვენის თანამშრომელისაგან)
პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაჭირვება

9.05.1900. #99 საერთაშორისო კაპიტალიზმის წარმომადგენლებმა თავიანთ ამხანაგობის წევრებად გაჰხადეს ყველა ის, ვისაც გავლენა ჰქონდა პოლიტიკაზე, სარწმუნოებასა და საზოგადოებაზე. განსაკუთრებულ უფლებებით დაჯილდოებულ სამხრეთ აფრიკის მთავარი კომპანიის (შოუტჰ Aფრიცან ჩჰარც ჩომპანყ) მსხვილ მეაქციებად ითვლება 40 უწარჩინებულესი ლორდი; მათ შორის დიუკი ფაიფი, დიუკი აბერკორნი, ჰერცოგინია მონტრაზი და სხვანი; 50 სერი, ლორდთა პალატის წევრი, სხვათა შორის, ჯონ ლიუბოკი, კანობირი და სხვანი. 62 პარლამენტის წევრი, ასე გასინჯეთ, რადიკალი ჩარლზ დილკიც-კი; უმაღლესს დაწესებულებათა მოხელენი, ელჩები და დიპლომატები; სხვა-და-სხვა ეკკლესიისა და სექტის მღვდლები. მაგრამ ეს ბატონ-ყმობის შემწეობით თავიანთ ჯიბის გამასქელებელნი მოხერხებულად იქცეოდნენ და იბირებდნენ მანდილოსნებს _ პარლამენტის წევრებისა, გენერლებისა და აფიცრების ცოლებსა და ნათესავ ქალებს.
პარლამენტის 1896 წლის საბუთის ქაღალდებიდგან სჩანს, რომ ამ მძარცველებმა, ასე თუ ისე, ცოლებისა, ნათესავების შემწეობით, ან კიდევ პირადის მონაწილეობით, თავიანთ ძარცვა გლეჯის საქმეში ჩაითრიეს 350 (სამას ორმოც-და-ათი) გენერალი, პოლკოვნიკი და აფიცერი, ის გენერლები და აფიცრები, რომელნიც ეხლა ბრძოლის ველზედ ინგლისის ჯარს უფროსობენ.
დაუჯერებელ და რაღაც საზღაპრო ამბად მიგაჩნიათ ამ ვაჟბატონების გავლენა: კანონ-მდებლობა, პრესსა, ეკლესია, საზოგადოება და ჯარი… ყველანი ჩაითრიეს, ყველა მიუსიეს გლეხთა პატარა რესპუბლიკას, რომლის მიწაშიაც მდიდარი ოქროს მადნები აღმოჩნდა. ჟურნალ გაზეთები და ვითომ-და მეცნიერნი ცილსა სწამებდნენ ბურებსა და იმათ რესპუბლიკას; კანონ-მდებლობა მხარს აძლევდა და შემწეობას უწევდა როდსსა, მილნერსა, ჩემბერლენსა და ამხანაგობას; მქადაგებელნი სწყევლიდნენ საწყალ ბურებს, ხოლო როდესაც საქმე ომამდე მიიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ყველას, _ ბრძოლის ველზედ ხმლის გამტანთაც და სამშობლოს `თავ გამოდებულ დამცველთაც~ _ მხოლოდ და მხოლოდ თავისის, თავის გამდიდრებისა და სხვათა გაძარცვა-გაღარიბების მადა ჰქონია.
წარმოიდგინე, მკითხველო, ეხლა გაკვირვება, სირცხვილის გრძნობა და უკმაყოფილება გონიერ და მოწინავე კაცთა, ყველა იმათი, ვისთვისაც ძვირფასია ანდერძნი სალიბერალო ინგლისისა, დაჩაგრულ ხალხთა იმ განმათავისუფლებელისა და მეგობრისა.
_ `ჩვენის სახელით დიდი ბოროტ მოქმედებანი ჩაიდინეს! _ განაცხადა გაზეთმა “შტარ”-მა. შეგვარცხვინეს მთელის განათლებულის ქვეყნის წინაშე. ინგლისის სახელი, ის სახელი, რომელიც წინად გონიერებასა, ცოდნასა, პატიოსნებასა, თავისუფლებასა და თავისუფალ შრომას მოასწავებდა, გადააქციეს ბატონ-ყმურისა და მონურის შრომის საზიზღარ სახელად… გამოფხიზლების გზაზედ დამდგარი საზოგადოებრივი თვითცნობიერება ვერა ჰპოვებს სიტყვებს სირცხვილისა და მწუხარების გამოსაცხადებლად.
მართლაცა და ამ უკანასკნელ ნახევარ წელიწადს ვეღარ იცნობ ლონდონსა და იმის ზნე ჩვეულებებს. დავიწყებთ თუნდა იქიდგან, რომ გაზეთებისა და ჟურნალების ხასიათი სრულიად შეიცვალა. ჯერ კიდევ წარსულ ზაფხულს გაზეთები, როგორც მაგალითად, “თიმეს”, “Dაილყ Nეწს”, “ჩჰრონიცლე” და სხვანი, სავსე იყო ცნობებით მთელის დედამიწის ცხოვრების შესახებ და დიდის გაზეთების კორესპონდენტნი ჩვეულებრივ ისევ სწორ და მართალ ცნობებს იძლეოდნენ, რომ ამ ცნობებს ბევრნი უდარებდნენ და უფარდებდნენ ისტორიულ საბუთებს, რომელნიც ყოვლად სწორედ ითვლებოდა. ამბებს 1848 წლისას; იტალიას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას; საფრანგეთ პრუსიის ომისას; კომუნისასა და სხვათა დღემდისაც-კი დიდ ინგლისურ გაზეთებიდგან სწავლობენ. ეხლა-კი სულ სხვაა: გაშლი გაზეთსა და შიგ ვერაფერსა ჰხედავ. არ არის არც ცნობები ევროპის სახელმწიფოებიდგან და არც ისტორიულ ამბავთა კეთილ-სინდისიერი აღწერილობა. რეიტერის სააგენტო აღარც-კი გაირჩევა კონტინენტის უბრალო ფურცლებისაგან. სუყველაფერი აქ სამხრეთ აფრიკისა და ტრანსვაალის შესახებაა, და ყველაფერივე, ან ნახევარი მაინც მერე უარყოფილია ხოლმე.
ამავე დროს საზოგადოებაში, მიტინგებზედ და ქუჩებში ყველას და ყველაფერს ჰბატონობს მხედრობა, შოვინიზმი და იმპერიალიზმი. ბავშვებიც კი ქუჩებში ხის ხმლებით შეიარაღებულნი, ჯარის-კაცებსავით დარაზმულნი დადიან, სულ ომობანას თამაშობენ და გამვლელ-გამომვლელთ ფულსა სთხოვენ პატრიობისათვის… არა, ბატონებო, ეს ლონდონი არ არის, და იქ მყოფი ხალხი ჩვეულებრივი თავდაჭერილი ჰუმანიზმის მოყვარულნი ინგლისელნი არ არიან. ყველა ამის გამო გონიერი კაცები სასოწარკვეთილებას ეძლევიან. ერთის ასეთის კაცის აზრი მოვისმინე წარსულ კვირას.
ერთ საზოგადოებაში წაკითხულ იქმნა ლექცია _ XIX საუკუნეში მეცნიერების წარმატების შესახებ. ლექტორმა, მოკლედ გადაავლო რა თვალი დიად აღმოჩენათა და გამოკვლევათ, აღნიშნა, რა გავლენა ჰქონდა ამ აღმოჩენებსა და გამოკვლევებს ხალხთა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებებზედ. `მთელის ევროპის ხალხები უფრო მეტად გაერთიანდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ვიდრე წარსულ საუკუნეში ინგლისის სხვა-და-სხვა პროვინციის მცხოვრებნი იყვნენ გაერთიანებულ დაახლოვებულნი. შესდგა საზოგადოებრივი აზრი კულტურულ კაცობრიობისა და ამის გამო დიპლომატთა და პოლიტიკოსთა ვერავითარი ხრიკები დიდხანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს განათლებულ კაცობრიობის საუკეთესო, განსპეტაკებულ გრძნობებს. ვისკენაც მისი თანაგრძნობაა _ ის გაიმარჯვებს კიდეც; ვინც გაკიცხულია ამ თვით ცნობიერებით, იმას ისტორია სამარცხვინო სახელით აღნიშნავს. ყველას გვახსოვს სამი სამსოფლიო ამბავი, რომლის დროსაც გაერთიანებულ კაცობრიობის საზოგადოებრივმა აზრის ძალამ გადასწყვიტა ეს საქმე: ევროპის თანაგრძნობამ შეჰქმნა ჰარიბალდის სარევოლუციო იტალიის კავშირები; ამავე თანაგრძნობამ გაამხნევა ლინკოლნი და იმის თანამოღვაწენი; მანვე ჩვენ თვალ-წინ მხარი დაუჭირა ზოლასა, კლემანსოსა და დრეიფუსის ერთ მუჭა დამცველთ. ლექტორის სიტყვებს აღტაცებით ისმენდნენ და ტაშის ცემით აჯილდოვებდნენ. განსაკუთრებით საზოგადოებამ ტაშის-ცემა ატეხა ზოლასა და კლემანსოს სახელების ხსენების დროს _ `აი, ეხლაც კაცობრიობის თანაგრძნობა გაერთიანდა, განაგრძო ლექტორმა: კაცობრიობა შემარცხვენელს დამღას ასვამს, და ვშიშობ, რომ ეს დაღრა ჩამოურეცხავი დარჩება… და გული მეწვის და მცხვენიან მე, ინგლისელს. კაცობრიობის თანაგრძნობა ბურებისაკენაა… შემარცხვენელი დამღა _ ჩვენ და ჩვენს შთამომავლობასაო~, დაამთავრა ლექტორმა.
დარბაზში საოცარი სიჩუმე იყო. ჩუმადვე დაიშალა საზოგადოება. ყველას სახეზედ უკმაყოფილება და სირცხვილი ეტყობოდა. მაგრამ კვალიც-კი არსად იყო იმ თავ-გასულობისა და თვით-ნებობისა, რომელმაც დღევანდლამდე ესოდეს იჩინა თავი, და იქამდე მივიდა, რომ სიტყვას აწყვეტინებდნენ ორატორს და ხან სულ აჩუმებდნენ კიდეც. ვამბობთ, ასეთი ამ ლექციის დროს არაფერი მომხდარა. დამოუკიდებელ, უშიშარ და პატიოსან კაცების ხმამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ჩააჩუმა ქუჩის პატრიოტიზმის წრეს-გასული მოქმედება. რასაკვირველია, მშვიდობიანობისა და თავისუფლების მეგობართ ჯერ არ გაუმარჯვიათ, მაგრამ სიცრუის გამოქვეყნებამ და მოსყვიდვისა და იმ ძალ-მომრეობის გამოაშკარავებამ, რომელიც პატრიოტიზმის სახელით ჩაიდინეს და რომლის შესახებაც გაკვრით ვწერდი წარსულ წერილებში, ყველა ამან ბევრად დააფიქრა დ ალაგმა წრეს გადასული მყვირალნი.
ამ თავ-გასულ ვეშაპის სრული დამარცხება, რასაკვირველია, ჯერ კიდევ შორს არის, შორს არის ეს იმიტომ, რომ საზოგადოებას დიდხანს, ძალიან დიდხანს უბნიეს გზა-კვალი. პატიოსან კაცთა უმრავლესობასაც-კი სჯეროდა გადასხვაფერებული და სიცრუით შეზავებული ამბები წიგნებისა, ჟურნალებისა და გაზეთებისა. გზა-კვალი აუბნიეს არა მარტო ინგლისელებს, არამედ მრავალ უცხო-ქვეყნელსაც. ეგევე შევნიშნე `კვალის~ პატივცემულ თანამშრომლის წერილებსაც16. ინგლისურ და ნემენცურ წყაროებით ვსარგებლობო, სწერს ავტორი. სჩანს კიდეც, რომ ასეა. მაგრამ საქმე ის არის, რა წყაროებია ეს წყაროები? იქნება ეს ნაწარმოებია როდსისა, ეკშტეინისა და ბეიტის მიერ მოსყიდულ კაცებისა? და ამით ხომ არ აიხსნება ავტორის ასეთი სიძულვილი ბურების მიმართ და თანაგრძნობა ჩემბერლენისა და მძარცვავთა მიმართ? ამის გამოვე ხომ არ იმეორებს იგი ზღაპარს, რომ ბურები ინგლისის ქვეშევდრდომი არიანო? ან იქნება ტრანსვაალი აღორძინდა, განათლებულ ქვეყნად გარდაიქცა ორის წლის განმავლობაში (1878-1880 წ.) დიზრაელის კონსერვატიულ მართვა-გამგეობის წყალობით? `კვალის~ წერილების დამწერი, როგორც მრავალი პატიოსანი და გონიერი ინგლისელი, ხალხი გაძარცვისა და ბატონ-ყმური შრომის დამცველთა ნაწარმოებებს რომ არ შეეცდინათ, ადვილად მოისაზრებდა, რომ ორის წლის განმავლობაში შეუძლებელია შექმნა ცივილიზაციისა, კულტურისა და ხალხის კეთილ-დღეობისა, განსაკუთრებითY ლორდის კარნარვონის, ბარტლ-ფრერის ადმინისტრაციისა და დიზრაელის სამინისტროს დროს, იმ დიზრაელისა, რომლის შესახებაც პატიოსანი და დამოუკიდებელი ისტორიკოსი სამხრეთ-აფრიკისა სწერს: `ლორდ ბიკონსფილდის (დიზრაელის) ადმინისტრაცია ყელში სწვდა ნატალსა და კაპის ახალშენს. ამ ადმინისტრაციამ განიზრახა ის შემოეღო იქ, რაც ბიუროკრატიას ლონდონში ჰსურდა).17
რაკი ზემოხსნეებულ ავტორის შესახებ ჩამოვაგდე ლაპარაკი, მკითხველს ვთხოვ, ნება მომცეს გამოვასწორო პატარა ისტორიული შეცდომა. `კვალი~-ს მე-214 გვერდზე (#14) ავტორი ამბობს, რომ ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოცხადების `პირველი მაგალითი გვიჩვენა გერმანიის მუშათა პარტიამ, ფრანგ-გერმანელთა ომის დროს, 1870-წწ~. ჯერ ერთი გერმანელმა მუშებმა მხოლოდ თანხმობა განაცხადეს პარიჟის მუშათა მოწოდებაზე. მეორე, ყირიმის ომის დროს მთელმა რადიკალურმა ინგლისმა, ჯონ ბრაიტისა, დოქტორის სპენს ვატსონისა18, სხვათა მეთაურობით სასტიკი აგიტაცია გამართა რუსეთთან ომის წინააღმდეგ. დიდებულის ორატორის – იმის მეგობართა ქადაგება ვერ შეაჩერა ვერც დაცინვამ, ვერც მუქარამ და ვერც იმის წინააღმდეგ ამხედრებამ; მესამე კიდევ, განა ინგლისელნი არ იყვნენ ედმონდ ბერკი, ტომას პენი, დოქტორი ბრაიტისი, შარიდანი და სხვანი, რომელთაც ანაფემის ღირსად სცნეს გეორგ მე-III-ის მინისტრები ჩრდილოეთ ამერიკის ახალშენებთან (დღეს შეერთებული შტატები) ომისათვის? და ესენი მეგობრობას, სიყვარულს და თავიანთ გაკვირვებას არ უცხადებდნენ ვაშინგტონს, ჯ. ადამსსა და დამოუკიდებლობისათვის სხვათა მებრძოლთ?.. რასაკვირველია, სახელი და პატივი ნემცებს კეთილშობილური მოქმედებისათვის, მაგრამ ამ საქმეში ისინი არც უპირველესი იყვნენ, არც უკანასკნელნი და არც უკეთესნი…
ერთი უკანასკნელი შენიშვნაც. ამავე წერილიდგანა სჩანს, და ეს ჭეშმარიტებაა, რომ ამ საუკუნის დასაწყისში ბურებს მონები ჰყვანდათ, და რომ ისინი ზანგებს სასტიკად ექცეოდნენ. ეს თავის და თავად გულის ამამღვრეველი ამბავია და აგრეთვე იმის აღნიშვნა, რომ მე-XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბურები კულტურული ხალხი არ იყო, თითქოს ამართლებს, ავტორის აზრით, ტრანსვაალის საქმეში ჩემბერლენისა, მილნერისა, როდსისა და საერთაშორისო კაპიტალიზმის მძარცვავთა ჩარევას. აღმაშფოთებელი უმეცრება, უფლების-მოკლებულობა და მონობა! ყოველი პატიოსანი კაცი ვალდებულია ებრძოლოს ამას, ეს ასე უნდა იყოს, ჰუმანიზმი ამას მოითხოვს.
მაგრამ განა ამ საუკუნის პირველ ნახევარში მარტო ბურებს ჰყავდათ მონები? განა შეერთებულ შტატებში 1861 წლამდე არა ჰყვაოდა მონობა? ნუ თუ ამისათვის ინგლისს იმათს საქმეში ჩარევისა და შეერთებულ შტატების დაპყრობის უფლება ეძლეოდა? ანდა ნუ თუ კანონიერად უნდა ჩავთვალოთ მექსიკის ექსპედიცია ნაპოლეონ II-ისა? ხოლო გმირული თავდაცვა ხუარესისა და მექსიკანელთა ავაზაკობის ბარბაროსულ საქმედ? ბრაზილიაშიაც ხომ მონობა მხოლოდ მე-80 წლებში იქმნა მოსპობილი? ნუ თუ ამიტომ უნდა თანავუგრძნოთ მძარცველთა მიერ ამ სახელმწიფოს დაპყრობას? პროგრესი და ჰუმანიზმი არასოდეს არა თხოულობს უცხო ქვეყნელთა ცეცხლითა და მახვილით შესევას. ეროვნული ცხოვრება, ეროვნული დამოუკიდებლობა ყველა კულტურულ კაცისათვის წმიდათა წმიდად უნდა ითვლებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შევიწყნაროთ მტაცებლობის უცნაური პოლიტიკა. ავსტრია, მაგალითად, კულტურით მაღლა სდგას ბალკანიის სამთავროებზედ. და განა ამიტომ სასურველია ავსტრიის მიერ სერბიისა, ბოლგარიისა და ჩერნოგორიის დაპყრობა? რასაკვირველია, არა! მაშ რამ უნდა გაამართლოს ძალ-მომრეობანი და მტაცებლობანი როდსისა, ბარნატოსი, ჩემბერლენისა?.. ნუ თუ კიმბერლეიში ბატონყმურ შრომის შემოღებამ, სადაც ზანგები მაგრად ჩაკეტილ ყაზარმებში სხედან, სადაც იმათ ისე ექცევიან, როგორც კატორგაში გაგზავნილთ? ნუ თუ ძარცვა-გლეჯის მონოპოლია ის ცივილიზაციაა, რისთვისაც უნდა თანავუგრძნოთ კიჩინერს, დაჭრილთა უმოწყალოდ მხოცველს, როდსსა, ბეიტსა, ეკშტეინსა და სხვათა, ბატონ-ყმობის ხელახლა შემომღებთ, ჩემბერლენსა და მილნერს, რომელნიც მიწასთან ასწორებენ ეროვნებას და დამოუკიდებელ ახალშენებს თვით-მმართველობას უსპობენ?!.
არა, ბატონებო, იმათ მხარეს არ არის კაცობრიობის თანაგრძნობა, არ არის იმათ მხარეს არც პროგრესისა და ცივილიზაციის ინგლისი, _ ინგლისი ოვენისა და მორრისისა, მილლისა და სპენსერისა, დარვინისა და ვოლლისის დროისა ჰკიცხავს ამ ვაჟბატონებს, იმათ პოლიტიკას და იმათსავე საზოგადოებრივ იდეალს. და ვაი იმ საზოგადოებას, სადაც ამ გვარი კაცები და მათი იდეალები იმარჯვებენ!
აიღეთ მაგალითად თუნდა იგივე ინგლისი, იმ დროის ინგლისი, როდესაც ჰყვაოდა იქ ჩემბერლენისა, როდსისა და მილნერის მიერ ასე ძლიერ ყვარებული საზოგადოებრივი იდეალი. ეს იმ დროს იყო, როდესაც ბურებს შორის მონობა არსებობდა, ხოლო ინგლისში გაცხარებული აგიტაცია იყო დაჩაგრულთა სასარგებლოდ. როგორი იყო იმ დროს თვით ინგლისში მუშათა შრომის პირობანი? ერთმა უკეთილშობილესმა კაცმა ინგლისისამ, პარლამენტის წევრმა, შესანიშნავმა სადლერმა (შადლერ. ამისი სახელი ეწოდება დღეს მუშათა შრომის პირობისა და მდგომარეობის გამოსაკვლევად შემდგარ კომისიას), თავისის პროექტის დაცვის დროს, შემდეგი სასტიკი ბრალი დასდო პარლამენტს, მთავრობასა და უმაღლესს წოდებათ.
`ჩვენს ქარხნებსა და ფაბრიკებში არა ჩვეულებრივი ამბები ხდება, სასტიკად სცემენ და აწვალებენ ორსავე სქესის ბავშვებს, განსაკუთრებით ამისათვის გაკეთებულ მათრახებით… დიაღ, ჩვენის სამშობლოს დედაკაცთ თქვენს თავისუფალ შრომის ბაზარში ისე სასტიკად ექცევიან, როგორც მონას. ამ უბედურებს მათრახებითა სცემენ თავიანთსავე ამხანაგ ქალების თვალ წინ… გეუბნებით, ჩვენ ქალებს ისე სცემენ და აწვალებენ, როგორც ძაღლებს! წყევა-კრულვით ვიხსენიებთ წკეპლის გამეფებას ინდოეთში… დღესაც ასევე მოვექცეთ და ზიზღით გამოვუცხადოთ წკეპლის გაბატონებას ჩვენსავე, ინგლისისავე, ქარხნებში~…
უდიდესი ისტორიკოსი კარლეილი უფრო მეტის სიძულვილითა და უკმაყოფილებით სწერდა იმავე დროის შესახებ, იმ დროის შესახებ, როდესაც როდსის, ჩემბერლენისა და სხვათა ამგვართა იდეალი იყო გამეფებული.
`ჩვენს დიდს ქალაქებში ისეთი წყვდიადია გაბატონებული, ისეთი სიღარიბე, დამცირება და სისაძაგლეა იქ, რომლის მაგვარსაც სხვა ბარბაროსულ და ველურებით დასახლებულ ქვეყანაში მზის სხივი არ მიჰკარებიაო~.
ასე სწერდა უკმაყოფილო ისტორიკოსი. მაგრამ ჩვენ დროს სამხრეთ აფრიკის მზემ აშკარა ჰყო ამაზედ უფრო საზიზღარი რამ; მონური შრომა როდსისა, დებირისა და ამხანაგობის მადნებში, თავისი სხივი მზემ იმ ბრძოლის ველსაც გადაავლო, სადაც ერთი მუჭა ფერმერები გმირულად იცავენ სამშობლოს კაპიტალიზმის მიერ დაქირავებულთა შესევისა და დამონებისაგან.
არც ერთს განათლებულ კაცს არ შეუძლიან საყვედური გამოუცხადოს იმ ბედისაგან დაჩაგრულთ, რომელნიც გმირულად იღუპებიან უთანასწორო ბრძოლაში.

ვ. მარველი

წერილი ინგილისიდგან
პატრიოტთა აღტაცება-სიხარული, – საზოგადოების თვით-ცნობიერება იღვიძებს, – ლიბერალთა გამარჯვება – ავსტრალიის ფედერაცია – ქალაქის საბჭოებში ქალების არჩევა.

მეტად ძნელი საქმე ვიკისრე, საგაზეთო წერილების შემწეობით საზოგადოებრივ და საპოლიტიკო გაჭირვების ახსნა და განამრტება, იმ გაჭირვებისა, რომელსაც ეხლა ინგლისში ჩემს გარეშემო ვხედავ და რომელიც ასეთის სიმწვავით დაატყდა ამ სახელმწიფოს… არ ვიცი, ვწერო თუ არა აწინდელ საქმეების შესახებ, იმ წრეს გადასულ აღტაცებისა და სიხარულის გამო, რომელიც სრულიად არა ჰგავს ინგლისურს, თუ განვაგრძო უკვე დაწყებული განმარტება საპოლიტოკო და საზოგადოებრივ გაჭირვებისა?

