პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წ.წ)

22 Apr

  დიმიტრი შველიძე

თბილისი
2008 წ.

ნაშრომი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების – რუსთაველის ფონდის პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა: “დამარცხებული საქართველო (1991-1992 წლების თბილისის მოვლენები).” პროექტის პროგრამის მიხედვით, შესრულებული ორი ნაშრომიდან ერთ-ერთის ავტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნათელა ვაჩნაძე (პროექტის ხელმძღვანელი) და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო თომაძე.
რაც შეეხება წინამდებარე ჩვენს ნაშრომს იგი მონოგრაფიული ხასიათისაა. მასში მეცნიერულადაა შესწავლილი 1987-1992 წლებში მიმდინარე დაპირისპირებები ჯერ ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება შემდგომში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში გადაიზარდა და ეროვნული ხელისუფლების დამხობით დამთავრდა.
რა იყო ამ პერმანენტული კონფრონტაციის მიზეზები, წინაპირობები, რატომ განვითარდა მოვლენები ასეთი დრამატული სცენარით და მაინცდამაინც საქართველოში. ეს და სხვა ამდაგვარი საკითხები დღესაც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის.
Continue reading

გიორგი დეკანოზიშვილი – მამულიშვილის დაბრუნება

1 Apr


დიმიტრი შველიძე
გიორგი გაფრინდაშვილი

თბილისი
2010

1900-1910-იანი წლები იყო საქართველოს ისტორიაში ეროვნული და სოციალური მოძრაობის არაჩვეულებრივი გამოცოცხლების ხანა. ასპარეზზე გამოვიდა და აქტიურობდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების ბრწყინვალე თაობა, რომელმაც ნამდვილი პოლიტიკური რენესანსის ეპოქა შექმნა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამ თაობის არაერთი წარმომადგენელი საერთაშორისო მასშტაბის ავტორიტეტი გახლდათ, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა და დამსახურებისა: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი, კიტა აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი გოგელია, სპირიდონ კედია, კოტე აფხაზი, გიორგი გვაზავა, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე, ვლადიმერ დარჩიაშვილი…
რუსულ-ბოლშევიკური იდეოლოგია და საბჭოთა სახელმწიფო მანქანა 70 წლის მანძილზე ცეცხლით და მახვილით ცდილობდა ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან ამოეშალა მათი სახელები და ნამოღვაწარი.
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გიორგი დეკანოზიშვილი.

Continue reading

ვარლამ ჩერქეზიშვილი თხზულებანი

25 Mar

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ტომი პირველი

თბილისი
2011

გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის პუბლიცისტური წერილები ხშირად იბეჭდებოდა როგორც ქართულ ისე ევროპულ პრესაში; მრავალ ენაზე ითარგმნებოდა მისი ნაშრომები და წიგნები. წინამდებარე თხზულებების პირველ ტომში ვაქვეყნებთ გაზეთებში, “ივერიასა” და “ცნობის ფურცელში” ვ. ჩერქეზიშვილის მიერ 1893-1904 წლებში დაბეჭდილ წერილებს.

შემდგენელი და რედაქტორი _ დიმიტრი შველიძე.
პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
სარედაქციო ზაზა ცინაძე
ჯგუფი: თამარ სიდამონიძე მაგისტრანტები
მანუჩარ გუნცაძე

Continue reading

Hello world!

25 Mar

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.