Archive | April, 2012

პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წ.წ)

22 Apr

  დიმიტრი შველიძე

თბილისი
2008 წ.

ნაშრომი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების – რუსთაველის ფონდის პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა: “დამარცხებული საქართველო (1991-1992 წლების თბილისის მოვლენები).” პროექტის პროგრამის მიხედვით, შესრულებული ორი ნაშრომიდან ერთ-ერთის ავტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნათელა ვაჩნაძე (პროექტის ხელმძღვანელი) და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო თომაძე.
რაც შეეხება წინამდებარე ჩვენს ნაშრომს იგი მონოგრაფიული ხასიათისაა. მასში მეცნიერულადაა შესწავლილი 1987-1992 წლებში მიმდინარე დაპირისპირებები ჯერ ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება შემდგომში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში გადაიზარდა და ეროვნული ხელისუფლების დამხობით დამთავრდა.
რა იყო ამ პერმანენტული კონფრონტაციის მიზეზები, წინაპირობები, რატომ განვითარდა მოვლენები ასეთი დრამატული სცენარით და მაინცდამაინც საქართველოში. ეს და სხვა ამდაგვარი საკითხები დღესაც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის.
Continue reading

Advertisements

გიორგი დეკანოზიშვილი – მამულიშვილის დაბრუნება

1 Apr


დიმიტრი შველიძე
გიორგი გაფრინდაშვილი

თბილისი
2010

1900-1910-იანი წლები იყო საქართველოს ისტორიაში ეროვნული და სოციალური მოძრაობის არაჩვეულებრივი გამოცოცხლების ხანა. ასპარეზზე გამოვიდა და აქტიურობდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების ბრწყინვალე თაობა, რომელმაც ნამდვილი პოლიტიკური რენესანსის ეპოქა შექმნა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამ თაობის არაერთი წარმომადგენელი საერთაშორისო მასშტაბის ავტორიტეტი გახლდათ, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა და დამსახურებისა: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი, კიტა აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი გოგელია, სპირიდონ კედია, კოტე აფხაზი, გიორგი გვაზავა, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე, ვლადიმერ დარჩიაშვილი…
რუსულ-ბოლშევიკური იდეოლოგია და საბჭოთა სახელმწიფო მანქანა 70 წლის მანძილზე ცეცხლით და მახვილით ცდილობდა ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან ამოეშალა მათი სახელები და ნამოღვაწარი.
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გიორგი დეკანოზიშვილი.

Continue reading