* * *
ლონდონში, მცხოვრებს არ შეუძლიან და არც უნდა ეცადოს მხარი აუქციოს და არ მოიხსენიოს პატრიოტთა ის აღტაცება, ის სიხარული, რომელიც ომის დაწყებიდგანვე ათასის ხრიკით იქნა გამოწვეული და რომელმაც ამ უკანასკნელ ორ კვირაში უკიდურესობამდე მიაღწია, სწორედ გასაკვირველი და გასაოცარია ყველა ის, რაც ეხლა აქა ხდება. უყურებ ლონდონის ქუჩებს, ბაირაღებით, დროშებით, ყვავილთა ხვეულებით, ხალიჩებითა და ფარნებით მორთულს, ზღვა ხალხს, უზომო სიხარულით აღტაცებულს, და გაკვირვებასა და განცვიფრებას ეძლევი.
ნუ თუ ესენი ინგლისელები არიან? ნუ თუ ეს უზომოდ მყვირალა ხალხი ის თავდაჭერილი, დინჯი და თავ-შეკავებული ინგლისელია, რომლის ხასიათის უცნაურობის შესახებაც ამდენი თქმულება არსებობს?
მერე რა გამარჯვებას დღესასწაულობენ ასეთის სიხარულით? ვინ დაამარცხეს? გერმანია? საფრანგეთი? ან რუსეთი. ეს ძლიერი მეტოქე აზიაში? არა და ეს სიხარული გამოიწვია მეფკინგისა და იქ მყოფ მეციხოვნეთა ორის ბატალიონის განთავისუფლებამ, იმ ხუთი-ათას კაცით დასახლებულ მეფკინგისა, რომელსაც ბურებმა ალყა შემოარტყეს, მთელი ეს პატრიოტიზმი მიმართულია იმ ფერმერების წინააღმდეგ, რომელთა რიცხვიც არ აღემატება რობერტსის, კიტჩინერის და სხვათა ჯარის ორ მესამედს, იმ შემთხვევაშიც – კი, თუ მოხუცებს, ბავშვებს, ავადმყოფებს და დაჭრილებს ჩავთვლით. თითო ისეთ ბურზედ, რომელსაც იარაღის ტარება შეუძლიან, სამი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი ინგლისელი ჯარისკაცი მოდის. აი, ასეთს გამარჯვებას ეგებებიან უზომო სიხარულით. დამეთანმხე, მკითხველო, რომ ეს უზრდელობაც-კია, ბარბაროსნი ოსმალნიც –კი უზრდელად სთვლიდნენ ბერძნებზედ გამარჯვების გამო სიხარულის გამოცხადებას და ამბობდნენ: `სირცხვილია ამაყობა მაშინ, როდესაც ერთი სამს ამარცხებსო!~ ბერძნებს ხომ გაწვრთნილი ჯარიცა ჰყავდათ.
მთელს ამ აღტაცება-სიხარულში რაღაც არა-ინგლისური, არა-ევროპულია. იქნება ამითი უნდათ ჩააჩუმონ საზოგადოებრივ თვითცნობიერებისა და სინდისის ხმა, რომელიც განუწყვეტლივ გაიძახის, რომ ტრანსვაალთან ბრძოლა დიდი დანაშაულობაა უფლებისა, ადამიანობისა და თვით ინგლისის ხალხის ტრადიციის წინაშეო, მაგრამ ამას ვერასოდეს ვერ მოახერხებენ, ქუჩის პატრიოტთა გადაჭარბებული ყვირილ-ღრიალი ვერასოდეს ვერ ჩააჩუმებს გონიერს თვით-ცნობიერებას, რომელიც თანდათან უფრო მაღლა და დაჟინებით ასმენს და აგებინებს ყველას აწინდელის ომის დანაშაულობასა და საზიზღრობას.
დიაღ, საზოგადოებრივი თვითცნობიერება უფრო მაღლა და დაბეჯითებით თხოულობს ომის მოსპობას, თხოულობს, რომ ინგლისი დაუბრუნდეს ძველ ტრადიციებს, რეფორმათა, თვით-მმართველობათა და პროგრესის ტრადიციებს.
ამ ხანად ომისა და ძალადობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლეს არა მარტო კერძო კაცებმა, ჰუმანისა და განათლების მეგობრებმა არამედ ძლიერმა ორგანიზაციება, როგორიც არის, მაგალითად, დეს-Uნიონ (ამქარი), სოფლის ძმათა კოოპერატორნი და კავშირი, ინგლისის დედათა საზოგადოების ფედერაცია და სხვანი, რომელის სათავეშიც ინგლისის არისტოკრატიის წარჩინებულნი მანდილოსანნი სდგანან (ლედი გენრე, ლედი ვარვიკი და სხვანი).
`შრომის წინამძღოლთა~ მანიფესტზედ ხელი უწერია ას ხუთ კაცს, ინგლისის ვაჭრობასა და მიწადმოქმედებაში ყველაზედ სახელ-განთქმული, ამ კავშირს მხარს უჭერს ორ მილიონზედ მეტი მშრომელი, ერთად შეკრებილი და შეერთებული, ხელ-მოწერილთა შორის შეხვდებით წევრ-მუშათა გვარებსაც, მუშების ორგანიზაციათა კონგრესის პრეზიდენტებს და სხვათაც, ზოგიერთ ამ წევრს მხარს ათი და ასი ათასი კაცი უჭერს. ასეთები არიან, მაგალითად, ბერნესი, მექანიკოსთა (375 ათასი წევრი) მთავარი მდივანი, ჯონ მაკდონალდი, ლონდონის ტრედ-უნოინისტთა კავშირის მდივანი და სხვა.
რა თვალით უცქერიან ეს შრომის წარმომადგენელნი ომსა და მისს ზედაპირულს მიზეზებს?
`უთუოდ რამ დიდი მიზეზი მიეცით, რომ ომი დაიწყესო?~ იკითხავთ. `ეჭვი არ არის~-ო, ეუბნებიან ხალხს.
_ და მიზეზები მართლაც ჰქონდათ. ეს ბრძოლა კაპიტალისტების მიერ არის დაწყებული იმ აზრით, რომ შავ-კანიან ხალხის იაფ-ფასიან შრომით თავიანთი შემოსავალი ერთი ათად და აქციონ. … სამხრეთ-აფრიკის სავაჭრო ამხანაგობის თავმჯდომარე ბ. ლორდმა გარრისმა, ამ წინაზედ პირდაპირ აღიარა მეაქციეთა კრებაზედ, რომ 21 მილიონ თანხაზედ წლიური შემოსავალი 10 მილიონი მათ ვერ აკმაყოფილებს, ეცოტავებათ, ხოლო ამხანაგობის ინჟენერმა გამმონდმა დასძინა, რომ ომის შემდეგ 21 მილიონ თანხას ამდენსავე მოვაგებინებთო და სხვა. მაგრამ არ გეგონოთ – კი, რომ მათ ჩვენ, ინგლისელებს, სამუშაოს გაგვიჩენენ. არა! მათი გარდაწყვეტილებაა, რაც შეიძლება ნაკლებად ისარგებლონ თეთრ-კანიანების შრომით. იმავე გამმონდმა განუცხადა კრებას, რომ ომის შემდეგ მთავრობამ ამხანაგობებს ხელი უნდა შეუწყოს და მღვიმე-მაღაროებში სამუშაოდ 80,000 შავ-კანიანი მოგვცესო… ეს არიას იმათი აზრი, ჯერ ისევ 1894 წ. გამოსთქვა როდსმა ის აზრი, რომ შავ-კანიანებმა მუშაობა დაიწყონ, მაშინ თეთრ-კანიანების სამუშაო ფასი მთელს ქვეყანაში ძირს დაიწევსო. ომის დროს ხომ ლორდმა გრეიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ~შავ-კანიანებისათვის შრომა სავალდებულოდ უნდა გავხადოთო~.
მოჰყავთ-რა კიდევ მრავალი სხვა საზიზღარი და ამაღელვებელი გარემოება კაპიტალისტების მიერ დაწყებულ ომის შესახებ, შრომის წარმომადგენელნი მიჰმართავენ ხალხს მოწოდებით და ურჩევენ, რომ ამ სამარცხვინო სისხლის ღვრისა და ძმათა-მკვლელობაზედ ხელი აიღონ.
დედათა კომიტეტის მოწოდებასაც ნაკლები მნიშვნელობა არა აქვს, რომელზედაც კობდენ-უნჟეტს, პირს მორს, სპენს ვატსონს, კინგსლეისა და ცენტრალურ ბიუროს დანარჩენს წევრ-ქალებს აქვთ ხელი მოწერილი. ამ გვარისავე მოწოდებით მიჰმართეს ხალხს სხვა კომიტეტებმაც. ყოველის მხრიდგან წინააღმდეგობას აცხადებენ გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეთა, მაგალითად, სერ კლერკისა, კარტნეისა და სხვათა, წინააღმდეგობამ პარლამენტში თანამგრძობნი მოიპოვა. შერყეული საზოგადოებრივი შეგნება ინგლისელებისა ახლა ცოტ-ცოტა გამობრუნდა, მტაცებელ კაპიტალისტთა და მათ მიერ მოსყიდულ პრესსისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა წინააღმდეგ ხალხის რიცხვი დღითი დღე იზრდება, ძლიერდება, პარლამენტის უმეტესს ნაწილს, რომელიც უიმისოდ სალისბიუროსა, ჩემბერლენისა და კაპიტალიზმის ყურ-მოჭრილი მონა და ერთგულია, დღეს ძლიერ აშინებს ეს გაჭირვებული მდგომარეობა, მთავრობის მიერ წარდგენილისა და უმეტესობის მიერ მთლიანად მიღებულს ავსტრალიის ფედერაციის კონსტიტუციას აქ იმ მცირე ნაწილის გამარჯვებად სთვლიან, რომლებიც გლადსტონის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარნი და თანამგრძნობნი არიან. ამას გარდა კიდევ სხვა მხრივაც გაიმარჯვა ინგლისის მოწინავე საზოგადოებამ: პარლამენტმა დააკანონა, რომ ლონდონის ქალაქის თვით-მმართველობაში19 დღეის შემდეგ ქალებსაც შეუძლიანთ მონაწილეობა მიიღონო.
მოწინავე საზოგადოების აზრის ამ გვარ თანაგრძნობით პარლამენტის უმეტესობას განზრახვა აქვს მომავალ საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებზედ კიდევ თეთრი კენჭები ირგუნოს, ხელ-მეორედ არჩეული იქმნას, კონსერვატორთა უმეტესობა რომ სალისბიუროსა და ჩემბერლენის მომხრე იქნება, ამის ეჭვი არ არის, მაგრამ ამის მიზეზი მარტო ლორდ რობერტსის გამარჯვება როდია; არც ის არის მიზეზი, რომ პარლამენტის უმეტესობა უმცირესობის სურვილს დაჰყვა ზოგიერთს საგანში, მიზეზი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაშია და როგორც ინგლისელებს, ისე ფრანგებს, ბელგიელებსა და გერმანელებს, ყველას წილი უდევს ამ უკუღმართობაში. ეჭვი არ არის, ამ კრიზისის კერძო ხასიათი ადგილობრივ განსაკუთრებულ ვითარებისაგანაა დამოკიდებული, მაგრამ დასავლეთ ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა საყოველთაო გამარჯვება რეაქციონერებისა და კლერიკალებისა არის შედეგი იმ თანამედროვე გონებით განვითარებისა, იმ ვაგლახ განათლებისა, რომელსაც პირველ დაწყებითს სკოლებში იძენენ და რომელიც შემდეგ ქუჩის გაზეთებისა, ნახატებიან ფურცლებისა და ჟურნალების კითხვით უნდა შეივსონ.
და აი, ჩვენც სწორედ ამ საზოგადოებრივისა და პოლიტიკურ კრიზისის განხილვას შევუდგებით ახლა.

ვ. მარველი

წერილები ინგლისიდან
(საკუთარის თანამშრომლისაგან)
ფოსტის საქმეების არევ-დარევა _ `ინგლისურს არა ჰგავს!~ _ კრიზისის მიზეზები _ პარლამენტის კრების დასრულება _ მომავალი არჩევნები და სალიბერალო დასის მდგომარეობა

1900. 15 აგვისტო. #177. სწორედ საზღაპრო ამბავი შეემთხვა ინგლისს ერთ მშვენიერ მაისის დილას, თითქოს რაღაც მანქანებიაო მთელს ინგლისში წერილები და გაზეთები აღარავის მიუღია, წარმოუდგენელია საზოგადოების გაკვირვება და უკმაყოფილება. რადა? რა მოხდა? რატომ წერილები და ფოსტით გზავნილი სხვა ნივთები დანიშნულებისამებრ არ მიიტანეს? ან რა მიზეზია, რომ წერილები მოულოდნელად იგვიანებდა ერთის დღით, ხოლო ზოგჯერ სულაც იკარგებოდა.
როგორც საზოგადოება, აგრეთვე ჟურნალ-გაზეთებმა ერთი ლაპარაკი და აურზაური ასტეხეს. უკმაყოფილებას დასასრული არა ჰქონდა. მალე მიზეზიც შევიტყვეთ, ფოსტათა დირექცია გაზეთების შემწეობით ბოდიშს იხდიდა საზოგადოების წინაშე და აცხადებდა, რომ წერილების გადამრჩევი ბიურო ახალს, სამაგალითო შენობაში იქნა გადატანილი. იმის გამო რამდენიმე დღე წერილების დატარება უთუოდ დაგვიანდებაო. თუმცა ამ განცხადებამ ძალიან გააკვირვა საზოგადოება, რადგანაც ფოსტას ინგლისში 110 მილიონი მანეთი წმინდა მოგება აქვს და ყველა ჭკუათა მყოფელი იმასა ჰფიქრობდა, რომ ამ შემოსავლით დირექციამ ისე უნდა მოაწყოს საქმე, რომ წერილების თავისს დროზედ ურიგდებოდეს ხალხსაო, მაინც ეგევე საზოგადოება სასტიკად აღარ მოექცა დირექციას იმ იმედით, რომ ორი-სამის დღის შემდეგ საქმე მოეწყობა და ყველაფერი თავისს დონეზედ დადგებაო. მაგრამ გავიდა კვირა, გავიდა ერთი თვე, და წერილების დატარებას-კი წესი და რიგი არ ეღირსა. საქმე პარლამენტამდის მივიდა. როდესაც ამის გამო მთავრობას შეეკითხნენ, ერთმა წევრმა მთავრობისამ, განბურიმ, გოდება და ჩივილი დაიწყო, _ მეც მიგვიანებენ წერილსაო. მაგრამ მიზეზი ფოსტის საქმეების აწეწვისა და წერილების დროზედ დაუტარებლობისა იმანაც ვერ განუმარტა პარლამენტს.
მიზეზი-კი მეტად სერიოზული აღოჩნდა. იმის გამო, რომ ახალს შენობაში მრავალი სამექანიკო მოწყობილებაა, დირექციამ გადაწყვიტა წერილების გადამრჩეველთა რიცხვის შემცირება და 1,400 კაციდგან 1000-ის დატოვება, მაგრამ ამ ვაჟბატონებს დაავიწყდათ, რომ სამექანიკო მოწყობილობათ ჯერ კიდევ ადრესების კითხვა არ შეუძლიანთ, ამიტომ შეამცირეს რა წერილების გადამრჩევთა რიცხვი, ამით, რასაკვირველია, მთელი საქმე შეაჩერეს და შეაფერხეს. არავინ უწყის, რითი ან როგორ გათავდებოდა ეს საქმე, ფოსტაში მოსამსახურეთ რომ არ განეცხადებინათ, პირს შევკრავთ და მუშაობას თავს დავანებებთ, თუ გადამრჩევთა რიცხვს არ მოუმატებთო; ახალმა დირექტორმა, ლორდმა ლონდორდერიმ, ძალის მოხმარება და მოსამსახურეთა შეშინება დააპირა, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდა დაეთმო და მოსამსახურეთა მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. ეხლა საქმე ნელ-ნელა დონეზედ დგება, თუმცა ჯერ კიდევ ამ კვირაშივე პროვინციალური გაზეთების დეპუტაციამ სთხოვა დირექციას მიეღო შესაფერისი ღონისძიებანი წერილებისა და დეპეშების დროზედ გზავნისათვის.
_ ყველა ეს _ შემომჩიოდა ერთი ხნიერი ინგლისელი, _ როგორღაც ინგლისურს არა ჰგავს! ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენის საქმიანობით, სხვაგანაც კი გაგვივარდა სახელი, რომ ჩვენ პრაქტიკის, ანგარიშის ხალხი ვართ, ერთის სიტყვით, როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ჩვენი ერი მედუქნეთა, ვაჭართა ერია, რომელიც იდეალების მაგიერობას ანგარიშს უწევს. ეხლა კი სჩანს რომ იდეალები არ შეგვიქმნია; თუ რამ უმნიშვნელო იდეალები გვებადა, ისიც დავივიწყეთ; რაც შეეხება საქმიანობას, ღვთის გულისათვის, მიბრძანეთ სად არის ეს საქმიანობა? _ ჩვენი სამაგალითო ფოსტა ოსმალეთის ფოსტაზედ უხეიროდ სწარმოებს; ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მოსყიდვას არა სთაკილობენ: თვით ჩვენი სახელმწიფო ჩაება ისეთ ომში, რომელმაც აუარებელი მამულიშვილი იმსხვერპლა, იმდენად ბევრი, რომ მათი რიცხვი ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ბურების რიცხვს აღემატება, არა რაღაც უცნაური შეგვემთხვა. ნუ თუ გადაგვარების გზას დავადექით? ვინ იცის, იქნება ასეც იყოს…
ეს, რასაკვირველია, გაზვიადებულია; ხალხთა გადაგვარება, დედა-მიწის ზურგიდან აღგვა აგრე ადვილი არაა. იშვიათი არ არის ხოლმე ისეთი ხანა, როდესაც საზოგადო საქმეებს ისეთი უნიჭო და ანგარი კაცები განაგებენ; როდესაც პატიოსან კაცთა უმრავლესობა უმოქმედობით შებოჭილია……ვაიი იმ საზოგადოებას, რომლის ცხოვრებაშიაც ასეთი ხანა ხშირი და ხანგრძლივია.. მაგრამ ხალხი, მთლად ერი, ასეთ დროსაც გადაგვარებისაგან შორს არის. გავიხსენოთ მეოცე და მეორმოცდაათე წლების საფრანგეთი; გავიხსენოთ იტალია, რომელსაც თითქმის დამოუკიდებლობისათვის დიდებულ ბრძოლის წინა დღეს სიცოცხლის და წინსვლის ძარღვი სრულად მოდუნებული და მოუძლურებული ჰქონდა.
ესევეა აწინდელ ინგლისშიაც: გადაგვარებაზედ ლაპარაკიც-კი არ შეიძლება, მაგრამ ის კი ყოველს ეჭვს გარეშეა, რომ საზოგადო საქმეებს უნიჭო და ანგარი კაცები განაგებენ. ამის უტყუარი დამასაბუთებელია, ჩვენ მიერ უკვე ნაამბობი, გაზეთებისა და საზოგადო დაწესებულებათა მოსყიდვის ისტორია და ის ათასგვარი ხრიკი, რომლის მეოხებითაც აწინდელი ომი მომზადდა.
როგორ მოხდა, რომ ინგლისში, სადაც იმ თავითვე საქმეებს საზოგადოებრივი აზრი განაგებდა, უნიჭო და ანგარმა კაცებმა ხელთ ჩაიგდეს საზოგადო საქმეებიო? ნება-უნებურად იკითხავს მკითხველი. მეც სწორედ ასეთის კითხვით მივმართე სხვადასხვა დასის ინგლისელთ და ბევრი საყურადღებო პასუხიც მივიღე.
თქვენის აზრით, რად აირჩია გლადსტონისა და ჰუმანისტთა დროის სალიბერალო ინგლისმა 1895 წელს, ე.ი. ჯერ ისევ დიდებულის მოხუცის სიცოცხლის დროს, ისეთი უნიჭო, რეაქციონური და ადვილად მოსასყიდელი პარლამენტი, როგორიც ეხლაა? მივმართე საერთო სალიბერალო ფედერაციის თავმჯდომარეს დოქტორს სპენს ვატსონს. მოხუცმა, მოფიქრების შემდეგ, წყნარად, სვენებ-სვენებით დაიწყო:
_ მაგის მიზეზი ბევრია, მე სამს უახლოეს და უმთავრეს მიზეზს დაგისახელებთ: ჩვენ დავკარგეთ კათოლიკეები, ებრაელები და შეძლებული მუშები; აღარც პირველნი, აღარც მეორენი და აღარც მესამენი აღარ გვიჭერენ მხარს.
_ რა აქვს საერთო კათოლიკეებს ებრაელებთან? უფრო ნაკლებ კავშირსა ვხედავ იმათსა და მუშებს შორის.
_ საქმე აი როგორაა: პირველსა და მეორე საპარლამენტო რეფორმამდე კათოლიკეები, ებრაელები და მუშები ბევრად იყვნენ შევიწროვებულნი. ასე გასინჯეთ, ამომრჩევლობის უფლება დიდ სამრეწველო და მდიდარ ქალაქების მუშებსაც კი არა ჰქონდათ. იმ ხანის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ, ლიბერალები, რეფორმისათვის ვიბრძოდით, და აგრეთვე პირველ ოც წელიწადს ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, კათოლიკები, ებრაელები და მუშები ჩვენსკენ იყვნენ და ჩვენ კანდიდატებს ემხრობოდნენ, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელიწადი. ცხოვრებამ ახალი მოთხოვნილებანი წინ წამოაყენა, როგორც პროგრესიული დასი, იგი დროსა და იმის მოთხოვნილებას არ უნდა ჩამორჩენილიყო.
მრავალ სხვა ახალ საგანს შორის სასკოლო რეფორმის საქმეც ერია. ჩვენი დასი იმ აზრისა იყო, რომ სკოლაში საღმრთო სჯულის სწავლება განსაზღვრული ყოფილიყო მხოლოდ სახარებისა და ძველის აღთქმით, რათა არ შეურაცხეყო სარწმუნოებრივი გრძნობა სხვადასხვა ეკლესიისა და მოძღვრების მიმდევართა, რაც შეეხება საეკლესიო წესებსა და კატეხიზისებს, ჩვენის დასის აზრით, ამის სწავლება ეკლესიებისა და დედ-მამის საქმე უნდა ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საზოგადო ბიუჯეტიდან მისცემოდა შემწეობა იმ სკოლებს, რომლებსაც სხვადასხვა ეკლესიის სამღვდელოება ინახავს. კონსერვატორებმა, პირიქით, მხარი დაუჭირეს კათოლიკეებს და დაადგინეს, იმ სკოლებს, რომლის მასწავლებლებსაც ეპისკოპოსები ადევნებდნენ თვალყურს, შემწეობა დაენიშნოთ საზოგადო ბიუჯეტიდგან, კათოლიკეთა სამღვდელოება ამის გამო კონსერვატორებს მიემხრო. ხოლო თქვენ უთუოდ კარგად უწყით, სამღვდელოებას რა გავლენა აქვს კათოლიკეებზედ. აი, ამ მიზეზისა გამო დაჰკარგა ჩვენმა დასმა კათოლიკენი, უკანასკნელ არჩევნების დროს ისინი კონსერვატორებს მიუდგნენ.
კონსერვატორთავე მიემხრნენ 1895 წლის არჩევნების დროს ებრაელები, რადგანაც ჩვენ, ლიბერალები, წინააღმდეგნი ვიყავით ძალმომრეობისა ბოერების (ბურების) მიმართ და ტრანსვაალისა და ორანჟეს რესპუბლიკებთან დღევანდელ სამარცხვინო ომის დაწყებისა. ხოლო იმ შემთხვევისა თუ სხვა მიზეზის გამო ებრაელებმა ეკშტვინისა, ბარნატოსი, როდსისა და სხვათა მძარცველთა საქმე თავიანთ საერო საქმედ ჩასთვალეს. ამიტომ სრულიად მოულოდნელად გადავიდნენ და კონსერვატორებს მიემხრნენ. რაც შეეხება შეძლებულ მუშებს, იმათ მხარი სოციალისტებს დაუჭირეს განა? გავაწყვეტინე.
_ ნეტავი აგრე ყოფილიყო! არა, ეს მუშებიც იმავე კონსერვატორებს ამოუდგნენ გვერდში, არც საკვირველია, მდიდარი ქარხნის პატრონნი და მრეწველნი, პირველი კაპიტალისტნი თუ ოდესმე ლიბერალებთან ერთად ჰმოქმედებდნენ, მუშათა მოძრაობის განვითარების შემდეგ ყველანი კონსერვატორებს მიემხრნენ. ჩვენს კონსერვატორებს უწინდელ ტორიებ-მემამულეებთან საერთო აღარა აქვთ რა, ეხლა ეს კონსერვატორები მსხვილ კაპიტალისა და მდიდარ მემამულეთა კავშირს წარმოადგენენ. ამ რიგად მდიდარი მექარხნენი და მრეწველნი, რომელთა ქარხნებსა და ფაბრიკებშიაც მომუშავე ხალხი ლუკმა-პურს შოულობს, კონსერვატორებს ამოუდგნენ; ხოლო იმათთან ერთად ამ ქარხნების მოსამსახურეებმა და მუშებმაც ზურგი იბრუნეს და ყოველ რადიკალისა და სოციალისტის წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება.
მოხუცის სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა. მანამდე ვფიქრობდი, რომ მუშათა თვით-ცნობიერება ძალიან არის ინგლისში განვითარებული მეთქი.
_ ეგ აგრეცაა, თვით-ცნობიერება მუშათა შორის საკმაოდაა განვითარებული. მაგრამ ქარხნებისა და ფაბრიკების, ან დიდის სამრეწველო ამხანაგობისწინააღმდეგ მოქმედება და იმათის კანდიდატების გაშავება სამუშაოს, ლუკმა-პურის დაკარგვას მოასწავებს; ასეთი საქმე სამოქალაქო გმირობაა. ამიტომ არც ვამტყუნებ მუშებს, _ დაამთავრა სპენს ვატსონმა; _ გაჭირვებულთ და სხვათა მორჩილებაში მყოფთ კი არ უნდა მოვთხოვოთ თავის განწირვა, ჩვენ უნდა მოვიდეთ მათდა საშველად; და ეს იცოდეთ, რომ ასე, თუ ისე, ჩვენ ვეცდებით ამ შველას, ამ დახმარებას. ჩვენი დასი ან სრულიად მოისპობა, გაუქმდება, ან არა და, იმ გზას დაადგება, რომელიც აღნიშნა გლადსტონის შემდეგ საუკეთესო მოღვაწემ _ ჯონ მორლეიმ, სახელდობა სოციალურ რეფორმათა დასად გადაიქცევა.
მეორე, ვისაც აწინდელ კრიზისის გამო შევეკითხე, იყო რადიკალური მიმართულების ჟურნალისტი, უკვე ხნიერი და პოლიტიკაში დიდად გამოცდილი კაცი.
გსურთ გაიგოთ, პროგრესული საზოგადოება უმცირესი რად აღმოჩნდა? ჩვენი დაბალი და საშუალო წოდებანი ჩემბერლენისა და როდსის მომხრეები რისთვის გახდნენ. იმიტომა, რომ ჩვენი ჟურნალები და გაზეთები, ჩვენი ილუსტრაციები აი ეს ათი წელიწადია გზა-კვალს უბნევენ ჰრყვნიან საზოგადოებრივ თვითცნობიერებას, სინდისს. აიღეთ ჩვენი ილუსტრაციები. რასა ჰხედავთ იქ? დიდებულ მხატვართა სურათებიდან გადმონაღებსა, ან ნიჭიერთა ნაწარმოებს? _ არა და არა. ილუსტრაციები სავსეა ზანგებთან, არაბებთან, ინდიელებთან ომების სურათებით. მატაბელებისა და რევიშკისა და სხვა ამ გვარ ხალხთა ჟლეტა-ხოცვა, აი რაგვარის სურათებით სავსეა ილუსტრაციები, თუ ხოცვა-ჟლეტა არსადაა, მაშინ ჟურნალების შინაარსს ჯარების ვარჯიშები და აღლუმები შეადგენს.

ვ. მარველი

წერილები ლონდონიდან
ელიზე რეკლიუ ლონდონში. _ სკოლაში სახმარებელი გლობუსები და რელიეფი-კარტები. _ `საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და ეტნოგრაფია მოგვაწოდეთ!~ _ ლეგენდები პრომეტეოსსა, ნოეს კიდობანსა და არგონავთებზე. _ გურული ცხენოსნები ლონდონში.

სრული ეს უკანასკნელი კვირა სულ სხვანაირად გავატარე: დროებით თავი დავახწიე ლონდონის ჩვეულებრივ რუტინას, საქმეებზე ფაცა-ფუცს და მოსაბეზრებელ ერთნაირობას. სამხრეთის ცხოველ მზის კაშკაშა სხივმა ლონდონის შავი ნისლი გაარღვია და გაანათლა. სამხრეთის შვილების მკვირცხლმა და მოძრავმა სახემ, ცოცხალმა თვალებმა, ხმა-მაღლა ლაპარაკმა, მარდმა ხელების შლამ და გულიანმა ხარხარმა დროებით დაჩრდილა ნამეტანი თავ-დაჭერილი და მუდამ საქმიანი ინგლისელები და ცოტა-ხნით თავიანთ სამშობლოს ნისლში დამალა. სამხრეთის შვილებმა გაყინული სისხლი გაგვითბეს, აზრი გაგვიცოცხლეს, ნერვები გაგვისაღეს… არც გასაკვირველია… ეს სამხრეთელები იყვნენ ადამიანისა და იმის მაღალი იდეალების უსაზღვრო სიყვარულით სავსე დიდებული გეოგრაფი ელიზე რეკლიუ და ჩვენი გურული ცხენოსნები თავიანთ ეროვნულ ტან-საცმლით; ეს მკვირცხლი გურულები ნამდვილი ღვიძლი შვილები იყვნენ გურიანთისა, ლანჩხუთისა და ჩოხატაურისა…
რეკლიუ სტუმრად იყო მიწვეული ინგლისის გეოგრაფიულ საზოგადოებისაგან. ამ საზოგადოებამ ჯერ კიდე 1895 წ. დიდის ოქროს მედლით დააჯილდოვა რეკლიუ და საერთაშორისო კონგრესის დროს საოცარის პატივით მიიღო: როცა რეკლიუ დარბაზში შედიოდა, თავმჯდომარემ სთხოვა კონგრესს: ფეხზე ადგომით გამოვუცხადოთ დიდებულ გეოგრაფს, რომ იმის დიდ ღვაწლს განცვიფრებაში მოვყევართო. ეხლა რეკლიუ მოწვეული იყო, რომ უნივერსიტეტებისა და უმაღლეს სპეციალურ სასწავლებელთა პროფესორებისათვის ლექცია წაეკითხა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვთ გლობუსებსა და რელიეფ კარტებს (რუქებს) დაბალ სასწავლებლებში გეოგრაფიის სწავლების დროს, რეკლიუ თავის მოხდენილ ლექციას ინგლისურად ჰკითხულობდა, ან უფრო სწორედ რომ ვსთქვათ ხელ და ხელ ზეპირად ამბობდა, ისე საოცრად მარტივად, მოკლედ და მკაფიოდ, როგორც მარტო მეცნიერების ნამდვილ შემქნელებსა და ოსტატებს შეუძლიანთ.
რეკლიუ ამბობდა: ჩვენი თაობა ძალას ატანს ბავშვებს, მარტო ადგილების სახელები და მშრალი სტატისტიკური ციფრები გაიზეპირონ, იმას კი სრულებით არა სცდილობს რომ დედამიწის გარეგან მოყვანილობასა, სივრცესა და ცხოვრებაზე ნამდვილი წარმოდგენა შესძინოს მოსწავლეებს. სულ სხვანაირად იქცეოდნენ განახლების ხანის დროს; მაშინ ყოველ მეცნიერის კაბინეტი, ყოველი აუდიტორია და კლასი უსათუოდ მორთული იყო დედა-მიწის და ვარსკვლავების გლობუსებით. ამის წყალობით მოსწავლენი, როგორც სათვალდათვალო გაკვეთილზე, ისე ითვისებდნენ პირველ დაწყებით ცოდნას ქვეყნიერობისა და ვარსკვლავთ გარეგნობასა, მოძრაობასა და ურთიერთობაზე.
ამის შემდეგ რეკლიუმ დაწვრილებით ილაპარაკა, თუ რა მასშტაბისა და რა ფორმის კარტები უნდა მზადდებოდეს, რა საშუალებითა და რა სისტემაზე უნდა კეთდებოდნენ ეს გლობუსები და კარტები, რომ ბავშვებს გეოგრაფიის პირველ-დაწყებით ცოდნის შეთვისება გაუადვილდეთ, რეკლიუს დიდი ხნის განმავლობაში უმეცადინნია, გამოეკვლია, თუ რა საშუალებით უნდა მზადდებოდეს იაფი და ხელ-მისაწვდომი გლობუსები ხმელეთისა და მთების რელიეფით. რადგან ამისთანა გლობუსი ნამეტანი დიდი გამოვიდოდა, რეკლიუს ერთ ინგლისელ ინჟინრის შემწეობით გლობუსების ცალკე ნაწილები (10 კვადრატი გრადუსისა) დაუმზადებია ლითონიდან. ყოეელი ნაწილი (მაგალითად ისპანია და გარეშემო ზღვები) შეიძლება სხვა ნაწილს შეუერთონ და სრული გლობუსი შეადგინონ. შეუძლიანთ მარტო ერთი ნაწილითაც ისარგებლონ, როგორც კარტით. გლობუსის ნაწილები შეუძლიანთ ერთი მეორეზე დააწყონ და შკაფში შეინახონ.
რეკლიუს რელიეფურ კარტის-გლობუსის ნაწილი _ კარტოგრაფიის უმაღლესი და უკეთესო ნაწარმოებია. საკვირველად სუმბუქი ლითონის ფურცელი მაგარია და ძნელად იზნიქება. რეკლიუ ამბობს: ვეცდები ამნაირი კარტა-გლობუსი ისე მცირე ფასად დავსვა, რომ დაბალ სახალხო სკოლებისათვისაც კი ხელმისაწვდომი გახდესო.
ლექციისა და ხანგრძლივ კერძო საუბრის შემდეგ, ისე მოხდა, რომ დიდებული მეცნიერი იმის ახალ შრომის გამომცემელთან გავაცილე. ეს ახალი შრომა 4 ტომი იქნება და დაწერილია ადამიანზე და საზოგადოების ევოლუციაზე, პირვანდელ ერებიდან დაწყებული და ევროპის თანამედროვე ერებით გათავებული. უცებ, თავის ჩვეულებრივის სიმკვირცხლით, რეკლიუ მომიბრუნდა და მკითხა:
_ თქვენ როდის-ღა მოგვაწვდით საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას?
_ რასა ბრძანებთ? რა ჩემი საქმეა მაგისთანა მეცნიერული შრომა?
_ თუ თითონ თქვენ არა, ვინმემ თქვენებურმა კაცმა უსათუოდ უნდა იკისროს და შეასრულოს ეს საქმე. თითქმის არაფერი არა ვიცით რა თქვენზე (ქართველებზე). კარგი თხზულებანი, მაგალითად ბროსესი, დაძველდნენ, სხვები კი მარტო სიმართლეს ამახინჯებენ და თქვენ ერს ცილსა სწამებენ~20. დრო არის ევროპას თქვენი ქვეყნის უტყუარი და ნამდვილი ეტნოგრაფიული, ისტორიული და ფილოლოგიური აღწერა მოაწოდოთ. თქვენ ნამდვილი გამოცანა ხართ თანამედროვე მეცნიერებისათვის. მრავალის ცნობის მიხედვით კი, თქვენმა ენამ, ზნემ, ჩვეულებამ და თქვენის ხალხის ანტროპომეტრიამ იქნება მეცნიერებს შეაძლებინონ ევროპის და დასავლეთ აზიის ყველა არიელ მოდგმის ერთა უძველეს ხანის გამოკვლევა. თქვენ შეგიძლიათ აგრეთვე ნათელი მოჰფინოთ ალაროდიელთა და სეტების ხანსაც. ჰღირს რომ ამისათვის შრომა გასწიოთ!
მხცოვანი რეკლიუ ისე გაიტაცა ამ ლაპარაკმა, რომ ჭაბუკივით ფიცხათ ხელებსა ჰშლიდა ჩემ წინ; იმისი დიდრონი ცისფერი თვალები სულ ნაპერწკლებს ისროდნენ, მთელი იმისი პატარა, საოცრად მოხდენილი და კოპწია ტანი სიცოცხლით, მხნეობით და აღტაცებით აივსო.
განთქმულ მოხუცის სიტყვებმა ჩვენს ისტორიულ მნიშვნელობასა, ენასა და ანტროპოლოგიურ ტიპზე ძლიერ ამაღელვა. წინადაც გამიგონია და წამიკითხავს ამაზე, მაგრამ ეს საგანი ისე მკაფიოდ, ისე თვალნათლივ კი არავის დაუსურათებია, როგორც ეხლა რეკლიუმ დაასურათა. `ავდგე და ამ შრომას ჩავუჯდე!~ ვიფიქრე… მაგრამ საქმე ისაა, რომ მუზეუმსა, ბიბლიოთეკასა და კაბინეტებში მაგდენს ვერას გახდები. თითონ ჩვენს ქვეყანაში უნდა იშრომო, ძველი ნაშთები სთხარო და გამოიკვლიო. უნდა შეისწავლო აგრეთვე ჩვენი ზნე, ჩვეულება, გარდმოცემა და თქმულება, თუ გინდა, რომ თითქმის ისტორიის წინა დროის ხანის გამოცნობას ხელი შეუწყო. რა თქმა უნდა, ნაკითხს კაცს, ისეთს კაცსაც კი, რომელიც ახლო არც კი მიჰკარებია ნამდვილ მეცნიერებას, შეუძლიან პარალელებითა და შედარებით დაგვარწმუნოს, რომ კავკასიის სამხრეთი კალთები უხსოვარის დროიდანვე იყო ცნობილი, როგორც არიელთა და სემიტელთა პირვანდელ ცივილიზაციის ქვეყანა.
ასე, მაგალითად, ლეგენდა პრომეთეოსზე, ჩვენებურ ამირანზე პირდაპირ გვითითებს იმაზე, რომ კავკასიაში ხალხმა იცოდა მუდმივ, გაუქრობელ ცეცხლის ხმარებაო. ვინ იცის, იქნებ ელვის დროს მეხი დაეცა ნავთის წყაროდან გამოსულ გაზს და აანთო? ამ გაზის ცეცხლს ხომ 1864 წელშიაც კი სცემდნენ თაყვანს. ვერეშჩაგინისაგან დახატული ღრმად მოხუცებული ცეცხლის თაყვანისმცემლები გავიხსენოთ, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძველ დროში ცეცხლის შენახვას, მთელი კორპორაციებიც კი არსებობდნენ გაუქრობელ ცეცხლის შესანახად (მაგალითად ვესტის მსახური ქალები რომში), გავიხსენოთ ესა და მაშინ მივხვდებით, თუ ხალხის თქმულებამ პრომეთეოსი სწორედ კავკასიის მთაზე რისთვის მიაჯაჭვა. თქმულება თითქო აღნიშნავს, რომ ცეცხლი და კავკასია მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ხალხის ხსოვნაშიო.
ყურადღების ღირსია აგრეთვე თქმულება იმაზე, თუ როგორც დაითრო ნოე ყურძნის წვენით არარატს (ალაროდ, ურარტუ) ახლო _ ესეც პირდაპირ გვითითებს, რომ ალაროდიელთა ქვეყანაში ალაროდიელებმა ვენახის ხელი იცოდნენ და ღვინოს აყენებდნენო. თითონ ჩვენებური სიტყვა ღვინო ძლიერ ჰგავს ბერძნულ Hინო (ჰინო) და ლათინურ-იტალიურ Vინო (ვინო), გავიხსენოთ აგრეთვე უწინდელი ბერძენ-არგონავთთა გალაშქრება ოქროსათვის კოლხიდაში, იმ ქვეყანაში, სადაც იყო ქალაქი სარსაპანი (შორაპანი). ყველა ეს ლეგენდები, მართალია, ოცნებით სავსეა, მაგრამ მაინც პირდაპირ გვახსენებენ და გულის ხმაში გვაგდებენ, რომ სამხრეთ კავკასიის პირვანდელ მცხოვრებლებს _ ალაროდიელებს პირვანდელი კულტურა შეუქმნიათ. ჩვენის დროის მეცნიერები კი პირდაპირ ამბობენ: “თჰე მოდერნ რეპრესენტატიონ ოფ ტჰე არალოდან ის ტჰე გეორგიან” (`ალაროოდიელთა ენის წარმომადგენელი ჩვენ დროში ქართული ენაა).21
ყველა ეს მართალია, მაგრამ ძლიერ ბევრ შრომასა, გამოკვლევასა, და დიდს ცოდნასა და ერუდიციას თხოულობს, ერთი კაცი ვერას დროს ვერ გასწვდება ამ შრომას, მარტო საერთო მეცადინეობასა და შრომას, ისიც წინადვე შემუშავებულ პროგრამის თანახმად შრომას, შეუძლიან წინ წასწიოს ეს საქმე. მერე რამდენი დიდი და მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი მეცნიერებს! აი, ვსთქვათ თუნდა საკითხი: ვისი ჩამომავლობისანი არიან აკკადები და რა ანტროპოლოგიური დამოკიდებულება აქვთ ალაროდიელებთან და ხატებთან. ასირიისა და ეგვიპტის ძველ ძეგლებზე აკკადები დახატულები არიან, როგორც მონგოლთა ტიპის ხალხი. თუ ეს მართალია, მაშ ჩვენი ენა რანაირად-ღა მომდინარეობს აკკადო ალაროდიელთა ენიდან და ჩვენი ხალხი კი კავკასიის არიელთა მოდგმის საუკეთესო ანტროპოლოგიურ წარმომადგენელად ითვლება! ენა გაცილებით უფრო ჩქარა იცვლება და ქრება კიდეც, ვიდრე ანტროპოლოგიური ტიპი. იქმნება. ძველ ძეგლებზე სწორედ არა ჰხატავდნენ აკკადებს? იქნება მონგოლთა მოდგმის ენა სხვაგნიდან მოსულმა არიელებმა შეითვისეს?
რა კარგს იზამდნენ ჩვენი ლინგვისტები და არხეოლოგები, რომ ჯერ ეს საკითხი გამოიკვლიონ და მერე ისტორიის დაწერასაც შეუდგნენ. იქნება დიდებულ რეკლიუს სიტყვამ გასჭრას, ჩვენი ისტორიკოსები წაახალისონ და ამ სასახელო საქმისათვის ხელი მოაკიდებინოს!
ასე თვე ნახევრის წინად ერთმა მეგობარმა მითხრა: ამერიკულ ცირკში რუსის ყაზახთა სახელით ქართველები არიან და ჯირითითა და ცხენოსნობით სწორედ აგიჟებენ ინგლისელებსაო; ველაპარაკე და ვუთხარ, რომ ლონდონში ერთ ნამდვილ ქართველს ვიცნობ _ ესე იგი თქვენ მორჩილ მოსამსახურეს _ ძრიელ გაუკვირდათ, მაგრამ დავპირდი, აქ გამოგიგზავნით იმ კაცსაო.
მაშინვე დავაპირე წასვლა, მაგრამ, უქეიფობამ და საძაგელმა ამინდმა ხელი შემიშალა და მომიგვიანდა. ბოლოს, როგორც იყო, წაველ. ამერიკულ საკვირველ ცირკს თავის პატრონის ბუფალო ბილის სახელი ჰქვიან; ეს ცირკი კი არა, ცოცხალი ეტნოგრაფიული გამოფენაა; სხვა და სხვა ეროვნების ხალხი თავის ტანისამოსითა და იარაღით ეჩვენება მაყურებელს; ხან თავიანთ სახლ-კარს და ოჯახში ეჩვენება, ხან მინდორში მუშაობის დროს, ხან ომსა და ბრძოლაში.
წარმოიდგინეთ ისეთი უზარმაზარი ცირკი, სადაც ორასი ცხენოსანი და ორი ზარბაზანი წყვილის ცხენით თავისუფლად დაჰქრიან და დააჭენებენ, რაც ძალი და ღონე აქვთ, ამ სცენაზე კაცები ისე პატარად ჩანან, რომ ერთი კუთხიდან მეორეში ძნელად არჩევ კაცსა: ერთი კაცი განგებ დასაყვირებლად ჰყავთ დაყენებული, მაგრამ იმის საშინელ ყვირილსაც კი ძლივს იგებთ. როცა ამ სცენაზე დიდი ორკესტრი ოსმალურის დალაბანდით და საბრახუნებელ ინსტრუმენტებით უკრავს, მუსიკის ხმა ისე მოისმის, თითქო ძალიან შორს სადმე უკრავდეს. ამ უშველებელ დარბაზში პირველ რიგის შუა გულში მჯდომ მაყურებლებსაც კი ვერ იცნობთ. ან კი როგორ უნდა იცნოთ, _ ცირკის დარბაზი 10 ათასიდან 12 ათასამდე მაყურებელს იტევს!.. ამ დარბაზს სამ ოთხ სართულიანი შენობებიც აქვს დატანებული; აქ ყოველ ნაირი გამოფენები იმართება ხოლმე. საკვირველი ბუფალო-ბილის ცირკიც სწორედ აი ამ უშველებელ დარბაზში ჰმართავს თავის წარმოდგენებს.
აქ ყველაფერი ორიგინალურია, ყველაფერი ახალი და გასაკვირველია. აი, სცენაზე ცხენებით გამოცვივდნენ ნამდვილი წითელ-კანიანი ინდიელები, თავიანთ ნამდვილის იარაღით, ათას ღია ფერად შეღებილ ბუმბულებით, სწორედ იმნაირი ინდიელები გამოდიან, როგორიც ფენიმორ კუპერმა და გუსტავ ემარმა ასწერეს. ინდიელები სცენაზე დადიან თავიანთ ცოლ-შვილით, შინაურ საოჯახო მოწყობილობითა და ჭურჭლით. ყველაფერი, რაც ამათ ზედ აცვიათ, აჭრელებულია და ლამაზი; მიხვრა-მოხვრა სუმბუქი და თავისუფალი აქვთ, სცენაზე თავმომწონედა და ღირსეულად დადიან და თავისებური მოხდენილობა და შნო ეტყობათ.
მერე გამოდიან ახალი მოსული ფერმერები ფურგუნებითა და საქონლით. ინდიელები თავს ესხმიან ფერმერებს, სცარცვავენ და ფერმებს ცეცხლს უკიდებენ. ფერმერებს ეშველებიან ნამდვილი მექსიკელი ცხენიანი მწყემსები, ტეხასის მინდვრების გაუჩოსები, ფერმერები, გაუჩოსები, ინდიელები, განათლებული და ველური ხალხი, ყველანი ერთად ირევიან და და მეტად თვალწარმტაც და აჭრელებულ სურათს წარმოადგენენ. ვერც ერთი აღწერა ვერ დაგიხატავთ ასე რეალურადა და ნამდვილად იმ სურათს, თუ როგორ დასახლდა თეთრი ხალხი ჩრდილოეთ ამერიკის შორეულ დასავლეთის ნაყოფიერ მინდვრებში, როგორც გიხატავთ ეს ცოცხლად წარმოდგენილი სცენა ნამდვილის ინდიელებითა, მექსიკელებითა და მზისაგან გარუჯულ ფერმერებით.
აი, ამერიკამ სცენა დასცალა, ეხლა გამოდიან ჩვენი გურული ცხენოსნები სხვა-და-სხვა ფერის ჩერქეზულის ტანისამოსით; ყველანი იარაღში სხედან, ჯერ ტარებით ნელ-ნელა მწყობრის სიმღერით გარს შემოუარეს უშველებელ სცენას. სცენის შუა გულში გაჩერდნენ, ცხენებიდან ჩამოჰხდნენ, ირგვლივ დადგნენ, სიმღერა შემოსძახეს, ტაში დაუკრეს და ლეკური დაუარეს. საზოგადოება აღტაცებაში მოდის და მრავალი ათასი კაცი ტაშს უკრავს მოწონების ნიშნად. მერე იწყება ჯირითი და ცხენების თამაშობა… ჩვენებურ ახალგაზრდობის ჯირითი და თამაშობა ისეთი როგორსაც ეხლაც ჰნახავთ ხატობასა და დღეობებში ძველებურ ეკკლესიებთან ტყიან მთებში. გურულების ჯირითი და თამაშობა ძლიერ აკვირვებს ინგლისელებს:
_ საკვირველი ცხენოსნები არიან! მითხრა ერთმა ინგლისელმა _ ავსტრალიისა და ამერიკის მინდვრებში ვყოფილვარ, ასობითა და ათასობით ვიცნობდი ცხენოსნებს, მაგრამ მაგათი მსგავსი კი არაფერი არ მინახავს. ეს კაცები ასე გგონია, ცხენზე ამოსულები არიანო. ვერ გაგირჩევია: სად თავდება კაცი და სად იწყება ცხენი. ალბად, იმათ ქვეყანაში კარგი ცხენოსნობის სკოლაა გამართული.
_ რასა ბრძანებთ! ვუპასუხე, _ რის ცხენოსნობის სკოლა! ჩვენებური სოფლის ახალგაზრდობაა; ჩვენებურ სახალხო დღეობებში ყოჩაღი და მარჯვე ახალგადა კაცები ყოველთვის ასე აჯირითებენ ცხენებს თავიანთ სატრფო ქალებსა და ტოლებს წინ.
_ საკვირველია! ჰკვირობდა კიდევ ჩემი მოსაუბრე აი, მექსიკელებმაც ეხლა რომ ვნახეთ, კარგი ცხენზე ჯდომა იციან, მაგრამ ამ მთიელების შნო, სიმკვირცხლე და ყოჩაღობა კი არა აქვთ მართალს ამბობთ; ცხენოსნობის სკოლაში კაცი ვერ შეისწალის ასეთ კარგ მხედრობას, აქ ხანგრძლივის ეროვნულის ცხოვრების ტრადიცია სჩანს. საკვირველი კია და…
ანტრაქტის დროს ათასი მაყურებელი დიდის ცნობის მოყვარეობით ათვალიერებს ინდიელების სოფელსა, ნამდვილ სახლებსა, ჭურჭელსა, საქმეში გართულ დედაკაცებსა და თამაშობით გატაცებულ ბავშვებს. ერთ პატარა ინდიელ ბიჭს ორიოდე დღის წინად ცირკის სანახავად მოსულ ინგლისის მეფისათვის ქოლგა წაერთმია და დაეჩემებინა. თითონ მეფესაც და დამსწრე საზოგადოებასა ძლიერ მოსწონებოდათ პატარა ბიჭის საქციელი. მეც ამ ხალხში გავერიე. მერე ინდიელთა სოფელი გავიარე; გავიარე მექსიკელები და იანკებიც (ამერიკის შეერთებულ შტატების მცხოვრებნი) და ბოლოს ხშირ შექუჩებულ ხალხში ჩვენი გურულები შევნიშნე, როგორც იყო, მივუახლოვდი და მივესალმე. უნდა გენახათ, რა ნაირად გაოცდნენ და გაუხარდათ!
_ ი… მე! ქართველი ხარ? სადაური?.. მოჰყვნენ გამოკითხვასა და განცვიფრებას და აღტაცებას მიეცნენ…
შემდეგ კარგა ვისაუბრეთ. ამას გარდა კიდევ ვნახე რამდენჯერმე: ქართულ გაზეთების ახალი ნომრები და `მოამბე~ მივუტანე, ზოგიც ფოსტით გავუგზავნე. ისეთის დიდის ინტერესით სტაცეს ხელი ამ გაზეთებსა და `მოამბეს~, რომ სწორედ გაშტერებული დავრჩი. მაგრამ ამაზე ძლიერ უფრო მაშინ გავშტერდი, როცა ერთმა გურულმა მთხოვა: ლონდონის უნივერსიტეტის პროგრამა მიშოვე. ჩემის ძმისათვის მინდაო; აქედან ფულს ვუგზავნი და საშუალო სასწავლებელში ვზრდიო; გავოცდი მაშინაც, როცა მეორე გურულმა მიამბო: ჩემი ძმა სამკურნალო ფაკულტეტს ათავებს და ფულს აქედან ვუგზავნიო. შევყურებდი ამ გურულებს და თან სიხარულისაგან ძლივსღა ვიდექ ფეხზე. `ამ კაცებმა რუსული ლაპარაკი არც კი იციან (ბ. ქაჯაიას გარდა ქაჯაია ამათი მეთაურია და რუსულიც კარგი იცის), მეცნიერებისა არაფერი არ გაუგონიათ და თავიანთ ნაშოვარ ფულით ძმებს ჰზრდიან უმაღლეს სასწავლებლებში~ _ ასე ვფიქრობდი და ძლიერ ვკვირობდი. თუ ეს იშვიათი საარაკო შემთხვევა არაა, თუ გურიაში და მთელ საქართველოში საშუალო სოფლელი კაცი ასე აფასებს მეცნიერებასა და განათლებას _ ეს ძლიერ კარგი ნიშანია, ეს მომავალ განვითარების თავდებია და თანაც იმის მაჩვენებელია, რომ ძველთაგანვე განათლებულ და კულტურულ ხალხს ღირსეული და საკადრისი შთამომავლები ჰყოლია.
მერე საუბრიდან შევიტყვე, რომ ამ გურულებს მთელი შეერთებული შტატები თავიდან ბოლომდე სულ მოუვლიათ და შტატების ყველა დიდი ქალაქები უნახავთ. გავიგე ისიც, თუ როგორ ჭკუაში მოსვლიათ შეერთებულ შტატების წყობილება, დაწესებულებანი, ზნე და ცხოვრება. ამერიკელების განათლებას, სიმდიდრეს, მხნეობას და საქმიანობას ძლიერ გაუშტერებია გურულები. შტატებზე აღტაცებით ლაპარაკობენ, თუმცა კი დიდ ქალაქებში წვრიმალ საქმის კაცთა გაიძვერობა და თავხედობაც შეუნიშნავთ. ყველაზე ძლიერ კალიფორნია მოსწონებიათ. `იქ ჰავაც, ხილიც და სტუმართმოყვარეობაც ყველაფერი ჩვენ საყვარელ სამშობლოს გვახსენებდაო~, _ ამბობდნენ გურულები.
კიდევ ერთ ძლიერ საყურადღებო ამბავს მოგახსენებთ. ინგლის-ბურების ომის დროს, ცირკის პატრონს ჭრილობისაგან მორჩენილი ბურებიც მიუწვევია; ბურები ძლიერ უყვარდა შტატების დემოკრატიას და ამიტომ დიდ-ძალ მაყურებელს იზიდავდნენ ცირკში. სანამ ბურები ბუფალო-ბილის ცირკში ყოფილან, ინგლისელებსა, ამერიკელებსა და მექსიკელებს, თურმე, ახლოც არ ეკარებოდნენ და მარტო ჩვენ გურულებს დაუახლოვდნენ და დაუძმობილდნენ, სადილსაც სულ ამათთან სჭამდნენ, თუმცა კი ბურები გურულებთან ერთის სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდნენ.

ლონდონელი

წერილები ინგლისიდან
(საკუთარი თანამშრომლისაგან)

პატრიოტნიც საგონებელს მიეცნენ, თავში იყო და მოულოდნელად ბოლოში კი მოჰყვენ – კიდევ არა ჰგავს ინგლისურს – ხმები ბუნების სრულიად ამოწყვეტისა და დედამიწის ზურგიდან აღგვისა.

1900. 6 სექტემბერი. #194. როდესაც ყურს უგდებთ ლაპარაკს კლუბებსა, კრებებსა და საჯარო ყრილობებზედ, ნება უნებურად გაკვეირვებთ ის ცვლილება, რომელიც ამ ბოლოს დროს მჟავე პატრიოტთა სიტყვის კილოსა და საუბარს დაეტყო, ჰკვირობთ და ეკითხებით თავს, სად გაქრა წარსულ დროთა აღვირაშვებულობა, თავგასულობა? – სად გაჰქრა პარილისა და მაისის უსაზღვრო მხიარულებანი ქუჩებშში, მოედნებში? ყველას ჩვეულებრივ თავდაჭერილობით ზრუნვა-ფიქრის ბეჭედი აზის… ასე გასინჯეთ არსად სჩანან ყაბალახიანი პატრიოტნიც კი, არსად ისმის მათი უაზრო ყვირილი, მათი ლანძღვა ბოერების (ბურების) მიმართ, საზოგადოდ ცვლილება დიდია.
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც ინგლისი პირველობდა დედამიწაზედ. ჯერ ისევ ამ ერთის წლის წინად იგი თავში ედგა მთელ განათლებულ ქვეყანას ინდუსტრიით, კულტურით, ფინანსებით, ჯერ ისევ ამ ერთი წლის წინად პატარა სახელმწიფოთა და ერთა ნუგეშად და თავშესაფრად ითვლებოდა, და, აი, ეხლა მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იგი ინდუსტრიასა და კულტურაში ჩამორჩა შეერთებულ შტატებსა, გერმანიასა, საფრანგეთსა და, ასე გასინჯეთ, პატარა ბელგიასა, შვეიცარიასა, შვეციასა და ნორვეგიასაც კი (რასაკვირველია, მცხოვრებთა რაოდენობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში).
ინგლისმა, რომელიც აქამდის მთელის ქვეყნისათვის საკმაო ქვანახშირს ასაღებდა, წელს შეერთებულ შტატებზედ ნაკლები გაასაღა; მისი ნახშირი უფრო მდარე აღმოჩნდა, ვიდრე შეერთებული შტატების. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ლონდონელი მექარხნენი ამერიკიდგან შეუდგნენ ქვა-ნახშირის დაბარებას. პირველი 4000 ტონნი ქვანახშირისა უკვე მოვიდა; შეკვეთილია ამას გარდა მილიონი ტონნი სხვაც. აი რა არის დამაფიქრებებლი და დამაღონებელი… ინგლისურ ფოლადის და რკინის მანქანებს მთელ დედამიწაზედ ჰქონდათ სახელი გავარდნილი; ეს მანქანები საუკეთესო მანქანებად ითვლებოდა მაგრამ ეხლა პატარა შვეიცარია სხვის რკინითა22 და ქვანახშირით ინგლისურ მანქანაზედ უკეთესად ამზადებს და უფრო იაფადაცა ჰყიდის. შვეციისა და ნორვეგიის ფოლადის ნაწარმოები ხარისხით ბევრადა სჯობნის ინგლისის ასეთსავე ნაწარმოებს, შეერთებულ შტატების რესპუბლიკამ ხომ სულ დასჯაბნა ინგლისი.
საუკეთესო იარაღი აქ ამერიკულია, კარგი და იაფი რკინა ამერიკიდგანაა მოტანილი (ხიდს ინგლისელებისათვის ნილოსზედ ამერიკელები აშენებენ); ამერიკიდგანაა აგრეთვე მოტანილი სამექანიკო იარაღიც, განსაკუთრებით ის, რაც ელექტროტექნიკაშია საჭირო.
ორი კვირაა, რაც სახალხო მატარებლებმა სიარული დაიწყეს მიწის ქვეშ გაყვანილ ცენტრალურ ელექტრონის რკინის გზაზედ ლონდონში, ეს გზა საუცხოვო რამ არის; იგი ამ მიმდინარე საუკუნის სამეცნიერო ტექნიკის გვირგვინს შეადგენს. ორი გვირაბი 45 ფუტის სიღრმეზედ არის გაყვანილი სახლებ ქვეშ და გაჭიმულია 10 ვერსის მანძილზედ. ასაწევ-დასაწევი მანქანები, ბაქანები, საუცხოვო ვაგონები, ელექტრონული განათება ანცვიფრებს და აკვირვებს კაცს, აკვირვებს აქაც-კი, ამ მანქანათა რკინის გზათა სამეფოში – `არა, ვფიქრობდი, – იმ სახელმწიფოს ტეხნიკა, სადაც ასეთ საკვირველ რამეებს აყენებენ, ჯერ არ ჩამორჩენია სხვა ქვეყნების ტექნიკასა მეთქი~. მაგრამ საოცრად გავკვირდი, როდესაც შევიტყვე, რომ ვაგონები, მანქანები, განათება, ერთის სიტყვით ყველაფერი ამერიკულია! ყველა ეს გაკეთებულია და დამზადებულია, მოტანილია. განა დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ინგლისი ისეთსავე მანქანებს სხვა სახელმწიფოებს აწვდიდა?… დიაღ, პრაქტიკის, გონება მახვილის კაცისათვის აქ ეხლა ბევრი რამაა დამაფიქრებელი და დამაღონებელი…
უფრო მეტად დამაფიქრებელია გერმანიის მეტოქობა ინდუსტრიასა, მრეწველობასა და ვაჭრობაში. უკვე კარგა ხანია, რაც შორს-მხედველი კაცები შიშითა და ძრწოლით შეჰყურებენ გერმანიის ჯერეთ ნორჩ მრეწველობის მეტოქობას, მრეწველობისა, რომელიც ესოდენ მდიდარია მაღალისა და საშუალო განათლებით აღჭურვილ ტექნიკოსებით, მაშინ, როდესაც აქ, ინგლისში, სანთლითაც ვერ იპოვნით არამც თუ უმაღლეს, საშუალო სატეხნიკო სასწავლებლებსაც კი. ინგლისის დაქვეითება უფრო ნათლად პარიჟის მსოფლიო გამოფენაზედ გამოირკვა, სადაც ინგლისი ყველაფერში უკანაა გერმანიას, შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთზედ. თვით ინგლისის განყოფილების ბიუროც-კი დარცხვენილია საკუთარის სიღარიბისა და ჩამორჩენილობისათვის. საქმე იქამდის მივიდა, რომ ამ ბიურომა და იმისმა მთავარმა კომისარმა პოლკოვნიკმა ჟეკილამ საერო სირცხვილის დასაფარად ეშმაკობასა და თვალთმაქცობას მიმართეს.
მართლაც და განა სამარცხვინო არ არის, რომ საერთაშორისო ჟიურიმ (საქონლის ღირსების დამფასებელი საბჭო), რომელიც ჯილდოებს არიგებდა პარიჟის გამოფენაზედ, მეტად მცირედ დააჯილდოვა ინგლისელნი თუმცა-კი სულითა და გულით იყო მოწადინებული იმათ დაჯილდოებას. განა სამარცხვინო არ არის რომ ამ შემთხვევაში ინგლისი, არამც თუ გერმანიას, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებსა, რუსეთს და პატარა ბელგიასაც – კი ჩამორჩა. სირცხვილის თავიდან ასაცილებლად მამაცმა პოლკოვნიკმა, რასაკვირველია, ჩემბერლენისა და სხვათა გაიძვერათა თანხმობით, გამოიგონა ვითომ ვითომ დედოფალის ვიქტორიას ქვეშევრდომთ არ შეუძლიათ საკუთარის მთავრობის ნება-დაურთველად უცხო ქვეყანის ჯილდოების და ორდენების მიღებაო. ნეტა თუ იციან ვინ უნდა მოატყუონ?
ეს რუსეთსა, საფრანგეთსა და სხვა სახელმწიფოში-კი საჭირო არ არის უმაღლესის ნება-რთვის აღება ქვეყნის საჩუქრებისა და ორდენების მისაღებად? რაღა სხვაგან, თვით ინგლისში ასეთი კანონი ოდიდგან არსებობს? რა მიზეზია, რომ 1869, 1878, 1889 წლების მსოფლიო გამოფენათა დროს დიდი ამბით აცხადებდნენ იმ ინგლისელ ექსპონანტთა სახელებს, რომელიც იმავე პარიჟში იქმნენ დაჯილდოვებული? არა, ეს მხოლოდ მოხდა სხვათა თვალის ასახვევად, თავიანთი დამარცხების დასაფარავად მოქცეული. როგორც ტრანსვაალი ამ თერთმეტის თვის განმავლობაში ინგლისის მამაც და სწავლულ პოლკოვნიკებსა და გენერლებს ბედს აწყევლინებს და გზას უბნევს მთიელ ვაჟკაცთა მცირე გუნდი, ისე მამაცის პოლკოვნიკის წინამძღოლობით სამსოფლიო გამოფენაზედ გამოსული ჩასუქებული წარმომადგენელნი ინგლისისა შეარცხვინეს და დაამცირეს ყოფილმა მოსწავლეებმა, მიმბაძველებმა ნემენცებმა, ბელგიელებმა, რუსებმა და სხვათა. ამ უსიამოვნო მოვლენას ვერავითარი ხრიკებითა და თვალთმაქცობით ვერ ჩქმალავენ მამაცნი ჟეკილები და ჩემბერლენები. ბევრი, ძალიან ბევრი რამაა დამაფიქრებელიპრაქტიკოსი და გონება-მახვილის კაცებისათვის..
დიდად დამაფიქრებელია აწინდელი სამარცხვინო ომიც, ძალ-მომრეობისა და მტაცებლობის შედეგი. ინგლისი ამ ომის წყალობით ჩინეთში დღეს მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს, მან დაჰკარგა ჰუმანიურ სახელმწიფოს სახელი; იმპერიალიზმისა და მტაცებლობის პოლიტიკის მეოხებით გადაიმტერა მთელი კაცობრიობა; – ესეც საკმაოა ზრუნვა ფიქრისათვის, მაგრამ ყველა ამას გარდა, ინგლისმა იმ აუარებელ ხარჯისთვისაც უნდა იზრუნოს, რომელიც ომის გამო მოუვიდა.
გულ-უბრყვილო კაცებიც კი, რომელნიც ბურების დამარცხების გამო ქუჩის პრესასა და ყავა ხანის პატრიოტებთან ერთად სიხარულს ეძლეოდნენ, დღეს კარგადა ჰხედავენ, რომ ომს დასასრული არ უჩანს, რომ იგი ერს ჩვეულბრივ ხარჯს გარდა ერთ მილლიარდ მანეთად დაუჯდა. ხუმრობა საქმეა ერთი მილლიარდი მანეთი! ამდენი ხომ საფრანგეთ-პრუსიის ომიც არ დამჯდარა! მერე არ იკითხავთ ერთი, რისათვის დასჭირდა ინგლისს ბურები გინდაც რომ დაიპყრონ ტრანსვაალი, იმის შემოსავლიდგან ამ აუარებელ ხარჯს ვერასოდეს ვერ დაჰფარავენ. ბირჟა და სიტი თან-და-თან ჰგრძნობენ ამას, საძირკველი ეთხრება ნელ-ნელა მთავრობის კრედიტსაც. განათლებულის კაცობრიობის გადამტერება, ცხოვრების გაძვირება, კრედიტის გაძნელება, სახელის დაკარგვა, საკუთარის ინტერესების დაქვეითება ჩინეთში, – აი, რა შესძინა ინგლისს სალისბიურ-ჩემბერლენის სამინისტრომ…
ძველი ანდაზა ამბობს: `ვის დასჯასაც ზევსი მოისურვებს, იმას გონებას წაართმევსო~. ინგლისელები, ე.ი. კონსერვატორთა და კაპიტალისტთა მთავრობა უთუოდ ზევსმა დასაჯა, თორემ განა ჭკუათა მყოფელი ხალხი ასეთს საქმეს ჩაიდენდა? ერთ მილიარდ ასს-ოცი-ათასს მანეთად ინგისელებს ხომ მთელის ტრანსვალიის უომრად, მშვიდობიანად დაჭერა შეეძლოთ! ამისათვის საკმარისი იყო თავისივე კაცების დასახლება იქ. ამ ფულით 500,000 ოჯახს, ე.ი. ერთ ნახევარ მილიარდ კაცს გაჰგზავნიდნენ იქ, თითოსთვის რომ 2500 მანეთი მიეცათ! აი მაშინ ყველა იტყოდა, რომ ინგლისელებმა ინგლისურად გააკეთეს საქმეო: მაშინ რესპუბლიკაც გამდიდრდებოდა, კრიუგერი და იმისი მეგობრებიც ქედს მოიხრიდნენ მონობის განმაახლებელთა როდსებისა, ბეიტებისა და ჩემბერლენების წინაშე კი არა, მშრომელის, ჯანმრთელის და კულტურული ხალხის უფლებათა და მოთხოვნილებათა წინაშე… ამას თან და თან თვით `პატრიოტნიცა~ ჰგრძნობენ. სალისბიურისა და კონსერვატიულ არისტოკრატთა გაზეთ `შტანდარდ~-შიაც კი დაიბეჭდა რამდენიმე მოწინავე წერილი, პესსიმიზმითა და მწარე ფიქრებით აღსავსე, ხოლო კოსერვატიულმავე `შ. ჟამს’ს Gაზეტტე~-მ, სასოწარკვეთილებისაგან გზა-კვალ დაბნეულმა, მოითხოვა ბურების დიდით პატარამდე კუნძულ ბორნეოზედ გადასახლება და უმოწყალოდ ამოწყვეტა იმათი, ვინც კიდევ გაჰბედავს და სამშობლოს დასაცველად იარაღს ხელში აიღებს, ამოწყვეტა იმათის ცოლ-შვილისა, ნათესავთა, მოხუცთა და ბავშვთა.
ამ სიტყვებში–კი სასოწარკვეთილების გარდა, დაკოდილ მხეცის ბრაზ-მორეული ხმაც მოისმის. ინგლისელებს ვერ უშველით ამ გვარი ბარბაროსული მოწოდება და ისეთის უდანაშაულო კაცების დახვრეტა, როგორიც კორდუა იყო: ვერ ასცდებიან ისინი ვერც სახელის დაკარგვას, ვერც ფინანსების შერყევას და ვერც სიდუხჭირეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყველა ამისაგან ინგლისს ერთად-ერთი ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოძრაობა დაიხსნის, ხოლო კულტურისა და ცივილიზაციის მოყვარულთა სასიხარულოთ უნდა ვსთქვათ, რომ ინგლისის საზოგადოება ამ ბოლოს დროს დიდს ფიქრსა და საგონებელს ეძლევა..
@

წერილები ინგლისიდან
წერილი მე-XIV
(საკუთარის თანამშრომლისაგან)
საარჩევნო აგიტაცია და დასთა ბრძოლა. კონსერვატორთა
ტაქტიკა _ ძველი პარლამენტის დათხოვნის მიზეზები,
დასის მეთაურთა მანიფესტები _ “ჩემბერლენის წინააღმდეგია,
ის დედოფლის მტერია~. ვინც ლიბერალთა მომხრეა _ ის
ინგლისის მოღალატეა~ _ რა პასუხი გასცა თვით
ინგლისმა. ახალის პარლამენტის წევრნი. საფინანსო
პოლიტიკა ჩემბერლენისა და იმის შინაურებისა.

1900. 28 ოქტომბერი. #235. კარგა ხანია ინგლისს ისეთი ცხარე საარჩევნო ხანა აღარ გამოუცდია, როგორიც დღეს დამთავრებული არჩევნები იყო. პოლიტიკურმა აღშფოთება-აღელვებამ უკანასკნელ ხარისხამდე მიაღწია. ჭორებსა და ხრიკებს, სალიბერალიზაციო ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულს, დასასრული არა ჰქონდა. მაღალის საზოგადოების მანდილოსანნი, არისტოკრატიულ და ფინანსურ გაიძვერანი, კროკეტისა, დოღებისა და ნადირობის ავან-ჩავანნი, იჯარებისა და განგებ გაბერილ საფინანსო ამხანაგობათა საეჭვო წარმომადგენელნი, დიდებულის ეკლესიისა და კათოლიკეთა მღვდელნი, უმთავრესად კი ლუდისა და არყის ქარხნების და ყავახანების პატრონნი _ ყველანი აწინდელის მთავრობის სასარგებლოდ ლიბერალების წინააღმდეგ აღსდგნენ და ამხედრდნენ. ასეც უნდა მომხდარიყო.
არისტოკრატია მხარს უჭერს მთავრობას, რომლისგანაც 90 მილიონი მანეთი სახელმწიფო ფული მიიღო ღარიბებისათვის, საფინანსო საქმის გაიძვერანი სამაგიეროს უხდიან ლიბერალებს ბევრი რამისათვის და, სხვათა შორის, ამას წინად გარდაცვალებულ მთავარ მოსამართლის ლორდ როსსელის დანიშვნისათვის, იმ როსელისა, რომელიც საჯაროდ, ლონდონის ლორდ მერის სადღესასწაულო ნადიმების დროს ხმამაღლა ჰკიცხავდა მექრთამეობას, სიყალბეს, გაიძვერობას, ერთის სიტყვით ყველა იმას, რაც კი ფინანსისტთა წრეებში ჩვეულებად გადაქცეულა; სამღვდელოება სამინისტროს მხარესაა იმიტომ, რომ სამინისტრომ იმავე სახელმწიფოს ხაზინიდგან, ლიბერალების სურვილის წინააღმდეგ, გადასცა 15 მილიონი მანეთი მათს სკოლებს, სკოლებს, რომელთაც მთავრობისა და საზოგადოების მხრივ არავინ თვალყურს არ ადევნებს და რომელშიც მხოლოდ და მარტო ოდენ სარწმუნოებრივ სიძულვილსა სთესენ ქრისტიასნთა შორის. რაც შეეხება ლუდისა და არყის ქარხნების და ყავახანების პატრონთ _ ეს ყოვლის შემძლებელნი და საკვირველად მდიდარნი ვაჟბატონნი სიკვდილ სასიცოცხლოდ შეიარაღდნენ ლიბერალების წინააღმდეგ. ხოლო ამ შეიარაღების მიზეზი ის არის, რომ ლიბერალებმა მოისურვეს ახალის კანონის გამოცემა, რომლის ძალითაც ადგილობრივმა საბჭოებმა თვალყური უნდა ადევნონ ხოლმე ყავახანებს და გამოაქვეყნონ იქ მომხდარი ბოროტმოქმედებანი.
არც-კი დაიჯერებთ, სალიბერალო დასის და საუკეთესო ტრადიციების ძლიერსა და უმთავრეს მტერს სწორედ ეს ლუდისა და არყის მხდელნი და ყავახანის პატრონნი შეადგენენ. ერთ კავშირად გაერთიანებულთ, სწორედ ამ ვაჟბატონებმა გადააყენეს 1895 წელს ლიბერალთა სამინისტრო. ამავე კავშირის წევრებმა სამხრეთ აფრიკის მეომართა პატრიოტულ ტანისამოსში გამოწყობილთ გამოიდეს თავი ამ არჩევნების დროს და მოისურვეს ლიბერალების გაშავება. იმათი მთავარი წინამძღოლი და გზის მაჩვენებელი იყო და არის ჩემბერლენი, რომელმაც სრულიად დაჩრდილა სალისბიური, ბალფური და სხვა მინისტრები. როგორიც ერიო, ისეთი მღვდელიო, ნათქვამია: ყავახანებისა და ლუდხანების სქელ ჯიბა პატრონნ წინამძღოლნიც, მაგრამ ქვემოთ გაცნობებთ, რა კაცია ეს წინამძღოლი.
იქნება იკითხოს ვინმემ რად დასჭირდა მთავრობას ვადამდე 1,5 წლით ადრე პარლამენტის დათხოვნა, იმ პარლამენტისა, რომელშიაც მთავრობის მომხრეთა რიცხვი 128 კაცით აღემატებოდა ოპოზიციის რიცხვსაო? რად მიეცა ეს სამინისტრო ახალ არჩევნების განსაცდელს, როდესაც პარლამენტში ზურგი ასეთის უმრავლესობით ჰქონდა გამაგრებულიო?
მიზეზი სულ უბრალოა.
საქმე ისაა, რომ ამ ბოლო დროს პატრიოტული გრძნობა და გატაცება გამარჯვებისა გამო სამხრეთ აფრიკაში შესამჩნევად დაცხრა, ხოლო პატრიოტობის დაცხრომას ხელი შეუწყო: სამხედრო გასეირნების ნაცვლად ომის ერთის წლით გაჭიანურებამ, 750 მილიონის დახარჯვამ ომისათვის; სხვა 500 მილიონის დახარჯვამ, რომელიც მთავრობამ ომის დაწყებამდე საომარ მასალასა და სამხედრო სურსათის დამზადებას მოანდომა; იმ ბრალდებებმა და პროცესებმა, რომელიც შედეგი იყო იჯარების დროს ჩადენილ სისაძაგლის, ბოროტმოქმედებებმა და უწესობამ ჯარის სამხედრო სამკურნალო ნაწილში, _ ყველა ამან საზოგადოებაში უკმაყოფილება დაჰბადა, და წინ და წინვე აშკარა შეიქმნა, რომ მომავალ წელს, როდესაც პროცესები და კომისიათა ანგარიშები გამოქვეყნდება და როდესაც ამომრჩეველთა რიცხვს რამდენიმე ათასი კაცი მიემატება23 მთავრობა ეგრე ადვილად ვეღარ გავიდოდა ფონს და ვეღარ გაიმარჯვებდა.
აი სწორედ ამ მიზეზით დაითხოვეს ისე მოულოდნელად პარლამენტი და 21 დღეში ახალი არჩევნებიც დაასრულეს.
პარლამენტის დათხოვნისას, სალიბერალო ოპოზიციის დასამცირებლად და ამომრჩეველთა თვალში დასაცემად, მთავრობამ, რასაკვირველია, ჩემბერლენის მრავალ-მეტყველ ბაგეთა დახმარებით, საჯაროდ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა ცნობილმა წევრებმა სამშობლოს უღალატეს და მტერს დაუჭირეს მხარიო.
აი, საკვირველება თუ გნებავთ ეს არის! ღალატი, მერე სად? პარლამენტში. მოღალატენი, მერე ვინ? ლიბერალები. არც ერთი ლიბერალი არ შეიშვება პარლამენტში, არც ერთმა მათგანმა არ უნდა შემწიკვლოს და შეურაცხყოს სახელმწიფოს წმინდათა-წმინდა _ პარლამენტიო, გაიძახოდა ხმამაღლა სამშობლოს მცველი და დარაჯი ჩემბერლენი და ქუჩის პრესამაც ამნაირადვე მისცა ბანი ღალატია, სამშობლოს განსაცდელი მოელისო.
ჩემბერლენი სიხარულს მიეცა. კონსერვატორთა ბანაკის პატიოსანი კაცებიც კი ზიზღით ერიდებოდნენ ამგვარ საარჩევნო ხრიკს, მაგრამ მაშინ ჯერ არავინ უწყოდა, სადამდე მიაღწევდა ეს გაიძვერობა და დაბალის თვისების ოინბაზობა. როდესაც მოღალატეთა სიაში მოაქციეს ჩემბერლენის მოწინააღმდეგეთა ყოვლად პატიოსან საპოლიტიკო მოღვაწეთა გვარები, მაგალითად, ლაუშერისა, ელისა, მერიმანისა და სხვათა, განსაკუთერბით, კი, როდესაც საჯაროდ გამოაცხადეს, ხელთ ჩავიგდეთ ლაბუშერის წერილი, პრეზიდენტ კრიუგერთან მიწერილი ომის დაწყობამდე, რომელშიაც ლაბუშერი ურჩევდა მოხუცს, ნუ შეუშინდები გაიძვერა ჩემბერლენსაო, მაშინ ღალატის საქმე სამარცხვინო ფარსად გადაიქცა, ყველას მიერ სასაცილოდ და სამასხროდ აგდებულ ფარსად.
ამისდა მიუხედავად საპოლიტიკო ასპარეზზედ გაბატონებულ გაიძვერათ დიდი იმედი მიეცათ ღალატის შესახებ ყვირილით საქმეს მოვიგებთო, ამბობდნენ ეს ვაჟბატონნი. თუმცა ამავე დროს გონიერი კონსერვატორნი ჰგრძნობდნენ, რომ ყველა ამან ნდობა და მხნეობა შეურყია საკუთარ დასის წინ დახედულ წევრებს. ამას აშკარად მოწმობს საარჩევნო მანიფესტები, განსაკუთრებით სალისბიურის მანიფესტი, რომელშიაც პირველი მინისტრი ემუდარება მეგობრებს, ნუ მიგვატოვებთ და კენჭის ყრას ნუ გაექცევითო.
თუ პირველი მინისტრი საცოდავის კილოთი ევედრებოდა მეგობრებს, ნუ მიმატოვებთო, სამაგიეროდ ჩემბერლენი, ჰამილტონი და დასის მებრძოლი წინამძღოლნი დიდის ზარითა და ზეიმით უყვიროდნენ ამომრჩევლებს: მხოლოდ კონსერვატორნი აარჩიეთ ახალ პარლამენტშიო. თქვენ უნდა პარლამენტში დიდი უმრავლესობა მოგვცეთო, `ნუ აირჩევთ ნურც ერთ ლიბერალს, ოპოზიციის ნურც ერთ წევრსაო!~ ჰყვიროდა ჩემბერლენი მიტინგებზედ. `ლიბერალნი მოღალატენი არიან, ვინც მხარს დაუჭერს ლიბერალს ის ბურებს დახმარებასა და მეგობრობას გაუწევს, ხოლო ინგლისსა და დედოფალს მტრობსაო!~
ასეთმა არა ჩვეულებრივმა გაზვიადებამ თვით მთავრობის საქმესვე მოუტანა ზარალი, თვით კონსერვატორთ, და მათ შორის ბალფურმა, აღიმაღლეს ხმა უცნაურ ლოღიკის წინააღმდეგ, რომლის ძალითაც სამშობლოს გამყიდველად სთვლიან იმას, ვინც მინისტრს ოპოზიციას უწევს. ასეთი ამბები ოსმალეთში ხდება, იმ ქვეყნებში სადაც მტარვალობაა გაბატონებული და არა თავისუფალ ინგლისში, კიდეც ამიტომ თავისუფალმა ინგლისმა შესაფერად გასცა პასუხი:
4 500 000 ამომრჩეველთაგან 2 049 000 ამომრჩეველმა ოპოზიციისა და `მოღალატეთა~ მხარი დაიჭირა!… ხოლო თუ გავიხსენებთ იმას, რომ რამდენისამე თვის წინად მთელს ინგლისში `პატრიოტთა~ ბრბონი ლიბერალებს მიტინგების გამართვის ნებას არ აძლევდნენ, უნდა ვიფიქროთ, რომ ან ხალხი მიჰხვდა მთავრობის პოლიტიკის სისაძაგლეს, ან კიდევ როგორც არაერთხელ გამიგონია, ბოროტთა მანიფესტაციები მოსყიდულმა კაცებმა და საიდუმლო აგენტებმა მოახდინეს, და ამ რიგად ინგლისში სცადეს მეორე იმპერიის უსაძაგლეს დროის ჩვეულების შემოღება, იმ დროისა, როდესაც საფრანგეთში უსაზიზღრესი პოლიტიკური გარყვნილება იყო გაბატონებული და როდესაც მარნი მოპა და პერსინიე დათარეშობდნენ, როგორც ეხლა ვნახეთ, ჩემბერლენმა თუ არ გადააჭარბა საფრანგეთის ამ შესანიშნავ მძარცველთ, ყოველს შემთხვევაში არც ჩამორჩა მათ.
განა საკვირველი არ არის, რომ თუმცა ოპოზიციას ამომრჩეველთა ნახევარმა დაუჭირა მხარი და მთავრობას ოპოზიციაზედ მეტი მხოლოდ 400 000 ამომრჩეველი ჰყავდა, პარლამენტში მთავრობამ 20 ან 30 დეპუტატის ნაცვლად, 180 დეპუტატი შეიძინა! ეს საუკეთსო საბუთია იმისა, რომ შემოღებულ იქმნას პროპორციონალურ წარმომადგენლობის სისტემა, რომლის შემოღებაც რამდენი ხანია მოითხოვა აწ უკვე განსვენებულმა ფილოსოფოსმა ჯონ სტუარტ მილლმა. ჯერ-ჯერობით კი კონსერვატორნი სიხარულს ეძლევიან, განსაკუთრებით ლუდისა და არყის მხდელნი და ყავახანის პატრონნი: ამ ვაჟბატონთაგან 23 კაცი აირჩიეს და თვით არჩევნებსაც ამის გამო `ლუდის მხდელთა არჩევნები” უწოდეს.
მაგრამ უმთავრესი ამ არჩევნებში აი რა არის: ძველის პარლამენტის დათხოვნის დროს მთავრობის უმრავლესობა 128 კაცისაგან შესდგებოდა, ახალმა არჩევნებმა მთავრობას მხოლოდ ორი მომხრე შესძინა. აი, მხოლოდ ეს მცირე ნაყოფი მოუტანა კონსერვატორებს ათასმა ხრიკმა, მეცადინეობამ, ძველ ჩვეულებათა დარღვევამ, ჭორებმა და ტყუილებმა, საშინელმა ხარჯმა (12 მილიონ მანეთამდე), პატრიოტობაზე ყვირილმა და სხვამ!
ჩიტი ბრდღვნად არ ღირდაო, სწორედ ამაზედ ითქმის. მეტად ძვირად დაჯდა არჩევნები: თვით იზარალეს განსაკუთრებით კი ბერლენმა კონსევრვატორთა ნამდვილმა მეთაურმა, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ძვირად დამიჯდაო და ვინ იცის? იქნებ ამ არჩევნებს იმის პოლიტიკური სიკვდილიც მოჰყვეს. ყველამ კარგად უწყის, რომ ეს კაცი ნამდვილი ბოროტი დემონია, ძალმომრეობისა და ძარცვა-გლეჯის პოლიტიკისა. თუ დღემდე ჩემბერლენს ისე ექცეოდნენ და ებრძოდნენ, როგორც საპოლიტიკო მოღვაწეს შეეფერება, დღეის შემდეგ საეჭვოა, რომ მოწინააღმდეგეთ, მოთმინებითგან გამოსულთ იმის ხრიკებით, გაიძვერობით, კერძო წერილების ქურდობით, ამავე თვალით შეხედონ მამა კაცის `მოღვაწეობას~.
აღმოჩნდა, რომ ხუთი სხვადასხვა ამხანაგობა _ კინოკისა, ბირმინგამისა, სხვანი, მთლად ჩემბერლენის ცოლისა, შვილებისა, ქალებისა, ძმებისა, დებისა და ნათესავების ხელში ყოფილა. საყურადღებო ის არის აქ, რომ ფლოტი და სამხედრო სამინისტრო ამ ამხანაგობასთან იძენს იარაღს და სხვა ნივთებს. საადმირალოში იჯარების საქმეთა გამგეობა მინისტრმა თავის შვილს ჩააბარებინა, ხოლო სამხედრო სამინისტროში _ თავისსავე კრეატურას პავლე ვილიამს. პირველმაც და მეორემაც იჯარები კინოკის ამხანაგობას. ფასები ბევრად უფრო დიდი იყო სხვა მოიჯარადრეთა ფასებთან შედარებით. ამის გამო მთავრობასაც კი შეეკითხნენ პარლამენტში. ჩემბერლენმა დიდის ამბით გამოაცხადა, რომ “მე ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ მაქვსო~, მაგრამ მოწინააღმდეგეთ იპოვნეს ოფიციალური, შემოღებული პირობის წერილი ამ ამხანაგობათა ერთ საზოგადოებად გაერთიანების შესახებ. მერე რა აღმოჩნდა: სიაში მთავარ აქციონერად მოქცეულია თვით იოსებ ჩემბერლენი, იმას მისდევენ ცოლი, შვილები, ძმები და ნათესავები. ამ პირობის წერილის შემდეგ _კი საქმის მიჩქმალვა აღარ შეიძლებოდა. აშკარა შეიქმნა, რომ სახელმწიფოს საზარალოდ მინისტრი თავისს კერძო საქმეებს აკეთებდა; ხოლო ამ გვარი რამ ინგლისში დიდი, დიდი ხანია აღარ მომხდარა.
მინისტრის მომხრეთა და მეგობართ სხვანაირად მოუარეს საქმეს და სიყალბეზედ გააბეს ლაპარაკი (ამტკიცებდნენ, რომ პირობის წერილი ყალბიაო), მაგრამ საბუთის ქაღალდი სუმმერსეტ ჰაუზში ინახება, მთავრობის ცენტრალურ დაწესებულებაში. სიყალბეს ამ საქმეში ადგილი არა აქვს. პარლამენტის მოქმედების დაწყების დროს ვნახავთ, პატიოსანი კაცები რა მხნეობით შეუდგებიან მძარცველობის და მძარცველების გამოაშკარავებას.
მძარცველ ფინანსისტებს და ყავახანის პატრონთ წინამძღოლიც მძარცველი ჰყავთ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ხოლო სასარგებლოა თუ არა ყველა ეს სახელმწიფოსათვის? და დიდხანს გასტანს თუ არა განათლებულ `ჩუმაზთა~ ბატონობა? _ საკითხავი აი ეს არის.

წერილები ინგლისიდგან
(საკუთარი თანამშრომლისაგან)
წერილი მე-XVII

კრიუგერი საფრანგეთში. _ ოვაციები და თანაგრძნობა ბურების მიმართ. _ გარიბალდისა და კოშუტის აჩრდილნი ლონდონის პრესსაში. კიჩინერის ბარბაროსობა. ომი დედაკაცებთანა და ბავშვებთან; სახლებისა და ფერმების გადაწვა. საზოგადოების გამოფხიზლება. წერილები მორლეისა, ტრეველიანისა და სხვათა.

დიდის აღტაცებით მიეგებნენ ტრანსვაალის პრეზიდენტს მარსელსა, დიჟონსა, განსაკუთრებით პარიზში და ამ აღტაცებით, როგორც იქმსა, ფრანგებთან ერთად განათლებულმა კაცობრიობამ საჯაროდ, ხმა მაღლა თვისი უკმაყოფილება განაცხადა იმ ბარბაროსობისა და ძალ-მომრეობის გამო, რომლის მოედნადაც ეს ორი წელიწადია ტრანსვაალი გადაიქცა. დიდი ხანია საჭირო იყო საჯაროდ დაეგმოთ კაპიტალიზმის საერთაშორისო ბრბო, ეკშტეინისა, როდსისა და სხვა ამგვართაგან შემდგარი, გაეკიცხათ მათი `სახელმწიფო მოღვაწე~ ჩემბერლენი, რომელმაც ომი საკუთარ ოჯახის გასამდიდრებელ საქმედ გადააქცია24, და დაეგმოთ მათივე სარდალი კიჩინერი, რომლის ჯარიც, როგორც თითონვე განაცხადა, სამის დღის განმავლობაში უწყალოდ ხოცდა და ჟლეტდა ომდურმანთან მახდის დაჭრილ არაბებს. დიაღ, საჭირო იყო ყველა ამის გამო განათლებულთა საერთო, საჯარო პროტესტი, უფრო ძლიერი პროტესტი, ვიდრე თითო-ოროლა პატიოსან კაცთა და ინგლისურ ჟურნა-გაზეთთა ხმა-მაღალი ჩივილი იყო. და, აი, ის ოვაციები, რომლითაც ფრანგები მიეგებნენ კრიუგერს, სწორედ სასურველი საერთაშორისო პროტესტია.
კარგა ხანია ინგლისის ჟურნალ-გაზეთობა და საზოგადოება ჰგრძნობს, რომ ტრანსვაალთან ომმა დიდის ბრიტანიის სახელი დასცა და დაამდაბლა ხალხთა თვალში; მაგრამ დღემდე საზოგადოებამ და ჟურნალ-გაზეთობამ არ უწყოდა, ამ ხალხთა გულში რა თანაგრძნობას დაუბუდნია ბურების მიმართ და რა ზიზღს, სიძულვილს _ ოფიციალურ ინგლისის მიმართ.… მთელის საფრანგეთის ხმამაღალმა ყვირილმა “Vივა ლ’ინდე პენდენცე!” “Vივე თრანსვაალს” დააფიქრა თვით უკიდურესი მომხრენიც-კი ძალ-მომრეობის ომისა.
პირველსავე ამბის მიღებისთანავე იმის შესახებ, თუ რა აღტაცებით მიეგება კრიუგერს არა მარტო ხალხი, არამედ თვით ოფიციალური საფრანგეთიც კი, მოსყიდულმა ჟურნალ-გაზეთობამ (იხილე `ივერია~ ##68, 99 და სხვანი) ყვირილი შეჰქმნა საფრანგეთის წინააღმდეგ. პატრიოტნი ძალზედ სცდილობდნენ ჩაეგონებინათ ჯონ ბულისათვის, რომ ფრანგებს აღელვებს, ალაპარაკებს შური ინგლისის გამარჯევბის გამო და არა ზიზღი ომის და ჟლეტა-ხოცვის გამოო, მაგრამ აღმოჩნდნენ პატიოსანი, დამოუკიდებელი გაზეთნიც, რომელთაც სიმართლე პირში მიახალეს მთავრობას, საზოგადოებას და პრესსას. ასე მოიქცა, მაგალითად, რადიკალთა გაზეთი “შტარ”-ს, რომლის შესახებაც წინადაც არა ერთხელ გვქონია ლაპარაკი.
`შურისა და პოლიტიკანობისათვის არ ეგებებიან აღტაცებით ფრანგები ტრანსვაალის რესპუბლიკის პრეზიდენტს, _ სწერს ეს გაზეთი: ფრანგებს აღტაცებაში მოჰყავს იმავე გაკვირვების გრძნობას პატარა და მამაც ხალხის მიმართ. რა გრძნობითაც 1864 წელს მთელი ინგლისი ეგებებოდა დიდებულ სახალხო გმირს გარიბალდს. დრონი იცვალნენ და როლებიც შეიცვალა. როდესაც ლონდონში გარიბალდი ხალხს ხელით დაჰყვანდა, როდესაც თავისუფლებისათვის მებრძოლის სანახავად მინისტრები, პრინცები და დიდებულნი მიდიოდნენ… მაშინ ინგლისი გულ-კეთილობას იჩენდა, იგი ჩაგრულთა მხარეს იყო, გულით სცდილობდა ამ ჩაგრულთა ფეხზედ წამოყენებას, სიმართლისა და ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაშინ ავსტრიის წინააღმდეგ დემონსტრაციას ჩვენა ვმართავდით. ხოლო ეხლა დემონსტრაციებს ჩვენ წინააღმდეგ მართავენ; კანონიერ უკმაყოფილებასა და ზიზღს სხვანი, განათლებულნი ერნი ეხლა ჩვენ გვიცხადებენ. გარიბალდიზედ ადრე აღტაცებით ვეგებებოდით უნგრელთა დიდებულ მამულიშვილს რევოლიუციონერს კოშუტს… მაგრამ განა ჩვენ ეხლა სამხრეთ-აფრიკაში უფრო ბარბაროსულ საქმეს არ ჩავდივართ, ვიდრე უნგრეთის მტარვალნი 1848-49 წლებში სჩადიოდნენ?~
აი, ასეთის სიტყვებით უსაყვედურებდა გაზეთი თანამედროვე ინგლისს, კარგადაც მოიქცა, რომ მოაგონა ხალხს წარსულ დროთა დიდებულნი მებრძოლნი თავისუფლებისათვის და მაშინდელ ინგლისის გაკვირვება ამ მებრძოლთა წინაშე. სხვაც ბევრი რამ შეეძლო მოეგონებინა გაზეთს. შეეძლო, მაგალითად, გაეხსენებინა, რა გულცივად მიიღო და თითქმის შეურაცხყოფაც მიაყენა ინგლისის უმაღლესმა საზოგადოებამ ფელდმარშალს გაინოუს იმ სისასტიკისათვის, რომელიც ამ გაინოუმ უნგრეთის რევოლუციის დამშვიდების დროს გამოიჩინა… მაგრამ განა შედარება-კი შეიძლება გაინოუს ჯარის სისასტიკისა კიჩინერის ბარბაროსობასთან, იმ კიჩინერისა, რომელიც არ ინდობს არც ქალებს, არც ბავშვებს და არც დაჭრილ-დაკოდილთ? გაინოუ, თვით სისხლის მსმელი ომარ-ფაშა, და ასე გასინჯეთ, კუბის მტარვალი ვეილერიც-კი უმანკო კრავნი და პატიოსანნი რაინდნი არიან გულ ცივ, დაუნდობელ და შეუწყალებელ კიჩინერთან შედარებით. ორს უკანასკნელ საუკუნის ისტორიაში მე არ ვიცი გენერალი უფრო სასტიკი და სისხლის მსმელი, ვიდრე ეს კიჩინერია, შვილდისრებით შეიარაღებულ დერვიშთა დამმარცხებელი. გარეგნობაც ასეთი აქვს გენერალს. იმისი ხშირი და ჩამოშვებული წარბები, ცივი, უმოძრაო თვალები, მთელი სახე, ხესავით უგრძნობელი, ნათლად გეუბნებათ, რომ ეს კაცი ყველას მიმართ სიძულვილით არის განსჭვალულიო, ტყუილად-კი არა სთქვა ერთმა ლიბერალურმა გაზეთმა, როდესაც რობერტსის ადგილას კიტჩინერის დანიშვნის ამბავი გაიგო: `თუ გვინდა სახელი და პატიოსნება დავიცვათ, უნდა ყოველი საშუალება ვიხმაროთ, ამ კაცმა (კიტჩინერმა) თავისის მტარვალობით საბოლოოდ არ შეარცხვინოს ინგლისიო~.
მაგრამ კიჩინერმა უკვე საკმაოდ შეარცხვინა ინგლისი და დასცა იმისი სახელი. როგორც ტილლიმ, მაგდებურგის დამქცევმა 30 წლის ომში, როგორც ჰერცოგმა ალბამ, ნიდერლანდიის მამულიშვილთა ამომჟლეტმა, კიჩინერმა საუცხოვო ნიმუშები გვიჩვენა, არ იფიქროთ, სამხედრო ნიჭისა, არა, თავისს სისასტიკისა და ბარბაროსობისა, უკვე წელიწადია იგი რობერტსის ჯარის შტაბის უფროსად არის და ამ ხნის განმავლობაში თავი მხოლოდ უზომო სასტიკობით იჩინა, იმდენად უზომოთი, რომ მოხუცი მთავარ-სარდალი, ძველის დროის მეომარი, ე.ი. ისეთი კაცი, რომელიც კაცთ-მოყვარეობას მოკლებული არ არის, იძულებული ხდებოდა საქმეში ჩარეულიყო და კიჩინერის ბრძანებანი გაეუქმებინა. ასე მოხდა, მაგალითად, კრონიეს ჯარის დატყვევების დროს, კიჩინერი თავისის 50 ათასის კაცითა და 80 ზარბაზნით უეჭველად ამოსწყეტდა ერთ მუჭა მეომართ, მდინარის პირას მომწყვდეულთ, და ისეთსავე სამარცხვინო საქმეს ჩაიდენდა, როგორიც ომდურმანთან ჩაიდინა, რობერტს რომ დროზედ არ მიესწრო და კიჩინერის ბრძანებანი არ გაეუქმებინა.
აი ამ მტარვალს ჰნიშნავენ ჯარის უფროსად სამხრეთ აფრიკაში რობერტსის ნაცვლად, რომელსაც მთელის ინგლისის ჯარის მთავარ-სარდლობას აძლევენ. რასაკვირველია, ინგლისის მოწინავე საზოგადოება შიშით უყურებს მომავალს და გაოცებული იმეორებს ლიბერალთა გაზეთის ზემოდ მოყვანილს სიტყვებს. ბრძოლის ველიდგან მიღებული ამბებიც ამართლებენ ამ შიშს.
გაზაფხულიდგან დაწყებული კანტი-კუნტად ამბები მოდის, რომ ხან აქ, ხან იქ ინგლისის მხედართ ბურების ფერმა გადასწვესო. მაგრამ ამასთან აცხადებდნენ, რომ გადამწვარი სახლი ბურების საომარ იარაღისა და თოფ-წამლის საწყობს შეადგენდაო. შორს მხედველნი ეჭვის თვალით უყურებდნენ ყველა ამას და ამბობდნენ, დამარცხებულთა სახლებისა და სოფლების გადაწვა-განადგურება შეჰფერის მხოლოდ ბარბაროსთა და ატილლასაო, რომელის სახელსაც გერმანიაში შურის თვალით შეჰხედეს. კიჩინერის მომხრენი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ამბები მეტად იშვიათიაო, ამასთან საჭიროება მოითხოვს ფერმების გადაწვასა და განადგურებას და უსახლ-კაროდ, ულუკმა-პუროდ დარჩენილ დედაკაცთა და ბავშვთა განდევნასაო. ასე გვარწმუნებდნენ ეს ვაჟბატონნი. მაგრამ ნამდვილად სულ სხვა ხდება სამხრეთ-აფრიკაში.
სახელდობრ ისა, რომ ბურების ფერმებს ყველგან სისტემატიურად სწვავენ და მიწასთან ასწორებენ, სულ ერთია გადასწვეს, მაგალითად, რკინისა და უბრალო სამხედრო გზების ორსავე მხარეს 15 ვერსის მანძილზედ მდებარე ფერმები და სახლები. ამას გარდა, თვით რობერტსის სასტიკ ბრძანების წინააღმდეგ, ამ ადგილებში მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს წაართვეს საქონელი, სურსათი, ერთის სიტყვით ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ; ხოლო უშემწეოდ, უსახლ-კაროდ დარჩენილი ტიტველ შიშველი და მშიერ-მწყურვალი ქალები და ბავშვები ქალაქებში ჩარეკეს, სადაც ეს კიჩინერის ბარბაროსობის მსხვერპლნი მათხოვრობენ, ავადმყოფობენ, ცის ქვეშ იყინებიან უშემწეოდ, უთანაგრძნობოდ.
მაგრამ უკაცრავად, თანაგრძნობასა და შემწეობას ამ საწყლებს უბრალო ჯარის-კაცნი უწევენ, კიჩინერისა, მაკდონალდისა და სხვათა გენერალთა მტარვალობითა და სისასტიკით აღელვებულნი. სწორედ ამავე ჯარისკაცებმა ნათესავებსა და მეგობრებთან გაგზავნილ წერილებში გამოაქვეყნეს ის საზიზღრობა, რაც ამ ჟამად სამხრეთ აფრიკაში ხდება. ამ წერილებიდგანა სჩანს (ზოგი წერილი გაზეთშიაც დაიბეჭდა), რომ სწვავენ და ანადგურებენ ინგლისელნი განურჩევლად ყველა ფერმას; ყურადღებას არ აქცევენ, ფერმა მეომარ თუ მშვიდობიან ბურისაა, მამაკაცნი, დედაკაცნი თუ ბავშვები სცხოვრობენ. ამ შემთხვევაში მამაცი მეომარნი ასე იქცევიან.
შეიარაღებულ ჯარით გარს-შემორტყმულ ფერმიდგან სათითაოდ გამოჰყავთ ეზოში იქ მცხოვრებნი, მოხუცნი, დედაკაცები და ბავშვები, და უცხადებენ, ვინც განძრევასა და გაქცევას ან სხვა რამეს დააპირებს, თოფებს ვესვრითო, შემდეგ ამ უშემწეო ხალხის ჩხრეკას იწყობენ. უჩხრეკავენ ჯიბეებს, უბეებს, ზოგს ტანისამოსსაც კი ჰხდიან. ამავე დროს სახლში ავეჯეულობას, ნივთებს, წიგნებს, ფორტეპიანოს, ერთის სიტყვით, ყელაფერს, რასაც კი მოახელებენ, ერთს ოთახში უყრიან თავს, ზევიდგან შეშასა და თივას აწყობენ და ცეცხლს უკიდებენ. არავითარ ყურადღებას არ აქცევენ შეუბრალებელი მტარვალნი არც მოხუცებულთა ხვეწნა მუდარას, არც დედაკაცთა ცრემლებს, არც ბავშვების ტირილ-ღრიალს. ამ რიგად უსპობენ საცოდავებს სარჩო-საბადებელს, ქონებას და შემდეგ საკუთარ მიწა-ადგილიდგან, მამა-პაპათა ოფლითა და სისხლით მორწყულ ნიადაგიდგან, ერეკებიან ქალაქებში.
უფრო მეტის ზიზღითა და სიძულვილით ლაპარაკობენ თავიანთ წერილებში სხვა ჯარის-კაცნი. მაგრამ ეს წერილები უმნიშვნელო, უცნობ კაცებისაა, უმნიშვნელოვე ნათესავებსა და ნაცნობებთან მიწერილი. ეხლა კიჩინერის ბრძანებით ჯარის-კაცებს ასეთის წერილების წერაც აღეკრძალათ. სასტიკი ბრძანებაა გაცემული, ჯარის კაცებმა უეჭველად ღია წერილები გზავნონ ნათესავებთან, ხოლო კორესპონდენტებს გამოუცხადეს, ტრანსვაალიდგან. მეტად ცუდის მომასწავებელია ეს ამბები; სუდანშიაც დაჭრილთა ამოჟლეტამდე და სხვა სისაძაგლის ჩადენამდე კიჩინერმა უპირველეს ყოვლისა კორესპონდენტები დაითხოვა. აშკარაა, რაღაც დიდ ბოროტ-მოქმედების ჩადენას აპირობს… აქამდისაც ჩაიდენდა, ინგლისის პატიოსან კაცებს ხმა-მაღლა უკმაყოფილება რომ არ განეცხადებინათ, ზოგიერთი გავლენიანი საპოლიტიკო მოღვაწე რომ არ ჩარეულიყო საქმეში და, რაც უმთავრესია, დიდად დამაფიქრებელი ამბები რომ არ მოდიოდეს კაპის ახალშენიდგან, სადაც მცხოვრებნი (უმრავლესობას იქაც ბურები შეადგენენ) აქამდე ნეიტრალიტეტს იცავდნენ, ეხლა-კი საჯაროდ უკმაყოფილებას აცხადებენ დედაკაცებისა და ბავშვების ამოწყვეტისა და მათ სარჩო-საბადებლის განადგურების გამო. ჯერ ისევ ომის დაწყებისასვე კაპის ახალშენელთ თავიანთი უკმაყოფილება გამოუცხადეს მილნერისა, ჩემბერლენისა და როდსის პოლიტიკას, თუმცა ამ დროს დედოფლის ღალატი ჯერ არ განეზრახათ. მაგრამ რაც დრო და ხანი გადიოდა, რაც ინგლისის გენერლები, რომელნიც გლეხთა გენერლებზედ ბევრად უნიჭონი გამოდგნენ, მეტ სისასტიკეს იჩენდნენ, უკმაყოფილება ახალშენელთა შორის თან და თან იზრდებოდა (ახალშენელთ ყოველგვარი ვაჭრობა მოსპეს ინგლისელებთან, რამაც მრავალი ქარხნის პატრონი გააკოტრა და გააღარიბა) და ბოლოს კონგრესიც-კი იქმნა მოწვეული პროტესტის გამოსაცხადებლად და დედოფლისათვის თხოვნის მისართმევად ომისა და ბარბაროსობის მოსპობის შესახებ.
`საქმის ვითარება კაპის ახალშენში მეტად სერიოზულია, გვაუწყებს დღევანდელი ოფიციალური დეპეშა, საჭიროა დაუყოვნებლივ სასტიკი ზომები იქმნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში განსაცდელი აუცილებელია~ (განსაცდელი, რასაკვირველია, ინგლისის ბატონობას მოელის). ესა და ამაზედ ადრე მიღებული სხვა დეპეშები ცოტად მაინც შელაგმავენ სისხლის მსმელ გენერალთა თავგასულობას, იმ გენერალთა, რომელნიც აქამდე ჯაშუშის როლს უფრო ასრულებდნენ, ვიდრე მეომრისას.25 სალისბიურის სამინისტროს დიდი ფიქრი და ზრუნვა ჰმართებს. სამინისტრომ უნდა აჰლაგმოს თავისს გმირების უზომო თავგასულობა და ბოლო მოუღოს დედა კაცთა და ბავშვთა ჟლეტა-ხოცვას. ყოველს შემთხვევაში სამინისტრო ვერ მოიყრუებს ყურს და, თუ სხვა არა, კაპის ახალშენიდგან მოსულ ამბებს და თვით ინგლისელთა უკმაყოფილებას მაინც უნდა მიაქციოს ყურადღება.
სხვებს რომ მოუხერხოს რამე, ვერ ჩააჩუმებს და ხმას ვერ ჩააკმენდინებს ჯონ მორლეის, ამ ყველაზედ კეთილ-შობილ კაცს ინგლისში, განთქმულს მეცნიერს და ყველას მიერ ცნობილს სახელმწიფო მოღვაწეს. იმის პროტესტმა ძალ-მომრეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც მორლეიმ სამხრეთ-აფრიკის ომის ერთი მსხვერპლის ქ-ნ კონჟის ნაამბობიც ჩაურთო, ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია მთელს ინგლისში, რომ სამინისტროს პრესსა აი ეს ერთი კვირაა იძახის, გამოქვეყნებული ამბები გაზვიადებულიაო. სინიდისმა თვით ლიბერალ-იმპერიალისტებიც შეაწუხა, ის ლიბერალ-იმპერიალისტები, რომელნიც როდსისა და ჩემბერლენის ძალ-მომრეობის პოლიტიკას უჭერენ მხარს. ისეთი გაზეთებიც კი, როგორიც “ Dაილყ Nეწს”-ი და “Dაილყ ჩჰრონიცლე”-ა, იძულებული გახდნენ, საყვედურის კილოთი გააბან ლაპარაკი; ხოლო ლიბერალ იმპერიალისტთა ერთმა მეთაურმა მინისტრად ყოფილმა ტრეველიანმა განიზრახა მიჰბაძოს მორლეის მაგალითს.
მაგრამ შესძლებენ თუ არა თავგასულთა დროზედ ალაგმვას? ვაი თუ კიჩინერი ისეთსავე სისხლის ნადიმს ამზადებს სამხრეთ აფრიკაში, როგორითაც სუდანი მორწყო… მაშინ სირცხვილს ვერავინ ვერ მოჰრეცხს ინგლისს და ამ ოდესღაც კეთილშობილ სახელმწიფოს უზომოდ დაღვრილი უმანკოთა სისხლი ისევე დაუწყებს დევნას, როგორც ლედი მაკბედს.

ვ. მარველი

ბელგიაში მგზავრობა
(საკუთარის თანამშრომლისაგან)

10 ოქტომბერი.1900.#220. თბილი, მოწყენილი დღე იყო. როდესაც ჩვენი გემი ოსტენდეს მიუახლოვდა. ვაკე და დაბალი ნაპირი ერთფეროვან გრძელ სუფრასავით გაჭიმულიყო. შორს, ძალიან შორს ზღვის ნათელ ნისლში იკარგებოდა ქვიშით დაფენილი ნაპირი, არ ჩანდა აქ არც გორები და არც მთები. გარშემო არაფერი არ იზიდავდა კაცის თვალს. მაგრამ, აგერ თანდათან გამოცურდა და გამოჩნდა ზღვის დაბალი კიდე და ოც-ოცდაათამდე უზარმაზარი შენობა. სასტუმროები და გასართობი სახლები. ბელგიამ სახელი ქვიშიან ნაპირის წყალობით გაითქვა. ნაპირისა, რომელიც ნელ-ნელა იწევს და დაბლდება და, რომელიც ყოველ წელიწადს ათიათასობით იზიდავს მობანავეებს, განსაკუთრებით მობანავე მანდილოსნებს. ამათთან ერთად ოსტენდეს თავიანთ სტუმრობას არ აკლებენ ათი ათასნი სხვანიც, უქმად მოხეტიალენი და გართობა-ნეტარებათა მაძიებელნი.
_ არ მიყვარს ეს ოსტენდე, _ მეუბნებოდა ჩემი თანამგზავრი ბელგიელი _ ეს საბანაო და დასასვენებელი ადგილი კი არა, აუწერელ განცხრომა-ფუფუნებისა, მორთვა-კოპწიაობისა და კილვა-ჭორების ადგილია. სასტუმროებში საოცარი ფასებია. აგერ ჰხედავთ აი იმ დიდ შენობას სანაპიროს ბოლოში? ეს უპირველესი, სახელგანთქმული სასტუმროა. ამ სასტუმროში ჩამოხტა აქ ყოფნის დროს თვით სპარსეთის შაჰი. დღე-ღამეში ბელეტაჟის მარტო ერთ ნაწილში 1500 ფრანკს ართმევდნენ შაჰს.… ასეთსავე ფასებს იღებენ ამერიკელებისაგან ყველა სხვა სასტუმროშიაც. ერთის სიტყვით, საშუალო შეძლების კაცს აქ ადგილი არა აქვს; უკანასკნელ სასტუმროს უბრალო ოთახის დაქირავებასაც კი ვერ შესძლებს ასეთი კაცი _ მაშ ვინ არიან ამ უზარმაზარ შენობათა სტუმარნი? ნუ თუ მარტო გვირგვინოსანნი და ამერიკელნი? ჩემმა თანამგზავრმა ცბიერად გაიღიმა.
_ ვინა? ვინ არიან სტუმარნი ამ სასტუმროებისა, რესტორანებისა. ვინ დასეირნობენ აგერ აიმ მოტვლეპილ ქვიშიან ნაპირზედ? ვინა და ქვეყნის მფლობელნი და მოდათა კანონმდებელნი
_ არ მესმის…
_ ქვეყანას ჰბატონობენ ბანკირები და საფინანსო-სამრეწველო ამხანაგობათა დამაარსებელნი, ხოლო მოდათა საბრძანებელში კანონმდებლობენ არტისტი ქალნი და საეჭვო მანდილოსანნი…როდსი და ნანა, აი ესენი, ამ გვარი ვაჟბატონები და ქალბატონები არიან დღევანდელნი მეფენი და დედოფალნი. გაზვიადებულნი არ გეგონოთ მეფობენ ისიევე, როგორც ნამდვილი გვირგვინოსანი მეფენი. ეს ახლის ჯურის მეფენი გართობა დროს-გატარებაშიაც კი მოუხეშავნი და უვიცნი არიან, ბოროტნი, შურიანნი, მაგრამ მაინც მეფობენ და მბრძანებლობენ. დარდისაგან იხოცებიან, არ იციან, დრო როგორ გაატარონ. დღეში სამჯერ-ოთხჯერ ტანისამოსს იცვლიან, ტენისს თამაშობენ, რულეტკასთან ამთქნარებენ, გონების სიდუხჭირისა და სულიერ სიცარიელისაგან ამ ვაჟბატონებს ვერაფერი ვერ იხსნის ვერც მდიდრული ტანისამოსი, ვერც ტენისი, ვერც ბანქო, ვერც რულეტკა და ვერც უზომო, წრეს-გადასული გართობა-ქეიფი.…აი თვით გაიცნობთ ამ ხალხს.
_ მე ოსტენდეში არა ვრჩები, ვერა ვნახავ გამოწყობილ აქაურ მანდილოსნებს. არც მონატრული ვარ ამას. უკვე მინახავს ბულონის ტყე, ტრუვილი, ნიცცა, ოსტენდე _ არაფერით განირჩევიან ერთმანეთისაგან, ყველგან ერთი და იგივე სურათია. ასე არ არის?
_ ჭეშმარიტებაა. სულ ასი, ას-ორმოცდაათიათასის კაცისა და ქალისაგან შესდგება მდიდართა ეს საერთაშორისო ბრბო. გასართობი, დროს გასატარებელი ადგილები და კურორტები მარტო ამ ბრბოს წევრებითაა სავსე.
გემი ხის ნავთ-საყუდელს მიენდო. მგზავრები პატარა ხიდთან შექუჩდნენ. ჩემმა თანამგზავრმა ახალგაზრდა ბელგიელმა ინჟინერმა, გაიგო რა, რომ ანტვერპენსა და ლიეჟში მივდიოდი, მითხრა, მეც ამ გზით მივდივარ და ვაგონში ორივესთვის კუპეს დავიჭერო. სიხარულით მივეგებე ბელგიელის წინადადებას. იმაზედ, სასიამოვნო არაფერია, როდესაც გზაში შეხვდებით განათლებულს, მოლაპარაკეს და ზრდილობიან შვილს იმ ქვეყნისას, რომელზედაც მოგზაურობთ _ ჩემი მოსაუბრე-კი მოლაპარაკეც იყო, ზრდილობიანიც და დიდად განათლებულიც. საზოგადოდ მცხოვრებნი დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმ მგზავრებს, რომელთაც აქაურის ხალხის ცხოვრება აინტერესებდათ, ისეთი განათლებულნი ახალგაზრდანი, როგორიც ჩემი თანამგზავრია, თავიანთ მოვალეობადაცა სთვლიან ყველაფერში შემწეობა და დახმარება აღმოუჩინონ მგზავრს, რათა ყველამ კარგად გაიცნოს იმათი სამშობლო, დააფასოს და შეიყვაროს ხოლო განათლებულ ბელგიელს ბევრი რამა აქვს საამაყებელი, ბევრი რამე მოეპოვება ისეთი, რისთვისაც უყვარს თავისი პატარა და ჭეშმარიტად აყვავებული სამშობლო. მატარებელი დაიძრა. ხუთის წუთის შემდეგ უკვე ქალაქს გარეთ ვიყავით. ჩვენ თვალ-წინ ამწვანებული და მოვლილ ბაღ-ბოსტანივით დამუშავებული მინდვრები გადაიშალა. ამ მსწრაფლმა გასვლამ ქალაქიდგან სოფლად დიდად მასიამოვნა და გამაოცა განუზომელ და ერთფეროვან ლოდინის შემდეგ, საიდანაც კაცი ეგრე ერთბაშად ვერ გაახწევს თავს. იქ მატარებელი მთელი ერთი საათი მიგაქანებთ ხან სახლის თავებზედ, ხან მიწის ქვეშ, ხან კიდევ რკინის გზებზედ.
ჩვენ წინ თვალ-გადაუწვდენელი და ვაკე ველი გადაიშალა. ჰორიზონტი აქ ისევე ფართოა, როგორც იმ ზღვაში, რომელსაც ეს არის ეხლა მივანებეთ თავი. მთლად ეს ველი აუარებელ წვრილ ნაჭრებად არის დაყოფილი, შეხვდებით აქ ნაჭრებს ერთის ხშირად ნახევრის დღიურად დაწყებული, ოთხ, ძალიან იშვიათად ხუთ დესეტინამდე. ამაზედ მეტის პატრონნი მდიდარ მემამულეებად ითვლებიან. თითოეულ ნაჭერს ზოგს ხეების ღობე აქვს შემოვლებული, ზოგს კიდევ ვიწრო არხი, რომლის ნაპირზედაც ჩარიგებულია დაბალი, მსხვილ და რბილ ფოთლიანი ბუჩქები და ხეები. ყველა ბუჩქსა და ხეს ფოთლები და ტოტები მშვენიერად და კოხტად აქვს შემოკვეცილი. ტოტებს ან შეშად ხმარობენ, ან მარგილებად, ხოლო ფოთლებს საქონლის საკვებად. ერთ ნაჭერს. ერთ მტკაველა მიწასაც ვერსად შეჰხვდებით დაუმუშავებელს; სახლისა და სხვა შენობის კედელსაც კი არ აცდენენ აქა ამ კედლებზედ აშვებულია ან ჯარის-კაცებივით გამწკრივებული ვაშლისა და მსხლის ტოტები, ან კიდევ თვალ-წარმტაცი ვარდის ბუჩქები.
ყოველი სახლი, უკანასკნელ ღარიბის ქოხიც კი, მწვანითა და ყვავილებითაა შემკობილი. ყველაფერს მზრუნველ მეურნის მარჯვენა ეტყობა. გზაში ხშირად ტყეებსაც შეხვდებით, სადაც მწკრივზედ ჩარიგებული ხეები გეუბნებიან, რომ ეს ტყეები კაცის ხელის ნაყოფია. ესეც კია, რომ მარტო აქ არ არის ასეთი ტყეები: ჰოლანდიაში, მაგალითად, სხვა ტყეს ვერა ჰნახავთ, თუ არ კაცის ხელით დარგულსა და მოყვანილს, მაგრამ იქაც ხომ ისევე, როგორც ბელგიაში, მეურნეობა უმაღლესადაა განვითარებული და მიწის ასეთ კულტურას მხოლოდ ბუნებისაგან მეტად დაჯილდოვებულ ლომბარდიის ველებსა და საფრანგეთის ზოგიერთ ოლქებში თუ შეხვდებით.
ვუცქერდი ამ დაუსრულებელ ბარს _ ზოგან მთელი მიწის ნაჭრებია მარტო ყვავილებით დათესილი, _ და ხმამაღლა აღტაცებასა და გაკვირვებას ვეძლეოდი.
_ ადვილი გასაგებია თქვენი აღტაცება, _ მომესმა ჩემის თანამგზავრის ხმა _ მატარებელი ხომ ეხლა დასავლეთ ფლანდრიაზედ მიგვაქანებს; ვუახლოვდებით ფლანდრიის შუაგულს, ე.ი. იმ ადგილს, სადაც მეურნეობა უმაღლესადაა განვითარებული. აქ მიწას არა მარტო ჰხნავენ, ასუქებენ, რწყავენ, _ მინდვრებს აქ ბარითა და თოხით ამუშავებენ ისე, როგორც სხვაგან ბაღებსა და ბოსტნებს.
_ მაგრამ აქ ადგილი მეტადაა დაქუცმაცებული, _ შევნიშნე, _ ნუთუ გლეხის მთელ ოჯახს ასეთის პატარა ნაჭრებით შეუძლიან თავის გამოკვება?
_ რასაკვირველია, არა. ეს პატარა ნაჭრები სოფლელ მუშებს ეკუთვნით, მუშებს, რომელნიც მდიდარ ფერმებს ან მემამულეებთან მუშაობენ. ხშირად ოჯახის წევრნი ქალაქებსა და ქარხნებშიაც მუშაობენ. ჩვენში ხალხი ისე მჭიდროდაა დასახლებული, ქალაქები და სოფლები ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ კვირა-უქმე დღე მუშას შეუძლიან სახლში გაატაროს, სადაც ოჯახის სხვა წევრნი მეურნეობას მისდევენ.
_ ასეთი ცხოვრება სწორედ რომ კარგია. კაცი ბუნებას არ არის მოწყვეტილი; იგი მანქანად არ გადაქცეულა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვგონებ, სიღარიბე ამ ყვავილებითა და მწვანით შემკულ სახლებში დიდია.
_ ჩვენი სოფლელნი რომ ფუფუნება-განცხრომაში არა სცხოვრობენ, _ ეს მართალია. ისიც მართალია, რომ ჩვენში ბევრია უმიწა-ადგილო, ბოგანო მუშა, რომელნიც სხვის მამულში ჰღვრიან ოფლსა.… ერთის სიტყვით, სოფლის პროლეტარიატი ჩვენშიაც არის, მაგრამ საყურადღებოა ერთი მოვლენა: ბელგიიდგან ხალხი ყველაზედ ნაკლებად სახლდება, ემიგრაცია მცირეა. იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი სახელმწიფო მჭიდროდაა დასახლებული და სოფლის მკვიდრთ პატარ-პატარა ნაჭრები აქვთ, ემიგრაცია ჩვენში უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის რომელსამე სხვა სახლემწიფოში.
აქ ცოტა ხანს უნდა შევდგე. შემდეგში ჩემის განათლებულის და დაკვირვებულის მოსაუბრის სიტყვები შევამოწმე და შევადარე მშვენივრად შემუშავებულ სტატისტიკას _ მეცნიერების ამ დარგის მამამთავარი ადოლფ კეტლე ტყუილად კი არ იყო ბელგიელი, _ და დავრწმუნდი, რომ იგი სრულ ჭეშმარიტებას მეუბნებოდა. აღმოჩნდა რომ 41 373 ოთხ-კუთხა ინგლისურს მილზედ, ე. ი. ჩვენის დაღესტნის ოლქის ოდენა 7 მთლიანი სული სცხოვრობს. თითო ოთხკუთხ მილზედ 570 კაცი. მიხვდებით თუ რამდენად მჭიდროდაა ბელგია დასახლებული. მკითხველმა აქედან შეუძლია გაიგოს, რომ კავკასია და საქართველოს უფრო დასახლებულ ნაწილში, ქუთაისის გუბერნიაში, თითო ოთხკუთხ მილზედ მთელი 71 კაცი მოდის. ხოლო რაც შეეხება ემიგრაციას, ჩემი მოსაუბრე რაოდენადმე შეცდა: აღმოჩნდა რომ ბელგიიდგან, ევროპის ამ მჭიდროდ დასახლებულ კუთხიდან არავინ არ გადასახლებულა. იქით სხვა ქვეყნებიდგან ბელგიაში გადმოსახლებულან. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ფაქტები უნებურად გვარწმუნებენ რომ წლის განმავლობაში… რომ ბელგიაში გადმოსახლებულთა რიცხვი 11,750 კაცით აღემატება აქედგან გადასახლებულთა რიცხვს. რითი აიხსნება მოვლენა? _ მხოლოდ იმითი, რომ მრეწველობა, ვაჭრობა და მეურნეობა ამ პატარა სახელმწიფოში ერთნაირად მაღლა სდგას, ერთნაირად ძლიერაა განვითარებული. მაგრამ მასზედ საუბარი ქვევით გვექნება.
მატარებელი ბრუგს მიუახლოვდა. ქალაქი იმითაა შესანიშნავი, რომ ხისგან მშვენიერ ქანდაკებებს ჩუქურთმულ ნაწარმოებს ამზადებენ. ოთხკუთხიანი კოშკი მთავარ ეკლესიისა, საღამოს მზის სხივებით განათებული, ამაყად და კოხტად გამოიყურებოდა შორიდგან. სხვა ეკლესიათა და ძველებურ შენობათა სამრეკლოები და გუმბათები გარს შემოჰხვეოდნენ და მხარს უმშვენებდნენ ამ კოხტა და კოპწია კოშკს. პატარა ქალაქში _ ბრუგში სულ 50 ათასი მცხოვრებია _ მთლად ბაღებსა და ბოსტნების მწვანეში იყო დამალული.
_ აი ესეც დასავლეთ ფლანდრიის დედაქალაქი. აქ მსხვილი ინდუსტრია ნაკლებადაა განვითარებული. მეურნეობა და წვრილი მრეწველობა შეადგენს მცხოვრებთა უმთავრესს საქმეს. დიდის ქალაქების სიახლოვე, განსაკუთრებით სიახლოვე მრავალ მილიონობით დასახლებულ ლონდონისა, ფოლკსტონასა, დუვრისა, შეძლებას აძლევს მცხოვრებთ კარგად გაასაღონ ყვავილები, ხილი, ბოსტნეულობა, რძე, ერბო და მეურნეობის სხვა ნაწარმოები.
_ ნუ თუ აქაური მცხოვრებნი თავიანთ ნაწარმოებს ლონდონის ბაზარში ჰგზავნიან?
_ ლონდონი და საზოგადოდ ინგლისი უპირველესი ბაზარია არა მარტო ზღვის ნაპირას მდებარე ჩვენის პროვინციისათვის, არამედ ჰოლანდიისა და საფრანგეთის ჩრდილოეთ დასავლეთ ნაწილისათვისაც. როგორც აქ, ისე ჰოლანდიაში მთელი პროვინციები მუშაობენ ლონდონისათვის. მაგალითად, გაარლენსა და იმის გარშემო მდებარე ადგილებს შეგვიძლიან ლონდონის ბაღები უწოდოთ; ხოლო ჩვენი ფლანდრია იმავე გაუმაძღარ ვეშაპის ერთი უზარმაზარი ბოსტანია. აბა გაჰხედეთ, მთელი მინდვრებია აჭრელებული კომბოსტოთი. _ ესეც ლონდონისთვისაა. აი ვარდით დათესილი მინდორიც. იქნება იფიქროთ კიდეც, რომ ეს ამოდენა მინდორი დასთესა რომელსამე გლეხმა, ვარდის უზომოდ მოყვარულმა სულელმა. არა, ამ ვარდებს ხილს, კომბოსტოს, კარტოფილს, ბოლოკს და სხვას, ისევე როგორც გაარლენის ზამბახსა, სუმბულსა და ნარგიზს ლონდონისათვის ამზადებენ. ეს კიდევ არაფერია. ამ ბოლოს დროს ყვავილების ვაჭრობაში ლონდონის ბაზარზედ ნიცცამაც დაგვიწყო მეტოქეობა..
_ ნუ-თუ ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდგანაც ეზიდებიან ყვავილებს ლონდონში? _ გავიკვირვე. _ ამისთვის საფრანგეთში განსაკუთრებული პატარა მატარებელია. განსაკუთრებული ვაგონები ყოველდღე მიაქანებენ მთელ საფრანგეთზედ ლონდონისაკენ ყვავილებს. ყვავილებით ვაჭრობა დიდი და კარგად მოწყობილი საქმეა.…
აქ ჩემდა უნებურად მომაგონდა ჩვენი მრავალ მილიონის მარგანეცის საქმე და ის ტანჯვა-წვალებანი და უწესობანი, რომელიც ამ საქმეს ახლავან. უმდიდრეს მადნებიდგან დედამიწის ზურგზედ, მთელის ქვეყნის მარგანეცის ნახევარს, როგორც ვუწყით, ყვირილის ხეობით ეზიდებიან. საუკუნით მოელის ბატონობა ჩვენ მარგანეცს ფოლადის საქმეში და ისეთი გზები კი ვერ გავმართეთ, სადაც საქონელს გადატვირთვა-დატვირთვა არა სჭირდებოდეს, არც საკმაო ვაგონები მოგვეპოვება და ვერც ისეთი ნავთ სადგური მოვძებნეთ, სადაც გემებს ცდა და ჯარიმის მიცემა არ უხდებოდეთ.… ჩვენი მწარმოებელნი იმის მაგიერ, რომ საქმე კაცურად მოაწყონ და მრეწველობას ფართო გზა მოუპოვონ, ჭორებსა და ინტრიგებში ატარებენ დროს. მარგანეცს ისევე როგორც ნიცცისა და გაარლენის ყვავილებს, როგორც ფლანდრიის ბოსტნეულობასა და ხილს დიდი ბაზარი აქვს და როგორც ევროპელ მრეწველთ შეამოკლეს გზა საქონლის გადასაზიდად, მოაწყეს და შემოიღეს მსწრაფლ-მოსიარულე მატარებლები, ისე ჩვენ მრეწველთა ჰმართებთ მთელი თავიანთი ყურადღება მიაქციონ იმ დაბრკოლებათა აცდენას, რომელნიც აფერხებენ მსწრაფლად და საჩქაროდ საქონლის გადაზიდვას. აქაც, ევროპაშიაც, დიდი ბრძოლა მოუხდათ სხვადასხვა დაბრკოლებასთან, მაგრამ საერთო ძალით, საერთო მეცადინეობით დასძლიეს დაბრკოლებანი. ჩვენი მრეწველნი?…მაგრამ აქ აზრები ჩემმა თანამგზავრმა შემაწყვეტინა.
_ ჰხედავთ აგერ იმ სათბილობლებს, პატარა ორანჟერიებს?
_ როგორ არა, აქედგან ბლომად მოსჩანს.
_ ბევრს ადგილას ამ გვარის ორანჟერიებით მთელი აკრებია დაფენილი. შუშა აქ იაფია; აგური დაბალ კედლებისათვის თითქმის გროშადა ჯდება, ხოლო ათბობს ამ ორანჟერიებს მზე. ეს მუდმივი წყარო სინათლისა, ცხოვრებისა და სითბოსი. და აი ჩვენის აღყვავებულის ფლანდრიის მინდვრები თანდათან ამ გვარის ორანჟერიებით იმოსება, სადაც მოჰყავთ გლეხებს კიტრი, ნესვი, წითელი ბადრიჯანი და სადაც ყურძენი მწიფდება. ყველა ეს ადრე მწიფდება, ადრე იგზავნება ლონდონისა და ჩვენს საკუთარ ბაზრებში, და ჩვენნი მცხოვრებნი, რომელთა მიწა-ადგილშიაც ბუნებით არა ჰხარობს ყურძენი, ყიდულობენ ყურძენსა და ხილეულობას ისევე იაფად, როგორც სამხრეთ საფრანგეთისა და შვეიცარიის მცხოვრებნი.

ვ. მარველი

(გაგრძელება იქნება)

ბელგიაში მოგზაურობა26

გლეხთა წვრილი მიწად-მფლობელობა. _ დიალექტიკურ კანონის კონცენტრაციის სიცრუეე. _ რას გვეუბნება ინგლისისა, საფრანგეთისა, ბელგიისა და გერმანიის სტატისტიკა. _ შეუძლიანთ თუ არა გლეხობასა და სოფლის მუშებს თანხმობითა და ერთად შრომა? – საქონლის მოვლა-მოშენება შვეიცარიაში, სინდიკატები საფრანგეთში, სასოფლო სამეურნეო მოძრაობა ბელგიაში.

11 ნოემბერი.1900. #247. იმ გარემოებამ, რომ პაწაწკინა ბელგიიდგან, ევროპის ამ ყველაზედ მჭიდროდ დასახლებულ კუთხიდგან, ხალხი არ გარბის და სხვა ქვეყნებში არ ესახლება, განსაკუთრებით გამაოცა და გამაკვირვა. რასაკვირველია, ბელგიელთა ათი-ათასობით შეჰხვდებით საფრანგეთსა, ინგლისსა და გერმანიაში, მაგრამ ესენი დროებით არიან სამუშაოდ წასული ისევე, როგორც მრავალი უცხო-ქვეყნელი დროებით თვით ბელგიაშია მოსული სამუშაოდ. ამასთან, ამ შემთხვევაშიაც-კი მეორეთა რიცხვი ბევრით აღემატება პირველთა რიცხვს. რითი აიხსნება ეს გარემოება? რითი აიხსნება, რომ მჭიდროდ დასახლებულ ბელგიიდგან ადგილის სივიწროვეს ნაკლებად გაურბის (უკედ სულ არ გაურბის) ხალხი, ვიდრე მიწა-ადგილის სიმრავლით მდიდარ სხვა კუთხეს? ნუ თუ ეს მოვლენა ინდუსტრიისა და ვაჭრობის განვითარებით აიხსნება?
ყოველს ეჭვს გარეშეა, რომ პირველიცა და მეორეც მარტო მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით კი არა, აბსოლუტურადაც კი, როგორც ქვემოდაც დავინახავთ, უმაღლესს განვითარებამდეა მისული ბელგიაში. მაგრამ ინდუსტრია და ვაჭრობა გერმანიაში და განსაკუთრებით ინგლისში ხომ უფრო მეტადაა განვითარებული, ემიგრაცია კი ამისდა მიუხედვად როგორც გერმანიაში, აგრეთვე ინგლისში წლითი-წლობით იზრდება და ჰმატულობს. მაშ რითი აიხსნება ეს გასაოცარი მოვლენა ბელგიაში? _ გლეხთა წვრილის მიწად-მფლობელობითაო, ჩაგვჩურჩულებს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკა მარტო ამითი არა კმაყოფილდება, იგი გადაჭრით გვეუბნება: `წვრილ მეურნე გლეხთა რიცხვის განუწყვეტლივი გამრავლებაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ხალხი ბელგიიდგან არ იხიზნება, არ მიდის სხვაგან საცხოვრებლადაო~.
მართლაცდა, საოცრად მრავლდება წვრილ მეურნეთა რიცხვი ბელგიაში. სულ ამ სახელმწიფოში 1,904,500 დესეტინა ითვლება გამოსადეგი და მეურნეობისთვის გამოსაყენებელი მიწა. ამ რიცხვიდგან 1.190,370 დესეტინა წვრილ მემამულეებს ეკუთვნით, იმათ, ვისაც 5 გექტარზედ27 მეტი არა აქვთ, სულ კი მიწა-ადგილი ასე იყო განაწილებული28 ბელგიაში უკანასკნელ აღწერის დროს (1880 წ.):

მემამულე
1 გექტარზედ ნაკლები
პატრონი იყო 594,376
1-დგან 5-მდე გექტ. პატრ 226,088
5-10 18,890
10-20 25,893
20-50 12,186
50-ზედ მეტი 3,408

ერთის სიტყვით, ბელგია წვრილ მემამულეთა ქვეყანაა, რადგანაც იმ მამულების რიცხვი, რომელთა ზომაც 10 გექტარზედ ნაკლებია, 868,854-ია; საშუალო მამულების რიცხვი _ 38,079-ია, და მხოლოდ 3,403 მამულის პატრონი შეგვიძლიან ჩავთვალოთ მსხვილ მემამულეთ. მაგრამ რა მსხვილი მემამულე უნდა იყოს 50 დესეტინის პატრონი..!
დიალექტიკით აღჭურვილი, ე.ი. არა-მეცნიერ, სოფისტ29 `მსწავლულთა~ (სიტყვების უაზრო ბრახი-ბრუხი გამოდის, მაგრამ მე არ გახლავართ დამნაშავე) მოძღვრების წინააღმდეგ აშკარადა ვხედავთ, რომ ბელგიაში მიწა-ადგილი თანდა-თან ქუცმაცდება, წვრილმანდება და საკუთრებათა ფანტასტიკურ კონცენტრაციის მაგიერ მრავლდება წვრილ-მემამულეთა რიცხვი. სულ რაღაც 36 წლის განმავლობაში წვრილ მემამულეთა რიცხვი თითქმის გაორკეცდა. 1846 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 572,550-ს შეადგენდა, 1880 წელს-კი იგი 910,396-მდე ავიდა, წელიწადში ორთ-შუა რიცხვით 9,384 წვრილი მემამულე მიჰმატებია.
მე და შენ, მკითხველო, და სხვა ჩვენსავით მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნე, გლეხობისათვის კეთილ-დღეობისა და ბედნიერების მოსურნე, სიხარულით მივეგებებით ამ მოვლენას და ვიტყვით სასიამოვნოა, რომ ბელგიაში გლეხთა მიწადმფლობელობა იზრდება და ჰმატულობსო. გონიერ მოსაზრების შემდეგ, ყველა სხვა პატიოსანმა კაცმაც ესევე უნდა სთქვას, მაგრამ, სამწუხაროდ, სოფისტთა ახლად მოვლენილ დიალექტიკურ მეთოდს ისეთი საოცნებო გავლენა და მოქმედება აქვს, რომ მაღალ იდეალების მოტრფიალენი, ხალხისათვის კეთილ-დღეობის გულითა და სულით მოსურნენი და კაცობრიობის ბედნიერებისათვის, მებრძოლნი გლეხ მემამულეთა გამრავლებას არასასურველ მოვლენად მიიჩნევს… აი მაგალითად ემილ ვანდერველდე, სოციალისტთა მეთაურად ცნობილი. როგორც ასეთ კაცს, ვანდერველდს გულითა და სულით უნდა უხაროდეს, რომ ბელგიელი «÷óìàçûé» არა ჰყლაპავს და არ ანადგურებს გლეხობას, მაგრამ… სწორედ ამ ვანდერველდმა თავისს ლექციაში მუშათა მიმართ აღნიშნა რა ზემოხსენებული მოვლენა, რომელიც სავსებით არღვევს მარქსის ცრუ კანონს, ენგელსისა და იმის მოწაფეთა მიერ გაზვიადებულს, სინანულით დაუმატა `სამწუხაროდაო~ მალჰეურეუსემენტ.
რა მიზეზია, რომ ეს სასიხარულო მოვლენა სინანულის გრძნობას იწვევს ხალხის ბედნიერების მოსურნეს გულში? რა ათქმევინებს `სამწუხაროდაო~ კაცს, რომელიც მართლაც გულით არის მოწადინებული ხალხის კეთილდღეობას? ისა, მკითხველო, რომ ირღვევა უსაძირკვლოდ აგებული სახლი დიალექტიკურ მოძღვრებისა… (ამ მოძღვრების მიხედვით, უმიწა-ადგილოდ დარჩენა) გლეხობის ერთის ნაწილისა… ყოვლად აუცილებელია… სახელმწიფოს ამ პროცესში შეუძლიან შეასრულოს… მხოლოდ ერთი როლი… ხელი შეუწყოს ასეთ გამოგანოებას (პ. სტრუვე. «Êðèòè÷åñიÿ Çàìåòêè» გვერდი 272-76).
ასე და ამ რიგად ეს მოძღვრება ის ძალაა, რომელმაც გზა-კვალი აუბნია პატიოსან კაცებს იმდენად, რომ მზად არიან მთავრობას მოუწოდონ გლეხობის გასაცამტვერებლად, მიწა-ადგილის ხელიდგან გამოსაცლელად. გლეხთა განთავისუფლების დროს ყველა პატიოსანი და უანგარო კაცი მთელს რუსეთში მთავრობას შესთხოვდა, რაც შეიძლება მეტი მიწა მიეზომა გლეხობისათვის. ხოლო თვით განთავისუფლების ამბავს სიხარულითა და აღტაცებით ეგებებოდა. მაშ როგორ მოხდა, რომ ეხლა `პროგრესის კაცნი~ მოსაშველებლად «×óìàçûé»-ს იწვევენ? ხელ ახლად იმავ პასუხს მოგცემთ _ ამას მოძღვრება თხოულობს. ხოლო რადგანაც ეს მოძღვრება ჩვენშიაც ბევრ გულ-კეთილ და გულ-უბრყვილო კაცს უბნევს გზა-კვალს, ნებას მივცემ ჩემ თავს ცოტა გადავუხვიო და მოსაწყენ… დიაღ, მოსაწყენ საგანზედ გაუბა ლაპარაკი მკითხველს. ვეცდები გამოვარკვიო მოწაფეთა მიერ სხვა-და-სხვა ენაზედ განმეორებული-კი არა, არამედ თვით მოძღვრება ისე, როგორც კ. მარქსმა აღნიშნა და გამოსთქვა).30
არსებობს თუ არა, კაპიტალთა კონცენტრაცია?
აუცილებელია თუ არა ხალხთა გაბოგანოვება?
მიმდინარე საუკუნის პირველ ნახევარში ორთქლმა და მანქანამ სრულიად გადაჰქმნა წარმოება და საქონლის გაცვლა-გამოცვლის საქმე იმ ადგილებში, სადაც ძველად მრეწველობა სდუღდა და გადმოდიოდა, საბრძანებელი დაუთმო ახალს ადგილებს, გაკოტრდა აუარებელი წვრილი მწარმოებელი და მესაკუთრე; დიდმა ქარხნებმა და მდიდარმა კაპიტალისტებმა სრულიად დასცეს და მიწასთან გაასწორეს წვრილის წარმოების ძველი საშუალებანი და მცირე თანხის პატრონნი. რა წამსაც ეს ცვლილება თვალსაჩინო შეიქმნა, იმ წამსვე ხმა აღიმაღლეს და ახალ მოვლენის მსხვერპლთა დასაცველად სამომქმედო ასპარეზზედ გამოვიდნენ პატიოსანნი კაცნი და კაცობრიობის გულ-წრფელნი მეგობარნი. ერთნი, როგორც სისმონდი (1819), ა. ბლანკი (1825), ჰკიცხავდნენ თვით მოვლენას; მეორენი, როგორც ტომსონი, ოვენი, ფურიე და მისი სკოლა, საზოგადოებრივ წეს-წყობილების რეფორმათა ქადაგებას შეუდგნენ, ხოლო თვით მსხვერპლნი ცვლილებისა _ წვრილი ხელოსნები და მუშები _ პირდაპირ წინა აღუდგნენ მანქანებს და იმათ განადგურებას სცდილობდნენ (ფეიქართა აჯანყება ლიონში და მკალავთა აჯანყება ინგლისში).
ყველას ეგონა მაშინ, რომ მეცნიერება და ტეხნიკა მოუხეშავ, ძვირად ღირებულ, მხოლოდ ცოტასათვის ხელ-მისაწვდენ მანქანებზედ შედგება. არ უწყოდნენ მაშინ არც ელექტრონი, არც გაზი, არც საკერავი მანქანა, არც სამეურნეო ქიმია, არც რკინის გზები, არც ათი ათასი გემი და ორთქლით მომუშავე გემი მოიპოვებოდა, არც ანილინის საღებავების წარმოება იცოდნენ, არც… ერთი სიტყვით, მრეწველობისა და ტეხნიკის ის დარგნი, რომელთაც ასე ძლიერად წასწიეს წინ კაცობრიობა, მაშინ ხსენებაშიც არ იყვნენ. ეგონა ყველას, რამდენიმე ათასი მექარხნე, ბანკის პატრონი და მევახშე გაჰქელავენ, გააკოტრებენ და გადაჰყლაპავენ საშუალო და წვრილ კაპიტალებსაო. კაცით-ქალამდე ასე ჰფიქრობდა მაშინ, მაგრამ ყველაზედ კარგად, ყველაზედ ნათლად ეს საზოგადო აზრი და ფიქრი გამოსთქვა 1843 წელს ვიქტორ კონსიდერანმა თავისს შესანიშნავ `მე-XIX საუკუნის დემოკრატიის მანიფესტ~-ში.
`ჩვენ თვალ-წინ იზრდება და ვითარდება ახალი ფეოდალიზმი, სწერდა კონსიდერანი, რომელიც მეტად ცუდ საქმეს უკეთებს ახალ დროის საზოგადოებრივ ცხოვრებას.… ეს ფინანსისა და ინდუსტრიის ფეოდალიზმი აგებულია სხვათა გაკოტრებაზედ, საშუალო კლასთა და წვრილ კაპიტალისტთა განადგურებაზედ… იმის განვითარების ისტორიას აგვირგვინებს ბატონ-ყმობა მუშათა კლასისა კაპიტალის წინაშე… ყოველდღე ვხედავთ, ახალნი აღმოჩენანი და გამოგონებანი როგორ საკვირველ და საოცარ ცვლილებას ახდენენ წარმოებაში. გაამეფა რა აუარებელ მუშათა ნაცვლად მანქანა, გასდევნა — ეს მუშანი ქუჩაში, ახალი ფეოდალიზმი წვრილ მესაკუთრეთა განადგურებასა და აღგვასაც შეუდგება…”
`მრეწველობის რა დარგშიაც უნდა გაჩნდეს მსხვილი კაპიტალი, იგი ყველგან მიწასთან ასწორებს წვრილს კაპიტალს, მარტო იმის მიახლოვებისთანავე ჰქრებიან თავისუფალნი და წვრილნი მწარმოებელნი და თავიანთ ადგილს მსხვილ ქარხნებსა და პროლეტარიატს უთმობს… ასევე ხდება წვრილ და საშუალო მიწად-მფლობელობაშიც კი: ვალებით დაქვეითებულნი, მამულზედ დიდის სესხით გაკოტრებულნი წვრილნი და მსხვილნი მემამულენი კაპიტალის ალს მიეცემიან…
`ეს მოვლენა ჩვენის დროის შვილია. იგი ფეხდაფეხ მისდევს აწინდელ ინდუსტრიალიზმსა და მანქანათა შემოსევას. ჩვენი მრეწველობა ხალხის სიმდიდრეს ყველგანა ჩხრეკავს, თავს უყრის ამ სიმდიდრეს ახალ ფეოდალთა ხელში და ჰქმნის სიღარიბისა და პროლეტარიის ლეგიონებს.
ინგლისი საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს კაპიტალთა თავმოყრის განვითარებისას არისტროკრატთა მცირე გუნდის ხელში და საშუალო კლასთა გაკოტრებისას… საფრანგეთი და ბელგია, რომელნიც ამ ინდუსტრიალიზმში ფეხდაფეხ მისდევენ ინგლისს, არც ახალის ფეოდალიზმის შექმნაში აპირებენ ჩამორჩენას!.”
ყველა ეს ადგილები ამოვიღე შესანიშნავ ფურიერისტის მანიფესტის ხუთ პატარა გვერდიდგან (6-11). ესევე აზრები განმარტა E. Bურეტ-მა ვრცელს თხზულებაში, რომელიც მეცნიერებათა აკადემიამ დააჯილდოვა და რომელიც სავსეა მეტად სერიოზულ და სტატისტიკურ ცნობებით. EE. Bურეტ-ის31 შრომით სარგებლობდა ამ დროს ყველა პუბლიცისტი და მწერალი. “Bურეტ”-ის მიერ შეკრებილი ცნობები დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენდა მაშინდელ მოწინავე რეფორმატორთათვის.
ესევე აზრები, მხოლოდ წყაროს აღუნიშნავად, განიმეორეს 1848 წელს მარქსმა და ენგელსმა, ხოლო 30 წლის შემდეგ, როდესაც წამოიზარდა ახალი თაობა და დაივიწყეს მეორმოცე წლების მდიდარი ლიტერატურა, დაიწყო ლეგენდის გამოგონება კანონების შესახებ, კანონებისა, რომელნიც ვითომ აღმოეჩინოთ ნემეცებს, განსაკუთრებით მარქსსა და ენგელსს. პირველმა ხმა ამოიღო ამ აღმოჩენათა შესახებ თვით ენგელსმა 1879 წელს პოლემიკაში, რომელიც პროფესორ დიურინგთანა ჰქონდა. ენგელსის შემდეგ ამავე ზღაპარს ხშირად იმეორებდნენ დიდად პატიოსანნი, მაგრამ ლიტერატურის ისტორიაში ბევრის არ მცოდნე კაცები. ერთმა ამ მიმდევართაგანმა, მუშათა ნიჭიერმა ორატორმა ბებელმა, ხალხის ბედნიერებისათვის თავ-განწირულმა, მაგრამ ამ საუკუნის პირველ ნახევრის საფრანგეთისა და ინგლისის ლიტერატურის შესახებ სრულიად არაფერის მცოდნემ, სავსებით დაუჯერა ენგელსსა და თავისს პოპულიარულ `დედაკაცის შესახებ~ კომპილაციაში შეაქო გერმანია დ თვით აღმომჩენი შემდეგის აღტაცებულის სიტყვებით:
`გერმანიამ იკისრა ხელმძღვანელობა მომავლის დიდ ბრძოლაში. იგი მოწოდებულია ამ საქმისათვის როგორც განვითარებით, აგრეთვე თვით გეოგრაფიულ მდებარეობით… უბრალო შემთხვევის32 საქმე არ არის ისა, რომ სოციალურ დინამიკის კანონები ნემცებმა აღმოაჩინეს და ამით საზოგადოებათა ცხოვრებას მეცნიერული საფუძველი დაუდვეს. ამ ნემეცთა შორის პირველი ადგილი მარქსსა და ენგელსს ეკუთვნით… მათ მოსდევს ლასსალი~…
და მთლად ეს ქება-დიდება პატიოსან, მაგრამ ლიტერატურულად მცირედ განვითრებულ პრაქტიკულ მოღვაწისა განსაკუთრებით კაპიტალთა კონცენტრაციის კანონს შეეხება. ეს კანონი ქვა კუთხედია მარქსისტთა მოძღვრებისა. ამ კანონზეა დამყარებული მათი სწავლა, რომ ყოვლად აუცილებელია ეკონომიურად დაღარიბება ხალხისა და სასურველიცაა გლეხთა გაღარიბება გაკოტრება ყოველ ეროვნების, «÷óìàçûé»-თა სასარგებლოდ და საკეთილდღეოდაო. კარგი და პატიოსანი. მაშ ვნახოთ, რითი განსხვავდება ნემეცთა კანონი იმაზედ ოცდა-ათის წლით უფრო ადრე აღნიშნულ კონცენტრაციისაგან.

ვ. მარველი
(შემდეგი იქნება)

12 ნოემბერი,1900.#248. კაპიტალისტური მითვისება… პირველი უარყოფაა თავისუფალ შრომაზედ დამყარებული კერძო საკუთრებისა. მაგრამ კაპიტალისტური წარმოება თვითვე აჩენს თავის საკუთარ უარყოფას ისეთსავე აუცილებლობით, როგორითაც ბუნების კანონიერი ცვალებადობა ხდება. ეს კი უარყოფის უარყოფაა, ექსპროპრიაცია თვით კაპიტალისტურ წარმოების კანონთა ძალით ხდება, რასაც უეჭველად კაპიტალის კონცენტრაცია მოსდევს… ე. ი. ექსპროპრიაცია კაპიტალისტთა დიდის რიცხვისა მცირე რიცხვის მიერ. ერთი კაპიტალისტი ჰყლაპავს მრავალს… კაპიტალის იმ ბატონთა რიცხვის შემცირებისთანავე, რომელნიც ამ ხანის ყოველსავე სარგებლობას ხელში იგდებენ და თავის მონოპოლიად ჰხდიან, იზრდება სიღატაკეც.
ასეთია ეს კანონი, ეს ქვა-კუთხედი მარქსიზმისა. იმისათვის განგებამ (ბებელის უბრალო შემთხვევამ კი არა) მიანიჭა გერმანიას გეოგრაფიული მდებარეობითაც. დავუკვირდეთ ამ კანონს.
თუ ჩამოვაცლით ამ სიტყვებს ბურუსს, რომელშიაც იგი გახვეულია არა-ინდუქტიურ ნემენცთა მეტაფიზიკის მიერ, თუ დიალექტიკურ მეტოდის ”პირველ უარყოფას” და `უარყოფის უარყოფას” დავუბრუნებთ ამ მეტოდის მამა-მთავარს ზენონსა და იმის მოწაფეთ სოფისტებს თვით გეგელამდე და იმის მიმდევართამდე, მივიღებთ ვიქტორ კონსიდერანის სიტყვების უბრალო განმეორებას. ”კაპიტალისტური (მანქანური) წარმოება აღატაკებს წვრილ ხელოსნებსა და მცირე კაპიტალისტებს, ქუჩაში აგდებს და პროლეტარიებად აქცევს მათ, ხოლო კაპიტალებს თავს უყრის პატარა გუნდის ხელში”.
შეადარეთ ეს კონსიდერანის ”მანიფესტიდგან” ამოწერილ ადგილს და აშკარად დაინახავთ, რომ ინდუქტიურ მეტოდით აღჭურვილი ფრანგი სწავლული ჰფიქრობდა და ჰწერდა გაცილებით უფრო ნათლად, ღრმად და სავსებით, ვიდრე თავისი თავის გამზვიადებელი მეტაფიზიკოსი, რომელმაც პირველისაგან გადმოიღო ცრუ კანონი და ერთის სიტყვითაც კი არ მოიხსენია ეს ამბავი… შეადარებთ რა ამ ორს ადგილს, გასაოცარს რასმესა ჰნახავთ: ვიქტორ კონსიდერანმა და იმ დროის ფრანგებმა და ინგლისელებმა აღნიშნეს და აღწერეს მოვლენა, ამასთან გაჰკიცხეს ამ მოვლენის გამომწვევი პირობანი და მოუწოდეს ყველა პატიოსან კაცს იმასთან საბრძოლველად და ლოგიკისათვის არც უღალატნიათ: ყოველთვის შეგვიძლიან ამა თუ იმ მოვლენასთან ბრძოლა, თუნდაც ეს მოვლენა სენი, წყალ-დიდობა ან სხვა რამ იყოს. მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს კერძო მოვლენა-კი არა, ბუნების კანონია, ისეთივე აუცილებელი და უეჭველი, როგორიც მაგალითად, ნიუტონისა, არქიმედისა და სხვა კანონებია, მაშინ მოქმედება და ბრძოლა აღარ შეგიძლიანთ. ბუნების კანონებით ჩვენ შეგვიძლიან ვისარგებლოთ, მაგრამ უეჭველად უნდა დავემორჩილოთ კიდეც.
მაშასადამე, კონსიდერანის მიერ ინდუქტიურად, ე. ი. მართლა მეცნიერულად მოვლენის აღწერის და მარქსის მიერ მეტაფიზიკურად, ე. ი. არა-მეცნიერულად ამ მოვლენის საზოგადო კანონად გარდაქმნას შორის განსხვავება ის არის, რომ პირველს, როგორც ბუნების-მეტყველს და ბრწყინვალე მათემატიკოსს, არ შეეძლო, როგორც დიალექტიურ მეტაფიზიკოსს მარქსს, აქ აღნიშნულ ისტორიულ ეპოქის კერძო მოვლენა სამსოფლიო ევოლუციის კანონად გაეხადნა. პირველის თვალში ეს მოვლენა მხოლოდ ფაქტია, გულ-ამამრღვეველი, საშიში ფაქტია; მეორეს თვალში-კანონია. კანონი-კი შეიძლება შემოწმებულ იქმნას და იცი, მკითხველო, როგორ? – სულ უბრალოდ. მივმართოთ ნამდვილ ცხოვრებას, ვკითხოთ სტატისტიკას, სტატისტიკა ხომ, როგორც ყველა სხვა მეცნიერება, ინდუქტიურია; იგი დიალექტიკისა და მეტაფიზიკაში არ გაგვხლართავს.
როგორც ენგელსი გვარწმუნებს, მარქსმა, ჯერ ისევ 1845 წელს გადაწყვიტა, რომ ”კაპიტალისტთა რიცხვი ჰკლებულობსო”, რომ ”ერთი კაპიტალისტი მრავალ კაპიტალისტსა ჰკლავს”. მაშ თუ აგრეა, ვკითხოთ სტატისტიკას, რამდენი კაპიტალისტი და მემამულე იყო მეორმოცე წლებში, რამდენი გახდა 1867 წელს, როდესაც ”კაპიტალი” გაჩნდა, და რამდენი ითვლება დღეს. თუ 1845 წელს ”მათმა რიცხვმა” მართლა იკლო, მაშინ ხომ წელიწადში თითო მაინც მოაკლდებოდა – ასე არ არის? თუ ყოველ წელიწადს არა, მთელ 55 წელიწადში ერთი მაინც უნდა მოჰკლებოდა. თუ ეს არ მომხდარა, რა კანონი უნდა იყოს ეს კანონი? ყოველ შემთხვევაში მათს რიცხვს არ უნდა მოჰმატებოდა; სადაც ჰკლებულობს, იქ მომატებას ადგილი არა აქვს, თუ, რასაკვირველია, ცხრა-თავიან საზღაპრო დევთან არ დავიჭერთ საქმეს.
მაშ რას გვეუბნება სტატისტიკა?
მშრალის , ნამდვილის ციფრებით გვეუბნება იგი რომ ინგლისში ყოველ წლობით გადმოსულ სამკვიდროთა რიცხვი იყო: (ვიღებთ ინგლისს იმიტომ რომ მარქსმა მთელი თავისი დიალექტიკური კანონები გამოიყვანა ინგლისის ცხოვრების ანალიზისაგან, რომელ ცხოვრებასაც ამ ბოლო დრომდე ნაკლებად იცნობდნენ ევროპაში).
1840 წელს 100-დგან 5 000 გირვანქა სტერლინგის სამკვიდრო (მამული) ჰქონდა 17 936; 1877 წელს კი – 36 438 (ერთი ორად იმატა). 1840 წელს 500 გირვ. სტერლ. მეტისა – 1989 სამკვიდრო და 1877 წ. – 4 476 (თითქმის ერთისამად იმატა). ამასთან თითოეული სამკვიდროს ღირებულებამაც აიწია.
ორთა შუა სამკვიდრო ღირდა:
1841-50 წლებში 99 გირვ. სტერლ.
1861-70 წწ. 160
1871-80 წწ. 210
1881 – 85 235
მაშასადამე, სამკვიდროთა რიცხვი გაორდა , ხოლო მათი ღირებულება გასამდა.
1850 წლიდგან დაწყებული გარდასახადის მძლეველთა (გადამხდელთა) და იმათი რიცხვი, ვინც წელიწადში 200 გირვ. სტერლ. იხდიდნენ, იყო:
1850 – 65 389 – 25 კაცი
1860 – 85 530 – 30
1870 – 130 375 – 42
1880 – 210 430 – 63
1885 – 250 – 70
აქ კი პირდაპირ გასამებასა ცხედავთ. ”მაგრამ – გვეტყვიან მარქსის მოძღვრების დიალექტიკოსნი – ამ რიცხვში საერთო ნუსხაა მოქცეულიო, აქ მარტო კაპიტალისტები კი არა მემამულენიც არიანო”. ჩვენის აზრით, მემამულეც სიმდიდრის პატრონია, ისევე როგორც ქარხნის პატრონი და ბანკირი – მაგრამ მარქსისტები რაღაც უცნაურის მეტაფიზიკის ძალით ჰმტრობენ რა ინგლისში ლიბერალებს (საშუალო კლასს), ყოველთვის ეფერებიან ტორიებს (მემამულენი და კონსერვატორნი). თვით მარქსი ებრძოდა რა პრუდონსა, გლადსტონსა და იმის მახლობელთ, კარგს მეგობრულს განწყობილებაში იყო კონსერვატორთა აგენტთან მოლტმან ბერისთან.
მაგრამ დავუთმოთ დიალექტიკოსთ, და ავიღოთ მხოლოდ ქარხნის პატრონნი, ვაჭარნი, ბანკირნი და მრეწველნი.
სტატისტიკა შემოსავლის კვალობაზე გაწერილი გარდასახადისა ინგლისში მეტად სწორი და უნაკლოა. ეს გარდასახადი ხუთნაირის სახელწოდებით იკრიბება: მიწა-ადგილისა და სახლების პატრონთა შემოსავალი; მიწის მწარმოებელთა შემოსავალი; სახელმწიფო პროცენტიანი ქაღალდებისა და ობლიგაციებისაგან; მოგება ვაჭრობისა, მრეწველობისა და მუშათაგან; და დასასრულ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებების მოსამსახურეთა ჯამაგირი. ავიღოთ მე-4 ჯგუფი, ე. ი. ვაჭრობა და მრეწველობა.
იმათი რიცხვი ვინც ამ მუხლის ძალით გარდასახადს იძლეოდა, იყო:
1869 წელს 225 319 კაცი
1889 წელს 225 089
1899 წ. 426 521
ე. ი. ”კაპიტალის” გამოსვლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში კაპიტალისტთა რიცხვი თითქმის გაორდა! ამასთან როგორ? ისე კი არა რომ 2, 10, 50-ის მაგიერ 4, 20 და 100 გამხდარიყო, არა, 225 ათასიდგან მათი რიცხვი 436 ათასამდე ავიდა!
ნუ დაივიწყებთ, რომ ვისაც 1 500 მანეთზედ ნაკლები მოგება აქვს, ისინი გარდასახადს არ იხდიან, მაშასადამე ანგარიშში არ არიან ჩაგდებული. კანონის პირდაპირ წინააღმდეგსა ვხედავთ: ხალხის შრომით გამდიდრებულთა რიცხვი კი არა კლებულობს, იზრდება და ჰმატულობს.
ვნახოთ ეხლა, იმათგან რამდენი მსხვილი და რამდენი წვრილი კაპიტალისტია.
იმათი რიცხვი ვისაც ყოველ წლიურად 1 500-დგან 2000 გირვ. სტერლინგამდე შემოსავალი აქვს ე. ი. წვრილ კაპიტალისტთა რიცხვი იყო:
1869 წელს – 92 502 კაცი
1889 წელს – 162 714. – მოემატა 70 212
1899 – 281 106 – მოემატა 68 392
კიდევ და კიდევ ამ ციფრებს მეტაფიზიკურ კანონის წინააღმდეგ დასკვნა გამოჰყავთ: წვრილი კაპიტალისტები არც არავის გადაუყლაპნია, არც არავის მოუკლავს. მაშ რით საზრდოობენ მსხვილი კაპიტალისტები? მარქსიზმის ცრუ კანონის ძალით ხომ მსხვილი კაპიტალი იზრდება და ჰყვავის მხოლოდ მაშინ როდესაც წვრილსა ჰკლავს და ისაკუთრებს. თუ პირველნი თვით მრავლდებიან, ამ მსხვილებს რაღა მოსდით? – ისა მკითხველო, რაც წვრილ კაპიტალისტებს: პირველებსავით ესენიც როგორც რიცხვით, აგრეთვე სიმდიდრით მრავლდებიან. ვისაც 5 000 გირვ. სტერლ. მეტი შემოსავალი ჰქონდა, იყო:
1869 წელს – 1889 წელს – 1899 წელს
2 152 – 2 907 – 7 446
ამ რიგად, მრავლდება მსხვილ და წვრილ კაპიტალისტთა რიცხვი ერთმანეთის ამოუჟლეტავად და ხალხის თქმულება: ”ძაღლი ძაღლის ძვალს არ გასტეხსო” ბევრად უფრო ჭეშმარიტი გამოდგა, ვიდრე მეტაფიზიკოსთა კანონი!
საიდგანა ჩნდება მაშ იმდენი კაპიტალი, რომ მდიდართა რიცხვი და თითოეული სიმდიდრე ჰმატულობს და იზრდება? მე და შენ, მკითხველო, კარგად ვიცით და ჩვენთან ერთად ყველა გლეხმა და ქალაქის მუშამაც კარგად იციან, საიდგან და როგორა ჩნდება მდიდართა სიმდიდრე. ხოლო ბატონ მარქსისტებს, რომელნიც ხოტბას ასხამენ დიალექტიკას, ე. ი. სოფისტთა მეთოდს, მოგახსენებთ, რომ ბოკლის და ლოკკის, კეტლესა და მილლის ინდუქტიურმა მეცნიერებამ სტატისტიკის დაურღვეველისავე ციფრებით დაამტკიცა, რომ იმავე ინგლისში ამ საუკუნის დასაწყისიდგან ხალხის შრომის ნაყოფმა 15-ჯერ იმატა. ინგლისის რკინიგზები, ზღვის და მდინარის გემები, საქონელი და შინაური ნივთები ჰქონდა:
1812 წელს – 195 მილიონი გირვ. სტერლ.
1840 წელს – 473
1860 წ. – 812
1888წ. – 2 555
1899 წ. – 2 920
შეადარეთ: სად 195 მილიონი და სად 2 მილიარდ 920 მილიონი! თუ ვთქვათ, 1840 წელს მდიდართა რიცხვი 200 000 კაცი იყოო, 1890 წელს უნდა იყოს 400 000 კაცი ისევე მდიდარი, როგორც 1840 წელს იყვნენ.

200 000 ორჯერ უფრო მდიდარი
50 000 რვაჯერ უფრო მდიდარი
25 000 16-ჯერ უფრო მდიდარი
და ასეთ ბრწყინვალე გამდიდრებისათვის მათთვის საჭირო არ იყო არც ერთმანეთის გადაჭმა და არც სოფისტიკური კანონები, საჭირო იყო მხოლოდ უწინდელებრ ერთგული ქვეშევრდომობა გაეწიათ დედოფლისათვის, დაეცვათ მართალსა და არამართალს საშუალებით თავიანთი კლასსიური პრივილეგიები და მხარი დაეჭირათ, გაეძლიერებინათ მთავრობა, რომელიც უზრუნველჰყოფს მათ სასარგებლოდ მეცნიერებისა, ტექნიკისა, კულტურისა და ხალხთა შრომის გაძლიერებულ ნაყოფის ექსპლოატაციას. მდიდართა კრებული არ ივიწყებდა ამას და როგორც კლასი ერთობლივ დაუცხრომლად მოქმედებდა ამ მხრივ.

* * *
მთელი ეს დაუსრულებელი და გამოვტყდები , მეტად მშრალი დამატება, იძულებული ვიყავი ჩამერთო, ჩემს ბელგიის შესახებ წერილებში მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს ძალიან გაბატონდა შემცდარი აზრი კაპიტალთა კონცენტრაციისა და ხალხის გაბოგანოვების შესახებ, ხალხისა რომელსაც განსვენებული პროფესორი ნ. ზიბერი საქარხნო ქვაბში უპირებდა გაბანებას. როგორც ეს პროფესორი, ისე ვანდერველდე მეგობრებითურთ და პ. სტრუვე ამხანაგებითურთ მაღალ ზნეობისა და კაცთმოყვარე იდეებით განსჭვალული ხალხია. ესენი რასაკვირველია, გულით და სულით მოწადინებულნი არიან ყოველსავე სიკეთესა და ბედნიერებას ტანჯულთათვის. მაგრამ ამის და მიუხედავად, ერთი მათგანი სინანულით ამბობს ”სამწუხაროდ გლეხ მემამულეთა” რიცხვი იზრდებაო; მეორე ამტკიცებს ხალხის გაბოგანოვების აუცილებლობას და ასე გასინჯეთ, თითქმის მთავრობასაც-კი იწვევს ამ საქმეში დასახმარებლად.
პატიოსან კაცთა ასეთი უკუღნართობა-კი გამოიწვია აზროვნების ცრუ მეტოდმა და მეტაფიზიკურ ცრუ კანონების უსაფუძვლობამ. სამწუხაროდ, ასეთსავე უკუღმართობით ჩვენშიაც მრავალი პატიოსანი და კარგი კაცია შეპყრობილი. აი, სწორედ ამ პატიოსან კაცთათვის ჩავურთეთ ჩვენი მშრალი დამატება. ჩვენ გვსურს რომ ისინი ერთის წუთით მაინც განთავისუფლდნენ ავტორიტეტთა ნისლიან ბურუსში გახვეული ფორმულებისაგან და ნათელის, პატიოსანის თვალებით შეჰხედონ სინამდვილეს. მაშინ დაინახავენ, რომ კეთილისა, მეცნიიერებისა და პროგრესის სახელით ისინი რეგრესის გაუკაფავ და გაუვლელ ტყეში არიან შეტყუილებულნი. გთხოვთ ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ სხვა რაიმე გვალაპარაკებდეს, გულწრფელის თანაგრძნობისა და პატივისცემის გარდა და იმ საგანთა და მისწრაფებათა მიმართ, რომლებითაც ეს პატიოსანი კაცები არიან განსჭვალულნი. ვუწყით რა ამ კაცთა მისწრაფების სიწმინდე და უანგარობა, სწორედ ამიტომ ნებას ვაძლევთ ჩვენს თავს, ვუთხრათ, რომ სასაცილოდ არიან აგდებული, გზა-კვალი აქვთ სხვათაგან დაბნეული, დაუმახინჯეს მეცნიერება და ამ მეცნიერების ტერმინოლოგია და ჩაიდინა ეს არა რომელსამე უვიცმა რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც თუთიყუშივით იმეორებს ენგელსს, არამედ თვით ამ ფრიდრიხ ენგელსმა. აი მაგალითებიც; თქვენ თვითონ განსაჯეთ.
წერა-კითხვის მცოდნემაც უწყის და ჰომიალოვსკის ბურსის დროს ყველა სემინარიელი ხომ რვეულებშიაც-კი იწერდა რომ ვერულამელმა ბეკონმა, დაადგინა ინდუქტიური მეტოდი, ხოლო იმისმა განმგრძობმა, ლოკკმა შეიმუშავა ბეკონის სწავლა მატერიალიზმის შესახებაო”. ასე სწერდა რვეულებში საბრალო სემინარიელიც-კი. ამასვე სწერს მარქსი. ”მატერიალიზმი, ვკითხულობთ იმის თხზულებაში, პირმშო შვილია დიდი ბრიტანიისა… ნამდვილი მამამთავარი მატერიალიზმისა და ახალ დროს მთლად ინდუქტიურ მეცნიერებისა ბეკონი იყო”. მოკლედ აღგვიწერს რა საფრანგეთის მატერიალისტთა ბრძოლას XVII საუკუნის მეტაფიზიკასთან მარქსი განაგრძობს: ”მაგრამ მეტაფიზიკის უკუთქმითი (îòðèöàòåëüíûé) უარყოფის გარდა, საჭირო იყო დამტკიცებითი (ïîëîæèòåëüíûé) ანტიმეტაფიზიკური სისტემაც (ხაზგასმული მარქსისაა). ლოკკის თხზულება ”როგორ წარმოსდგა ადამიანის გონება” სწორედ დროზე გაჩნდა. ამ თხზულებას მიეგებნენ (საფრანგეთის მატერიალისტები) ისე როგორც მეტად სასურველსა და ძვირფას სტუმარს”.
ეს სრული ჭეშმარიტებაა: ბეკონი მამა, ხოლო ლოკკი ავტორი იყო ”დამტკიცებითი (ინდუქტიურ) ანტიმეტაფიზიკურ სისტემისა.”
ენგელსი – კი, სწერს და იმის ნათქვამს იმეორებენ ბელტოვნი და სხვანიც, რომ ”ბეკონისა და ლოკკის მიერ ბუნების – მეტყველებითგან ფილოსოფიაში გადატანილმა ამ შეხედულებამ (ანტიმეტაფიზიკურმა) შეჰქმნა უკანასკნელ საუკუნეთა დამახასიათებელი შეზღუდვა აზროვნებისა – მეტაფიზიკური წეს-მსჯელობისა”.
ანტიმეტაფიზიკურმა სისტემამ ენგელსის აზრით შეჰქმნა მეტაფიზიკა!
ასეთი უაზრობა შეეძლო ენგელსს დაეწერა, ხოლო იმის შემდეგ; ისტორიისა და მარქსის მოძღვრების წინაღმდეგ, გაემეორებინათ ბ-ნთ ბელტოვსა და ამხ-ს ან უვიცობით, ან კიდევ… რა მიზეზით? დე იმ პატიოსანმა კაცებმა გადაწვიტონ, რომელთათვისაც ამ სტრიქონებსა ვწერთ.
აი კიდევ მაგალითი.
წარსულ საუკუნის ნახევარში ფიზიოკრატმა და შესანიშნავმა მინისტრმა რეფორმატორმა, ტიურგომ აღნიშნა, სამუშაო ფასის კანონი (çàêîí çàðîáîòíîé ïëàòû), იმისმა დიდებულმა მეგობარმა ადამ სმიტმა შეიმუშავა ხოლო დ. რიკარდომ 1812 წელს საბოლოოდ დაამკვიდრა იგი საეკონომიო მეცნიერებაში. ეს კანონი, რომელსაც ლასსალმა ”ეკონომისტთა რკინის კანონი” უწოდა, აღნიშნული აქვს ყველა ეკონომისტს: მილმა დაუთმო მას (1845 წ.) ოთხი თავი, ბლანკიმ (1832 წ.) დაწვრილებით აღგვიწერა იგი თავისს ”პოლიტიკურ ეკონომიის ისტორიაში”; ესევე ჰქმნეს ბლოკმა, მარშანმა, ლ-სემ, ლ. კოსსამ, და სხვათა. ტიურგოს ფორმულას ჯერ ისევ წარსულ საუკუნეში კონდორსე იხსენიებდა, და ეს ფაქტი იმდენად საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ პროფესორმა ლავალემ იგი თავისს ”პოლიტიკურ ეკონომიის სახელმძღვანელოშიც” კი შეიტანა. ამ სახელმძღვანელოს მე-153 გვერდზედ ვკითხულობთ:
”შრომის ყველა დარგში უნდა დადგეს და ნამდვილად დგება კიდეც, რომ მუშის სამუშაო სასყიდელის რაოდენობა არ აღემატება იმ მინიმუმს, რომელიც იმის არსებობისთვის არის საჭირო.”
აი, სახელმძღვანელოთა ამ ჭეშმარიტეაზეც მარქსი წამ და უწუმ უთითებდა პრუდონს, თავისს მეტად სუსტ წიგნაკში (“მისერე დე ლა Pჰილოსოფჰიე”-ში). სწორედ ორმოცი წლის შემდეგ, 1885 წელს, ბერნშტეინმა და კაუცკიმ გადათარგმნეს წიგნაკი ნემენცურ ენაზედ და გმოსცეს ენგელსის შენიშნვებით. მე-27 გვერდის შენიშნვაში ენგელსი სწერს:
”კანონი ზომიერ ანუ ნაკლებზედ-ნაკლებ (მინიმუმ) საფასისა, რომელიც საჭიროა მუშის არსებობისათვის… ეს კანონი დავადგინე და დავამტკიცე მე – 1844 წელს. როგორც ჩანს, მარქსი აღიარებდა მაშინ (1845 წ.) ამ კანონს. ჩვენგან იგი ლასსალმა გადაიღო.”
თავ-მდაბლობაც და მეცნიერებიც ცოდნაც ასეთი უნდა! ივანე ალექსანდრეს ძე ხლესტაკოვმა ”იური მილოსლავსკი” დასწერა, ხოლო ენგელსმა ტიურგო-რიკარდოს კანონი აღმოაჩინა და ანტიმეტაფიზიკური სისტემა მეტაფიზიკად გადააქცია.
განა ეს მეცნიერებაა? ავტორიტეტია? პატიოსანნო კაცნო, გონს მოდით! სასაცოლოდ გიგდებენ და თქვენ კი ვერა ჰხედავთ! ნიჭიერმა მუშამ ბებელმა დაუჯერა ენგელსის სიტყვას – იმას ეპატივება ისევე როგორც ფრანგ, ნემენც და ინგლისელ მუშებს ეპატივებათ: ამ შრომით წელში გაწყვეტილ მუშებს არ შეეძლოთ შეესწავლათ მეცნიერების ისტორია. თქვენ – კი, ბატონებო, გიმნაზია და სემინარია დაგიმთავრებიათ, უნივერსიტეტებში გისწავლიათ, თქვენ არ გეპატიებათ რწმენა და დაჯერება ასეთ მეცნიერის ლიტონ სიტყვისა, მით უმეტეს ავტორიტეტად შექმნა მისი. გადათვალიერეთ მეცნიერებათა და ლიტერატურის ისტორია, შეასწორეთ თქვენი შეცდომა, წინააღმდეგ შემთვევაში ისტორია და საზოგადოება გაგკიცხავთ. უმთავრესად – კი გაგკიცხავთ ხალხი, რომლის გაბოგანოვებაც შესთხზა დიალექტიკის ნემეცმა ხლესტაკოვმა…
ვ. მარველი

(შემდეგი იქნება)

ბელგიაში მოგზაურობა33
(საკუთარი თანამშრომლისაგან)

წვრილ მეურნეთა გამრავლება ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში. წვრილ მრეწველობის გაძლიერება ინგლისსა და გერმანიაში. სასოფლო-სამეურნეო მოძრაობა ბელგიაში. გლეხთა კოოპერაციები ბელგიაში. საქონლის მოვლა-მოშენება შვეიცარიაში. მოძრავი სამეურნეო სკოლები ბელგიაში.

28 ნოემბერი 258. მარტო ბელგიაში არ იზრდება წლითი-წლობით წვრილ მესაკუთრე გლეხთა რიცხვი. ყველგან, სადაც კი ინდუსტრიულმა მეცნიერებამ – ხოლო ინდუსტრიის გარეშე მეცნიერება არ არის – ხელი მოჰკიდა წვრილი მიწათმფლობელობის სიკვდილ-სიცოცხლის საქმის გამოკვლევას, ერთსა და იმავეს ვხედავთ _ შემცირების ნაცვლად წვრილ მესაკუთრეთა რიცხვი მრავლდება. იტალიასა, ინგლისსა, გერმანიასა, საფრანგეთის სტატისტიკამ გააბათილა არა მეცნიერული, მეტაფიზიკურად და დაილექტიკურად დამტკიცებული ცრუ კანონები.34
საყურადღებო მოვლენაა: ბელგიასა და ინგლისში, ამ ყველაზედ უფრო მწირის სიმცირით ცნობილსა და ინდუსტრიით განვითარებულს კუთხეებშიაც – კი წვრილ მესაკუთრეთა რიცხვი თანდათან უფრო მრავლდება. ინდუსტრიაში ინგლისსა და ბელგიას გერმანია და საფრანგეთი მისდევენ და იქაც ამასვე ვხედავთ.
ინგლისში, მაგალითად, არა თუ წვრილ კაპიტალისტთა, წვრილ მეურნეთა რიცხვიც გაძლიერდა ამ რიგად:

1875 წელს იყო . . . . . . . . . . 389,641
1880 ` ` . . . . . . . . . . 391,429
1885 ` ` . . . . . . . . . . 392,908
1889 ` ` . . . . . . . . . . 409,422
1895 ` ` . . . . . . . . . . 423,698

ე. ი. 20 წლის განმავლობაში 33, 657 წვრილი მეურნე მოემატა.
საფრანგეთში, სადაც მაიორატი არ არსებობს, უფრო მეტად მრავლდება წვრილ მეურნეთა რიცხვი. ათის წლის განმავლობაში (1882 – 1892 წლ.) ეს რიცხვი 5,672,000-მდე ავიდა, ე.ი. 30,000 მეურნე მოემატა.
მაგრამ ყველაზედ საყურადღებო მოვლენას გერმანიაში ვხედავთ, ამ დიალექტიკურ და ცრუ კანონების სამშენებლოში. აი ციფრები 1895 წლის აღწერით:

1882 წელს იყო: 1895 წ. გახდა
წვრ. მემ 8,061,831 8,23,669
წვრ. მესაკ. გლეხი 981,407 1,016,239
საშ. მესაკ. გლეხი 920,604 998,701
მოემატა პირველს _ 179,338
` მეორეს _ 34,832
` მესამეს _ 72,096
__________
სულ 280,166

სულ 13 წლის განმავლობაში მოემატა 280,166 მემამულე, წელიწადში – 21,551; დიალექტიკოსნი კი ანდერძს უგებდნენ წვრილ მიწადმფლობელობას!
მეორეს მხრივ საოცარია, რა მცირედ ემატება მსხვილ მემამულე გლეხთა რიცხვს. ასეთი მემამულე 1882 წელს იყო: 1895 წ. გახდა მოემატა

281,510 281,736 226
ძალიან მსხვილი მემამულე იყო
24,991 25,057 06
______
292

ე. ი. 13 წლის განმავლობაში მსხვილ მემამულეთა რიცხვს მიემატა სულ 292.
მაგრამ ეს კიდევ არაფერია, აღმოჩნდა, რომ თვით ინდუსტრიაშიაც _ კი წვრილი, შინა-მეწარმეობა არ ისპობა, პირიქით ძლიერდება კიდეც. ვინ არ იცის, რომ ინგლისი მთელი საუკუნეა განთქმულია მსხვილის მრეწველობით. მერე რასა ვხედავთ აქ? ბოლო მოუღეს თუ არა მსხვილმა კაპიტალისტებმა, მდიდარმა ქარხნის პატრონებმა წვრილებს? სულაც არა. სცოცხლობენ და ჰყვავიან დღეს ეს წვრილი მწარმოებელნი, მაგალითად, ბამბეულობის სამანუფაქტურო წარმოებაში, როგორც ეს დაამტკიცა ბრწყინვალე გამოკვლეაში ინდუსტრიულმა მეცნიერმა (შმალლ Iნდუსტრიეს ოფ Bრიტაინ, აგვისტო 1900 წ. Nინეტეენტჰ ჩენტურყ.)
1897 წელს ინგლისში ბამბეულობის საწარმოები ქარხანა იყო.
ისეთი, სადაც 500 მუშაზედ
მეტი მუშაობდა 200
` ` 200-დგან 500 მუშა 660
` ` 100-დგან 150 მუშა 1,480
` ` 50-დგან 100 მუშა 1,390
` ` 50-ზედ ნალები იყო 1,410

არჩევს რა საქარხნო წარმოების ყველა დარგს, ავტორი ამ სიტყვებით ამთავრებს.
`ინგლისი, როგორც სხვა ქვეყნები, 75 წლის `ინდუსტრიის კონცენტრაციის~ შემდეგ, ისევ იმ გვარ სახელმწიფოდ დარჩა, სადაც წვრილი მრეწველობა დღითი დღე მატულობს, იზრდება და ძლიერდება… მთელის სახელმწიფოს მუშათა ნახევარი წვრილ ინდუსტრიაში მუშაობს~.
უფრო გასაოცარია `წვრილთა~ გამრავლება გერმანიის მრეწველობაში. იმავე 1895 წლის აღწერამ გვაჩვენა, რომ სავაჭრო და ისეთი საქმე, რომელიც გადაზიდვა გადმოზიდვას ადგია, იყო:

1882 წელს, 1893 წ. მოემატა
2 მოსამსახურიანი 411,509 467,656 56,117
3-დგან 5-მდე.
176,867 342,112 165,245
50-ზედ მეტი
25,619 62,056 36,487
აქედგანა სჩანს, რომ წვრილ მწარმოებელთა რიცხვი გაიზარდა, ხოლო თუ მსხვილთა რიცხვიც ორჯერ მეტი გახდა, ამით წვრილებს არაფერი დაჰკლებიათ, თუ დააკლდა ვისმეს რამე, ისევ მომხმარებელთ.
ყველა ზემოდ ნათქვამიდგან და აგრეთვე წინა ფელეტონში მოყვანილ ცნობებიდგან სჩანს, რომ კაპიტალისტები ერთმანეთს არ ანადგურებენ, წვრილი წარმოება ებრძვის და უმაგრდება მსხვილს, გლეხობის გაბოგანოებას, როგორც ბუნების, სოციოლოგიისა და პროგრესის კანონს, ვერა ვხედავთ და ვერც დავინახავთ… ხალხთა ასეთის გაბოგანოვების `აუცილებლობა~ და სიკეთე ამ აუცილებლობისაგან წარმომდგარი მხოლოდ ნაყოფია დიალექტიკური მეტაფიზიკოსთა ოცნებისა და სხვა არაფერი…
საკეთილო და სასიხარულოა ეს, მაგრამ უფრო სასიხარულო იქნება, თუ სოფისტების მიერ გზა-კვალ აბნეულნი პატიოსანნი კაცნი მოისურვებენ ყველაფრის შემოწმებას, შემოწმებას თავიანთის ცოდნისა, დიალექტიკოსთა ნაწერებისას და ამ სტრიქონებისას. საკეთილო იქმნება ეს იმიტომ რომ “ჩუმაზებისა” და კაპიტალიზმის ბატონობის მოწოდების ნაცვლად ისინი წავლენ ბნელით მოცულ და სიღარიბით გაჭირვებულ გლეხობის შესაწევნად მიუტანენ ცოდნას, მეცნიერებას, ასწავლიან ერთად მოქმედების ისეთ საშუალებებს, როგორიც ბელგიაში გლეხობამ შემოიღო და რომელთა შესახებაც მიამბო ჩემმა შემთხვევითმა თანამგზავრმა სწავლულმა მეგობრებმა და, დასასრულ ინდუქტიურმა სტატისტიკამ.

* * *
ბევრი, ძალიან ბევრი საგულისხმო გავიგე ჩვენ ქართველთათვის, განსაკუთრებით მემამულეთა და სოფლელთათვის.
წინა ფელეტონში აღნიშნულ ვითომდა კანონების წყალობით, პროგრესისა და ხალხთა კეთილდღეობის მომხრენი ბელგიაშიც გაურბოდნენ და ერიდებოდნენ გლეხობას. _ “იმას ხომ გაბოგანოვება და დაღუპვა მოელისო”, ჰფიქრობდნენ, როგორც განაცხადა ამდენის კანონის გამომგონმა ენგელსმა, გლეხობა მოუხეშავი, უგუნური, უვიცი რამ არის, და თავდადებულ კაცთა მეცადინეობამ გაანათლოს, გააკაცოს გლეხობა _ უნაყოფოდ ჩაიარა”.
ასე ამბობდნენ პროგრესის მეგობარნი, გაურბოდნენ სოფელს და გლეხს იეზუიტთა და კათოლიკეთა სამღვდელობას უტოვებდნენ. მაგრამ ამ 10-12 წლის წინად რამდენიმე განათლებულმა ახალგაზრდა კაცმა, შვეიცარიისა და საფრანგეთის სოფლელთა სინდიკატებით გამხნევებულთ, დაიწყეს სოფლებში ქადაგება, რომ გლეხს, უკეთესს მერმისის მოლოდინში, ეხლაც შეუძლიან რითმე უშველოს თავისს საქმეს და უკეთესად მოაწყოს ცხოვრებაო. გულმოდგინეთ დაიწყეს ამ კაცებმა ლაპარაკი და წერა; შეუდგნენ უფასოდა მეტად იაფ-ფასიან წიგნაკების გამოცემას ხალხურ ენაზედ; მერე გაზეთიც გაიჩინეს, ხოლო ხუთის წლის შემდეგ ერთს მეორე გაზეთიც მიუმატეს. ყველა ამას გლეხისათვის, სოფლის მუშისთვის აკეთებდნენ.
ამ წიგნაკებსა და გაზეთებში უხსნიდნენ ხალხს, როგორ უნდა საზოგადო სარძევეების გამართვა, საზოგადო ბოსტნების მოწყობა, სად და რა გვარად შეუძლიან სოფლის საზოგადოებას გაასაღოს ამ საზოგადოების, გაასაღოს ამ დაწესებულებათა ნაწარმოებნი, ურჩევდნენ საზოგადოებებს ერთად შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო მანქანები, მიწის სასუქი, თესლი, სამანუფაქტურო და სხვა საქონელი, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ აღმოჩნდნენ კაცები, რომელნიც პრაქტიკულად შეუდგნენ ყველა ამის განხორციელებასა და სისრულეში მოყვანას. პირველ სამ-ოთხ წელიწადს საქმე წყნარად მიდიოდა, და 1898 წლისათვის მთელ ბელგიაში ითვლებოდა:

სამეორნეო კავშირი . . . . . . . . . 2
კოოპერატიული საზოგადოება . . . 10
სათივე სარძევე . . . . . . . . . . . 18
სამეურნეო კასსა . . . . . . . . . . 1
საქონლის ურთიერთ დამზღვევი
საზოგადოება . . . . . . . . . . . . 41
სინდიკატი . . . . . . . . . . . . . . 10

ასე იყო პირველ ხანს, მაგრამ საქმე დაწყებული იყო, ხალხმა ხმა ამოიღო. სარგებლობა ყველასათვის აშკარა იყო, არ გასულა ბევრი ხანი, რომ მთელ სახელმწიფოში გლეხობა გასაოცარის გულმოდგინებით შეუდგა დასახელებულ საზოგადოებათა დაარსებას და მოწყობას. მშრალი ციფრები უფრო კარგად დაარწმუნებს მკითხველს და დაანახვებს, რა გააკეთა გლეხობამ ბელგიაში თავისს სასარგებლოდ.
კოოპერატიულ დაწესებულებათა განვითარება 1893 წლიდგან:
1894 წ. 1895 წ. 1898 წ.
სამეურნეო კავ-
შირი იყო 53 149 – 23,179 150 – 23,785
კოოპერ. საზოგად. 75 177 – 8,817 189 – 7,408
მებაღეთა საზოგ. 90 135 – 16,658 135 – 18,461
სამეურნეო კასსა. 4 76 – 1,160 90 – 2,852
საზოგად. სარძეუ 18 69 – 8,501 118 – 9,890
სინდიკატი . . 337 – 26,726 469 – 38,487

მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული რომ არ იყოს, იმდენად გასაოცარია ეს ციფრები, რომ კაცი არც – კი დაიჯერებდა, განსაკუთრებით გასაოცარია სინდიკატთა და საზოგადო სარძევეების გამრავლება, პირველთა რიცხვი (სინდიკატი მრავალნაირია: აარსებენ სინდიკატებს მანქანების შესაძენად, მასალებისა, სასუქისა და სხვათა. 1895 წლის პირველ იანვრისათვის იყო 602, რომელთაც 18,747 წევრი ჰყავდათ, იმათი თანხა 12 მილიონ ფრანკამდე ადიოდა, მაგრამ რძის წარმოების საქმემ ყველაფერს გადააჭარბა. 1893 წელს სულ 18 კავშირი იყო, 1899 წელს კი – 269 კავშირი და 24,519 წევრი, ამ კავშირებს ერთად 71,443 ძროხა ჰყავთ.
85 ასეთ სარძეო კავშირის საქმეებს ორთქლის მანქანებით აწარმოებენ. ყველა კავშირებმა ერთად გაჰყიდეს 1898 წელს:

ერბო . . . . . . . . . . . . 23,507,614 ფრანკის
ყველი . . . . . . . . . . . 115,859 `
რძე . . . . . . . . . . . . 135,872 `
სხვა ნაწარმოები . . . . . 52,947 `
სულ 12,802,785 ფრანკი

სარძევეები უმეტესად შვეიცარიულ სისტემაზედაა გამართული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შვეიცარიაში, სადაც დღემდე საძოვრებისა და ტყეების საზოგადო, სათემო (საერთო) მფლობელობაა, საქმე უფრო მკვიდრ ნიადაგზეა დაყენებული.
ვისაც ცოტას ხნობით მაინც უცხოვრია შვეიცარიის რესპუბლიკაში პატარა ქალაქებსა და სოფლებში ის უეჭელად შეამჩნევდა პატარა სუფთა შენობას, სადაც დედაკაცებს რძე დღეში სამჯერ მოაქვთ. ეს შენობა თემის სარძევე და ყველის საკეთებელია, დაგირავებული თემის მიერ. იქა სცხოვრობს მცოდნე ყველის მკეთებელი, დაქირავებული თემის მიერ ან თავის შორის არჩეული. იგი დაბეჭდილ წიგნში სწერს სოფლელთა მიერ მოტანილ რძის რაოდენობას, ასევე ჰნიშნავს თვითეულ მომტანს წიგნაკშიაც. მთელის სოფლის რძის ნაწილს ჰყიდის იმათზედ, ვინც ისურვებს, დანარჩენისაგან ამზადებს ერბოსა და ყველს. ამ ერბოსა და ყველს სულ ერთიან ჰყიდიან და დანიშნულ დროს ფულს უყოფენ სოფლელთ. აღებულ ფულს ჯერ ჰყოფენ იმდენად, რამდენი ყველი და რძეც გაიყიდა; ასე იტყობენ, რა რა ფასში გაიყიდა; შემდეგ იმისდა კვალობაზედ, ვის რამდენი ვედრა რძე წარუდგენია, ანაწილებენ ფულს. ზოგიერთ სოფელში ყველს სულ ერთიან არა ჰყიდიან, ნაწილს იტოვებენ და შეტანილ რძის რაოდენობის მიხედვით თითო კომლი იღებს ერთ, ორ ან სამ კვერეულს. გაზაფხულიდან თითქმის შემოდგომის გასვლამდე-კი, როდესაც ამწვანდება ხოლმე თვალ-წარმტაცი გორები და როდესაც მთელის სოფლის საქონელს თემის გამგენი მიერეკებიან საერთო იალაღზედ, – ძროხებს წველიან, იტყობენ თითოეულ ძროხის რძის რაოდენობას, ანგარიშს ეწევიან, ყველს აკეთებენ თვით მწყემსები, რომელნიც თავის ძროხებთან ერთად მხოლოდ გვიან შემოდგომაზედ ბრუნდებიან სოფელში…
მცირე მიწიან ბელგიაში სათემო ელემენტი ხსენებაში აღარც-კია. რძის კავშირებს აზრად მხოლოდ საერთო წარმოება და აღებულ ფულის გაყოფა აქვთ. ესეც-კია თვით ცხოვრებამ აიძულა ბელგიელნი გამოეძებნათ რამ თემის მაგვარი. სხვათა შორის, რუსეთის მარქსისტებმა, ერთი ალიაქოთი ასტეხეს თემის წინააღმდეგ, რაშიაც ერთ-სულობა და ერთ-აზრობა გაუწიეს იმათ ვინც გლეხობის უმიწოდ განთავისუფლებას თხოულობდა. აქ-კი, ამ უძლიერეს ინდუსტრიის სახელმწიფოში, საუკეთესო კაცნი ცდილობენ, ყოველ ღონესა ხმარობენ, რითიმე შეავსონ ადმინისტრატიულად დაქცეული თემი. ასეთი დაწესებულებაა ახლად შემდგარი ყველა სარძევეთა ასოციაცია. ამ ასოციაციის პროექტი, კოლიარ ბოკის მიერ შემუშავებული, მოიწონა სარძეო კავშირთა კრებამ და მთავრობაც გულ-მხურვალედ შეუდგა იმის განხორციელების საქმეს.
ასოციაციის გამგეობა, მთავრობის დახმარებით, მოაწყობს სატახტო და პროვინციალურ ქალაქებსა და დაბებში საზოგადო ნაწარმოებთა გასაღების საქმეს; მოაწყობს აგრეთვე ამ ნაწარმოების საზღვარგარეთ გაზიდვის საქმესაც. მაგრამ ვაჭრობის გარდა გამგეობა მეტად დიდ ყურადღებას აქცევს თვით წარმოების განკარგებასაც, ჰმართავსკ ონკურსებსა და გამოფენებს და, რაც უმთავრესია, მოძრავის სკოლების წყალობით ავრცელებს სამეურნეო სწავლა-ცოდნას.
შესანიშნავი რამეა ეს მოძრავი სკოლები. პირველად, რამდენადაც ვუწყით, ასეთი სკოლები ამ 60 წლის წინად გაჩნდნენ ნორვეგიაში, სადაც იმის წყალობით, რომ მცხოვრებნი გაფანტულად ცხოვრობენ, პატარა სოფლის რამდენიმე კომლს არ შეეძლო საკუთარი სკოლის შენახვა. ამიტომ ასეთი პატარა სოფელი მუდმივ სკოლის ნაცვლად დროებით მასწავლებელს იწვევდა. ასწავლიდა რა მასწავლებელი ბავშვებს წერა კითხვასა და პირველ დასაწყისს არითმეტიკასა და გეოგრაფიას, მეზობელ სოფელში გადადიოდა. ზოგჯერ წასულ მასწავლებლის ადგილას სხვა მოდიოდა, უმეტეს ნაწილად -კი ძველივე ბრუნდებოდა და განაგრძობდა სწავლას. აი ამ მოძრავ სკოლათა სისტემა შემოიღეს კანადაში სოფლის მეურნეობის საქმეში. კანადის მთავრობა ჰგზავნის პატარა სოფელში ტეხნიკოს-ყველის მკეთებელს _ უმეტეს ნაწილად ახალგაზრდა და მხნე კაცს. ეს ტეხნიკოსნი ჰმართავენ, როგორც შვეიცარიაში საზოგადო სარძევეებსა, ერბოსა და ყველის საკეთებლებს; ასწავლის წარმოებას ადგილობრივ მცხოვრებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, და როდესაც ამათგან თავიანთ მოადგილეებს მოამზადებენ, სხვა სოფელში გადადიან. თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიან ასეთ სატეხნიკო მოძრავ სკოლებს, სჩანს იქიდგან, რომ მცირედ დასახლებულ და სუსხიან კანადიდგან ჯერ ისევ 1895 წელს გატანილ იქნა 14,253, 002 დოლლარის (დოლლარი ორ მანეთამდეა)ყველი, ხოლო ერბო, რძე და კვერცხი _ 24,329,684 დოლლარისა. სულ კანადაში 5 მილიონი მცხოვრებია, ამ რიგად თითო მცხოვრებზედ გადატანილი საქონლისა 5 დოლლარი მოდის.
აი ასეთი მოძრავი სკოლები არსებობს ეხლა ბელგიაში რძის წარმოებისათვის. მაგრამ განა მარტო ამ წარმოებას საჭიროობს გლეხობა? და განა მარტო ბელგიაშია ასეთი საჭიროება? განა მეღვინეობასა, მეაბრეშუმეობასა, მეთამბაქოობასა, სხვა-და-სხვა ხელოსნობას-კი არ უნდა ასეთი მოწყობა? განა ყველა ეს აუცილებელ საჭიროებას არ შეადგენს ჩვენის გლეხობისათვის, საზოგადოდ სოფლის მცხოვრებთათვის? ან იქნება ამ გვარი საქმის მოწყობა ძნელი და შეუძლებელი იყოს.
რასაკვირველია შრომა დიდი და სისტემატიური უნდა, მაგრამ განა შრომა თვით ცხოვრება არ არის? რაც შეეხება ხარჯს, მერწმუნეთ, ჩვენი ხალხიც შესძლებს ასეთის საქმისათვის ხარჯის გაძღოლას. ისიც, როგორც შვეიცარიისა, კანადისა და ბელგიის გლეხობა, მოახერხებს საერთო, საზოგადო წარმოებას და მოაწყობს თავისს ნაწარმოების გასაღების საქმეს, შესძლებს მევახშეთაგან დამცველ ამხანაგობათა დაარსებას და ყველა იმის გაკეთებას რასაც დასახელებულ ქვეყნების გლეხობა აკეთებს. საჭიროა მხოლოდ საუკეთესო კაცებმა სცნონ, რომ გლეხობა ყველგან საძირკველია, საფუძველია საზოგადოებრივობისა. ღარიბია და ბნელით მოცული იგი, ღარიბია და საბრალო თვით საზოგადო ცხოვრებაც. გაანათლეთ ხალხი, დაეხმარეთ ეკონომიურ თვითმოქმედებისათვის ფეხის ადგმის დროს, და ჰნახავთ, რომ თვით თქვენი საზოგადო ცხოვრება უფრო მდიდარი და ბედნიერი შეიქმნება…

ვ. მარველი

შავი ქვის მრეწველობის მოწყობის გამო

16.01.1901. #12 კრიზისმა შეერთებული შტატების შავი ქვის მრეწველობაში, სადაც წარსულ ნოემბერს ერთი ტონის შავი ქვის ფასი 82 დოლარიდგან 60 დოლარამდე დაეცა, ევროპაშიაც ცუდი გავლენა იქონია. ამბობენ, ბაზრები შტატებსა, ინგლისსა და ამერიკაში, ე.ი იმ სახელმწიფოებში, სადაც ყველაზე მეტს შავ ქვასა ხმარობენ, სავსეა ამ ქვითაო. Dმდიდარ ფოლადის ქარხნის პატრონეებს მთელი გორებ